Home რუბრიკები საზოგადოება ომარ მარგველაშვილი: ქალაქი პროფესიონალებმა უნდა ააშენონ

ომარ მარგველაშვილი: ქალაქი პროფესიონალებმა უნდა ააშენონ

1376

ომარ მარგველაშვილი ცნობილი ქართველი მშენებელია. გავლილი აქვს ამ დარგის ყველა საფეხური _ მუშიდან მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილემდე. 

 

ხელმძღვანელობდა: მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის, იმირის სამსხვრევდამხარისხებელი ქარხნის, ტყიბულისა და ტყვარჩელის ნახშირის მომპოვებელი შახტების, ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი მაღაროების, კვაისის ტყვიათუთიის, ტყვარჩელის დოლომიტების, ურავის დარიშხანისა და რაჭის ბარიტის გადამმუშავებელი კომბინატების, საბაგირო გზების (ტყვარჩელში, ტყიბულში, ჭიათურასა და რაჭაში), საბჭოთა კავშირში პირველი მიწისქვეშა _ 1100 მეტრ სიღრმეზე ჰიდროელექტროსადგურის, ალაზნის სარწყავი სისტემის, სამოქალაქო დანიშნულების სხვადასხვა შენობანაგებობის, მოსკოვში საქართველოს საელჩოს სასტუმროს, თბილისში ქორწინების სასახლის, ყვარელსა და თბილისში ღვინის ქარხნებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; მუშაობდა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; არის საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მშენებლობის ეკონომიკის, ორგანიზაციის, მართვისა და ტექნოლოგიური კომპლექტაციის საკითხებზე გამოქვეყნებული 11 სამეცნიერო ნაშრომისა და სამი წიგნის ავტორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი. ბატონი ომარ მარგველაშვილი ქალაქმშენებლობის პრობლემებზე გვესაუბრება.

_ მშენებლობაში დღეს არსებული ქაოსი, _ ამბობსსაქართველო და მსოფლიოსრესპონდენტი, _ დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არ არსებობს დარგის ძლიერი მაკოორდინებელი სტრუქტურა. ნაცვლად ყოფილი მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტისა, რომელიც კანონმდებელი იყო მშენებლობაში. სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, რომლებსაც მშენებლობის საკითხების კურირება ევალება, ძირითადად დაკავებულია მშენებლობის ნებართვების გაცემითა და საგადასახადო ფუნქციების შესრულებით. მშენებლობის საქმე ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, თვითდინებაზე აქვს მიშვებული. და პირველი, რასაც ახალ ხელისუფლებას ვურჩევდი, არის მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული მაკოორდინირებელი სამშენებლო სტრუქტურის შექმნა.

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სისტემა. ეს არის იმის მიზეზი, რომ ბევრი ობიექტი აშენდა და დღესაც შენდება არასრულყოფილი, მდარე ხარისხის პროექტებით. ამას ისიც ემატება, რომ პროექტის ექსპერტიზა ხშირად საეჭვო კვალიფიკაციისექსპერტებისმიერ ხორციელდება და დამტკიცება მხოლოდ არქიტექტურული ნაწილის საფუძველზე ხდება. ეს დაუშვებელია!

უხარისხო და შეუმოწმებელი პროექტებით მშენებლობის შედეგად ბევრი ახალაგებული შენობა-ნაგებობა უკვე ავარიულია, ან არასაიმედოდ ითვლება. ეს, უწინარესად, ითქმის ბოლო 25 წლის განმავლობაში აგებულ შენობებზე, განსაკუთრებით, საცხოვრებელ სახლებზე.

ახლახან ტელევიზიით გამოვიდა სამშენებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გიგინეიშვილი და განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა მშენებლობის ნებართვის გაცემის სიმარტივით. ეს, ჩემი აზრით, საამაყო მიღწევა კი არ არის, სატირალია. რატომ, იცით? იმიტომ, რომ არავითარი ზედამხედველობა, არავითარი გონივრული კონტროლი არ არსებობს. როგორც ჩვენმა სახელოვანმა არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ყველაფერი სააკაშვილის ხუშტურებით, ჰაიჰარად წყდებოდა.

_ არადა, დღეს დედაქალაქში მშენებლობის ბუმია. ასე ჰაიჰარად თუ აშენებენ, გამოდის, რომ კატასტროფისგან დაზღვეული არ ვართ?

_ მაგრამ ის, რაც ვთქვი, პრობლემის ერთი მხარეა. მეორე, არანაკლებ ნეგატიური შედეგის მომტანია ჩვენთან დანერგილი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოების წარმოების უფლება აქვს ყველას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა აქ დასაქმებული თანამშრომლები სათანადო განათლების, გამოცდილების მქონენი; უზრუნველყოფილია თუ არა ორგანიზაცია სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და ფინანსური რესურსებით. სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობის წარმოება აუცილებელია ლიცენზირებით.

_ შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ თქვენი მოსაზრება?

_ ჯერ ერთი, დასკვნები, რომლებიც მოგახსენეთ, კონკრეტული მაგალითების საფუძველზეა გაკეთებული და არსებულ რეალობას ობიექტურად წარმოგვიდგენს. მაგრამ თუ მაინცდამაინც კონკრეტიკას მთხოვთ, უწინარეს ყოვლისა, დაგისახელებთ კომპანიაცენტრპოინტს”, რომელმაც 7000-მდე ოჯახი უბინაოდ დატოვა. ამ და სხვა ორგანიზაციების მიერ დაუმთავრებელმა შენობა-ნაგებობებმა კიდევ უფრო დაამახინჯა თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები.

მშენებლობაში ტენდერები ტარდება სახელმწიფოს ინტერესების გაუთვალისწინებლად. რაც მთავარია, მათ საეჭვო და დაბალი რეპუტაციის ადამიანები ატარებენ.

_ ბატონო ომარ, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ სამშენებლო ბუმს სამშენებლო მასალების არნახული რეკლამირება სდევს თან. თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი როგორია? ხარისხზე გეკითხებით.

_ სამშენებლო მასალების ხარისხი ცალკე პრობლემაა. ყველა რეკლამას ვერ ენდობი, რადგან არ ხდება საშენი მასალების სერტიფიცირება. უნდა აიკრძალოს უხარისხო, ჯანმრთელობისთვის მავნე და ეკოლოგიურად დაბინძურებული მასალების წარმოება და იმპორტირება.

წლების მანძილზე წერს ბატონი ანზორ საკანდელიძე უხარისხო საშენ მასალებზე, შენობა-ნაგებობათა მდგრადობის არასანდოობაზე. წერს ხელისუფლების გასაგონად, მაგრამ ვინ უსმენს ან ვინ რეაგირებს? სამწუხაროდ, არავინ.

თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფალთ: ბატონებო, მინდა გაგაფრთხილოთ, საკმარისია საშუალო სიმძლავრის მიწისძვრაც კი, რომ ქვეყანამ უდიდესი ზარალი განიცადოს, დაიღვევა მთელი რიგი შენობების კონსტრუქციული მდგრადობა. ადამიანურ მსხვერპლზე არაფერს ვამბობ!

ამას მიკარნახებს ჩემი გამოცდილება, რომელიც სომხეთის _ სპიტაკისა და ლენინაკანის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის ხელმძღვანელობისას შევიძინე.

_ ქართველი მშენებლები პირველები ჩავიდნენ მიწასთან გასწორებულ ქალაქებში, პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად.

_ არ მინდა, ჩემს სამშობლოს ასეთი კატასტროფა დაატყდეს თავს და ის ნგრევა, მსხვერპლი და ცრემლი ოდესმე განმეორდეს… გაოცებული ვარ, ჩვენი მთავრობა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივ შეცდომებს რომ არ ასწორებს.

მშენებლობის სამინისტრო, სადაც 68 ათასი ადამიანი მუშაობდა, სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტი, სეისმოლოგიისა და სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტი, გეოლოგიის დეპარტამენტი, ჰიდროლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური პარტია გაუქმებულია, მათ აღდგენა-ამოქმედებაზე კი დღეს არავინ ფიქრობს. ამ დაწესებულებების შენობების გაყიდვა იყო მერიის მთავარი მიზანი.

ახალი ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ, მშენებლობის რისკებმა აპოგეას მიაღწია. შენობა-ნაგებობები ინგრევა, ირღვევა, იშლება…

ვიღაც დილეტანტებს, არასპეციალისტებს ეკითხებიან ჭკუას. გრუნტების გეოლოგიას ან საერთოდ არ შეისწავლიან, ან მოვალეობის მოხდის მიზნით გასცემენ მშენებლობაზე ნებართვისდოკუმენტებს”. პროექტების შეთანხმება, დამტკიცება და მშენებლობაზე ნებართვის მიცემა ხდება არაპროფესიონალების მიერ, რომელთა წრეში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ქრთამს. ხოლო სადაც ანგარება ბატონობს, იქ კეთილსინდისიერებაზე, წესრიგსა და ხარისხზე ლაპარაკი უაზრობაა.

ჯოკია ბოდოკიას მაგალითიც საკმარისია ჭკუის სასწავლებლად, მაგრამ ისწავლეს რამე ამ მაგალითიდან? _ ვეჭვობ.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკის მოპირდაპირე მხარეს სოსო ორჯონიკიძე რომ აშენებს ორ მაღლივ შენობას…

_ “პატ პატაშონს”..

_ დიახ, დაშლილი კლდის თავზე რომ აშენებს, სასწრაფოდ თუ არ გაუკეთეს ტორკრეტ-ბეტონი…

_ ?

_ ტორკრეტ-ბეტონი, მაღალი მარკის თხევადი ბეტონი მაღალი წნევით შეჰყავთ ნაპრალებში, ან გამოფიტული კლდის გამაგრება შესაძლებელია საყრდენი კედლით. ასე თუ არ გაამაგრეს, გამორიცხული არ არის, დროთა განმავლობაში ჩამოიშალოს კლდე და ნაგებობა ჩამოინგრეს.

სამშენებლო ობიექტებს დღეს არავინ უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას. სპეციალური სტრუქტურა _ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანიზაცია _ აღარ არსებობს.

ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მივაქცევ თქვენი მკითხველის ყურადღებას, რომელიც მოგვარებულია მსოფლიოში, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის 14 რესპუბლიკაში, საქართველოს გარდა.

_ ყურადღებით გისმენთ, ბატონო ომარ.

_ ობიექტები ყველგან ბოლომდე დასრულებული სახით ბარდება. ყველგან! ჩვენი ქვეყნის გარდა, სხვაგან არსად არსებობს ცნებაშავიდათეთრიკარკასი. ამ ცნებებს წერტილი უნდა დაესვას. ასეშავთეთრადობიექტების ჩაბარება და მიღება დანაშაულია ხალხისა და ქვეყნის წინაშე. სახლების შემდეგ დაუსრულებული რემონტებით, კომუნიკაციების მონტაჟით და .. არა მხოლოდ მობინადრეები იტანჯებიან, არამედ მეზობლებიც.

შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში დასრულებული უნდა ჩაბარდეს. ყველა ფარულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. დასრულებული უნდა იყოს შიდა და გარე კომუნიკაციები, მოპირკეთების სამუშაოები, ლიფტის მონტაჟი, კიბის უჯრედის, სადარბაზოს, ავტოსადგომების მოწყობის, გამწვანების, შენობის გადახურვის საიზოლაციო სამუშაოებიც კი.

საცხოვრებელი ბინის გეგმარება უნდა ეთანადებოდეს მაცხოვრებელთა მოთხოვნებს, მაგრამ არ უნდა აზიანებდეს კონსტრუქციულ მდგრადობას. ეს უპირობო მოთხოვნაა, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელი გახდა პოსტსაბჭოთა პერიოდში. მაგრამ ამის განხორციელება ისეთი ველური წესით არ უნდა ხდებოდეს, როგორც ამჟამადაა: შევლენ ბინებში და მიადგებიან მზიდ კედლებს… ჩვენ ყველანი მოსწრე ვართ შემთხვევების, როცა ამ მიზეზით ინგრევა შენობა, არცთუ იშვიათად _ მსხვერპლით.

_ ასეთი შემთხვევა ჯიქიას ქუჩაზე ერთერთი შენობისრუსთავი 2”-ის სტუდიად გადაკეთებისას მოხდა.

_ სხვაც იყო, არც ასე გახმაურებული ფაქტები.

_ რით უნდა მოევლოს ამ ნაკლს?

_ აუცილებლად და კატეგორიულად უნდა აიკრძალოს დაუსრულებელი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება. ამ წესის დამრღვევების მიმართ უნდა ამოქმედდეს უმკაცრესი სანქციები _ სოლიდური ჯარიმებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დამთავრებული. იმედია, საქმეს აქამდე არ მიიყვანენ.

“ოცნების” კოალიცია ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როცა მშენებელთა კოდექსის შედგენაში დახმარება მთხოვეს. 2013 წლის მარტში ამ კოდექსის პროექტი პარლამენტს გადაეგზავნა. ორ წელიწადზე მეტი გავიდა და ახლახან ტელევიზიით მოვისმინე, რომ ყველაფერს დაარეგულირებს სამშენებლო კოდექსი, რომელიც მალე გამოვაო.

დედაქალაქში სამშენებლო საქმეს არაპროფესიონალები განაგებენ და თავს უფლებას აძლევენ, დაგვმოძღვრონ კიდეც ტელევიზიით და პრესით მაშინ, როცა ქალაქის გენერალური გეგმა, ე.წ. ქალაქის კონსტიტუცია ვერ შეუდგენიათ, რაც მათი უშუალო მოვალეობაა.

დედაქალაქის მერად არჩევამდე მშენებლები და არქიტექტორები შევხვდით ბატონ დავით ნარმანიას. მე მას ვუთხარი, რომ მშენებლები და არქიტექტორები მხარს დაგიჭერთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მერად არჩევის შემდეგ უახლოეს დღეებში აუცილებლად უნდა შექმნათ მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება გამოცდილი პროფესიონალებით, ქალაქის მეურნეობის ზედმიწევნით მცოდნე სპეციალისტებით, რომლებიც გარკვეული არიან წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემების, კეთილმოწყობა-გამწვანების და ა.შ. სპეციფიკურ საკითხებში.

რამდენიმე თვის შემდეგ მან გამოსცა განკარგულება, რომლითაც დაამტკიცა მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა. გაინტერესებთ ამ სტრუქტურის პერსონალური შემადგენლობა? გეტყვით, რომ ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, მაგრამ იმ საკითხებთან, რომლებიც ჩამოვთვალე, არავითარი შეხება არ აქვთ, არაფერი ესაქმებათ ქალაქის მეურნეობასთან.

სხვათა შორის, ბატონ დავითს ვუთხარი, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა უნდა იმუშაონ საზოგადოებრივ საწყისებზე. ისინი უნდა იყვნენ გულანთებული ქალაქელები, რომლებიც მზად არიან, უანგაროდ ემსახურონ დედაქალაქს თავიანთი პროფესიული ცოდნითა და მდიდარი გამოცდილებით.

ეტყობა, ამაოდ გავისარჯე.

აქვე ერთ საკითხსაც შევეხები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ყველაფრისმცოდნე” ყოფილი პრეზიდენტი მაინცდამაინც უცხოელ არქიტექტორებს, მშენებლებს, გეოლოგებს იწვევდა დედაქალაქის ობიექტების დასაპროექტებლად და ასაგებად. ყველა ობიექტს არ შევეხები, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი აეროპორტის ახალ შენობას, იუსტიციის სახლს, პარლამენტის შენობას ქუთაისში, ამ ტრიადას, რომლებსაც სახელი გაუვარდა იმით, რომ ავარიულები გამოდგა სამივე: ერთს სახურავი ასმჯერ ახადა ქარმა, მეორეს სახურავმა პირველსავე წვიმას ვერ გაუძლო, მესამესსახურავი დაუცურდა”. სხვა ნაკლს აღარ შევეხები. არქიტექტორებიც და მშენებლებიც დაბალი დონისანი იყვნენ. ეს ფაქტებით დამტკიცდა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშალია მათთვის დიდძალი ფული წაეღოთ საქართველოდან.

ამ დროს კი ჩვენი ბრწყინვალე არქიტექტორები, უმაღლესი კატეგორიის მშენებლები და გეოლოგები უმუშევრები დარჩნენ.

_ რა გიკვირთ, ბატონო ომარ, ჩვენები ხომჩარეცხილებიიყვნენ.

_ არც მიკვირს. მაგრამ ისეთი რა დანაშაული გვაქვს ჩადენილი, რომ უგუნური სააკაშვილის მიერ დასმული დამღა დღემდე ვერ მოვიცილეთ?

ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა, მავნებლობაა, თაობის გაწირვაა. მაგრამ მისი ეს დანაშაული თითქოს მივიწყებულია. დღეს უმეტესად ბიზნესმენების გატყავებაზე, პატიმრების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე, მილიონების მითვისებაზე ლაპარაკობენ ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში. არადა, სამართლიანობის აღდგენა ამ მორალური დანაშაულის გამოსწორებასაც ნიშნავს. დაველოდოთ? კი, ბატონო! მაგრამ როდემდე! ცოტაც და, ახალი არჩევნები მოგვადგება კარს.

_ მშენებლობა და ტრანსპორტი, საავტომობილო საცობები თბილისში, ამაზე რას იტყვით, ბატონო ომარ?

_ საკომუნიკაციო სამუშაოები, ნაგვის გატანა, სავაჭრო დისტრიბუცია მხოლოდ ღამის საათებში უნდა ხდებოდეს. ასეა დადგენილი ცივილიზებულ ქვეყნებში. ყოვლად დაუშვებელია, როცა ისედაც ვიწრო თბილისურ ქუჩებს ახალმშენებლობების ღობეებით ისე შემოსაზღვრავენ, რომ ორი მანქანა გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს. ის კი არა, ერთიც ვერ გაეტევა.

ეს მოთხოვნა ტენდერისა და ხელშეკრულების პირობებში უნდა ჩაიდოს და მის შესრულებაზე კონტროლი დაწესდეს.

რა დიდი ამბავი ამას სჭირდება, მერის ერთი განკარგულებაა საკმარისი.

მე, მშენებელი კაცი, საზოგადოდ, ნგრევის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მხარს ვუჭერ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნას, რომ დაინგრეს გმირთა მოედნის ცენტრში აღმართული რაღაც გაუგებარი, ფალოსის მსგავსი სვეტი, რომელიც სამახსოვროდ დაგვიტოვა ტუტუცმა პრეზიდენტყოფილმა და მის ადგილზე აღიმართოს საქართველოს უდიდესი მონარქის დავით აღმაშენებლის ძეგლი. ქალაქის ცენტრიდან წმინდა მეფე დავითის გაძევებით ყოფილმა ხელისუფლებამ სულში ჩააფურთხა ჩვენს საზოგადოებრიობას.

მითხარით, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვუცქიროთ ე.წ. ვარდების მოედანზე მდგარ გულივერის ველოსიპედს?

ნახეთ, რას დაამსგავსეს ვაკის პარკი, მუშთაიდი, კუსტბის შემოგარენი. გაჩეხეს მრავალწლიანი ნარგავები და იმავე ვაკის პარკში საელჩოების, კოლეჯების, ფეხბურთის ფედერაციის შენობები ჩადგეს.

ქალაქის გამწვანება კატასტროფის ზღვარზეა მისული. სანერგეები, რომლებიც თბილისის შემოგარენში იყო, აღარ არსებობს. დედაქალაქისთვის ნარგავები უცხოეთიდან შემოაქვთ. ეს მომგებიანი ბიზნესი და კორუფციის წყარო იყო.

2015 წლის 13 ივნისის კატასტროფამ დაგვანახვა, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობას ექსტრემალურ სიტუაციაში საქმის პროფესიულად ორგანიზების უნარი შესწევს. ამ უნარს ნორმალურ ვითარებაში თუ განავრცობს, კარგს იზამს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here