Home რუბრიკები საზოგადოება მამა ვახტანგი (დავითაშვილი): ქართველ კაცს ვერავინ დაარწმუნებს, რომ სოდომია, გარყვნილება და აღვირახსნილობა...

მამა ვახტანგი (დავითაშვილი): ქართველ კაცს ვერავინ დაარწმუნებს, რომ სოდომია, გარყვნილება და აღვირახსნილობა მისი ისტორიული არჩევანია

1095

“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ჭოპორტის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ვახტანგი (დავითაშვილი).

 

_ მამა ვახტანგ, წინა კვირას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროკომისიის დახმარებით საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საგანგებო შეხვედრა გამართა დაანტიდისკრიმინაციული კანონისეფექტიანი აღსრულების პრობლემებზე იმსჯელა. ამ ღონისძიებაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ზემოაღნიშნული კანონი მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს და იგი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე რეალურად უნდა აისახოს. რას მოგვიტანს ამ კანონისეფექტიანი აღსრულებადა რას მივიღებთ შედეგად?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. უწინარესად, მინდა, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც 13 ივნისს მოხდა. ეს დიდი უბედურება იყო და უნდა დავფიქრდეთ ამაზე. უნდა გვახსოვდეს, რა ახლოს არის სიკვდილი და რა მოულოდნელად შეიძლება გვიწიოს.

რაც შეეხება ამ უბედურების გამომწვევ მიზეზებს, გაკეთდა უამრავი განცხადება და გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ მთავარი, ფაქტობრივად, არავის უთქვამს. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიზეზთა მიზეზი არის ჩვენი არასწორი ცხოვრების წესი, ჩემიც, მათ შორის, და სრულიად საზოგადოების. იმიტომ, რომ როგორც მადლი ვრცელდება _ ცოდვებიც გროვდება. ერთ მონაკვეთს გავიხსენებ ბიბლიიდან: როდესაც კაენმა მოკლა აბელი, ღმერთი კაენს ეუბნება: შენი ძმის “სისხლი ღაღადებს”. ეს რას ნიშნავს? თითოეული ცოდვა, დიდი თუ მცირე, მძიმე თუ ნაკლებად მძიმე _ არც ერთი ღვთის წინაშე არ იფარება და შემდეგ ეს ყველაფერი უბრუნდება ადამიანს განსაცდელის სახით, რათა მან თავისი ცოდვები შეინანოს. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვამბობ: თავის დროზე, როცა პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, ეკლესია ითხოვდა, რომ გარკვეული დრო მოეცათ და გვემსჯელა უფრო საფუძვლიანად, უფრო დეტალურად და ამომწურავად. სამწუხაროდ, პარლამენტმა ეკლესიის თხოვნა ყურად არ იღო, ერის ხმას ყურადღება არ მიაქცია და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც იყო პირდაპირ ღვთის გმობა და უფლის წინააღმდეგ გალაშქრება. აი, ზუსტად ასეთ ცოდვებს მოსდევს ხოლმე განსაცდელი და უბედურება

ახლა “ანტიდისკრიმინაციული კანონის” ეფექტიანად აღსასრულებლად გამართულ შეხვედრაზეც მოგახსენებთ: არ ვიცი, სად იყო ან როდის იყო და კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ამ შეხვედრაზე, მაგრამ ის, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უკვე ბევრი რამის მთქმელია. საერთოდ, ეს ორგანიზაციები უკვე უამრავ შეკითხვას აჩენენ _ ვინ დგას მათ უკან, რა ძალები, რა ამოცანებს ემსახურებიან… მოკლედ, ეს გასარკვევია; თუმცა ერთი რამ ისედაც ცხადია, _ მათ აქვთ უდიდესი გავლენა მმართველ ძალაზე და მეტიც: ისინი, ფაქტობრივად, მართავენ ქვეყანას. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები როდის და ვისი ინტერესების სამსახურში ჩადგებიან, კაცმა არ იცის

_ “ანტიდისკრიმინაციული კანონისეფექტიანი ამოქმედება როგორ წარმოგიდგენიათ?

_ ეს კანონი ვერ ამოქმედდება იმიტომ, რომ საქართველოში არ ირღვევა არავის უფლებები. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, _ საქართველოში არავინ არავის დევნის სექსუალური ორიენტაციის ან რელიგიური შეხედულებების გამო. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და, როგორც ჩანს, ამ პროვოკაციას გარკვეული მიზანი აქვს

_ ისინი თვლიან, რომ უფლებების დარღვევაა, როდესაც, ვთქვათ, 17 მაისსჰომოფობიისსაწინააღმდეგო ღონისძიების გამართვას ვერ ახერხებენ.

_ გასაგებია, მაგრამ ჩვენ, ეკლესია, ვთვლით, რომ ეს არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესი და მომაკვდინებელი ცოდვა. თუკი ისინი გამოვლენ რუსთაველზე ან დედაქალაქის ნებისმიერ სხვა ადგილას და მოაწყობენ მსვლელობას, ვისი უფლებები დაირღვევა?

_ მათი აზრით, ეს დემოკრატიაა.

_ მათი აზრი გასაგებია _ რომ შეეძლოთ, ერთსქესიანთა ქორწინებასაც დააკანონებენ და ე.წ. ერთსქესიან ოჯახებს შვილის აყვანის უფლებასაც მისცემენ, მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობ: ჩვენი საზოგადოების, სულ ცოტა, 80 პროცენტი ხომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი? იქნება თუ არა იმ, სულ ცოტა, 80 პროცენტის უფლებების დარღვევა, აქ რომ გეიაღლუმი ჩატარდეს და სოდომური ცოდვით შეპყრობილმა ადამიანებმა ორგიები მოაწყონ?! რა თქმა უნდა, ეს იქნება სრულიად საქართველოსთვის უდიდესი შეურაცხყოფა, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ქართველი საზოგადოება არასოდეს შეეგუება ამ აღვირახსნილობას, საქართველო არასოდეს მიიღებს სოდომიას და გარყვნილებას, რაც უნდა დაგვაძალონ და თავს მოგვახვიონ ეს უბედურება…

_ წინა კვირას ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ქვეყნის ორმოცდაათივე შტატში ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დაკანონდა. იმავე დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში რომ განხორციელდესო. არის კი ასეთი დასავლეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი? ხელისუფლება გვეუბნება, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანია.

_ დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს, რომ ევროპამაც და დანარჩენმა მსოფლიომაც უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორიც ვართ, წინააღმდეგ შემთხვეაში, არც ევროპა გვინდა, არც ამერიკა და არც რომელიმე სხვა ქვეყანა ან ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების დათმობას მოგვთხოვს.

რაც შეეხება ისტორიულ არჩევანს, რა პროპაგანდამაც უნდა იმუშაოს, რა იდეოლოგიის თავს მოხვევაც უნდა სცადოს ვინმემ, ქართველ კაცს ვერავინ დაარწმუნებს, რომ სოდომია, გარყვნილება და აღვირახსნილობა მისი ისტორიული არჩევანია. ეს ტყუილია და, საბედნიეროდ, საზოგადოება ამას კარგად ხედავს. სხვათა შორის, ის, რაც დღეს დასავლეთში ხდება, დასავლური საზოგადოების არჩევანიც არ არის. გაიხსენეთ, რა ხდებოდა საფრანგეთში, როცა ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. დარწმუნებული ვარ, ამერიკის საზოგადოებაშიც ანალოგიური განწყობებია და შეიძლება, იქ ძალიან მალე სერიოზული წინააღმდეგობები დაიწყოს.

დასავლურ საზოგადოებაში, იქნება ეს ამერიკის თუ ევროპის, კარგიც ბევრია და გადმოსაღებიც, მაგრამ, საუბედუროდ, იმ კარგს არავინ გვთავაზობს. რასაც ჩვენ გვთავაზობენ და რასაც ლიბერალიზმს ეძახიან, ჩვეულებრივი ფაშიზმია, ეს არის ღვთის უარყოფა და ემსახურება ერთადერთ მიზანს _ ადამიანის სულიერად დაცემას და გაღატაკებას.

 ამას ბევრი ვერ ხვდება და ჰგონია, ეს იდეოლოგია არის ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებები. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ პატრიარქმა ქადაგებაში ბრძანა, ზოოპარკის გალიები გადამდნარი ზარების მასალით არის აწყობილიო და მის ნათქვამს როგორი განრისხება მოჰყვა ზოგიერთი ამ ე.წ. ლიბერალისგან, რომლებიც თითქოს დემოკრატიული ღირებულებებით ცხოვრობენ?! ლიბერალიზმი და დემოკრატია სხვისი აზრის პატივისცემა და მოსმენის კულტურაა, მათ კი პატრიარქის შეურაცხყოფა დაიწყეს. საკვირველია, რომ ეს ადამიანები თავიანთ თავს ლიბერალებს უწოდებენ, არადა, თავიანთი აზრის გასავრცელებლად არ ერიდებიან ლანძღვას, შეურაცხყოფას, დაცინვასა და სხვა საზარელ ქმედებებს. ერთმა სასულიერო პირმა ქადაგებისას აღნიშნა, ასეთ სტიქიებში ღვთის ხელი ურევიაო; ავს და მტერს, რაც მის ქადაგებას მოჰყვა, მისი პირდაპირი შეურაცხყოფა დაიწყეს, არადა, ეს ხალხი თავიანთ თავს ლიბერალებს უწოდებენ. აზრის გამოხატვის, მით უმეტეს, სიმართლის თქმის გამო შეიძლება, ადამიანი ასე შეურაცხყო?! ამ ყველაფერს ჰქვია დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დემონოკრატია. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, სამართალდამცავებს მოესმინათ ჩვენი გულისტკივილი, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი. კიდევ ვიმეორებ: ამას დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან საერთო არაფერი აქვს, ამ იდეოლოგიის უკან დგას სატანა თავისი მსახურებით, თავისი მსტოვრებითა და მონამორჩილებით.

_ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში შეაქვთ ახალი საგანიმე და საზოგადოება”, რომლის მიზანიც მოზარდებშისამოქალაქო ცნობიერებისამაღლება დაგანსხვავებულისადმიპატივისცემის დამკვიდრებაა, _ ასე განმარტავენ განათლების სამინისტროში. მოკლედ, ეს საგანი არის სწორედ მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ ახლო მომავალში აქაც დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება. რის გაკეთება შეუძლია საზოგადოებას ან თუნდაც ეკლესიას, ეს პროცესი რომ შეაჩეროს?

_ უკვე ათეულ წელზე მეტია, სკოლებში მსგავსი საგნების შეტანას ცდილობენ. მას ხან “პირადი ჰიგიენა” დაარქვეს, ხან _ რა და ხან _ რა. ის კი არა, წიგნებიც კი დაბეჭდეს, სადაც სიყვარულის აქტზე იყო საუბარი და ამ წიგნით 5-8 წლის ბავშვებისთვის უნდა ესწავლებინათ. ანუ, ამოცანა იყო, რომ ბავშვი თავიდანვე გაერყვნათ და მათთვის სასურველ იდეოლოგიურ კალაპოტში მოექციათ. მერე, ცხადია, ასეთ იდეოლოგიაზე გაზრდილი ადამიანი იოლი სამართავი იქნება, ის ყველაფერს მიიღებს, ყველაფერზე დათანხმდება, რადგან, ჯერ ერთი, თვითონაც ამ იდეოლოგიის წარმომადგენელია და მეორეც _ წინააღმდეგობის თავი აღარ ექნება… სკოლებში ამ თემებზე დისკუსიების გამართვა და გაკვეთილების ჩატარება ყოვლად დაუშვებელია, ეს იქნება ჩვენი შვილების სასწავლო მერხებიდანვე გარყვნა. ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგება ეკლესია და საზოგადოება.

_ ვთქვათ, ამ პროპაგანდამ და იდეოლოგიამ მაინც მიაღწია მიზანს, რა თაობას მივიღებთ, რა ცვლილებები მოხდება ქართველ საზოგადოებაში?

_ მოხდება ის, რაც დღეს დასავლეთში ხდება, ვგულისხმობ ქართულ ცნობიერებასთან, ღირებულებებთან და ფასეულობებთან შეუსაბამო ცვლილებებს, თორემ იქ კარგიც ბევრი ხდება. მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც დღეს ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ საზოგადოების ეშინიათ, პირნათლად შეასრულებენ. დაწყებული ერთსქესიანთა ქორწინებებით, დამთავრებული .. ერთსქესიანი ოჯახებისთვის შვილის აყვანის უფლების მიცემით _ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე გაფორმდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამას ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ ქართველი საზოგადოება ამას არასოდეს შეეგუება. ეს იცის ყველამ _ ხელისუფლებამაც და მისმა დასავლელმა პარტნიორებმაც, ამიტომაც ვერ ბედავენ და ვერც გაბედავენ ამ თემებზე საჯაროდ საუბარს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here