Home რუბრიკები საზოგადოება “კვესიტაძის წამება”

“კვესიტაძის წამება”

გამაოგნებელი უტიფრობა! _ სხვა რა შეიძლება ეწოდოს შოუვუმენ კვესიტაძის ამ ფრაზას _ “წინა ხელისუფლებაც აკონტროლებდა მედიას და მეც ვიყავი ამის მსხვერპლი”?!

“მსხვერპლი” ყოფილა!

თანაც, წინა ხელისუფლება-”ც” აკონტროლებდა მედიასო!

წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა, ჩაგრავდა, აწიოკებდა, “აჩმორებდა” და ახლა ახალი ხელისუფლება-”ც” ცდილობს, აკონტროლოსო, _ ეს მაინც რომ ეთქვა, კიდევ ხო!

არა, თურმე პირიქით _ ეს ხელისუფლება ყოფილამედიაურჩხულიდა, აი, წინა ხელისუფლება-”ისე, უბრალოდ, დიდი მოწიწებითა და მორიდებით, გაუბედავად აკონტროლებდა თურმე მედიას

საწყალი კვესიტაძე…

ახლა მართლა შემეცოდა!

შენ მოგიკვდეს ჩემი თავი, ჩაგრულო, მსხვერპლო ეკა! ვინ იცის, რამდენჯერ ჩაგიკბეჩია იდაყვი და ჩაგიკვნეტია მჯიღი სიმწრისაგან, როდესაც იმ უზნეობის, უტიფრობის, უნამუსობისა და შხამის ნთხევასგაძალებდნენ”, რომელსაც ანთხევდი, მაგრამეჰ, რას გააწყობდი ასეთი უმწეო, პატარა, სიფრიფანა გოგო ამხელა სახელმწიფო მონსტრის, მჩაგვრელთა ურდოს, საზიზღარი სპეცსამსახურების წინააღმდეგ?!

იმდენიც კი ჰქენი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციოანალიტიკური სამსახურის უფროსს ცოლად გაჰყევი, მაგრამ ვერ მოდრიკე! ვერ მოარჯულე! ვერ მოათვინიერე!

არა უშავს! საბოლოოდ დაუნახავი არაფერი რჩება და მადლიერი შთამომავლობა, დრო მოვა, აუცილებლად დააფასებს შენს ღვაწლსა და დაუღალავ ბრძოლას!

დიდება ხალხისთვის წამებულ თოქშოუების წამყვანებს!

დიდება “მსხვერპლებს”, წამებულო ეკა!

ფრაზები ციკლიდანუტიფრობის გაკვეთილებიგრძელდება

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here