Home რუბრიკები საზოგადოება ოთარ ლომთაძე: გრანტიჭამია “მგლების” _ იასონ ბადრიძისა და ზურაბ გურიელიძის “მეცნიერული” მოღვაწეობით...

ოთარ ლომთაძე: გრანტიჭამია “მგლების” _ იასონ ბადრიძისა და ზურაბ გურიელიძის “მეცნიერული” მოღვაწეობით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

ამა წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, აკადემიის ვიცეპრეზიდენტ თეიმურაზ ნანეიშვილის თაოსნობით, გაიმართა სპეციალური კომისიის რიგით მეორე სხდომა, რომელიც მიეძღვნა მგლის პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. 

 

აღსანიშნავია, რომ პირველი სხდომა ჩატარდა თითქმის 13 წლის წინათ, კერძოდ, 2002 წლის 25 სექტემბერს. კომისიის მიერ იმხანად შეთავაზებული რეკომენდაციები გარემოს დაცვის სამინისტრომ არაფრად ჩააგდო, შედეგად მივიღეთ: 14 დაღუპული და ათობით დაკბენილი ადამიანი, ათასობით განადგურებული შინაური პირუტყვი და ძალზე დაშინებული სოფლის მოსახლეობა. რამდენიმე ადამიანმა შეძლო მტაცებლის ხელით გაგუდვა, თორემ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. იმედია, ხელისუფლება ახლა მაინც დაუგდებს ყურს კომპეტენტური კომისიის რჩევადარიგებას და თავიდან აიცილებს სოფელში მცხოვრებთა სამართლიან რისხვას. ამ საკითხზე სასაუბროდ რედაქციაში მოვიწვიეთ საპატიო მონადირე, ორი ფუნდამენტური ნაშრომის _ “სანადირო თოფისადაბუნება და ნადირობის” _ ავტორი ოთარ ლომთაძე. სწორედ მის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი მასალის განხილვას მიუძღვნა მეცნიერებათა აკადემიამ ზემოხსენებული სხდომა.

_ ბატონო ოთარ, რა მასალა წარუდგინეთ კომისიას?

_ ოცი წელია, მგლების მიმართ ხორციელდება იმ ქმედებების საპირისპირო ქმედებები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში იყო მიღებული საქართველოში თუ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში.

_ რაში გამოიხატება ესსაპირისპირო ქმედება”?

_ როგორც საქართველოში, ისე ევროპაშიც მგელს საუკუნეთა განმავლობაში არ აძლევდნენ თარეშის უფლებას, რადგან, როგორც კი ადამიანმა ცხვარ-ძროხა მოიშინაურა და საძოვრად გაიყვანა, მგელმა ისინი მაშინვე თავის “მენიუში” შეიტანა.

_ მგელს დააკლდა ირემი და შველი?

_ ირემი და შველი რომ დაიმორჩილოს, მგელმა 7-8 წარუმატებელი ცდა მაინც უნდა გააკეთოს, მაშინ, როდესაც ცხვარს პირველივე შეტევაზე დაიმორჩილებს. ამას, რასაკვირველია, ადამიანი ვერ შეეგუებოდა და დაიწყო დიდი დაპირისპირება, რომელიც, დაახლოებით, 8 ათასი წელი გრძელდება. ავსტრიამ და დიდმა ბრიტანეთმა მგელი, როგორც გამოუსწორებელი “ყაჩაღი”, სულ მოიშორა თავიდან. სხვა ქვეყნებმა დაიტოვეს რამდენიმე ათეული ან ასეული მგელი, როგორც ბიომრავალფეროვნების ელემენტი და შემდეგ მასზე ნადირობა აკრძალეს.

_ უფრო კონკრეტული რიცხვები რომ დაასახელოთ?

_ ბოლო 30 წელიწადია, ევროპის ქვეყნების ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრზე 0,1-4 მგელია. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს მაჩვენებელი ათას კვადრატულ კილომეტრზე 52 (!) მგელი იყო, იასონ ბადრიძის, ზურაბ გურიელიძის და სხვა “ნაკრესელთა” დაჟინებით, საქართველოს ხელისუფლებამ მგლის რაოდენობის რეგულირება შეწყვიტა და რამდენიმე წელიწადში ქვეყანა მგლებით აივსო, ანუ გაჩნდა იმ რეგიონებშიც, სადაც ბოლო ასი წელი მგელი თვალითაც არ უნახავთ! სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა! ამ საკითხს 2003 წლის 17 ოქტომბერს ერთ-ერთ გაზეთში მივუძღვენი წერილი სათაურით “ჩხობაძის გრანტიჭამია მგლები”, რომელსაც “ნაკრესელებმა” ცინიკურად უპასუხეს წერილით “ჩვენ გრანტიჭამია მგლები ვართ”. გარემოს დაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ პირში წყალი ჩაიგუბა, თუმცა, საკუთარი პერსონის დაზღვევის მიზნით, ორივე თანამშრომელი _ იასონ ბადრიძე და ზურაბ გურიელიძე _ სამინისტროდან გააძევა. მიუხედავად ამისა, ბადრიძე-გურიელიძის რეკომენდაციით მიღებული კანონები უცვლელად დატოვა, რის გამო მგლები სოფლის მოსახლეობას დღემდე აწიოკებენ. საქმე გაჭიანურდება და ზარალს ზარალი მიემატება, ვიდრე მგლის პრობლემით სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესდებიან! გრანტიჭამიათა და გარემოს დაცვის სამინისტროში მოკალათებულ მათ მიმდევართა ქმედებებში აშკარად შეინიშნება საბოტაჟი, ანუ საქმის განზრახ ჩაშლა. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს: როგორ მოხდა, რომ საქართველოს ევროპის ქვეყნებთან შედარებით განუზომლად მეტი მგელი და, ამასთანავე, გაცილებით ნაკლები გარეული ჩლიქოსნები _ მგლის ბუნებრივი საკვები _ ჰყავს; რატომ შეწყდა ამ მტაცებლის რაოდენობის რეგულირება, ანუ ყოველწლიურად 500 მგლის დახოცვა და როგორ მოხდა “ცხოველთა სამყაროს” შესახებ კანონში 36-ე მუხლის 3-ე პუნქტის _ პრემიალური სისტემის _ გაუქმება.

_ აკი თქვით, ევროპის ქვეყნებში მგელზე ნადირობა აკრძალულიაო?

_ დავიყვანოთ მგლის რაოდენობა საქართველოში ევროპულ სტანდარტებამდე _150-200 სულამდე და მერე ჩვენც ავკრძალოთ! დღეს კი იმ ცხოველზე ნადირობის აკრძალვა, რომელიც სიმრავლით ევროპულ სტანდარტებს, სულ ცოტა, ათჯერ აჭარბებს, დანაშაულია და ამ მავნებლობის მოთავეები უნდა დაისაჯოს! გრანტიჭამიამგლების” _ იასონ ბადრიძისა და ზურაბ გურიელიძისმეცნიერულიმოღვაწეობით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ!

_ ბატონო ოთარ, იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, როგორ ხდება მგლის რაოდენობის რეგულირება?

_ ვთქვათ, გვყავს 1500 მგელი. მისი ბუნებრივი ნამატი, საშუალოდ, 30% -ია. თუ არ გვინდა, რომ მისი რაოდენობა გაიზარდოს, ყოველწლიურად 30%-ის, ანუ 500 მგლის ლიკვიდაციაა აუცილებელი.

_ და ამ მტაცებლის რაოდენობა ასე დაუსრულებლად გაიზრდება ყოველწლიურად?

_ არა. მგელი, თავის რიცხოვნობას თვითონვე არეგულირებს მსხვერპლის რაოდენობიდან გამომდინარე. ჩვენთან კი მისი მსხვერპლი არის 6 მილიონი სული შინაური პირუტყვი და 20 ათასი სული ველური ჩლიქოსანი; ანუ მგლის რაციონშია 99%-ზე მეტი სული შინაური პირუტყვი და 1%-ზე ნაკლები გარეული ჩლიქოსნები.

_ გამოდის, საქართველოში მგელი 99% –ით პარაზიტია და 1%-ითსანიტარი”?

_ ასეა! აი, რატომ დაიტოვა საქართველოს ტერიტორიის ხელა ჩეხეთმა მხოლოდ 20 (ოცი!) მგელი, მიუხედავად იმისა, რომ 300 (სამასი!) ათასზე მეტი ირემი, შველი და გარეული ღორი ჰყავს! მგელი მანამდე გამრავლება, ვიდრე მისი რაოდენობა საძოვრებზე მისთვის ხელმისაწვდომი შინაურ პირუტყვთან შესაბამისი არ იქნება! ეს კი ცივილიზებული ქვეყნებისთვის, რომლის შინაური პირუტყვის რაოდენობა ასჯერ აღემატება გარეული ჩლიქოსნებისას, მიუღებელია!

_ მიგაჩნიათ, რომ ეს გარემოს დაცვის სამინისტროსა დანაკრესშიარ იციან?

_ რა მნიშვნელობა აქვს, არ იციან თუ ვითომ არ იციან?! ორივე შემთხვევაში შედეგი ტრაგიკულია და პასუხს არავინ აგებს!

_ ბატონო ოთარ, განაცხადეთ, რომ მოხდა საბოტაჟი და შემდეგ ყველა ქმედება ამ დანაშაულის შენიღბვას ემსახურებაო. მოიყვანთ მაგალითებს?

_ კი, ბატონო! პირველი მაგალითი: 1996 წელს ჩIთEშ -ს საერთაშორისო კონვენციაში, საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ცხოველების სიაში შეიყვანეს… მგელი! და ამის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავს ასე იმართლებენ: რა ვქნათ, მტაცებლების დაცვას საერთაშორისო კონვენციები გვავალდებულებენო. გამოსაძიებელია, ვინ დაარწმუნა უცხოელები ამ სიცრუეში, მათ ხომ ასეთი რამ არ დაესიზმრებოდათ?! წარმოიდგინეთ, 1931-დან 1986 წლამდე საქართველოში 31 ათასამდე მგელი მოკლეს და მისი რაოდენობა ევროპულ სტანდარტებამდე ვერა და ვერ დაიყვანეს, თუმცა ყოველწლიურად, საშუალოდ, 628 მგელს კლავდნენ. ახლა კი, როდესაც მგელი ისე გამრავლდა, რომ ეზოებიდან პირუტყვს იტაცებს და ადამიანებს სახლებში უვარდება, როგორღა არის ის გადაშენების პირას?! ამ საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გავუგზავნეთ მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს 23 ცნობილი პიროვნება, მათ შორის არიან იურისტები, ზოოლოგები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

საქართველომ 2014 წლის 18 დეკემბერს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ავალდებულებს, მივუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს განათლების, მედიცინის, თავდაცვის, იურისპრუდენციის თუ გარემოს დაცვის სფეროში. ხელისუფლებამ უნდა დაავალოს გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ საქართველოში მგლის რაოდენობა მოსახლეობისთვის უსაფრთხო დონემდე დაიყვანოს!

ესაუბრა გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here