არ ვიცი, ოდესმე ყოფილა თუ არა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი სანადიროდ. არც მე ვარ დიდი მონადირე, მაგრამ, ტერმინი “ნადირობა” რასაც ნიშნავს, ვიცი, ამიტომ ნამდვილად ვერ ვუწოდებ ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელ განცხადებებს “გულწრფელს”.
“ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ მან “ნაციონალები” მოსისხლე მტრებად გამოაცხადა და მიდის მათზე ნადირობა”, _ სრულიად უნამუსოდ აცხადებს ალასანია და, სამწუხაროდ, არავის მოსდის აზრად, მოსთხოვოს, დაასახელოს კონკრეტულად ვისზე, რამდენ ადამიანზე და რა ფორმით მიდის ეს “ნადირობა”.
დავიჯერო, სამიოდე თუ ხუთიოდე “ნაცის” დაპატიმრება მაშინ, როდესაც რეალურად მძიმე სახელმწიფო დანაშაულებისთვის, ალბათ, სამასი ან ხუთასი მაინც იყო დასაპატიმრებელი, ალასანიას აზრით, მართლა “ნადირობაა”?
თუმცა, თუ მისი სხვა თანაგუნდელების ხმაშეწყობილ უტიფრობას მივუგდებთ ყურს, სულ სხვა რამის დაჯერება მოგვიწევს… მაგალითად, თუნდაც მხოლოდ შალვა შავგულიძის განცხადებაც გვეყოფა: “გიგი უგულავა უკვე პოლიტპატიმრად იქცა!”…
რა თქმა უნდა, გიგი უგულავა ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორიც ბიძინა ივანიშვილი _ “ნაცებზე” მონადირე…
სამაგიეროდ, ირაკლი ალასანია, შალვა შავგულიძე და მათი სხვა თანაგუნდელები უკვე მართლაც ზუსტად ერთნაირი უნამუსოები, უტიფრები და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები რომ არიან, ეს უკვე საბოლოოდ დაანახვეს ქართველ საზოგადოებას!
ბიძინა ივანიშვილის პრობლემა რაც არის, ეგ, დამიჯერე, შენზე უკეთ ვიცი, ბატონო ირაკლი… და, სხვათა შორის, ეს პრობლემა სწორედ ისაა, რომ ბატონი ბიძინა არათუ ნადირობს, არამედ პირიქით _ წარმოუდგენლად ლმობიერად ექცევა “ნაცებს” და მთელი საქართველოც სწორედ ამას საყვედურობს.
აი, შენი და შენნაირების პრობლემა კი, მართლაც, ძალიან მძიმეა _ ხელისუფლების სათავეში ვერმოჯდომით გამოწვეული მძიმე ფსიქიკური აშლილობა და ამ ნიადაგზე სისულელეების ბჟუტური.
სხვათა შორის, კონკრეტულად, ირაკლი ალასანიასა და შალვა შავგულიძის შემთხვევაში, ამ დაავადების ნიშნები, თანაც განსაკუთრებით მძიმე ფორმებში, არცთუ იშვიათად მათი ოჯახის წვერების საქციელზეც აისახება ხოლმე…
irakli alasania,tqveni problema is aris rom pirwavardnili naci xart da amis agiareba ar gindat!!!