Home რუბრიკები საზოგადოება “დონბასი. ნივთიერი მტკიცებულებები. ატო-ს 365 დღე”

“დონბასი. ნივთიერი მტკიცებულებები. ატო-ს 365 დღე”

997

მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე, პავილიონ “უკრაინაში” მიმდინარეობს გამოფენა “დონბასი. ნივთიერი მტკიცებულებები. ატო-ს 365 დღე”. გამოფენის ორგანიზატორია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი “სახალხო დიპლომატია” _ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხანია, მუშაობს უკრაინის საკითხებზე.

ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატიამ” 2013 წელს კიევსა და მოსკოვში გამართა “მრგვალი მაგიდები”, რომლებიც მიეძღვნა უკრაინული ნაციონალიზმის მხილებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ალექსეი კოჩეტოვი თანაავტორია წიგნისა “სტეპან ბანდერას სახელობის ევრომაიდანი”. ფონდი აქტიურად მუშაობს დასავლეთის საზოგადო მოღვაწეებთან, განსაკუთრებით _ საფრანგეთში (ფონდის ხელმძღვანელთა შორის არიან ფრანგი საზოგადო მოღვაწეები და ყოფილი დიპლომატები).

პავილიონი “უკრაინა”, სადაც მიმდინარეობს გამოფენა, მკაცრად არის დაცული. შენობასთან მორიგეობს პოლიციელების ავტომობილი. შესასვლელში დგას ანტიტერორისტული ჩარჩო, სტუმრებს უჩითავენ ჩანთებს. პავილიონის დარბაზებში მორიგეობენ პოლიციელები და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

ექსპოზიცია რამდენიმე დარბაზშია განლაგებული _ მის ძირითად ნაწილს შეადგენს ნივთები, რომლებიც ატო (ანტიტერორისტული ოპერაცია) ზონიდან არის გამოტანილი, აგრეთვე, _ ფოტო და ვიდეომასალები.

პირველ დარბაზში, ცენტრში მოწყობილია მბრუნავი წრე, რომელზე შედგომის შემდეგაც ჩაიძირებით დონბასის საშინელებებში. ორ ეკრანზე აჩვენებენ დანგრეული შენობების ვიდეოკადრებს, დორბასის მცხოვრებთა მონოლოგებს, რომლებიც ომის საშინელებებზე მოგვითხრობენ, გაურკვეველი ლუღლუღი და ქვითინი ერთმანეთში ირევა, თითქოს მომაკვდავი ადამიანების ხმებია. დარბაზს ავსებს კვამლი, რომელსაც ავისმომასწავებლად ეცემა პროჟექტორების შუქი.

შემდეგ დარბაზში ექსპოზიციის ცენტრალური ნაწილი ტყვიებით დაცხრილული ავტობუსია, კარებზე სისხლიანი ლაქებით. ასფალტის იმიტაციაზე ცარცით არის შემოხაზული სხეულების კონტურები. დინამიკებში ისმის ქარის წუილი.

“სახალხო დიპლომატიის” მუშაობის მასშტაბები შთამბეჭდავია _ ერთ-ერთ დარბაზში დგას ქალაქ დებალცევოს შესასვლელიდან წამოღებული სტელა. ჩანს, რომ გამოფენის მოსაწყობად ბევრი ფული და ენერგია დაიხარჯა და რომ მასზე დიდი შემოქმედებითი გუნდი მუშაობდა.

პავილიონის რამდენიმე ზონა გადაქცეულია დანგრეული შენობების _ სკოლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლების _ მაკეტებად, ამისათვის კი გამოყენებულია რეალური ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, კედლებისა და სახურავების ფრაგმენტები, რომლებიც ატო ზონიდან არის გამოტანილი. არის საბურავებისგან შექმნილი ბარიკადილუგანსკის სახალხო რესპუბლიკისდროშით. ჰაერი გაჟღენთილია დენთის სუნითა და მტვრით.

გამოფენაში ყურადრებას იპყრობს “საშინელებათა ოთახი” _ ჰოსპიტლის რეკონსტრუქცია. ავტორების ფანტაზია უსაზღვროა _ ამ დარბაზში მანეკენები ატო მიმდინარეობისას დაღუპულ ადამიანებს გამოსახავენ. საოპერაციო მაგიდაზე წევს ადამიანი, რომელსაც მუცლის ღრუ აქვს გადახსნილი. ერთერთ საწოლზე მოთავსებულია ხელმოგლეჯილი ბავშვი, მეორეზე _ ადამიანის სხეულის ფრაგმენტები. ნიჟარა სავსეა სისხლიანი ბინტებით, იატაკი _ სისხლის ნაკადებით. იგრძნობა მკვეთრისამედიცინოსუნი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს საშინელებათა პარიზულ თეატრს _ “გრან-გინიოლს”, რომელსაც “თვალისათვის განკუთვნილი ვულგარულ-ამორალური ნადიმი” უწოდეს. ექსპოზიციის ყველა დარბაზში მიმოფანტულია ჰილზები, ნაღმის ნამსხვრევები და ომის სხვანარჩენები”. პროფესიონალების მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი არიან _ სახალხო ლაშქრის წარმომადგენლები, აგრეთვე, დანგრეული ხიდები და შენობები, დონბასის პანორამა.

გამოფენას ბევრი მნახველი ჰყავს, მათი უმრავლესობა ბავშვებთან ერთად მოდის. უფრო მეტიც _ გამოფენა გამოყენებულია, როგორც მასალა “სამხედრო-პატრიოტული აღზრდისთვის”, მას სტუმრობენ კადეტების კოლონები. დამთვალიერებელთა შორის არიან “ნოვოროსი კაზაკებიც”.

გამოფენა “ნივთიერი მტკიცებულებები” დახვეწილ პროპაგანდად შეიძლება ჩაითვალოს. ის ლაპარაკობს თანამედროვე ხელოვნების ენით და ყურადღებას ამახვილებს ომის რეალურ საშინელებებზე, ამით კი მესიჯს უგზავნის ნეიტრალურ რუსულ და დასავლურ აუდიტორიას. ექსპოზიციის ობიექტები წარწერებისა და კომენტარების გარეშეა _ მნახველებს სთავაზობენ, თვითონ გამოიტანონ დასკვნები.

კონსტანტინე სკორკინი,

ანა სკორკინას ფოტოები

www.vlada.io

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here