Home რუბრიკები საზოგადოება “მებრძოლი ვაზელინების შოუ” გრძელდება!

“მებრძოლი ვაზელინების შოუ” გრძელდება!

618

კიდევ ერთითავისუფალიდადაუმორჩილებელიშეემატა ქართულ მედიასივრცეს! ტელეკომპანიაჯიდიეს”-ის გადაცემა “20/30”-ის ყოფილმა წამყვანმა მას შემდეგ, რაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, როგორც მისგან ყოველთვის იყო მოსალოდნელი, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას მიჰყო ხელი.

თურმე, ნუ იტყვით და, გამზარდიას ამ გადაცემაში “თავისუფლებას” უზღუდავდნენ, ჩაგრავდნენ და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას!

თორემ, რომ არ შეებოჭათ და მიეშვააააათ… დაბრდღვნიდა ყველაფერს!

საქართველოში მოდურია ერთი ადგილიდან ახალგამოყოფილი, დავაზელინებული თავებისბლატაობა”. გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრე “გავაჟკაცებული” ვახო სანაიაც, რომელიც “პირველი არხის” ხელმძღვანელობას “აუჯანყდა” და “გმირულად” ეკვეთა არჩევნებში “ბეზ პიწი მინუტ” დამარცხებულ “ნაცებს”! ვერავინ გვეტყვის, მანამდე მთელი ათწლეული რატომ არ მოსვლია აზრად მას “მტარვალი” დირექტორების წინააღმდეგ აჯანყება…

ისევე, როგორც ვერავინ იტყვის, არჩილ გამზარდიას რატომ ეგონა ბიძინა ივანიშვილიკრუტოიდა მთელი წელიწადი რატომ არაფერი თქვაჯიდიეს”-ზე მისი უმოწყალო ჩაგვრის შესახებ

თუმცა, ვაზელინთა ფილოსოფიაჩვენთვის, დიდი ხანია, ცნობილია. უფრო ის მიკვირს, თვითონ ბიძინა ივანიშვილს რატომ ჰგონია ხოლმე კრებითიგამზარდიებიკაი ტიპები და როდის უნდა ისწავლოს ამჭკუით დაპენტილმამილიარდერმა ყველაფერზე თავისმქნეველი მეხოტბე მლიქვნელების გარჩევა იმ ადამიანებისგან, რომლებიც, შესაძლოა, მწარე სიმართლეს ამბობენ ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ მათგან ორგულობა და უღირსი საქციელი გამორიცხულია?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here