Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპი: მომწონს, პუტინი “ისლამურ სახელმწიფოს” რომ ბომბავს

დონალდ ტრამპი: მომწონს, პუტინი “ისლამურ სახელმწიფოს” რომ ბომბავს

466

ვითარება ახლო აღმოსავლეთში გაცილებით სტაბილური იქნებოდა, ერაყისა და ლიბიის პრეზიდენტები _ სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფი რომ არ დაემხოთ”, _ განაცხადა აშშის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ NBCის ეთერში.

“შეხედეთ ლიბიას, შეხედეთ, რა ჩავიდინეთ, იქ ქაოსია. ავიღოთ ერაყი და სადამ ჰუსეინი. ნახეთ, იქ რა ჩავიდინეთ, იქაც ქაოსია. მსგავსი რამ მოხდება სირიაშიც, თუკი პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხობა. აშშ ასადის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ არც კი იცის რეალურად, ვის უჭერს მხარს. ხომ შეიძლება, რომ ეს ადამიანები ასადზე უფრო ცუდები აღმოჩნდნენ?! დარწმუნებული ვარ, სწორედ ერაყის კატასტროფის შედეგად წარმოიქმნა “ისლამური სახელმწიფო”. მე მხარს ვუჭერ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ. მომწონს, რომ პუტინი ბომბავს “ისლამურ სახელმწიფოს”. მას სურს, თავიდან მოიშოროს “ისლამური სახელწიფო”, რადგან არსებობს ამ ტერორისტული ორგანიზაციის რუსეთშიც შეღწევის საფრთხე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here