Home რუბრიკები პოლიტიკა გამარჯვებული სოდომისტების შეერთებული შტატები

გამარჯვებული სოდომისტების შეერთებული შტატები

590

ირლანდიაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შემდეგ რომის პაპმა აღშფოთება ვერ დაფარა, მაგრამ სულ მალე მას კიდევ ერთი შოკი ელოდა წინ: მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებელმა შეერთებულმა შტატებმა უმაღლესი სასამართლოს პირით აღიარა, რომ სოდომია 50-ვე შტატში ლეგალიზებულია. მეტიც, სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, აშშ იბრძოლებს ერთსქესიანთა ქორწინების მსოფლიოში დასაკანონებლად. თუ დღემდე შეერთებული შტატები დემოკრატიის ექსპორტს ეწეოდა სხვა ქვეყნებში, ახლა სოდომიის ექსპორტს ჰკიდებს ხელს.

 

ბარაკ ობამა აღფრთოვანებული გამოვიდა უმაღლესი სასამართლოს შენობის წინ და ერთსქესიან წყვილებს მიულოცა: “დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა თანასწორობის ჩვენ მარშში. ერთსქესიან წყვილებს ახლა ისეთივე უფლება აქვთ, იქორწინონ, როგორც სხვა ნებისმიერს!”

თავის დროზე ქალთან (და არა მამაკაცთან) “არასანქცირებული” სექსის გამო საქვეყნოდ გამოჭენებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კი მარგალიტებად დაყარა: “ამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯით ამერიკა განაგრძობს მოგზაურობას სრულყოფილი კავშირისკენ”. მისი იმჟამად მოტყუებული მეუღლე, ახლა კი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ სიამაყით ზეიმობს ისტორიულ გამარჯვებას (თითქოს “ისლამური სახელმწიფო” დაემარცხებინოთ). ესგამარჯვებაიმავე ოპერეტიდანაა, რომელშიც სააკაშვილმარუსეთზე გამარჯვება აზეიმა რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ ხალხს. ასეაროცა ვერც ერთ ომს ვერ მოიგებ, ხელოვნურიგამარჯვებებიუნდა გამოიგონო და ხალხს შეაჩეჩო, თუმცა ხალხს კი არა, თვით რესპუბლიკურ პარტიასაც (ჩვენსას არა _ ამერიკულს) კი არ გახარებია აშშის მორიგიგამარჯვება”.

ლუიზიანის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ბობი ჯინდლმა პირდაპირ განაცხადა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი ღვთის შექმნილია და მიწიერ სასამართლოს მისი გაუქმება არ ხელეწიფება. პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა რიკ სანტორუმმა ხაზგასმით მიუთითა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ფუძემდებლური ერთეულის გადახედვას წარმოადგენს და დროა, უბრალო ხალხმა გამოთქვას აზრი. სანტორუმის აზრით, გეისაზოგადოების სიხარულს ამერიკის მამა-ფუძემდებლები არ გაიზიარებდნენ.

ცნობილმა რადიოწამყვანმა და ერთსქესიანი ქორწინების პრინციპულმა მოწინააღმდეგემ ბრაიან ფიშერმა ეს გადაწყვეტილება, მორალური თვალსაზრისით, 2001 წლის 11 სექტემბერს შეადარა: სიწმინდისა და ჭეშმარიტების ტყუპი კოშკები დღეს მორალურმა ჯიჰადისტებმა ააფეთქეს”.

როგორც ყოველთვის, იაპონიამ არასტანდარტული პასუხი გასცა ქორწინების მიმართ ასეთ ლიოალურ დამოკიდებულებას და ტოკიოში პირველი საქორწინო რიტუალი გაიმართა… რობოტებს შორის. ანდროიდი იუკირინი რობოტ ფროისს გაჰყვა ცოლად. პატარძალს თეთრი კაბა ეცვა, სიძის წითელი თავი და ქრომის უამრავი პრიალა დეტალი კი მეხანძრის ასოციაციას აღძრავდა. ცერემონიას უამრავი ადამიანი და რობოტი ესწრებოდა. ერთსქესიანი წყვილების დასწრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა იაპონელების გამჭვირვალე მინიშნება სრულიად გასაგებია: თვით რობოტებიც კი ქალვაჟი არიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე “ფეისბუქში” გამოეხმაურა ამერიკული დემოკრატიის “გამარჯვებას”:

სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალი და .., ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზედღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა ფაცებოოკ , ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო; რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამსიხარულს”, მაპატიეთ, ვიცი, გამკიცხავთ ზოგიერთი, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ, აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რომელიც მაინც მრჩება, როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ”!

არადა, საინტერესოა, პოლიტიკური მოგების რა მარჟით იხელმძღვანელეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, როცა 70 ათას სოდომისტ წყვილს გაუწიეს ანგარიში და არა მილიონობით ამერიკელს, რომლებიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან! აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ეს “ისტორიული” გადაწყვეტილება ერთი ხმის უპირატესობით მიიღო _ ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ. დღეს იმ შტატებში, რომლებშიც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყო, 70 ათასი წყვილი ცხოვრობს, რომლებსაც თავიანთი ურთიერთობის დაკანონება სურთ. ასეთი შტატი კი ამ “ისტორიულ” გადაწყვეტილებამდე 14 იყო დარჩენილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ის თქვა, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად) ფიქრობს:

რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რომელსაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი. ამდენად, მე, როგორც პრემიერმინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს.” _ ეს თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და “რატომღაც” გაანაწყენა ეკა გიგაური და კიდევ ერთი ორი “ლატენტური უფლებადამცველი”.

აშშ-ში კი ქრისტიანული კონფესიების 50 ათასი ლიდერი გამოვიდა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც ქრისტიანი მოქალაქეები, გავერთიანდით და განზე ვერ გავდგებით, როცა ოჯახის ინსტიტუტის განადგურება მიმდინარეობს ქვეყანაში, რომელიც გვიყვარს”, _ აცხადებენ ისინი.

ევანგელისტთა ლიდერმა ფრანკლინ გრემმა, რომელსაც ყველაზე გავლენიან იერარქად მიიჩნევენ, “ფეისბუქში” დაწერა: დღეს უზენაესმა სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების 50-ვე შტატში დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება. მიუხედავად უზენაესი სასამართლოს პატივისცემისა, ეს არ განსაზღვრავს ქორწინებას, რადგანაც იგი არაა უფლებამოსილი ქორწინების ხელახლა განსაზღვრაში. ქორწინება შეიქმნა მის მიერ, ვინც შექმნა ქალი და კაცი და მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე განხილვას ან ცვლილებას, ადამიანის მიერ შექმნილი სასამართლოს მიერ. ვლოცულობ, რომ ღმერთმა დაინდოს ამერიკა თავისი სამსჯავროსგან, თუმცა ჩვენი, როგორც ერის, ქმედებები, მას ამისათვის სულ უფრო ნაკლებ მიზეზს უტოვებს”.

ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გეების ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ელჩების თანდასწრებით განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით აშშ-ის დიპლომატიურმა სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს მსოფლიოში გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებების დაცვას.

მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა”, _ განუცხადა ბაიდენმა სტუმრებს და დაამატა, რომ სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა არის ცივილიზებული ქვეყნების დამახასიათებელი ნიშანი და ის უნდა იდგეს ეროვნულ კულტურასა და სოციალურ ტრადიციებზე მაღლა.

გეებისა და ლესბოსელების მომხრეები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად ნაკადს, მათი მოწინააღმდეგეები კი მარგინალები არიან. თქვენ უმრავლესობა ხართ; ისინი კი, სხვები _ ველურები! ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ და არ ამყარებენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო!” _ გააფრთხილა ისინი ბაიდენმა.

ერთსქესიანთა პირველი ქორწინება ნიდერლანდებში 2001 წელს გაიმართა. სულ რაღაც, 14 წელი დასჭირდა, რომ მისი ლეგალიზება აშშ-შიც შესაძლებელი ყოფილიყო. ერთი კვირის წინათ იტალიის დედაქალაქში, სხვადასხვა შეფასებით, 300 ათასიდან მილიონ ადამიანამდე გამოვიდა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ. სწორედ ამას ისახავს მიზნად იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი. მან პარლამენტში “სამოქალაქო კავშირების შესახებ” კანონპროექტი წარადგინა და უკვე ივლისის ბოლომდე მის დამტკიცებას აპირებს.

ამ საკითხის ლობირება მიმდინარეობს ყველა ქვეყანაში, მიუხედავად ხალხის აზრისა. ცოტა ხნის წინათ აშშში ხნიერ ფლორისტ ქალბატონს სასამართლოში უჩივლა გეიწყვილმა იმის გამო, რომ მან მათი საქორწინო ცერემონიის ყვავილებით მორთვაზე უარი განაცხადა, რადგან ეს მის რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. გეები მას მხოლოდ მორალურ ზიანზე კი არ ედავებიან, მის ბიზნესსა და ქონებას მოითხოვენ საკომპენსაციოდ. არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში ახირებული ჰომოსექსუალისთვის სექსზე უარის თქმაც დაისაჯოს; ესეც ხომ ერთგვარი დისკრიმინაციაა!

ვისაც ჰგონია, რომ ეს ყველაფერი წყნარად ჩაივლის, მწარედ ცდება. ინფორმაციატაბურეტკებისთემის მოყვარულთათვის:

სანფრანცისკოში, ქალაქის ცენტრში, ერთსქესიანთა მხარდასაჭერ აქციაზე სროლების შედეგად 64 წლის მამაკაცი დაიჭრა. დემონსტრანტებმა აშშის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერი მიტინგი გამართეს, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე ორი დღის წინათ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება განახორციელა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა ჯგუფი დაუპირისპირდა. ურთიერთშელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი”.

სტამბოლში გეიპარადის ჩატარების მსურველები პოლიციამ პლასტიკის ტყვიებითა და წყლის ჭავლით დაშალა. ლონდონში პოლიცია დუმილით აკვირდებოდა მსვლელობას, რომელიც ჯონ კერის განცხადების მხარდასაჭერად გაიმართა. მონაწილეთა ნაწილს საბჭოთა დროშები ეკავა, ხოლო “მშვიდობისმოყვარე” მოცეკვავეები რუსეთის პრეზიდენტს მიმსგავსებულ პერსონაჟს ესროდნენ. ღონისძიების მონაწილეთა განცხადებით, “რუსეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და ლგბტ მოძრაობის მთავარი მტერია”.

ამ ყველაფრის შემყურეს, არ გტოვებს განცდა, რომ სამყარო შეიშალა. ასეთი “თავისუფლებისა და დემოკრატიის” ფონზე არ უნდა გვიკვირდეს, რომ პუტინის რეიტინგი, მხოლოდ რუსეთში კი არა, დასავლეთშიც განუხრელად იზრდება.

ის, რომ აშშ გააძლიერებს ზეწოლას თავის ვასალებზე, უკვე საჯაროდ არის ნათქვამი. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, შეძლებენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები ხალხის პოზიციის დაცვას თუ ლგბტთა ჭკუით იცხოვრებენ? მით უფრო, რომ სოდომიის დამკანონებელი ამერიკელი პოლიტიკოსები ნახსენებ პერსონაჟზე ჭკვიანები ნამდვილად არ არიან და არც ის ესმით, რომ ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის.

მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ არ აქვს, ჩვენმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ, თორემ სახარებაში (ძველ აღთქმაში, ყურანში) ყველაფერი უკვე ნათქვამია და ისიც ცნობილია, რომ, სოდომგომორის გარდა, მსოფლიო ისტორიაში ყველა იმპერია სწორედ ამ ცოდვის დაშვების შემდეგ გადაშენდა.

თამარ დავითულიანი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here