გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს გენერალულ მდივანს _ ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის მიერ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებსა და მის თანმდევ უარყოფით შედეგებზე.
აღინიშნა ეუთოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დღის წესრიგს.
“ჩვენ განვიხილეთ რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს პოლიტიკური პროცესი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სახით”, _ განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.