Home რუბრიკები პოლიტიკა ჩემი რეაქცია მათ უტიფრობაზე

ჩემი რეაქცია მათ უტიფრობაზე

1356

რედაქციისგან:

12 ივნისს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციის” სტუდიაში გადაცემის სტუმრებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტი მოჰყვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი პროფესორის _ თამარ ბელქანიასა და ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის დებატს უმუშევრობის საკითხზე, როდესაც ბელქანიამ განაცხადა, რომ სამსახურის დაკარგვის შედეგ სამი სალექციო კურსი გააკეთა, სამი საავტორო ტელეგადაცემა მოიფიქრა და დღეს ოთხი სამსახური აქვს.

 

არ გრცხვენია?! შენ გაქვს ოთხი სამსახური?! გენიოსი ხარ, ბრავო! ამ დებილებში შენ გენიოსი ხარ. გუგულიზე უარესი ხარ. ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ, დებილები ვართ. სამსახური რომ დავკარგე, მუთაქა ვიყიდე, დავიდე თავქვეშ და დავწექი. მე სატელევიზიო გადაცემა ვერ მოვიფიქრე. ირმა სოხაძით დაწყებული, ეკა კვალიაშვილით დამთავრებული ყველას გვათახსირებ. ვიღაცგკრიშავსდა იშოვე ეს სამსახურები”, _ მიმართა ბაკურ სვანიძემ თამარ ბელქანიას და პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა.

გთავაზობთ ბაკურ სვანიძის წერილსრეაქციისეთერში მომხდარ დაპირისპირებაზე.

ვანო მერაბიშვილის ყოფილიფანატკადა გიული ალასანიას ყოფილი დაქალი არ არსებობს!

ამდენ ხანს რედაქციისთვის მასალის მიწოდება ჯერ არასოდეს დამიგვიანებია. ვეღარც ვითვლი, ჩემს მობილურსა თუ “ფეისბუქზე” რამდენი ასეული პირადი შეტყობინებაა მოსული, ჩემს “კედელზე” დატოვებული საჯარო “პოსტები” _ კიდევ ცალკე.

ტელეკომპანია “იმედის” შენობიდან აფექტურ მდგომარეობაში გამოსული, რა თქმა უნდა, ველოდი, რომ ცოტა არ იქნებოდა ისეთი ადამიანი, რომლებსაც მოეწონებოდა ჩემი შელაპარაკება “პატივცემულ პროფესორთან”, მაგრამ იმას, რაც ამ დღეებში ხდება, ნამდვილად არ მოველოდი.

ერთადერთ რამეზე ვფიქრობ: ნეტავ, მართლა რომელი სჯობს _ იყო ისეთი უტიფარი და უზრუნველყოფილი, როგორიც პატ. პროფესორი ქალბატონ-ბატონი და პატ. პარლამენტარი ბრძანდებიან, თუ გქონდეს შანსი, შენ მიმართ ამდენი ადამიანის ასეთი სიყვარულით, სითბოთი და “რაღაც სხვა” აუხსნელი გრძნობით გაჯერებული სიტყვები ცხოვრებაში ერთხელ მაინც წაიკითხო?!

ყველა თავის გზას თვითონ ირჩევს” _ ეს სიტყვები მომწერა პროფ. ბელქანიას მხარდამჭერმა ერთმა უტიფარმა და ვეთანხმები. მე ავირჩიე ჩემი გზა და ამას ქართველ ხალხს არც ვაყვედრი, განსხვავებით სტრასბურგიდანქვეყნის სიყვარულის გამო გამოქცეულიზოგიერთი მინისტრისგან, რომელსაც, თურმე, თვეში 10-ათასლარიანი ანაზღაურება თუ არ მისცა სამშობლომ, “ქვეყნის სიყვარულიგაუქრება და უკან, სტრასბურგში გაიქცევა

საზოგადოდ, ძალიან შესამჩნევი და საინტერესო ტენდენციაა, რომ “ჩინონვიკების” მაღალი ანაზღაურება, მათი პრემიები და უმუშევრობა _ ეს ის სამი საკითხია, რომლებზეც “ქოცები” და “ნაცები” ორ ხმაში შეწყობილად მღერიან!

არც ადარდებთ, რომ “მესამე ხმა” აკლიათ და სიმღერა სრულყოფილი არ გამოსდით. რაც უნდა მიუთითოს ხალხმა, _ უნიჭოდ მღერიხართო, მაინც თავისას მიერეკებიან.

სწორედ ამის მაგალითი იყო “რეაქციის” სტუდიაში პირწავარდნილი “ნაცის” _ თამარ ბელაქნიასა და პარლამენტარი “ქოცის” _ გუგული მაღრაძის ორ ხმაში “გალობა”, რომ თურმე სახელმწიფო არაფერ შუაშია და უბრალო ადამიანებმა თვითონვე უნდა მიხედონ საკუთარ თავს, ხოლო იმ სახელმწიფოს იმ ჩიონოვნიკებმა, რომლებსაც, პროფესორისა და პარლამენტარის აზრით, თურმე არც არაფერი ევალებათ, ხელფასი მაინც 2 ათასი დოლარის ეკვივალენტის უნდა აიღონ თვეში!

ნურც შეეცდებით ამ ორი ქალბატონის “ლოგიკაში” გაერკვეთ!

პრინციპში, ვერც პატივცემული პროფესორის _ ოთარ აბესაძის რახარუხის მოსმენა მოგცემთ რამეს, რადგან ამას ვერაფრით დაარქმევს კაცი საუბარს. ეს ადამიანი ტერმინოლოგიითა და ციფრებით გაჯერებულ იმისთანა კორიანტელს აყენებს, თვითონაც უჭირს ხოლმე იქიდან გზის გამოკვლევა და ბოლოს, ერთადერთი რაც შეუძლია, არის ის, რომ ტრაბახით დაასრულოს _ “დაესწარით ჩემს ლექციებს და იქ ნახავთ, რა ბიჭიცა ვარ!”

ლექციებით მარიაჟობა”, როგორც ჩანს, დღევანდელ საქართველოში ძალიან მოდურია. ეს უბედურება მას შემდეგ დაგვემართა, რაც სააკაშვილმა უნივერსიტეტიდან ღვაწლმოსილი და ნამდვილი პროფესორები კორუფციაშიკოლექტიური ბრალდებითუმოწყალოდჩარეცხადა მათ ადგილზე ბელქანიააბესაძის მსგავსი უნახავი ღლაპები შერეკა.

აი, სწორედ ამ “შერეკილებს” მიჰყავთ დღეს “პარადი” და თავიანთი “სილაბუსებით” ისე “გვემარიაჟებიან”, გეგონება, მათ მეტს არავის შეეძლოს სალექციო კურსის შედგენა…

ალბათ, ბევრი მიაქცევდა ყურადღებას როგორი “შთამბეჭდავი” სახით ჰკითხა თავხედმა ბელქანიამ მართლა ღვაწლმოსილ პროფესორ გოგი გოგოლაშვილს: “თქვენ როდის განაახლეთ თქვენი სილაბუსი?” და ამ, მისი ჭკუით, მაყურებელზე ღრმა შთაბეჭდილების მომხდენი ფრაზის შემდეგ, აღარც დალოდებია პასუხს, მოტრიალდა და მაყურებელს “ჭკვიანი სიფათით” დაუწყო ახსნა, რა არის “სილაბუსი”…

სასაცილოა, მსგავსიხამებისადა უნახავების საკუთარიპროფესორობით” “მომარიაჟესიფათების ცქერა, ეს შენს სამშობლოს, შენს ქვეყანასა და შენს მართლაც უსამართლოდ დაჩაგრულ უბრალო ხალხს რომ არ ეხებოდეს!

და გაუთავებელი ტრაბახი! ტრაბახი! ტრაბახი!

თოქშოუშიცკი ეს ადამიანები იმისთვის კი არ მიდიან, რომ პრობლემა განიხილონ, არამედ იმისთვის, რომუბრალო მოკვდავებზეთავიანთი უპირატესობა წარმოაჩინონ და ხალხი დაარწმუნონ _ “აი, მე ასეთი აღმატებული და ჭკვიანი ვარ, თქვენ კი _ ჩამორჩენილები, უმაქნისები და ზარმაცები! ამიტომაც მე მაქვს სამსახური, თქვენ კი _ არა”.

დასკნა?

ერთადერთი _ ვანო მერაბიშვილის ყოფილიფანატკადა გიული ალასანიას ყოფილი დაქალი არ არსებობს!

ისინი განა ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე და გარკვეული გარემოებებით იყვნენ დაკავშირებული ამ პერსონებთან, არა _ “ვანო მერაბიშვილის “ფანატკა” და “გიული ალასანიას დაქალი” _ ეს სულიერი მდგომარეობებია და… სამუდამოა!

შესაძლოა, “ვანო მერაბიშვილი” და “გიული ალასანია” სხვა სახელებითა და გვარებით შეიცვალოს მხოლოდ! ამათი უტიფარი სულიერი მდგომარეობა კი იგივე დარჩება და მიზნად ისახავს, ყველგან, ყოველთვის, ყველა ხერხით გამოხატოს საკუთარი “ამაღლებულობა” ჩვეულებრივ “მოკვდავებზე”! სხვა მიზანი და საზრუნავი მათ არ აქვთ!

რა შუაშია ვანო მერაბიშვილი და გიული ალასანია?

გუგული მაღრაძის დაქალობა ყოფილი პრეზიდენტის დედასთან, არახალია!

რაც შეეხება მერაბიშვილს, როგორც კი გადაცემა “რეაქცია” დასრულდა, ჩემი პრივატული ინტერნეტსივრცე აიკლო თამარ ბელქანიას “გმირული” საქციელების შესახებ მოყოლის მსურველთა ჯარმა!

მის მიერ საჯაროდ “ნამარიაჟების”, _ მე ვანო მერაბიშვილი მკრიშავსო! _ საკუთარი ყურით გამგონეთა რაოდენობა არ არის ცოტა…

თუმცა, ვინაიდან ჩემი სამუშაო ჟანრი პუბლიცისტიკაა და არა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ყველა ეს წყარო შესაბამის ჟანრში მომუშავე კოლეგებს გადავულოცე და ისინი, ალბათ, მიაწვდიან მკითხველს პირუთვნელ ფაქტებსა და ინფორმაციას.

ჩვენ, მოდი, ისევ იმ ზოგად ტენდენციებს მივუბრუნეთ, თუ რა “კლიშეების” დამკვიდრებას ცდილობენ ასეთი უტიფარი ადამიანები საქართველოში?!

მთავარია იმ აზრის დამკვიდრება, რომ რაღაცით სხვებზე გამორჩეულები არიან და ამიტომ უნდა ჰქონდეთშესაბამისიანაზღაურება. აი, ეს სიტყვა _ “შესაბამისიძალიან აქტიურად გამოიყენება, თუმცა ჯერაც ვერავინ გაარკვია, რა მეთოდით ითვლებაშესაბამისისრაოდენობა და რატომ არის ის მაინცდამაინც 5 ათასამდე ლარი?!

უკვე ძალიან მოდურია საკუთარი უტიფრობის მედიისთვის გადაბრალება სიტყვებით _ “კონტექსტი” და “ინტერპრეტაცია”.

არ ვცდილობ, დავამტკიცო მედიის უცოდველობა, მაგრამ ის “ნომერი”, რომელიც გუგული მაღრაძემ “რეაქციაში” ჩაატარა, მართლაც კომიკური იყო.

ჩემი ფრაზა დაამახინჯა მედიამ და სხვა კონტექსტში გააშუქა, სხვა ინტერპრეტაცია მისცა”, _ წარმოთქვაბრძნულიგამომეტყველების მიღების უშედეგო მცდელობის შემდეგ გიულის დაქალმა დამედიის მიერ დამახინჯებულისაკუთარი ნათქვამისსწორი განმარტებისასათჯერ უფრო გამაღიზიანებელი და მიუღებელი აზრები აფრქვია!

საბოლოო ჯამში, გუგული მაღრაძემ “რექციაშიც” გაიმეორა, რომ “ნორმალური და პროფესონალი საჯარო მოხელე 2 ათას დოლარზე ნაკლებად საჯარო სამსახურში არ გაჩერდება” და, თურმე, ქვეყანაში ისე ყოფილა კერძო სექტორი აყვავებული და გაფურჩქნული, რომ სულ ტაციაობაა “პროფესიონალ კადრებზე”.

ანუ, თუკი ჩვენ ისეთი პროფესიონალი, როგორიც, მაგალითად, გუგულის სიძეა, საჯარო სექტორში “შესაბამისი” ანაზღაურებით არ დავაკმაყოფილეთ, იმწამსვე მოგვტაცებს ერთ-ერთი იმ ფაბრიკა-ქარხანა-საწარმოებიდან, რომლებიც ასობით და ათასობით ბოლავს და ხრჩოლავს საქართველოში და უკვე იმდენია, რომ სუნთქვაც ჭირს და, გუგულისნაირი “მოღვაწე” რომ მოისროლო, ასეთ ფაბრიკა-ქარხანას დაეცემა მხრჩოლავ “ტრუბაზე”!

თუმცა, რა გინდა, რომ ქნა? თევზი თავიდან ყროლდებაო”, _ გსმენიათ, ალბათ, და სადაცოცნებისკერპი ბიძინა ივანიშვილი იმავეს გიაძახის თავის გადაცემა “20/30”-ში _ “5 ათასი ლარი _ ეს ის მინიმუმია, რა ანაზღაურებაზეც დღეს საქართველოში შეიძლება საჯარო მოხელემ იმუშაოსო” _ გუგულისნაირებს რაღა უნდა უთხრა?!

როგორც ჩანს, ივანიშვილს მძიმე გოიმიზმი უტევს და მას, ქართული რეალობიდან ძალიან შორს გასულს, იოლად არწმუნებენ, რომ გუგულის სიძის მსგავსი “პროფესიონალები” ქვეყანაში არ არიან!

სწორედ ბიძინას წინაშე კეკლუცისა და მისი ამ იდიოტობებში დარწმუნების “პოდიუმის” როლს ასრულებენ ხოლმე სხვადასხვა “ტელეშოუები” და ბელქანია-მაღრაძის ტანდემის მსგავსი ადამიანები გამალებით ირწმუნებიან, რომ ძალიან გამოირჩევიან “უბრალო მოკვდავთაგან”.

სწორედ ამის შედეგია, ალბათ, რომ ივანიშვილის არჩევანი ამა თუ იმ სფეროში, ძირითადად, ან ყოფილ, ან მოქმედნაცზეშეჩერდება ხოლმე და ისინიც _ სულითმერაბიშვილის ფანატებიდა სულითგიულის დაქალები” _ საკუთარი კეთლდღეობის ხიბლით, უარს არ ამბობენგაქოცებაზე”.

სხვათა შორის, არც “ნაცების” რეჟიმთან მებრძოლების იმიჯის მქონენი იხევენ უკან უტიფრიობაზე. მაგალითად, დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ფაცაცია ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში ზუსტად ანალოგიურ სისულელეს ლაპარაკობდა, რასაც გუგული მაღრაძე.

მან “სხვა კონტექსტითა” და “ინტერპრეტაციით” ახსნა მედიის მიერ გავრცელებული “დამახინჯებული” ინფორმაცია და “განმარტა”, რას გულისხმობდა “სინამდვილეში” ქალბატონი გუგული… ამ “განმარტებაში” არაფერი ყოფილა ისეთი, რაც განსხვავდებოდა მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციისგან!

მართლაც ვერაფრით გავიგე, რა “განმარტა” ან გუგული მაღრაძემ, ან დათო ფაცაციამ, რადგან მათ ისევ და ისევ გამოხატეს თვალსაზრისი, რომ მუქთახორა “ჩინოვნიკები” (სავარაუდოდ, მათივე თამადობით) საკუთარი თავისთვის “შესაბამის” ანაზღაურებად რატომღაც 2 ათას დოლარს (5 ათას ლარამდე) მიიჩნევენ! სხვა შემთხვევაში კი, ისინი სამსახურში “არგაჩერებით” გვემუქრებიან და, ამ მუქთახორა ღორებმა მართლაც რომ აღასრულონ ეს მუქარა, ხომ დავიღუპეთ!

როგორც ჩანს, მათი “ბრძოლა ნაცრეჟიმთან” მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ მიშამ იმდენი არ აჭამა, რამდენსაც ითხოვდნენ…

მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვური გართობაა სახელმწიფოს “პროფესორ” ბელქანიასეულ გაგებასთან შედარებით!

“სახელმწიფოს კი არ უნდა ველოდოთ, ჩვენ უნდა გავანძრიოთ ხელი!” _ აი, ამ იდიოტური ფორმულით, უკვე წლებია, დასციანიან და აღიზიანებენ ხალხს თავხედები!

ანუ, ადამიანებს რომ არ აქვთ სამსახური, არა სახელმწიფოს მიერ საკუთარი პირდაპირი ფუნქციების ვერშესრულების, არამედ ამ ადამიანების “სიზარმაცის” ბრალიაო!

თურმე მხოლოდ “პროფესორმა” ბელქანიამ იცის, რომ სამსახურის საშოვნელად “ხელის განძრევაა” საჭირო, თორემ სხვები მუთაქებზე ვყრივართ გაუნძრევლად და ველით, რომ ვინმე სახლში მოგვართმევს სამსახურს!

ასეთი უტიფარი პოზით შეიძლება ნებისმიერ მთავრობასა და ხელისუფლებას შეეტენო, რადგან ნებისმიერ მთავრობას ხელს აძლევს ეს ფორმულა და ამ ყოვლად იდიოტური ფორმულის ასე უტიფრად “გამპრავებლები”… სწორედ ამავე ფორმულით იყვნენ კრებითი “ბელქანიები” წინა მთავრობისთვისაც მისაღები და საინტერესო…

მაგრამ რატომ ვერ ფიქრობს ასეთი ტუტუცი ადამიანი, რომ ამით ძალიან აღიზიანებს საზოგადოებას და მსგავსი ცინიზმი სულ მალე მისგანვეგაპრავებულმთავრობასა და ხელისუფლებასაც ძალიან ცუდად დაუბრუნდება?

ამ “სილაბუსურ” კითხვაზე მთავრობამ და ხელისუფლებამ იმტვრიოს თავი! უბრალო ხალს კი, ალბათ, ის უფრო აინტერესებს, რასილაბუსიდაწერა ასეთიპროფესორმაბელქანიამ, რომ იმწამსგანიხვნამისთვისბჭენითსუსანი, და რა ტელეპროექტები მოიგონა ისეთი, რომ იმწამს ეცა და იყიდა რომელიღაც ტელევიზიამ?!

ბელქანიას სალექციო კურსის დასახელება _ “საარქივო ჟურნალსტიკა” _ დისციპლინა, რომელიც რეალურად ბუნებაში არ არსებობს, არასოდეს არც ერთ ჟურნალისტს არ სმენია და ეს, სალექციო კურსი კი არა, თაღლითობაა, რომელსაცპროფესორიბელქანია ჯერ შევარდნაძესთან და შემდეგ სააკაშვილთან დაახლოებული თავისი დაქალის შემწეობით ეწევა უნივერსიტეტში!

ტელეგადაცემა _ “ისტორიის გაკვეთილები” _ ეს ისეთი პროექტია, რომელსაც, თამარ ბელქანიას გარდა, ვერავინ მოიფიქრებდა! აბა, ვინმეს მანამდე მოსვლია აზრად ტელევიზიით ისტორიის გაკვეთლების ჩატარება? არა, ხო? ჰოდა, აჰა! “გენიოსი” ბელქანია თქვენ წინაშეა!

“2010 წელს დავკარგე სამსახური და რა მექნა? ხელები დამეწყო ერთ ადგილზე? ავდექი და დავწერე სილაბუსი, გავაკეთე სატელევიზიო პროექტები და მაქვს ახლა 4 სამსახური,” _ დასაქმების ასეთიჯადოსნურირეცეპტი შემოგვთავაზაპროფესორმაბელქანიამ და რატომღაცგამორჩა”, დაესახელებინა გარემოებები და ის პიროვნებები, რომლებმაც მისსილაბუსსადატელეპროექტებს” “ჯეროვანიყურადღება დაუთმო, სხვისას კი _ არა!

სხვათა შორის, ისიც გასარკვევია, ვინ ხელი გაანძრია სამსახურების საშოვნელად და ვინ კიდევ _ სხეულის სხვა ნაწილები…

ესეც რომ არ იყოს, განა ყველამ, ვინც სამსახურს ეძებს, მაინცდამაინც “სილაბუსები” უნდა წეროს ან “ტელეპროექტები” აკეთოს?

თუმცა, რა უნდა ელაპარაკო “პროფესორს”, რომელიც გეუბნება: “სახელმწიფოს ევალება მხოლოდ არჩევნების ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ შენ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება გქონდეს! სხვა სახელმწიფომ რატომ უნდა გაგიკეთოს რამე?”

ცნება სახელმწიფოს ასეთი გაგება რომელმაპროფესორმაასწავლა ბელქანიას _ პროფ. თეა თუთბერიძემ თუ პროფ. ვანო მერაბიშვილმა, ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, ასე მოაზროვნე ადამიანი, პროფესორი კი არა, ბატების მწყემსიც კი არ უნდა იყოს!

არ მინდა, გამომრჩეს ასეთი ბატ-პროფესორების მიერ წამდაუწუმ და უადგილოდ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა მენტალიტეტის ხსენება! თურმე ის, რომ ხალხი სახელმწიფოს სთხოვს სამუშაოთი უზრუნველყოფას, საბჭოთა აზროვნების გადმონაშთი ყოფილა!

ანუ, თუკი ბელქანიას მსგავსპროფესორებსდავუჯერებთ, პარიზში, ლისაბონში, ათენში, რომსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ზღვა ხალხი გამოდის ხოლმე ქუჩაში და სახელმწიფოსგან მოითხოვს სწორედ უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას _ ყველგან საბჭოთა გადმონაშთები ყოფილან და ყველას საბჭოთა მენტალიტეტი ჰქონია!

სხვათა შორის, მგონი, ბელქანიას მენტალიტეტს” ისევ საბჭოთა მენტალიტეტი სჯობს, რას იტყვით?

რა თქმა უნდა, მთელი ამ “სბროდის” მარგალიტები ერთ საგაზეთო წერილში ვერც ჩაეტევა! ხაზს გავუსვამ მხოლოდ იმას, რითაც დავიწყე:

როდესაც საუბარიაჩინოვნიკებისხელფასებზე, “პრემიებზე”, “უმუშევრობაზე”, “ნაცებიცადაქოცებიცორ ხმაში შეწყობით იწყებენ ხოლმე მღერას

ჩვენ კი ვეუბნებით, რომ მათიმღერაარ არის სრულყოფილი, რადგან სიმღერა რომ გამართულად ჟღერდეს, მთავრობისა და ოპოზიციის ხმებს აუცილებლად უნდა ერთვოდეს უნისონში მესამე ხმა _ ხალხის!

მაგრამ ისინი ჯიუტად მაინც ორ ხმაში მღერიან!

რა შედეგს მოუტანს ეს მათ საბოლოოდ, მაშინ ვნახავთ, როდესაც გამწარებული ხალხი ერთბაშად და უკვე არა “საუნისონოდ” ამოიღებს დიდი ხნის განმავლობაში ჩაწყვეტილ ხმას!

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here