Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ამერიკელები ამზადებენ ძალას, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ალტერნატივა იქნება

თამარ კიკნაძე: ამერიკელები ამზადებენ ძალას, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ალტერნატივა იქნება

600

გასული კვირის აქტუალური თემა რიგის სამიტი და იქიდან მთავრობის წევრების სასტვენებით ხელში დაბრუნება იყო. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნატოში შესვლაზე კიდევ ერთხელ გვითხრა უარი, “საქართველო და მსოფლიო” (#9, 2015 წლის 11-17 მარტი) წერდა: “რუსულად გითხრეს, ვერ გაიგეთ; ინგლისურად გითხრეს, ვერ გაიგეთ; გერმანულად გითხრეს, ვერ გაიგეთ; ფრანგულად გეუბნებით, ვერ იგებთ… ეტყობა, არ იცით ეს ენები და მეგრულად გეტყვით: “ნატოშ მუშულა ვარია, წიე!”, მაგრამ, როგორც ჩანს, ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა მეგრული არ იცოდა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების წარმომადგენლებს სასტვენები დაჭერინა ხელში. კვირის დასასრულს კი “ნაციონალური მოძრაობის” “კაი ტიპებმა” სააკაშვილისგან გამიჯვნა სცადეს, რაზეც სოციალურ ქსელში წერდნენ: “საინტერესოა, როდემდე უნდა ვიტრიალოთ ერთსა და იმავე წრეზე? როდემდე უნდა “ვჭამოთ” ერთი და იგივე? როდემდე უნდა შემოგვასაღონ სიახლედ კარგად დავიწყებული ძველი მარაზმი? ვიღას სჯერა, რომ გოგა ხაჩიძის, პალიკო კუბლაშვილის, ჯაფარიძის, დამრიგებლური ტონი და შეფარული ზიზღი საკუთარი ერის მიმართ შეიცვალა და “სავლე პავლე გახდა?” გასული კვირის მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ რიგის სამიტიდან სასტვენებით ხელში დაბრუნებული ჩვენი ხელისუფლება გახარებულია, ხალხი _ შეურაცხყოფილირა მოხდა რეალურად?

_ არ ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლები რას ეძახიან წარმატებას… ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ ვიზების ლიბერალიზაცია არ მოხდებოდა და არც მოხდა. საქართველო და ქართველები, ეტყობა, ღმერთს მაინც უყვარს, რადგან ისედაც მძიმე დემოგრაფიულ სურათს ვიზების ლიბერალიზაცია არ დაემატა. ამ პირობებში ვიზების ლიბერალიზაციაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რათა ადამიანები ლუკმაპურისთვის ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში არ გარბოდნენ. ჩვენ დივერსიფიცირებულ პოლიტიკაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომლის მთავარი მიზანი ხალხის კეთილდღეობა იქნება. დღევანდელი გზა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. საქართველოს კეთილდღეობა გრანტებზე, მივლინებებსა და მატერიალურ დაინტერესებაზე იცვლება, ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაშია.

ევროპელები ათვითცნობიერებენ, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და თავიანთ ქვეყნებში გაღატაკებული ხალხის ჩასვლა არ სურთ. ქართველების ნაწილი რეკეტითა და ქურდობით არის დაკავებული ევროპის ზოგიერთ ქალაქში ქართულად არის გამოკრული წარწერა: “არ მოიპაროთ!”, ამიტომ ქართველების იქ შესვლა მაინცდამაინც სასურველი არ არის. ევროპელები იმდენ პარამეტრს გვიყენებენ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ წუთს გვითხრან, თქვენ რომელიმე ამას და ამას ვერ აკმაყოფილებთო… ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკებია.

საგულისხმოა ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებიც. მაგალითად, ინგლისი კატეგორიული წინააღმდეგია თვით შიგა მიგრაციისა. იქ უკვე აკრძალეს ქვეყანაში ბულგარელი და რუმინელი მიგრანტების შესვლა. მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მთელი სოფლები დაიცალა და მოსახლეობა საშოვარზე ევროპის წარმატებულ ქვეყნებში გარბის.

საინტერესო იყო სამიტზე ყირიმის ანექსიის თემა. ასეთ ფორმულირებაზე უარი განაცხადეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა. რაც შეეხება ოსეთსა და აფხაზეთს, მათზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

ძალიან სასაცილოა, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ, დეკლარაციაში უნდა ჩაეწერათ არასაქართველომ პროგრესს მიაღწია”, არამედთვალსაჩინო პროგრესსანმნიშვნელოვან პროგრესსმიაღწიაო. თითქოს ასეთი ჩანაწერი რამეს ცვლის.

_ სასტვენების გადაცემის შემდეგ, აქვს თუ არა ჩვენს მთავრობას უფლება, რომ კიდევ ტყუილი მოლოდინით გვაცხოვროს, არ არის ცვლილების დრო?

_ იცით, რისი დროა: სასტვენები ჩვენ თვითონ ავიღოთ ხელში და სტვენასტვენით გავაგონოთ ჩვენი ხმა. სასწრაფოდ შველა უნდა ვითხოვოთ. რადიკალური ზომებია მისაღები.

მსოფლიო გადანაწილებულია, კაპიტალისტურია. დღეს კაპიტალიზმის დემონტაჟი მიმდინარეობს, მიზანი გადანაწილებულის შენარჩუნებაა. ამ პროცესებში კი ქართველი ხალხის ადგილი არ არის. ვალუტის კურსის ასეთი რყევა არის გაფრთხილება. დღეს წარმატებულ საბანკო ბიზნესზე ლაპარაკობენ. იმ ბანკებზე, რომლებიც ასე მომრავლდნენ საქართველოში და რომლებსაც კარტბლანში ჰქონდათ მოსახლეობის გაღატაკებაზე. ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემის მოგვარება საზღვარგარეთ გამავალი ვალუტის რეგულირებით იყო შესაძლებელი. მალაიზიის ხელისუფლებამ, 1998 წელს კრიზისი რომ ჰქონდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომანდაციების შესრულების ნაცვლად, დააწესა ძალიან მკაცრი კონტროლი ქვეყნიდან ვალუტის გადინებაზე, რითაც თავი გადაირჩინა.

ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა 400 მილიონი დოლარი წინასწარ გადაიხადა, დაფარა ვალი, რომელიც 2017 წელს უნდა გაესტუმრებინაო. ეს იმის დასტურია, რომ ხელოვნურად შექმნილი პროცესია. ვალუტის ასეთი რყევა შეჯანჯღარებას ნიშნავს, ქვეყანას რაღაც პირობები წაუყენეს და მათ შესრულებას მოითხოვენ.

_ მეტი რაღა დაგვრჩა შესასრულებელი, ხომ ყველაფერში ვემორჩილებით?

_ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის რაღაც დარჩენილი, რაც არ შეგვისრულებია, ამას მალე შევიტყობთ.

_ დაკარგულ ტერიტორიებზე გვათქმევინებენ უარს?

_ არა, ხომ ხედავთ, ტერიტორიებზე აღარც საუბრობენ _ ეს თემა დახურულია

_ სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აბაშიძეკარასინის შეხვედრების ფორმატი უნდა გაფართოვდეს. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით მოხდება გაფართოება, შეძლებენ, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობის რეგულირებაზე ისაუბრონ?

_ ახლანდელი ფორმატი შეზღუდულია. მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ, ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ამას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც მოითხოვს. თუ საქართველო რუსეთისთვის მტრულ ქვეყნად დარჩება, ის ბაზარიც ჩაიკეტება, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია ჩვენთვის. სამხედრო წვრთვნები, რომლებიც ქვეყანაში ტარდება ამერიკელებთან ერთად, კიდევ ერთი გამოწვევაა რუსეთისთვის. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში ამერიკელი და ქართველი სამხედროების ერთობლივად გამოსვლა, არა მგონია, რუსეთის აღფრთოვანებას იწვევდეს

ქვეყნის პოლიტიკა, ფაქტობრივად, შეცვლილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე ლაპარაკობს, ეს ასე არ არის. დღეს საქართველოში ისევ მკვეთრად ანტირუსული რიტორიკაა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ახალგაზრდა თაობაში, რომლებსაც იდიოტებად ზრდიან არავის შეურაცხვყოფ. “იდიოტი” ძველი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ადამიანს, რომელიც გარემოს ვერ აღიქვამს. ჩვენ ვზრდით ახალგაზრდა თაობას, რომელიც გარემოს ვერ აღიქვამს. დღეს განათლების სისტემის ძირითადი ამოცანა ახალგაზრდების გონების დერაციონალიზაცია და ისტორიული მეხსიერების შეცვლაა.

მაგალითად, დღეს ზოგიერთ უმაღლეს სასაწავლებელში ასწავლიან, რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგო არა საბჭოთა კავშირმა, არამედ ინგლისმა და ამერიკამ. ჩვენმა ახალგაზრდებმა არ იციან, რომ საქართველოდან სამამულო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

სააკაშვილის წასვლასთან ერთად, გვეგონა, სისტემური ცვლილებები დაიწყებოდა და მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლებოდა, მაგრამ სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა…

ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან _ რიგის სამიტი იყო ხელისუფლების კრახი, ხოლო ხელისუფლება ამბობს, რომ იყო წარმატება. სინამდვილეში კი საქართველოს პოზიცია ძალიან დამამცირებელია, რიგის სამიტზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გარკვევით თქვა, რომ ეს შეხვედრა არ არის ევროკავშირის გაფართოების მიზნით გამართული შეხვედრა, ეს არის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯი. ამაზე მეტს დიპლომატები არ ამბობენ, თუმცა სათქმელი გასაგები უნდა ყოფილიყო

მაინც რამდენი წლის განმავლობაში შეიძლება, უკაკუნო ვიღაცას კარზე, რომელსაც არ გიღებს. როდის უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს პრობლემებს თვითონვე უნდა მივხედოთ? ევროკავშირის წევრი არ არის არც დანია და არც ნორვეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი არ შეესაბამება მათ სუვერენულ ინტერესებს. რატომ არ შეიძლება, რომ მათ მივბაძოთ და შევეშვათ ამ ევროისტერიკას?

ცოდოა ქართველი ხალხი, დაიღალა ამდენი ტყუილითა და სიდუხჭირით, ყველაფერს შეგვაჩვიეს… პატრიარქი ამბობს, ნუ შეეჩვევით სიღარიბესო, მაგრამ, ბევრი მათგანი სიღარიბეს რომ არ შეეჩვიოს, იძულებულია, ქვეყანა დატოვოს და ლუკმაპურის საძიებლად სხვა ქვეყნებს მიაშუროს. აი, ამისთვის სჭირდებათ ვიზების ლიბერალიზაცია.

_ “ნაციონალებისრიგებში ცვლილება მოხდა. ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძე და გოგა ხაჩიძემ პარტია დატოვეს. არის თუ არა ეს იმის მცდელობა, რომ დასავლეთი ახალი ძალის ჩამოყალიბებას ცდილობს და ამ ძალით ხელისუფლების ჩანაცვლებას?

_ ფაქტია: “ნაციონალურ მოძრაობას” მომავალი არ აქვს _ ხალხის განწყობა მათ მიმართ უარყოფითია. ეს ადამიანები, დიდი ალბათობით, ირაკლი ალასანიას შეუერთდებიან. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ უკვე განაცხადა.

ამერიკელები ამზადებენ ძალას, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ალტერნატივა იქნება. მათ იციან, რომ “ნაცებს” დაბალი რეიტინგი აქვთ. ისიც კარგად იციან, ვისზე უნდა გააკეთონ აქცენტი, როგორც იტყვიან: “ვირთხები გარბიან”… ახალ გაერთიანებაში მოხდება ყველა პროდასავლური ძალის კონსოლიდაცია, მათ შორის, რესპუბლიკელების და, შესაძლოა, პრეზიდენტისაც.

_ ბევრი ამბობს, რომ ეს პროცესი დააჩქარა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის სწრაფვამ ევრაზიული კავშირისკენ

_ პროდასავლური ძალების კონსოლიდაციაზე საუბარი, დიდი ხანია, დაიწყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ პრორუსული განწყობაც იზრდება და ამას უყურადღებოდ არ დატოვებდნენ.

_ როგორ მიიღებს ამას ხალხი? “ნაციონალებიც”, რესპუბლიკელებიცა და ალასანიას გუნდიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია

_ ყველაფერი ტექნოლოგიებით იმართება, ვერავინ იფიქრებდა, რომ რესპუბლიკელები ამ დოზით მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მოვიდნენ. ახალი ტექნოლოგიები ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად იქნება გამოყენებული. იმედი მაქვს, ხალხი გამოიბრძმედა და ეჭვის თვალით შეხედავს მიმდინარე პროცესებს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

თამარ კიკნაძე: ამერიკელები ამზადებენ ძალას, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ალტერნატივა იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here