Home რუბრიკები პოლიტიკა თინამ “იმედი” აიღო, იძახდა წიავ-წიავსა!

თინამ “იმედი” აიღო, იძახდა წიავ-წიავსა!

544

აქ შეიძლება ორი რამ მოგეჩვენოთ გაურკვევლად _ როგორ “აიღო” თავდაცვის მინისტრმა “იმედი”, სამხედრო შტურმით თუ რაიმე სხვა ხერხით? და მეორეც _ ვინ იძახდა “წიავ-წიავსა” _ თინა თუ “იმედი”?

სიმართლე გითხრათ, მთლად ზუსტ პასუხებს ამ, როგორც ჩვენს პოლიტიკოს-ჟურნალისტებს უყვართ ხოლმე თქმა, ლეგიტიმურ კითხვებზე ვერც მე გაგცემთ…

რა მეთოდებითაც უნდა მოეხერხებინა დიდ სტრატეგ თინას ტელეკომპანია “იმედის” “აღება”, ფაქტია: მთელი გასული კვირის განმავლობაში ეს ტელეკომპანიაცა და თვითონ თინაც ორ ხმაში გაიძახოდნენწიავწიავს”!

ნუ იტყვით და, თურმე, იმედისორივემთავარმა მეთოქშოუემ” _ ეკა ხოფერიამაც და ინგა გრიგოლიამაც ანაზდად გადაწყვიტეს, თავის შოუებში სწორედ თავდაცვის მინისტრზე მოემზადებინათ სიუჟეტები და თანაც, ორივე შემთხვევაში, არა ჟურნალისტურჩაკირკიტებული, არამედ თბილი, ფამილარული, აღფრთოვანებულაღტაცებულვაიმეშენგენაცვალერამაგარიქალიხარგავგიჟდიგადავირიედედაესრავნახე სტილში!

ეს “წიავ-წიავი”, რაღა თქმა უნდა იმას შეეხებოდა, რა მაგარი თავდაცვის მინისტრია თინა ხიდაშელი, როგორი იდეალური ადამიანი, გულისხმიერი ხელმძღვანელი და კარგი დედა!

ეს გაისმოდა “იმედის” ორივე “ცენტრალურ” თოქშოუში!

ცანცარა თინას სამხედრო-სტრატეგიულ მიღწევებზე, მის “გულისხმიერებასა” და “სამშობლოს სიყვარულზე” აქამდეც ბევრი ვწერეთ და მოდით, ამჯერად ამას თავი დავანებოთ!

ისედაც ფაქტი იყო, რომ აშკარად გამწარებულმა და დაბოღმილმა თინამ გადაწყვიტა, სწორედიმედისშტურმით აღებით გაეცა პასუხი კრიტიკოსებისთვის და თავისისტრატეგოსულიმოკლე ტვინით, ყველა თოქშოუში ერთბაშად გამოჩენითიზეიმაკიდეცგამარჯვება”…

რა გაეწყობა _ ამერიკულ-”პიარშიკულიმოკლე ჭკუა ამის იქით ვერ იხედება

არადა, მთავარი სწორედ ის არის, რას ილაპარაკებ ამ “თოქების” დროს, თორემ გამოჩენით, მიშა რომ ჩანდა ხოლმე, სააკაშვილი, ტელევიზორშიც, მაცივარშიც და ლამის უთოშიც _ გამოჩენაც ეგეთი უნდა! მაგრამ რა მოიგო? რაც მეტჯერ გამოჩნდა, მით მეტი ისულელა და მით უფრო დაანახვა ხალხს, რა ბედენასაც წარმოადგენს სინამდვილეში…

სწორედ ასე ემართება ცანცარა თინასაც!

წეღან ვთქვი, მის მინისტრულ, სამხედრო, ხელმძღვანელურ და სხვა თვისებებზე უკვე ბევრი გვაქვს ისედაც ნათქვამი და ახლა შევეშვათ-მეთქი! ამჯერად მინდა, მხოლოდ ერთზე შევჩერდე: თინადედაზე!

ვფიქრობ, მამაკაცის ყველა სხვა დანარჩენი თვისების შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას იძლევა ის, რამდენად კარგი მამაა, ხოლო ქალზე და მის თვისებებზე ყველაზე სწორ ინფორმაციას იძლევა ის, თუ რამდენად კარგი დედაა ის…

ამიტომაც, თინას ყველა სხვა ფრაზა თუ “მარიაჟობა, _ მე ასეთი კარგი ვარ და ისეთი მაგარი ვარო, _გადამავიწყა მისმა ერთმა ფრაზამ:

“მე ისე გავიზარდე, რომ დედაჩემს არასოდეს უკითხავს ჩემთვის, სად მივდივარ და როდის დაბრუნდები სახლშიო. ზუსტად ასე ვზრდი მე ჩემს შვილებს. არასოდეს ვეკითხები, სად მიდიან და როდის მოვლენ. ეს არის დიდი ნდობა და ეს არის თავისუფლება!”

ჰმ! აქ მცირე პაუზა და უხერხული ჩახველება იგულისხმეთ… ოდნავ გონს მოეგეთ?

ახლა მოდით და ალალად მიპასუხეთ _ ამ ფრაზის ავტორი, თუ შეიძლება, იყოს არათუ თავდაცვის, არათუ მინისტრი… არამედ ნებისმიერი სფეროს, ნებისმიერი დონის სახელმწიფო “ჩინოვნიკი”?

პირდაპირ ვიტყვი: ასე მოაზროვნე ადამიანს კერძო სექტროშიც არ გავაჩერებდი ყველაზე უმნიშვნელო მოვალეობის შემსრულებლადაც კი!

ანუ გამოდის, შვილს რომ არ ეკითხები, სად მიდის და როდის მოვა _ეს ყოფილა “თავისუფლება” და “ნდობა”!

გაითვალისწინეთ, რომ ამას ამბობს ღია სატელევიზიო ეთერში მინისტრი! ქალი, დედა, რომელსაც ძალიან იოლი შესაძლებელია, უსმენდეს არაერთი არასრულწლოვანი, რომელიც, აი, ამწარმატებულ ქალსგააიდეალებს და დაუჯერებს, რომ თურმე შვილის ასე ფეხებზე დაკიდება ყოფილასწორი აღზრდადა მერე საკუთარი მშობლებისგანაც იმავეს მოითხოვს _ არ ჰკითხონ, სად მიდის და როდის დაბრუნდება შინ!

ამას ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო იურისტად მოაქვს თავი!

ამას ლაპარაკობენ საქართველოში ადამიანები, უფრო ზუსტად, ადამიანების მსგავსი რაღაც ჯოგი, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში რატომღაცლიბერალებადვიცნობთ (ნამდვილილიბრეალიზმისულ სხვა რამეს გულისხმობს), ხოლო პოლიტიკაში რატომღაც რესპუბლიკელების სახელი მიუთვისებიათ (სინამდვილეში რესპუბლიკელობაც სულ სხვა რამეს გულისხმობს), ორივეს ერთად კი რაღაცნაირადგანათლებული ტიპებისიმიჯი შეუქმნიათ საკუთარი თავისთვის, “ინტელექტისერთგვარი პრივატიზება მოუხდენიათ და, ვინც მათ ავადმყოფურ იდეებს არ ეთანხმება, ყველასბნელსადაჩამორჩენილსეძახიან უაპელაციოდ

ჰოდა, აბა, რაღა საკითხავია, ვინ იძახდა “წიავ-წიავს” მთელი კვირა _ თინა, “იმედი” თუ ორივე ერთად, ერთ ხმასა და ზუსტად ერთ ტონალობაში?!

ვითომ ამ თემასთან არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც მახსენდება, რომ ამას წინათ ინტერნეტში განთავსებულ ვიდეოკადრებში ერეკლე დეისაძის ცნობილი, ბავშვების თვალში მამისა და მშობლების როლის დამაკნინებელი და დამამცირებელიჰიტის” _ “შენ გავხარ მამას! შენს ახვარ მამას!” _ ჰანგებზე გაბრწყინებული სახით მოცეკვავე პრეზიდენტის ფეხმძიმე მეუღლეც ვიხილეთ! (პირველი ლედია ის თუ მეორე _ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს!) და ვისიწიავწიავი”-ღა შეიძლება გაგვიკვირდეს ამის მერე?!

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here