Home რუბრიკები პოლიტიკა “კიევური მაიდნის” საფრთხე ერევანში

“კიევური მაიდნის” საფრთხე ერევანში

583

შარშან შემოდგომაზე სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა კონფერენცია თემაზე _ “კიევის მაიდნის გამოწვევები, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი”. 

 

კონფერენციაში სომეხ ისტორიკოსებსა და პოლიტოლოგებთან ერთად საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. დამსწრე საზოგადოებამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და კავკასიის რეგიონშიკიევური მაიდნისგანმეორების საფრთხეებზე იმსჯელაკვირაზე მეტია, ერევანში ელექტროენერგიის საფასურის მომატების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საპროტეტო აქცია მიმდინარეობს. გამართლდება თუ არა ექსპერტების ვარაუდი და გადაიზრდება თუ არა სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურ აქტივობაში? _ სომხეთში მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსერევნის გეოპოლიტიკური კლუბის ხელმძღვანელი არმან ბოშიანი და ერევანში შარშან გამართული კონფერენციის ერთერთი მონაწილე, პოლიტოლოგი ირაკლი უბილავა ესაუბრნენ.

არმან ბოშიანი:

_ ბატონო არმან, როგორ შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს, გარდა რთული სოციალური პრობლემებისა, რა მიზეზებმა განაპირობა სომხეთში ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქცია?

_ 29 ივნისამდე ეს საპროტესტო აქცია მხოლოდ სოციალური აფეთქება იყო. ხალხში წლების განმავლობაში გროვდებოდა უკმაყოფილება და ელექტროენერგიაზე ფასის მომატება სოციალური აფეთქების ლოგიკურ მიზეზად იქცა, თუმცა ახლა პოლიტტექნოლოგები ჯიუტად ცდილობენ, ამ პროცესებს მაიდნის ელფერი მისცენ.

 მე ვესაუბრე ამ აქციის ორგანიზატორებს და, შეიძლება ითქვას, ისინი თვითონაც შოკში იყვნენ, რომ ამდენი ხალხი შეიკრიბა. უნდა ითქვას, რომ ისინი მართლა ცდილობდნენ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის პროვოკაციის ყველა შესაძლებლობა აღეკვეთათ. რაც მთავარია, აქციის მონაწილეები არ ცვლიდნენ თავიანთ მოთხოვნებს, მაგრამ, როგორც წესი, გარე ძალები ნებისმიერი სოციალური პროტესტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. და აი, პროცესი დაიწყო

სომხეთისრევოლუციასუკვე აქვსმხარდაჭერაუკრაინაში, თბილისში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. ცხადია, რომ საუბარი მიმდინარეობს შეკვეთაზე. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, მაგალითად, სომხეთის გენოციდის ფაქტებით თურქეთი ან აზერბაიჯანი ასე შეშფოთებულიყვნენ. არ მახსოვს, რომ კიევში, სადაც ელექტოენერგიის საფასური ორჯერ გაიზარდა, ვინმე გამოსულიყო ქუჩაში და ეს გაეპროტესტებინა. ანუ, ცხადია, რომ აქ საქმე გვაქვს გარედან მომდინარე შეკვეთასთან და ბაქოთბილისისტამბოლიკიევში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ და მხოლოდ ამ შეკვეთის შედეგია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვითხოვია, სომხეთის შიგა პოლიტიკური სიტუაცია ბაქოში განეცადათ და ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.

ამ პროცესებს უკვე მოჰყვა ამერიკის საელჩოსა და ლოს-ანჯელესის გეოპოლიტიკური კლუბის მთელი რიგი განცხადებები და “შეშფოთებები დემოკრატიის” გამო. ლოსანჯელესის გეოპოლიტიკური კლუბის განცხადება არა მხოლოდ ანტირუსულ და ანტისამთავრობო შეტყობინებებს მოიცავს, არამედ საუბარიაპოლიციისთვის სასტიკი წინააღმდეგობის გაწევაზე”, მაგრამ საინტერესოა, ვინ აპირებს წინააღმდეგობის გაწევას, ნუთუ ისინი?

უკვე რამდენიმე დღეა, დემონსტრანტებს შორის გამალებით მუშაობენ პროვოკატორები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს პროტესტის სხვა კალაპოტისკენ მიმართვა, ანუ მათ სურთ შეტაკება პოლიციასთან. მეტიც, ბაგრამიანის პროსპექტზე, მაღალი შენობის სახურავზე, შავნიღბიანი სნაიპერიც შევნიშნეთ. როგორც ჩანს, “მშვიდობიანიმომიტინგე სნაიპერი იყო.

მართალია, აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს თავისი სურვილის შესახებ, გადასულიყვნენ თავისუფლების მოედანზე და გაეთავისუფლებინათ სავალი გზის ნაწილი, მაგრამ სწორედ აქ გამოჩნდნენ დემონსტრანტებს შორის ჩანერგილი პროვოკატორები (აგენტურა), რომლებმაც აქციის ზოგიერთი მონაწილე დაარწმუნეს, პროტესტის შემდგომი მაიდანიზაციის მიზნით ბაგრამიანის პროსპექტზე დარჩენილიყვნენ. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბაგრამიანის პროსპექტზე დემონსტრანტების დაშლის შესახებ განაცხადა, შევეცადე, იქიდან ქალები და ბავშვები გამეყვანა, თუმცა წინააღმდეგობას წავაწყდი თავისუფლებისთვის მებრძოლების მხრიდან, რომლებიც ქალებსა და ბავშვებს დაჟინებით არწმუნებდნენ, ბაგრამიანის პროსპექტი არ დაეტოვებინათ. ერთმა დაკუნთულმა კი განაცხადა: “ჩვენ, ყველანი, უნდა გვცემონ, რათა ყველამ გაიგოს, როგორი რეჟიმია სომხეთში”.

ბაგრამიანის პროსპექტზე რუპორებით დადიან უცნობი ადამიანები, რომლებსაც არავინ იცნობს, და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, არ დაიშალონ და არ დაუჯერონ ჭორებს, თითქოს აქციაზე პროვოკატორები არიან. ჩემს კითხვაზე _ თუ ისინი მართლაც აქციის ორგანიზატორები არიან, შეიძლება თუ არა მათგან ინტერვიუს აღება, მივიღე აგრესიული პასუხი, _ ჩვენ ხალხის ნებას გამოვხატავთო.

 ვრცელდება ასევე ანონიმური ფურცლები ლოზუნგებით _ “არა _ ძარცვას!”, რომლებსაც, საეჭვოა, რაიმე საერთო ჰქონდეს აქციის ორგანიზატორებთან, რადგან მათ უკვე განაცხადეს, რომ არანაირ ფურცლებს არ ავრცელებენ. ეს ფურცლები გვატყობინებენ, რომ არ უნდა ვიურთიერთოთ პოლიციელებთან, რადგან ამან შეიძლება მათი მხრიდან ძალადობა და შეურაცხყოფა გამოიწვიოს. აქციაზე ასევე ვნახე 4-კაციანი ჯგუფი, რომელიც თურქულად საუბრობდა. როგორც ჩანს, სომხეთში ფასების ზრდის გამო თურქი დემონსტრანტებიც “ძალიან ღელავენ”.

_ მოგეხსენებათ, თავდაპირველად საპროტესტო აქციები კიევშიც სულ სხვა მოთხოვნებით დაიწყო, მაგრამ ხელისუფლების შეცვლით დასრულდა. სომხეთის მთავრობა აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს, კომპრომისზე წასვლას არც დემონსტრანტები აპირებენ. შესაძლოა თუ არა, სომხეთშიმაიდანიდა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოს?

_ ფაქტია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები გაზრდილი ტარიფების გაუქმებას მოითხოვდნენ და მართალია, 3 თვით, კომპანიის აუდიტის დასრულებამდე, მაგრამ მათი ეს მოთხოვნა მაინც შესრულდა. შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ დემონსტრანტების მოთხოვნა ნაწილობრივ შეასრულა, თუმცა ელექტროქსელების კომპანია კერძოა და, როდესაც კომპანია გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევს, ის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

რაც შეეხება კიევსა და ერევანში მიმდინარე მოვლენებს, ვფიქრობ, ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. კიევში პროტესტს თავიდანვე ხელმძღვანელობდა ოპოზიცია და აქციას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. თავიდანვე შეინიშნებოდა მოქმედებების მკაფიო ორგანიზაცია და კოორდინაცია. არსამთავრობო ორგანიზაციები და სექტები თავიდანვე აქტიურობდნენ. ხოლო ერევანში სოციალური აფეთქება ისეთი უეცარი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოსურნე დასავლეთის აგენტურისა და მათი გავლენის ქვეშ მოქმედი პარტიებისა თუ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი დაიბნენ.

_ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ბევრსუკრაინული მაიდნისდასაწყისს აგონებს. ქართველმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამნაკანუნე. რუსვებგვერდზე გამოთქვა თავისი ექსპერტული მოსაზრება, რომფერადი რევოლუციებიყოველთვის სოციალური პრობლემებით იწყება. შემდგომ აქციის მონაწილეები იწყებენ საუბარს ადამიანის უფლებებისა და ინტერესების შელახვაზე, მთავრობის კორუფციაზე. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რა მძლავრ სამუშაოებს ატარებენ დასავლური სპეცსამსახურები ერევანში, ეს პროტესტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი ძალების ცდა!”

_ ეჭვგარეშეა, რომ დღეს სომხეთი სახელმწიფოებრიობის განადგურების რიგში დგას. ქვეყანაში ბევრი ორგანიზაცია ფუნქციონირებს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მათი მიზანია ოჯახის ინსტიტუტის გაუქმება, არმიის დისკრედიტაცია. ისინი ცდილობენ, ახალგაზრდობას ჩაუნერგონ ახალი თეზისი “სამოქალაქო საზოგადოების შესახებ”. ყველანაირად ცდილობენ, ახალგაზრდობა ამ მანიპულაციების გავლენის ქვეშ მოაქციონ.

თუმცა ეს სოციალური აფეთქება ჩვენ და ბევრმა ანალიტიკოსმა ადრე ვიწინასწარმეტყველეთ. ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი ყველასთვის სიურპრიზად იქცა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გრანტიჭამიები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. მომიტინგეებს შორის დადიან ადამიანები მოწოდებებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან. მცდელობები პროცესების მართვის ხელში ჩაგდებისა, არ წყდება და შეიძლება ითქვას, რომ პროცესის ნაწილი უკვე ჩაიგდეს ხელში პოლიტტექნოლოგებმა, რომლებსაც სრულიად სხვა საკითხები აქვთ გადასაწყვეტი, ვიდრე სომხეთის სოციალური პრობლემებია.

_ შარშან შემოდგომაზე ერევანში “ერევნის გეოპოლიტიკური კლუბის” ორგანიზებით, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ ბრძანდებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე “კიევის მაიდნის გამოწვევები, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი”. კონფერენციის მონაწილეებმა კავკასიაში და, კერძოდ, სომხეთში მოსალოდნელ საფრთხეებზეც იმსჯელეს. კონფერენცის სახელწოდება და მისი ჩატარების იდეა ნიშნავდა თუ არა, რომ გარკვეული საფრთხის საფუძველი უკვე არსებობდა?

_ ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში ვიწინასწარმეტყველეთ, რომ სოციალური უკმაყოფილება მიგვიყვანდა იმ პროცესებამდე, რომელთა მეორე მაიდნად გადაქცევასაც შეეცდებოდნენ გარკვეული ძალები და რომ ამისთვის უკვე აქტიური მზადება მიმდინარეობდა; მაგრამ ცოტა თუ ვარაუდობდა, რომ სოციალური აფეთქების ინიცირებას მოახდენდა მსხვილი რუსული კაპიტალი ჩუბაისის პირმშოს სახით. მიმაჩნია, რომ “ინტერ რაოს” მმართველებს არ შეეძლოთ, არ გაეთვალისწინებინათ პოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც ელექტროენერგიის ფასს ზრდიდნენ. “ინტერ რაოს” მმართველები სპეციალურად მოიქცნენ ასე რუსულ-სომხური ურთიერთობებისთვის ძირის გამოსათხრელად, ან არ ჰყავთ ანალიტიკოსები, რასაც კომპანიის სავალალო მდგომარეობაც ადასტურებს.

_ შარშან გამართულ კონფერენციაზე განაცხადეთ, რომ კიევის მაიდნის განმეორების საფრთხეს ვერ ხედავთ, ვინაიდან სომხეთში შესაბამისი საზოგადოებრივი განწყობა არ არსებობს, მაგრამ რას ფიქრობთ ახლა, როდესაც აქციები სომხეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს?

_ ამ საპროტესტო აქციებში დამნაშავეა საბაზრო სისტემა. ჩვენ გავყიდეთ სტრატეგიული დარგები და ახლა გვიკვირს, რომ კომპანიებს თავიანთი ბიზნესინტერესები აქვთ. მაიდნის მსგავსი განწყობაჯერჯერობით სომხეთის მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს, თუმცა სოციალური უკმაყოფილება კოლოსალურია და, თუ ხელისუფლება ამ საკითხებს გადაწყვეტს, მანიპულატორები პროცესებს სხვა მიმართულებით წაიყვანენ.

როგორც აღვნიშნე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სტრატეგული დარგების ნაციონალიზაცია. დამოუკიდებლობის 25 წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ მსხვილ მესაკუთრეებზე, რომლებიც ემსახურებიან არა სომხეთის, არამედ სხვა, მესამე ქვეყნების ინტერესებს, როგორც ესინტერ რაოსშემთხვევაში ხდება, რომელიც არათუ სომხეთის, რუსეთის ინტერესებსაც არ ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, სომხეთის ელექტროქსელების კომპანიის მოქმედება მკაფიოდ ანტისახელმწიფოებრივია, რაც, არ არის გამორიცხული, გარედან შეკვეთილი იყოს. საქმე ის არის, რომ მე წერილობით ვთხოვე კომპანია “ინტერ რაოს”, დაუყოვნებლივ გააუქმონ ფასების მომატების შესახებ გადაწყვეტილება და ავუხსენი მათი უარის შემთხვევაში მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები.

მოგვიანებით პრესაში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომპანია ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული და პოლიტიკა არ აინტერესებს. არ შეიძლება მსხვილი და მონოპოლიური ბიზნესის მხრიდან პოლიტიკისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის სრული იგნორირება. ხოლო, თუ კომპანია ასე იქცევა, ეს ბიზნესსაქმიანობა კი არა, ძირგამომთხრელი საქმიანობაა.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა და სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დღეს ამ ვითარებაში რა შეგიძლიათ თქვათ _ არსებობს სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტის განახლების საშიშროება?

_ თუ პროცესი მთლიანად გარე ძალების აგენტების მართვის ქვეშ მოექცევა, ამით აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ ისარგებლებს. დასავლეთის გეოპოლიტიკური მოთამაშეების მიზანი ამიერკავკასიის დესტაბილიზაცია და რეგიონში სხვა გეოპოლიტიკური რეალობის ფორმირებაა, თუმცა მოაზროვნე ადამიანი ბევრია და ჯერჯერობით პროცესების მთლიანად ხელში ჩაგდება მათ ვერ მოახერხეს.

ირაკლი უბილავა:

_ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ერევანში ვიზიტისას, უკვე არსებობდა ნიშნები იმისა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ სომხეთში ასეთი ვითარება შეიქმნებოდა?

_ სიმართლე გითხრათ, ერევანში ჩასვლამდე სომხეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სრულიად სხვა წარმოდგენა მქონდა, თუმცა ერევანში ვიზიტისას, შეიძლება ითქვას, პარადოქსული სიტუაცია დამხვდა და სომხეთის პოლიტიკურ სისტემაზე განსხვავებული წარმოდგენა შემექმნა. სომხეთში მმართველი ელიტა და ოპოზიციის დიდი ნაწილი პრორუსული ორიენტაციისაა, ვინაიდან ისინი კარგად აცნობიერებენ მათ წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას, თუმცა სამოქალაქო სექტორი (ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები) მთლიანად პროდასავლურია და ამ პოლიტიკურ დაჯგუფებებს სრულიად განსხვავებული იდეოლოგიური და საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები აქვთ. ერევანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ახლო მომავალში რევოლუციური პროცესების განვითარება იყო მოსალოდნელი. ჩემი მოლოდინი ამა წლის 19 ივნისს გამართლდა.

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც წესი, ასეთი აქციები სპონტანურად არ იწყება. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იწყება, ყოველთვის არსებობს სოციალური მიზეზი, რომელსაც შემდეგ კორუფციისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ლოზუნგები ემატება. ამ პროცესების უკან კი, როგორც წესი, ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატები დგას. აღსანიშნავია, რომ ერევანში სოციალური მოთხოვნებით დაწყებულ საპროტესტო აქციას უკვე პროდასავლური ორიენტაციის ოპოზიციური სომხური ორგანიზაციები და პარტიებიც შეუერთდნენ. მაგალითად, ,,ნაციონალური კონგრესი”, რომელსაც ლიბერალური და პროდასავლური იდეების მქონე ლევონ ტერპეტროსიანი ხელმძღვანელობს. აქციაზე გამოჩნდნენ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების _ “ნასლედიესადადაშნაკცუთიუნისწარმომადგენლებიც. უფრო მეტიც, აქციაზე უკვე უკრაინისა და ევროკავშირის დროშებიც გამოიტანეს. აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს, ერევანში მიმდინარე პროცესების უკან რა ძალები დგანან.

_ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხშირად ადარებენ კიევის მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს. არის თუ არა მოსალოდნელიკიევური მაიდანიკავკასიაში, კერძოდ, სომხეთში?

_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვინაიდან სომხეთის ხელისუფლება დღეს საკმაოდ სუსტია. ამას გარდა, სომხეთს აქვს საქართველოს მაგალითი. სომეხი ახალგაზრდები რატომღაც ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემავარდების რევოლუციისშემდეგ განვითარდა, აქედან გამომდინარე, მათაც სურთ ცვლილებები. ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაში ამერიკელების კონტროლს დაქვემდებარებული პროდასავლური ძალების მოსვლას ქვეყნის დემოკრატიზაცია, კორუფციის აღმოფხვრა, სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება.

არადა, სინამდვილეში ამერიკელებს დემოკრატიის დარდი ნამდვილად არ აქვთ. ისინი მხარს უჭერდნენ სააკაშვილსაც, მაგრამ ვისაც ოდნავ მაინც ესმის პოლიტიკა, ხვდება, რომ წარმოუდგენელია, სააკაშვილს დემოკრატი უწოდო. მან შექმნა მკვეთრად ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა ტოტალიტარიზმის ელემენტებით და ასეთი პოლიტიკური სისტემა ამერიკელებისთვის მისაღები და დემოკრატიული იყო. ამერიკელები დღესაც კი უჭერენ მხარს თავიანთ “დემოკრატიის შუქურას” და საქართველოს ხელისუფლებას უფლებას არ აძლევენ, სააკაშვილის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი დასვას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ძალიან იძაბება. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ ჩავიდა და, შესაბამისად, არ შეუერთდა ანტირუსულ განცხადებებს. ალიევის საქციელმა დასავლეთი კიდევ უფრო გააღიზიანა. ილხამ ალიევის ამ ნაბიჯის საპასუხოდ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომ მალინოვსკიმ აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამას გარდა, დასავლურ პრესაში ლამის ყოველდღე იბეჭდება სტატიები, როგორი არადემოკრატიულია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, როგორ არღვევს ის ადამიანის უფლებებს და ა.შ. აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის არსებული ეს დაძაბული ურთიერთობა სომხეთის პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს აძლევს იმედს, რომ აზერბაიჯანის აგრესიის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთს დაიცავს. მათ იმედი აქვთ, რომ ამერიკელები აზერბაიჯანს შეაკავებენ, მაგრამ საკითხავია, მეორე გეოპოლიტიკური მოთამაშე _ რუსეთი თავისი ინტერესების ხარჯზე გააძლიერებს დასავლეთის ინტერესებს? რას მოიმოქმედებს რუსეთი ასეთ შემთხვევაში?

დღეს რუსეთი სომხეთის ერთიანობის გარანტია. შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირება შეცდომაა. ჩემი აზრით, რუსეთი არ ჩაერევა პროცესებში და ამით გარკვეულწილად დასჯის სომხეთს. რუსეთი თვალს დახუჭავს ყარაბაღზე და აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, იქ კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოწინააღმდეგის აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი ვალდებულია, სტრატეგიული მოკავშირის დაცვის მიზნით ჩაერიოს კონფლიქტში. თუ სომხეთის ხელისუფლების სათავეში პროდასავლური ძალები მოვლენ, გიუმრის სამხედრო ბაზების დახურვასა და ხელშეკრულებების დენონსაციაზეც დაიწყებენ საუბარს.

გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის მიმართ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებიც. აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, ხოლო, თუ აზერბაიჯანის მთავრობამ ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, აზერბაიჯანის ხელისუფლების ნდობის ხარისხი მოსახლეობაში კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ამერიკელების მიერ ალიევის წინააღმდეგ რაიმე რევოლუციის მოწყობის შანსი ნულამდე შემცირდება.

_ ქართველი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას განცხადებით, თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, სომხეთში დღეს ყველა წინაპირობა არსებობსფერადი გადატრიალებისთვის”. მეტიც _ ეს რევოლუცია აუცილებელიც კია, თუ სომხეთის გეოპოლიტურ მდგომარეობასა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, ვინაიდანეს ყველაფერი რუსეთის საწინააღმდეგოდ, მის შესასუსტებლად ხდება”…

_ სრულიად ვეთანხმები ამ თვალსაზრისს და მინდა, ვთქვა, რომ შეუძლებელია, ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას დონის პოლიტოლოგს პოლიტიკური პროცესების ანალიზში არ დაეთანხმო, რადგან მისი პოლიტიკური პროგნოზები ყოველთვის მართლდება. ჩემი აზრით, დღეს თუ არა ხვალ ან ერთი წლის შემდეგ მაინც, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ისე დასრულდება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ჩაფიქრებული. ეს, უბრალოდ, დროის საკითხია

_ სიტუაციის გართულების შემთხვევაში, როგორ აისახება ერევანში მიმდინარე პროცესების შედეგები კავკასიაზე და, კერძოდ, საქართველოზე?

_ გარდა იმისა, რომ სომეხი ეთნოსი სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდება, ეს პროცესები კავკასიაში გეოპოლიტიკურ სიტუაციას შეცვლის, თუმცა, ვფიქრობ, უშუალოდ საქართველოზე, ამ ეტაპზე მაინც, დიდ გავლენას ვერ მოახდეს, ვინაიდან საქართველო, ფაქტობრივად, უკვე ისედაც ამერიკელების გავლენის ქვეშ არის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here