Home რუბრიკები საზოგადოება ზარბეგ ბერიაშვილი: ყაჩაღები სხედან ამ “საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებში” და მათ მიერ მოცემული...

ზარბეგ ბერიაშვილი: ყაჩაღები სხედან ამ “საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებში” და მათ მიერ მოცემული სესხი ზურგში ნასროლ ტყვიასავითაა!

584

სახელგანთქმულმა ქართველმა ფალავანმა და სამეურნეო საქმიანობის სამაგალითო ორგანიზატორმა ზარბეგ ბერიაშვილმასაქართველო და მსოფლიოსთანსაუბარი მადლობის თქმით დაიწყო:

_ მადლობა მინდა ვუთხრა თქვენი გაზეთის მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი თოდუას. მისი ხელმძღვანელობით თქვენი გაზეთი ისეთ იშვიათ გამოცემად იქცა, რომელიც ხალხს სიმართლეს ეუბნება, ამიტომ მიხარია თქვენს რედაქციაში მოსვლა.

_ ბატონო ზარბეგ, ტელეფონით საუბარში შეგატყვეთ, რომ სათქმელი დაგიგროვდათ.

_ მხოლოდ მე კი არა, საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს დაუგროვდა ბევრი სათქმელი, სურვილებიც, რა თქმა უნდა, შეკითხვებიც. 25 წელიწადია, საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველას ეშველა, ისეთ რესპუბლიკებსაც კი, რომლებიც სახელმწიფო დოტაციაზე იმყოფებოდა, სომხეთს, მაგალითად. თუ არ მეშლება, საკავშირო დოტაცია ჩვენი ამ მეზობლის ეკონომიკაში 40 პროცენტი იყო. დღეს სომხეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ბლოკადაში იმყოფება, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ერთ დროს წარმატებულ საქართველოში. გადით ჩვენს ბაზრებში და ნახავთ, რომ იქ სომხური პროდუქტი ქართულზე მეტია. საქართველოსთვის ყველა მიმართულებით გზა გახსნილია, ბევრ ქვეყანასთან გვაქვს საქმიანი ურთიერთობა და მაინც ვერ გვიშველია საკუთარი თავისთვის. ვერ გამიგია, რა ხდება. ძალით ხომ არ გვაგდებენ ამ მდგომარეობაში?! ვიღაც სპეციალურად ხომ არ აკეთებს ამას?! აქედან _ ხელშეშლა, იქიდან _ ხელშეშლა, და ხალხი გაჭირვებაშია.

ეკონომიკა ფეხზე ვერა და ვერ დადგა. მე ის მიკვირს, 160-ლარიან პენსიას კიდევ როგორ აძლევენ ხანდაზმულ, დამსახურებულ ადამიანებს.

თუ რამ იქმნება საქართველოში, უცხოური ფირმებისაა, და იქიდან მიღებული მოგება ისევ უცხოეთში მიდის.

_ ამ ყველაფერს ემატება ეროვნული ვალუტის პრობლემა, რომელიც კატასტროფულად გაუფასურდა.

_ საქართველოში ბევრია განათლებული, გამოცდილი და ამ საკითხში ჩახედული ადამიანი, რომლებიც ამ თემაზე პროფესიულად ისაუბრებენ… მაგრამ მაინც ვიტყვი:

დოლარი გამყარდა, ლარი გაუფასურდა. ნავთობი გაიაფდა, სხვა ყველაფერი გაძვირდა. საწვავის გაძვირება ფართო მოხმარების საქონლის გაძვირებას რომ იწვევდა, ვიცოდით, მაგრამ ერთის გაიაფება მეორის გაიაფებას რატომ არ იწვევს?

და, გაიაფება საერთოდ რომ არ ხდება საქართველოში, ეს ხომ ფაქტია!

_ რატომ? იდეები ხომ უფასურდება, სინდისნამუსიც, ბატონო ზარბეგ?

_ ეგ ასეა… საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ვალუტების გაიაფებას, ჩემი აზრით, ქართულ ლარზე ნაკლებად უნდა ემოქმედა. მოხდა კი პირიქით. ვერ გავიგე, რა ხდება.

_ ეკონომიკის ექსპერტები, რომლებიც ბოლო დროს არნახულად მოგვიმრავლდნენ, ლარის დევალვაციის პროცესს ხან ხადურს აბრალებენ _ ფინანსთა მინისტრს, ხან ქადაგიძეს _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

_ ჩვენთან ხომ ყველაფერი პერსონიფიცირებულია… მაპატიეთ კადნიერება, მაგრამ ისევ ჩემს აზრს მოგახსენებთ. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინათ რა დამართა ბიძინა ივანიშვილისბანკ ქართუსხომ ცნობილია?! მაშინ, როგორც პროფესიონალები ამბობდნენ, კატასტროფის წინაშე დადგა მთელი ჩვენი საბანკო სისტემა. ვინმეს მოეკითხა ამის გამო? _ არა. პრესის მეშვეობით შევიტყვე, რომ ეროვნული ბანკი ისე იქცევა, თითქოს ის ფული, რომელიც მის სეიფებში დევს, მისი საკუთრება იყოს: მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდს წინასწარ გადაუხადა ის ვალი, რომელიც 2017 წელს უნდა გაესტუმრებინა. რა თქმა უნდა, დოლარებში. რატომ იჩქარა ეროვნულმა ბანკმა ამ ვალუტის გადინება ქვეყნიდან? ეს არ არის დანაშაული? ქადაგიძე ამით სსფ ხელმძღვანელებთანსაქმეს თუ იკეთებს”, არ ვიცი, მაგრამ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს რომ სჩადის, აშკარაა. ვალის წინასწარ გადახდის საშუალება ძალიან მდიდარ ქვეყნებსაც არ აქვთ. რა დავარქვათ ამას, კუდაბზიკობა, თუ ქვეყნის საფინანსო სისტემის შერყევა?

ასეთი დანაშაულისთვის (დაჭერისგან ღმერთმა დაიფაროს), პასუხისგებაში უნდა მიეცეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დიდი ჯარიმა უნდა დაეკისროს პირადად მას და მოიკვეთოს საქართველოდან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გამძარცველი და გამყვლეფია ყველა იმ ქვეყნისა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია და აქვს. ყაჩაღები სხედან ამსაერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებში”, როგორც მათ უწოდებენ. მათ მიერ მოცემული სესხი ზურგში ნასროლ ტყვიასავითააო, _ ხშირად უთქვამთ პროფესიონალ ფინანსისტებს.

ესეც პრესაში მაქვს წაკითხული.

ეროვნულ ბანკს კი მეთვალყურეც არ ჰყავდა. ახლა, როცა ცალკე გამოყვეს მისი მაკონტროლებელი სპეციალური სტრუქტურა, “ნაციონალებმა” ისეთი წივილ-კივილი ატეხეს, გეგონებოდათ, ცა ჩამოექცათ თავზეო.

_ ამით ერთხელ კიდევ გააღრმავეს ეჭვი თავიანთარანორმატიულკავშირზე აღნიშნულ საფინანსო სტრუქტურებთან.

_ შეიძლება, ასეც იყოს. აქედან დასკვნა: დამნაშავეა ის, ვინც ამ გარიგებიდან მოგებას ნახულობს.

ერთიც _ ვინც ფულს შოულობს, დოლარებში ინახავს. შემდეგ ეს დოლარები გააქვთ საზღვარგარეთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან დარჩეს. ასეც ჩნდება ვალუტის დეფიციტი.

_ ბოლო ხანს გამოქვეყნებული წერილებით ექსპერტები ამტკიცებენ, რომნაციონალებისმიერ ინსპირირებულიყურძნის რევოლუციაჩაფლავდა.

_ ჩაფლავება იმთავითვე ეწერა, რადგან ხალხი არ არის ისეთი მიამიტი, როგორიც ადრე იყო. რთველთან ერთად “ნაცების” პროვოკაციაც მთავრდება.

არ გეწყინოთ, ერთ რამეს გეტყვით: მთელი ის აჟიოტაჟი, რომელიც ყურძნის შესასყიდი ფასების გამო ატყდა, თქვენი, ჟურნალისტების ბრალია. ერთ მაგალითსაც დაგისახელებთ. 23 სექტემბრის “ალია” წერდა: “22 სექტემბერს… როცა ამ არხზე (“რუსთავი 2”-ზე) გავიდა სიუჟეტი, სადაც ვნახეთ, როგორ ჩეხს “საკუთარ” ვენახს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები გელა გრიშჩენკო”. გაზეთმა ამხილა სიყალბეში ეს ვიღაც გრიშჩენკო და “ნაცმოძრაობის” აქტივისტი.

ამ ვენახის პატრონი მარუსა დოლეჯაშვილი თქვენს კოლეგას ეუბნება: “…ეგა გვქონდა ადრეულა ვენახი, აგვისტოში მორჩა მაგისი კრეფა. დაძველდა, დაბერდა ვაზი და ჩვენ თვითონ ვაპირებდით გაჩეხვასა. ვაზი სუ აქეთ-იქით იყო წაქცეული… ვიღაცები მიუყვანია, ერთი ამბავი ყოფილა, გადაუღიათ, ტელევიზორშიც ყოფილა. ეგ ჩვენი ვენახია, გრიშჩენკო ჩვენი მომიჯნეა… მაგან ახალი გააშენა, იმას როგორ გეეკარებოდა?.. ეგ მაინც გადასაჭრელი იყო”…

ასეთი სიყალბით შეეცადა “რუსთავი 2” ხალხის გაბითურებას. ასეთი მიკერძოებული მაგალითი უამრავია. ნასყიდი ჟურნალისტები მოგვიმრავლდნენ, სამწუხაროდ…

ტაშს რომ ვუკრავდით,_ საბაზრო ეკონომიკა გვინდაო, გამყიდველს ეგონა, რასაც ბაზარში ფასს დაადებდა, იმდენად გაყიდდა, მყიდველი დარწმუნებული იყო, რასაც მისცემდა, იმას იკმარებდა გამყიდველი.

სოფელში გაზრდილი კაცი ვარ და ნურავინ მასწავლის გლეხის შრომის დაფასებას. კილოგრამი ყურძენი ლარი კი არა, ხუთიც უნდა ღირდეს. მაგრამ მყიდველიც კერძო პირია და გამყიდველიც. მთავრობა რა შუაშია?! ასე ჩაწერეთ! მაგრამ გლეხს კომპენსაციას რომ აძლევს, ვისი ფულია?

_ ჩვენი, ბიუჯეტის.

_ ამიტომაც გვაქვს პენსია 160 ლარი. ამაზე კი უნდა დაფიქრდეს მთავრობა…

წინა ხელისუფლებამ მოსპო ანტიმონოპოლიური სამსახური. მონოპოლიათელასსაქვს ჩაგდებული! აბა, სხვა წყარო მითხარით, რომელთანაც შევძლებ ხელშეკრულების გაფორმებას ელექტროენერგიის მისაღებად? ასეთი წყარო არ არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას წყალზე დაწესებულ მონოპოლიაზე. საწვავშიც იგივე არ არის? ძალიან კარგია დიდი მოგება: სახელმწიფოსაც ხელს აძლევს _ მოგების 15 პროცენტი მასთან მიდის. უხარია. მაგრამ სხვაგან რომ საქმე ფუჭდება და ათი იმდენი ეკარგება, ამას რა ვუყოთ?

ისედაც გაჭირვებული ხალხის კისერზე ტყდება ყველაფერი. მთავრობა რომ ხარ, გააკეთე ისე, ხალხი არ აზარალო, დიდი შემოსავლის მიღების საშუალება მიეცი, დაუკავე საშემოსავლო, იქნებ, მონოპოლისტების გადასახადებზე მეტი შემოგივიდეს. არ აჯობებს ასე? ხალხიც კმაყოფილი დაგრჩება…

კომუნისტებს ყველაფერი დასაძრახი არ ჰქონდათ… ეგეც ჩაწერეთ. რაიკომის მდივანი კაი დედ-მამის შვილი იყო და გაბედავდა, ხალხის მიღების საათები ყოველკვირეულად არ ჰქონოდა.

ჩვენი დღევანდელი გამგებლები კი ისე გაურბიან ხალხთან ლაპარაკს, როგორც შავ ჭირს. ელექტროფოსტით გამოგვიგზავნეთო თქვენი საჩივარი. ტელეფონის ზარს არ უპასუხებენ, _ “მესიჯით” შემატყობინეთო. ჩვენი მოქალაქეების რამდენ პროცენტს შეუძლია ამ ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით სარგებლობა? დიდი-დიდი 20 პროცენტს. დანარჩენს რა, კისერიც უტეხიათ?! საყოველთაო კომპიუტერიზაციიდან ჯერ ძალიან შორს ვდგავართ.

_ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, 23 სექტემბერს კახეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი დაიწურა _ 6722 ტონა. ერთ დღეზეა ლაპარაკი. 28 სექტემბრის დილის მონაცემებით კი სულ 72 ათას ტონამდეა გადამუშავებული. “ნაცებიკი ამტკიცებდნენ, რომ გლეხს ურჩევნია, გაუფუჭდეს მოსავალი, ვიდრე კილოგრამი 60 თეთრად ჩააბაროს.

_ დიდი ჭკუა და გამჭრიახობა არაა საჭირო იმისთვის, გავარკვიოთ, არეულობა კახეთში “ნაციონალების” მიერ რომ იყო ორგანიზებული და, რაც მთავარია, გაყიდული პრესისა და ტელევიზიების მიერ მხარდაჭერილი. ვინმემ შეჰკადრა საყვედური მაინც? _ არა. სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვა ამის უფლებას არ გვაძლევსო. არეულობისკენ მოწოდება, თუ სიტყვის თავისუფლებას ნიშნავდა, აქამდე არ ვიცოდი.

ან საქართველო და მსოფლიოსენა რომ შეგაჩვიეს, ხომ პირდაპირ და უშეცდომოდ მიგვანიშნებს, რომ ასეთი სიცრუის გამავრცელებელი .. ენჯეოები თვითონ არიან უხვად დაფინანსებული, თანაც იმ ძალების მიერ, რომლებსაც ეს საქმე სრულიად მსოფლიოში აქვთ სანიმუშოდ აწყობილი. პროვოკატორობა ჰქვია ამას.

მადლობა ღმერთს, ჩვენს ხალხს ამ იაფფასიანი საკენკით ვერ შეაცდენ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S.-ის ნაცვლად:

_ სასაცილოა, როცა პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შორის ისეთი ურთიერთობაა, ისეთი კურიოზული დამოკიდებულება, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით. ასეთი თავკერძობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ავტორიტეტის დაცემას უწყობს ხელს. მეეჭვება, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ამ დღეებში ტარდება, რომელიმე სხვა ქვეყანა პრემიერმინისტრითა და პრეზიდენტით ერთდროულად არის წარმოდგენილი, ცალცალკე დელეგაციებითა და სხვადასხვა თვითმფრინავით ჩასული, _ გულდაწყვეტით ასკვნის ბატონი ზარბეგ ბერიაშვილი, _ თქვენს მკითხველებს არ ესწავლება, რომწესების გარეშე ბრძოლასაცაქვს თავისი წესები და, რა ძნელი დასაცავი უნდა იყოს ორი უმაღლესი პირის მიერ ურთიერთობისა და სახელმწიფოს მართვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ისე აღსრულება, ქართულ სახელმწიფოს რომ არ ავნონ?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here