Home რუბრიკები საზოგადოება იდენტობის “კოალიციური” აშლილობა “ქართულ ოცნებაში”, ანუ უტა-ვმოყვარეობის მორიგი გაკვეთილი?

იდენტობის “კოალიციური” აშლილობა “ქართულ ოცნებაში”, ანუ უტა-ვმოყვარეობის მორიგი გაკვეთილი?

არა, არაფერი შემშლია. საქმე ისაა, რომ ვისაც ფსიქოლოგიურ მეცნიერებასთან შეხება ჰქონია, აუცილებლად მომცემდა შენიშვნას: მაგას, “კოალიციურიკი არა, “დისოციაციურიაშლილობა ჰქვიაო. დიახ, ბატონო, ეგ მასეა, როდესაც საქმე პიროვნებას ეხება და ამ დიაგნოზს სამედიცინო ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაშიპიროვნების გაორებასაცუწოდებენ.

როგორც ცნობილია, “პიროვნების გაორება” უიშვიათეს დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და ის კონკრეტულ ინდივიდებს ემართებათ ხოლმე. საქართველოში კი უკვე, მგონი, ვხდებით მოწმე, როდესაც ეს დაავადება პოლიტიკურ ავანსცენას იპყრობს და არა მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მთელ კოალიციას ემართება.

აი, სწორედ ამიტომ ვუწოდეთ ამ სრულიად ახალ დაავადებას “კოალიციური აშლილობა”!

აბა, სხვა რა უნდა ეწოდოს ასეთ ინფორმაციას: “2016 წელსქართული ოცნებაარჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და გაემიჯნებაქართულ ოცნებას”…

ანუ, “ქართული ოცნება” დატოვებს “ქართულ ოცნებას” და გახდება “ქართული ოცნება”…

ვაჰ, რაღაც უცნაურია, არა?

აი, სწორედ ამიტომ მივმართეთ მედიცინას და ფსიქიატრიას.

შევეცადოთ, უფრო კარგად გავერკვეთ: კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გავა ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ანუ პარტია “ქართული ოცნება”… გასაგებია, მაგრამ ვინ დარჩება იქ?

ალასანიას გუნდი კოალიციას უკვე ჩამოშორდა. გუბაზ სანიკიძის, ზვიად ძიძიგურის, გია ჟორჟოლიანის პარტიებისა კი უკვე სახელწოდებაც აღარ ახსოვს არავის, მას შემდეგ, რაც ისინი კოალიციამშეიწოვა”. ასეა თუ ისე, ესორკაციანიპარტიები სად იქნებიან და რას გააკეთებენ, ბევრს არც არაფერს შეცვლის.

რა დარჩა?

მოდი, ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ: თუკი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვლი რესპუბლიკელებს ემიჯნება დაკოალიციიდან გასვლა”, უბრალოდ, ამ ყოველივეს ზრდილობიანი, დიპლომატიური შეფუთვაა და მეტი არაფერი.

კარგი, ბატონო, და რისთვის სჭირდება ეს ან ერთ, ან მეორე მხარეს?

რესპუბლიკელებისთვის არჩევნებში გამარჯვების ერთადერთი გარანტია ივანიშვილია. ამ პარტიის ლიდერები არასოდეს ყოფილან და არც არიან ალასანიას მსგავსი სულელები, რომ ეგონოთ, დამოუკიდებლად გამარჯვებას კი არა, თუნდაც ერთი წარმომადგენლის შეყვანას შეძლებენ პარლამენტში.

მეორე მხრივ, ბიძინასთვის რესპუბლიკელები ამერიკის შეერთებული შტატების კეთილგანწყობის შენარჩუნების, ასევე, ერთადერთი ბერკეტია. მათ გარეშე ივანიშვილის საკმაოდ ოდიოზური და ხშირად კომიკური ფიგურებისგან შედგენილ გუნდს, საერთაშორისო კი არა, შინაურ ასპარეზზეც კი ძალიან უჭირს ფეხის მოკიდება.

აკი, საერთაშორისო პოლიტიკური სარბიელი საჩხერის ან სხვა რომელიმე რაიონი არ არის, რომ ბიძინას ავტორიტეტმა “იმუშაოს” და რომელიმე კონკრეტული, ყოვლად ტუტუცი პერსონა ვინმემ “ფიგურად” ჩააგდოს მხოლოდ იმიტომ, რომ მის გასწვრივ 41 წერია.

მოკლედ რომ ვთქვათ, კოალიციაში დარჩენილ ამ ორ მეტ-ნაკლებად სრულყოფილ სუბიექტს, როგორც ადამიანს სჭირდება ჟანგბადის შესუნთქვა და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა და პირიქით, აი, ზუსტად ასე სჭირდება ერთმანეთი.

მაშ, რას უნდა მიეწეროს მათი შესაძლოგაყრა”?

აქ ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს:

1. საგარეო ვექტორის მკვეთრი შეცვლა;

2. ახალი პერსონებისთვის საარჩევნო სიაში ადგილების გამოთავისუფლება.

პირველი მიზეზი, თავისთავად რუსეთისკენ მკვეთრ შეტრიალებას და ნატოზე ოფიციალურად უარის თქმას, ანუ ე.წ. სომხურ გზას გულისხმობს. ასეთ შემთხევვაში ქართულ პოლიტიკაში რესპუბლიკელების ადგილი აღარ არის და ისინი თავიანთ ბუნებრივ პოზიციას უნდა დაუბრუნდნენ, ანუ იმ პოზიციას, რომელსაც მათი მხარდამჭერი ამომრჩევლის ნული მთელი ხუთი მეათედი პროცენტი ეკუთვნის.

თუმცა საგარეო პოლიტიკაში ასეთი მკვეთრი ცვლილებების რეალური წინაპირობა არ არსებობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალებმა” დიდი ხნის წინათ მონათლეს “პუტინის ბორიად”, საამისო არაფერი ეტყობა და ლიბერალურ-ფსევდოდასავლური ღირებულებების ხიბლშია ჩავრდნილი; მეორეც _ ვფიქრობ, ამ ეტაპზე, რუსეთსაც ნაკლებად სურს, საქართველოს ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს და ამით გარკვეულწილად იძულებული გახდეს, დააბრუნოს ის ტერიტორიები, რრომლებიც ჩვენივე უთავბოლობის ეფექტიანად გამოყენებით წაგვართვა და დღემდე განაგრძობს მათ “შემომტკიცებას”.

ესეც რომ არა, რუსეთს ამჟამად ამისათვის არც სცალია, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კერძოდ, სირიასა და მის გარშემო, შექმნილი სიტუაციის გამო… მეორე მიზეზი, ცოტა უფრო რეალურია და ამ დღეებში საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ამ მიზეზის ზუსტ ახსნასაც იძლევა.

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიქართული ოცნების სიის პირველი ნომერი უტა ბიძინას ძე ივანიშვილი იქნება”, _ გვაუწყა ელექტრონულმა მედიამ. ჯერჯერობით ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უტას შესაძლო გაპოლიტიკოსებაზე დიდი ხმაური მაინც ატყდა.

თუკი ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ უკვე ფაქტია, რა “შავ კატასაც” გაურბენია “პიროვნების გაორების” მქონე კოალიციაში. ფაქტია, რომ რესპუბლიკელები სოსო ჯაჭვლიანისიბიარდის”, თამაზ მეჭიაურისმქსოველა პრეზიდენტისდა თანაკოალიციელების სხვა მსგავსი სამარცხვინო გამოხდომების შემდეგ კიდევ ერთ სამარცხვინოობას _ 21- საუკუნეში ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის მცდელობას, ვერ აიტანდნენ და საპარლამენტო სიაში უტა ბიძინოვიჩის პირველ ნომრად ჩასმას კატეგორიულად შეეწინააღმდეგებოდნენ. დალახვროს ეშმაკმა და, აქ მხოლოდ სამარცხვინოობაზეც ხომ არ არის ლაპარაკი, “ბღარტი” უტას უსუფაშვილ-ხიდაშელ-ბერძენიშვილების თავზე გადახტომა, აკი, ამ “ყოვლად ინტელექტუალი” გვამების “კროვნი” შეურაცხყოფაც იქნებოდა!

ახლა ივანიშვილების მხრიდან მივუდგეთ: როგორც ცნობილია, ოჯახთან დაპირისპირება, ეს უკვე კატეგორიულად მიუტევებელი ამბავია ივანიშვილებში. ვინც არ იცის, იცოდეს: ბიძინას “შიგა კანტორებში” ეს მიღებული სიტყვაა. ვთქვათ, რაღაც გადაწყვეტილება უნდა აცნობონ ივანიშვილებისადმი დაქვემდებარებულ რომელიმე საწარმოს ან ორგანიზაციის დირექტორს. ასეთ შემთხვევაში, თუკიზევიდანითქვა სიტყვებიოჯახმა გადაწყვიტა”, ეს უკვე აპელაციას არ ქვემდებარება!

სწორედ ამიტომ პირადად ბიძინასთან სიტყვიერი შეკამათება ჯანდაბას, მაგრამ “ოჯახის” წინააღმდეგ წასვლა ნამდვილად ძვირად დაუჯდებათ რესპუბლიკელებს. აქ უკვე აღარც საგარეო ავტორიტეტი დაეხმარებათ და დანარჩენში ისედაც ხომ “ფარჩაკები” არიან…

გამოდის, თუ უტას გაპირველნომრება სწორი ინფორმაციაა, მაშინ ეს ყველაფერს თავის ადგილას აყენებს დაქართული ოცნებისახალ დიაგნოზს _ “იდენტურობის კოალიციურ აშლილობას” _უკვე სავსებით გასაგებს ხდისპოლიტიკური მედიცინისთვის”.

აქვე, სამართლიანობა მოითხოვს, ხსნებული ინფორმაციის ნამდვილობა-არანამდვილობასაც შევეხოთ.

პირველ რიგში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცნობის გავრცელების შემდეგ მასზე ზოგიერთი ადამიანის რეაგირებამ უფრო დამაფიქრა და აღმაშფოთა, ვიდრე ცნობამ.

გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ 2011 წელს ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ნიკოლოზ მიხეილის ძე სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე. აი, მაშინ საშინელი ყაყანი ატეხა არაერთმა ძალიან “დემოკრატმა” და “თავისუფალმა” ე.წ. მოღვაწემ.

_ ეს რას ჰგავსო? ნახეთ მიშას თავხედობა სადამდე მივიდაო? 21-ე საუკუნეში ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემა ხომ ყველაზე სამარცხვინო რამეაო! ეს ხომ შუა საუკუნეობრივი გადმონაშთიაო! _ ღაღადებდნენ ისინი.

დღეს კი სწორედ ამავე ადამიანების კომენტარებინამუსზე აგდებსიმ მოქალაქეებს, რომლებიც უტას შესაძლო გაპირველკაცებას აპროტესტებენ და ეს ძალიან ცუდ ტონად, დაუშვებლად და უთავმოყვარეობად მიაჩნიათ.

“დემოკრატიის დიადი დამცველების” პოზიცია ამჯერად ასეთია: “რას შემოიხიეთ ტანზე? მერე რა, თუ უტა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვა? განათლებული ბიჭია, სამშობლო უყვარს; რადგან ბიძინას შვილია, არაფრის უფლება არ აქვს? და საერთოდ, რა თქვენი საქმეა, პოლიტიკაში ვინ წავა და ვინ მოვა?!”

აი, ეს ბოლო “არგუმენტი” რომ განსაკუთრებით “მძიმეა”, ლაპარაკიც არ უნდა. თურმე საზოგადოების საქმე სულაც არ ყოფილა, ვინ მოვა პოლიტიკაში.

ეგეც რომ არა, ნეტავ, რაშია საქმე? ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემა უკვე აღარ არისშუა საუკუნეობრივი გადმონაშთი”? ან იქნებ 21- საუკუნე არ არის? ან ის, რაც არ ეპატიება სხვას, ძალიან იოლად ეპატიებაგანათლებულ ბიჭუტას?!

აი, ასეთი აზროვნების ადამიანები ამუხრუჭებენ ამ ქვეყანას, თითქმის 30 წელიწადია, და, როგორც ჩანს, მსგავს ორმაგსტანდარტიანობას კიდევ დიდხანს არ ექნება დასასრული, ვიდრე საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად არ გამოფხიზლდება და ასეთებს საბოლოოდ არ მოკვეთს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან.

დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ივანიშვილების არასამთავრობო საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “მოქალაქემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც კატეგორიულად უარყო ხმები 2016 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიაში უტა ივანიშვილის ჩასმის თაობაზე…

თუმცა ერთგვარ ჟურნალისტურ ჩვევას მაინც ვერ ავუვლი გვერდს და დავაზუსტებ, რომ მსგავსიუარყოფებიაქამდეც ბევრი გვინახავს. მოგვიანებით ესგავრცელებული ხმებიმაინც დასტურდება ხოლმე და მერეუარმყოფელებიკიდევ ათასნაირ უაზრო მიზეზს იგონებენ, რატომ უარყვეს თავის დროზე ესა თუ ის ინფორმაცია

მსგავსი რამე განსკუთრებით სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეხერხება. საილუსტრაციოდ იმის გახსენებაც კმარა, როგორ განაცხადა თავის დროზე, მესამე წელს საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთო. მოგვიანებით ეს მან უარყო, _არა, ეგრე არ მითქვამსო!, როდესაც ჟურნალისტებმა ვიდეოჩანაწერი “სახეზე აააფარეს”, სრულიად უტიფრად განაცხადა: “ეგ კი არ ვთქვი, არამედ წამომცდა!”.

ასე რომ, მოდით, ერთი წელიც დავიცადოთ და ვნახოთ, კვამლი ამჯერადაც უცეცხლოდ გაჩნდა თუ პირიქით, როგორც უმეტეს შემთხვევებში ხდება ხოლმე, კოცონი საკმარისად გიზგიზებს?!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

    და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

    რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

    და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!\\\\\\\” 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here