Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ქვლივიძე): მაგათაც ეგ უნდათ _ რაც უკრაინას დამართეს ის გაუკეთონ...

მამა დავითი (ქვლივიძე): მაგათაც ეგ უნდათ _ რაც უკრაინას დამართეს ის გაუკეთონ საქართველოსაც

1602

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ქვლივიძე) ესაუბრება.

_ მამაო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, მომავალი სასწავლო წლიდან მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები ახალ საგანს ისწავლიან, რომელსაცმე და საზოგადოებაეწოდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაეროვნულრელიგიური ინსტიტუტისხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ამბობს, სახელწოდების მიღმა მზაკვრული ჩანაფიქრი იმალება. სინამდვილეში აპირებენ, ბავშვებს ასწავლონ გენდერული იდენტობა, პიროვნული იდენტობა და სხვ. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია და საპროტესტო აქციაც კი დაიგეგმა. როგორი იქნება ეკლესიის პოზიცია და, საერთოდ, როგორ შეაფასებთ განათლების სამინისტროს ქმედებას?

_ ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა, მსგავსი მცდელობა ხელისუფლებას ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა.

 ეკლესიამ ადრეც დიდი ბრძოლა გამოუცხადა ამ უზნეობის ქადაგებას და გაიმარჯვა კიდეც. მაგრამ ადრინდელი შემთხვევები  მაღალ კლასებს ეხებოდა და, თუ ახლა დაწყებით კლასებში გადაწყვიტეს ასეთი საგნების სწავლება, ეს არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს.

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები ამერიკის ზოგიერთ შტატშიც კი მხოლოდ მაღალ კლასებში, თანაც ორი კვირის განმავლობაში, ისწავლება და, თუ ბავშვი 18 წლის არ არის, მშობლის წერილობითი თანხმობის გარეშე მსგავს გაკვეთილებს არ უტარებენ. ჩვენთან კი რა ხდება? რა უნდა ასწავლონ ბავშვებს? ეს არის წულთა ხრწნის, ბავშვების გარყვნის მცდელობა. არ გვეგონა, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც სრულიად სხვა დაპირებებით მოდიოდა, ამას გააკეთებდა, რადგან, არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავის ბავშვებს ასე არ მოექცევა.

_ რელიგიის სწავლება თავის დროზე სკოლებში იმ მოტივით აიკრძალა, თითქოს სხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ბავშვები იჩაგრებოდნენ. მამაო, რას ეტყოდით ოპონენტებს, რატომ უნდა ისწავლებოდეს რელიგია სკოლებში?

_ ისრაელის მაგალითს მოვიყვან, რადგან ისრაელზე მაინც ხომ ვერავინ იტყვის, რომ არადემოკრატიული სახელმწიფოა. იქ რელიგიის სწავლება საბავშვო ბაღიდან იწყება. ბავშვებიც კი თავიანთი ტრადიციული ქუდით დადიან, რომელსაც კიპა ეწოდება. სკოლებში მოსწავლეები რელიგიის საგანში გამოცდასაც აბარებენ, მეტიც _ ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამიცდების ნუსხაშიც კი შედის. ისრაელში ყოველწლიურად იმართება სატელევიზიო ვიქტორინები რელიგიურ საკითხებზე, სადაც გამარჯვებულს, თუ არ ვცდები, “წლის გოგოს” და “წლის ბიჭის” ტიტულს ანიჭებენ. ისრაელის პრემიერის _ ბენიამინ ნათანიაჰუს მშობლები ამ ვიქტორინის გამარჯვებულები იყვნენ. აი, სწორედ ასეთი ოჯახიდან გამოვიდა ეს კაცი, რომელიც დღეს ეროვნული სულისკვეთებით მართავს ქვეყანას.

 ისრაელში, გარდა ებრაელებისა, უამრავი მუსლიმანი და ქრისტიანი ცხოვრობს და ისრაელის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ მის ეროვნულ სარწმუნოებაშია. ვინმე გაუბედავს და ეტყვის ისრაელის ხელისუფლებას ან მისცემს მითითებას, რომ შეარბილოს თავის სკოლებში ბავშვების რელიგიურპატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა? მაშ, ჩვენ რატომღა გვიბედავენ ამდენს?

მეტსაც გეტყვით, ისრაელში არის მოსახლეობის საკმაოდ დიდი რელიგიური კატეგორია (დაახლოებით 15%), რომელსაც “ხასიდებსა” და “დათიმებს” უწოდებენ და მათ მხოლოდ ბევრი შვილის გაჩენა და ლოცვა ევალებათ. ეს ადამიანები არ მუშაობენ, მაგრამ ხელისუფლება მათ თითოეულ ბავშვზე ფულს უხდის, უამრავ კომუნალურ და ყოფით შეღავათს უწესებს და ხშირად მათი შვილები, რელიგიური მოტივით, ჯარშიც არ მსახურობენ. არადა, მოგეხსენებათ, ისრაელში ჯარში ქალებიც კი მიდიან. ჩვენთან კი რა ხდება? _ ეკლესიას, ბერ-მონაზვნებსა და, საერთოდ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს არათუ შეღავათებს უწესებენ და ეხმარებიან, ხშირად აქილიკებენ და ირონიით უყურებენ.

_ ისრაელს საკმაოდ ძლიერი ჯარიც ჰყავს და, როგორც აღნიშნეთ, ჯარში ქალებიც მსახურობენ. უკვე საქართველოშიც გვყავს ქალი თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელს მოადგილეც ქალბატონი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, ეს გააძლიერებს ჯარს?

_ ისრაელში ჯარის ძირითადი ნაწილი მამაკაცებისგან შედგება, თავდაცვის მინისტრიც მამაკაცია. ქალები იქ მხოლოდ რეზერვისტების ფუნქციას ასრულებენ და, ალბათ, ასეც უნდა იყოს. გაუგებარია, ქალმა თავდაცვის მინისტრმა რა უნდა გააკეთოს ისეთ ქვეყანაში, რომელიც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია, ხოლო მისი ტერიტორიები მეზობელ სახელმწიფოს ოკუპირებული აქვს?! ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნის გამოტანა, მაგრამ ვფიქრობ, თუ სარდალი და მისი მოადგილეები ზნეობასა და სარწმუნოებაზე არ არიან ორიენტირებულნი, არაფერი გამოვა. ისრაელში თავდაცვის მინისტრსაც კიპა ახურავს; წარმოგიდგენიათ, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურ შეხვედრებზე, ყველას დასანახავად ჯვარი გამოაჩინოს?

_ როგორ ფიქრობთ, მიმდინარეობს დღეს ჩვენი ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა?

_ ფიქრი რად უნდა, როცა ჩამოდიან და პირდაპირ გვეუბნებიან, თუ გინდათ ევროკავშირში შემოსვლა, მამათმავლები უნდა გახდეთო! ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ეს პირდაპირ თქვა. მამათმავალმა ქართველმა როგორ უნდა იომოს და დაიცვას სამშობლო?! მაგრამ მაგათაც ეს უნდათ, რომ არ დაიცვას და, რაც უკრაინას დამართეს, ის გაუკეთონ საქართველოსაც და ბოლოს მხოლოდ შორიდან “შეწუხდებიან” და აღშფოთდებიან”.

_ ტელეკომპანია ბიბისი ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით _ “მართლმადიდებლობა საკლასო ოთახში”, რომელშიც ავტორი მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირების თვალსაზრისი ვლადიმერ პუტინის რუსეთისას უფრო ემთხვევა, ვიდრე დასავლეთისას. ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ მართლმადიდებლობა ქვეყნის განვითარებას აფერხებს და ამ მიზნებს ყველაზე მეტად ეკლესია საშუალო სკოლების გამოყენებით ახორციელებს

_ დასავლეთი თვითონ გვეუბნება უარს ნატოსა და ევროკავშირში მიღებაზე და ვერ გავიგე, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! ახლახან ვიზების ლიბერალიზაციაზეც უარი გვითხრეს, ეს იგივეა, სახლში კაცს რომ არ უშვებ და თან ეუბნები, _ ჩემი მეგობარი ხარო. თანაც, ამის სანცვლოდ გვაიძულებენ, საკუთარ მეობასა და ტრადიციებზე უარი ვთქვათ?

რაც შეეხება რუსეთს, საქართველო და რუსეთი ერთმორწმუნე სახელმწიფოები არიან და რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ფაქტია: რუსეთი რომ არა, საქართველო ვერ გაერთიანდებოდა და დღეს აჭარა ჩვენი არ იქნებოდა. ტაოკლარჯეთიც 1877 წელს რუსეთმა შემოიერთა. მეტიც _ 1862 წელს, მუჰაჯირობის პერიოდში, რუსებმა აფხაზეთი თურქებისგან გაწმინდეს. აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური თურქები შეადგენდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ფოთიც კი თურქული ქალაქი იყო. ეს ცნობილი ისტორიული ფაქტებია.

დღეს ქართველების უმეტესი ნაწილი რუსეთის სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკაში ხედავს ზნეობისა და ტრადიციების დაცვის ელემენტებს: რუსეთში კანონით აკრძალულია და ისჯება მამათმავლობის საჯაროდ ქადაგება. სახელმწიფო დუმამ აკრძალა სკოლებში სექსის საკითხებზე გაკვეთილების ჩატარება, დღის საათებში აკრძალულია სატელევიზიო ეთერში ეროტიკული ფილმების ჩვენება და უხამსი სიტყვების თქმაზე ჯარიმებიც კია დაწესებული.

ლიბერალური დასავლური გეზი თუ ის არის, რომ მამათმავლები გავხდეთ, რა თქმა უნდა, ერი და ბერი ამას შეეწინააღმდეგება. შრომის კულტურა, სწავლის კულტურა, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები კი, რა თქმა უნდა, მისაღებია. მხოლოდ ის არ არის ევროპა, რაც სურთ, გვაჩვენონ. საფრანგეთში 800 ათასი კაცი გამოვიდა მამათმავლების წინააღმდეგ, ასეთ ევროპას ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით. ჩვენ არც ვაცლავ ჰაველის ევროპას ვეწინააღმდეგებით, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია, მაგრამ, ბუნებრივია, გარყვნილება ჩვენთვის მიუღებელია.

 _ წლევანდელმა 17 მაისმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ 2013 წელს 17 მაისის აქციის ჩაშლის გამო ევროკომისიამ საქართველოს 14 განმცხადებლის სასარგებლოდ 32 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

_ იცით, რა მოხდა 2013 წელს? ქალაქის ცენტრში, 51-ე სკოლის წინ ერთსქესიანები შეიკრიბნენ და ბავშვების თვალწინ ერთმანეთს ტუჩებში სახალხოდ აკოცეს. ამას რომელი ნორმალური ქვეყანა დაუშვებს? ამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ვკითხე (სხვათა შორის, ჩვენი დიალოგი ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა), _ ქალბატონო, თქვენი შვილები ასე რომ მოიქცნენ, რას იზამთ-მეთქი და, _ მე გოგო და ბიჭი მყავს და, ერთმანეთთან ურთიერთობა რომც მოისურვონ, პრობლემა არ მექნებაო. წარმოგიდგენიათ, ამას დედა ამბობს შვილებზე _ და-ძმაზე.

არც ეკლესია და არც ერი არავის მისცემს უფლებას, უზნეობა დააკანონოს და უუნარობაა, როცა ხელისუფლება თავის პოზიციას ვერ იცავს. ნუთუ ხელისუფლებას შესაბამისი არგუმენტები ვერ უნდა წარედგინა ევროსასამართლოში? ასეთ საკითხზე პასუხის გაცემა თუ არ შეუძლია და უიარაღო მტრებს ვერ იგერიებს, იარაღიანს როგორღა დაამარცხებს?!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here