Home რუბრიკები საზოგადოება მიხეილ ბაბუნაშვილი: მე დებილი პრეზიდენტი მყავს

მიხეილ ბაბუნაშვილი: მე დებილი პრეზიდენტი მყავს

1194

“დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია _ გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ, ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. 

ზრდასრული ადამიანის სუსტი, ადრეული ასაკისთვის შეუფერებელი აზროვნება _ აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა”, _ ეს სიტყვები საქართველოს მე-4 პრეზიდენტს _ გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის. “მარგველაშვილი დაავადებულია დებილიზმის მძიმე ფორმით. მისი გონებრივი განვითარება ვერ გასცდა სააკაშვილის, ბოკერიას, თარგამაძის, ბაქრაძის, წიკლაურის, ჩიორების, ხათუნებისა და მსგავსი დებილების გონებრივი განვითარების დონეს”, _ ამ სიტყვების ავტორი კი სრულიად საქართველოს მამულიშვილთა კავშირგვარიშვილობისთავმჯდომარე მიხეილ ბაბუნაშვილია, რომელიც რედაქციაში გვეწვია.

_ ბატონო მიხეილ, საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილს თავისი მოსაზრება აქვს ქართველ ხალხზე. თქვენ რამ გაგაბრაზათ ახლა, ამდენი ხნის შედეგ? თანაც ის ერს უწოდებს დებილს, თქვენ კი ქვეყნის პრეზიდენტს კადრებთ, რომ დებილია

_ ჯერ ერთი, დებილების პრეზიდენტი დებილია, დებილი დებილს ირჩევს. და მეორეც: მარგველაშვილი გამუდმებით გვიმეორებს, რომ ლეგიტიმურია და ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, თუ არა დებილიზმის მძიმე ფორმასა და გონებრივ სისუსტეს, აბა, რას მივაწეროთ ეს ყველაფერი?! როგორი დებილი უნდა იყო, რომ გჯეროდეს, მსგავსი სისულელის?!

ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გონებრივად სუსტია, მხოლოდ მისი და ჩვენი ბრალი არ არის, ეს დებილი ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა პრეზიდენტად. სწორედ ივანიშვილის მოტყუება და გაცურება შეძლო თავისი ვითომ კაიკაცობით გიორგი მარგველაშვილმა.

_ როგორ მოატყუა ამდენი მილიარდის შემგროვებელი კაცი მარგველაშვილმა, თუ მართლა გონებასუსტად მიიჩნევთ?

_ არ უნდა მოტყუებულიყო, მაგრამ ივანიშვილი ყველაზე დიდი მატყუარა ყოფილა, ალბათ, ის 7 თუ 10 მილიარდიც ასე იშოვა.

გადავხედოთ ივანიშვილის ტყუილებს.

პირველი _ გვითხრა, რომ რუსეთთან ურთიერთობას აღადგენდა, მეორე _ განაცხადა სააკაშვილს მოგაშორებთო. რუსეთთან ურთიერთობაში არაფერი შეცვალა. ამ თემაზე ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას მოგახსენებთ _ რუსეთი ადამიანად მთვლიდა, ხოლო ამერიკისთვის ტარაკანიც არ ვარ. რაც შეეხება სააკაშვილის გაგდებას, აქაც მოტყუებულები ვართ _ კოაბიტაცია შემოგვაპარა და კვლავ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვასვა თავზე.

მარგველაშვილი სააკაშვილზე ნაკლები არ არის. გადახედეთ მის გარემოცვას ან იმას, როგორ იბრძვის არსებობისთვის, როგორ უნდა, რომ რაღაცას წარმოადგენდეს და მისი ახირებების გამო, ამ გაღატაკებულ ქვეყანას რამდენი ოფიციალური დელეგაციის გამგზავრება უწევს უცხოეთში.

ამ ხელისუფლებამ კოაბიტაციით ერი გაათახსირა. ვიცი, ამერიკამ აიძულა ამის გაკეთება, მაგრამ აზერბაიჯანის საზღვარზე “ნაციონალები” მილიონობით დოლარით ხელში რომ დაიჭირეს, რატომ ჩაფარცხეს და მიაფუჩეჩეს? იმ ფულით ხომ შემდეგ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა? თანაც ხალხის ნების წინააღმდეგ! მათ კახი კალაძემ და მთელმა მთავრობამ დააფარა ხელი, ვიცეპრემიერმა, თანაც _ იმ ძალას, რომელსაც საქართველოში ამომრჩევლის ერთი პროცენტიც არ ენდობა.

იცით, საქართველოს ინტელიგენცია რატომ აღარ ჰყავს?

ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მათ შორის, საუკეთესოებს, ივანიშვილი ფულს უხდის და ისინიც დუმან. ივანიშვილმა საღი აზრი ჩაახშო.

_ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო ინტელიგენცია?

_ სააკაშვილის პერიოდშიც ივანიშვილი უხდიდა ფულს ინტელიგენციას, იმხანად ივანიშვილი და სააკაშვილი მეგობრობდნენ, 80 ობიექტი მიშამ ივანიშვილის ფულით ააშენა, ოღონდ თავისი სახელით. მეგონა, ივანიშვილი პატრიოტი იყო, ახლა იმავეს ვერ ვიტყვი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დატოვა. ხალხმა ის აირჩია და სად წავიდა? რა, ქვეყანა მამამისის დუქანია?

_ თქვენ ძალიან ცუდად მოიხსენიებთ პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძესაც. რა დააშავა?

_ კოჟორიძე წლების განმავლობაში იყო ასო (ასო _ არასამთავრობო ორგანიზაცია _ ე. ნ.) _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაგრამ ხმა არასოდეს ამოუღია იმ დარღვევებზე, რომლებიც იმხანად ხდებოდა. კახა კოჟორიძე ახლა გახდა ქვეყნის დამცველი და სამართლიანი პიროვნება? სიმართლე გითხრათ, დღეს სააკაშვილისა და ამჟამინდელ მთავრობებს შორის სხვაობას ვეღარ ვხედავ, ასოები _კოჟორიძე, გიგაური და ლომჯარია იმხანადაც ქვეყნის მტრები იყვნენ და ახლაც არ მოუშლიათ სიავე. ისინი მათ ემსახურებიან, ვინც ფულს უხდის, თანაცნაციონალებისუახლოეს გარემოცვად ითვლებოდნენ მაშინაც და ახლაც.

კოჟორიძემ, თუ კარგი და სამართლიანი ადამიანია, ხომ იცოდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ცოლმა, მარიამ მესხმა, მილიონობით გრანტი რომ შეჭამა? იცოდა, მაგრამ დამალა. ამის დამტკიცება შემიძლია.

_ დავუბრუნდეთ პრეზიდენტის თემას. რა ერჩით ან რას ელით მისგან?

_ პრეზიდენტისგან ცუდის, სიტუტუცის და ქვეყნის დაქცევის მეტს არაფერს ველი. ის ხომ კრიმინალია, კრიმინალების დამცველი?

ვიცი, მისი გონებრივი შესაძლებლობები. ადამიანი კაკოია ბობოხიძის ნაძირალა ძმის მეტს რომ ვერ ნახავს ციხიდან გამოსაშვებს, მისგან კარგს რას უნდა ელოდო?!

ვტყუი რამეში? შემომედავოს. ყველა გაზეთში ვწერიდი მასზე, ვიდრე ივანიშვილი ჯიბეში ჩაისვამდა ჟურნალისტებს, მაგრამ მარგველაშვილს ჩემთვის არ უჩივლია, იმიტომ, რომ მართალი ვარ.

გაიძახის, _ ხალხმა ამირჩიაო. ხალხს ის არ აურჩევია, ჩვენი ცხოვრება ისე წავიდა, სულ გავიძახით, _ ოღონდ ეს არ იყოს და, ვინც გინდა, ის მოვიდესო. ჰოდა, ესვინც გინდამარგველაშვილი აღმოჩნდა ივანიშვილის მითითებით.

არაფრის მეშინია, თავის დროზე ვწერდი, ყველა პრეზიდენტს დავარქვი სახელი _ “ედუარდ წყეული” და “მიხეილ ტუტუცი”.

_ მარგველაშვილს რას უწოდებთ?

_ თვითონ წერს, რომ დებილია. მისი სიტყვებია _ “ნიჩურტა, მე ხალხის არჩეული პრეზიდენტი ვარ”, მე კი გადავაკეთე _ “ნიჩურტა, მე დებილი პრეზიდენტი მყავს”.

_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ახლა გესაუბრათ ამ თემაზე? რატომ ჩათვალეთ აქტუალურად და რას ითხოვთ ამ ხელისუფლებისგან?

_ არჩევნები ახლოვდება და თემა აქტუალური ამიტომ არის. ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოთქვას თავისი აზრი და მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობაში. ამ მთავრობისგან კი სასწრაფოდ წასვლას ვითხოვ.

ვითხოვ პრეზიდენტის იმპიჩმენტს!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here