Home რუბრიკები საზოგადოება ბატონო ყოფილო პრემიერო, რა გვარია თბილისის მერი?

ბატონო ყოფილო პრემიერო, რა გვარია თბილისის მერი?

1339

მერიის სახელით გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, 2014 წლის 3 ივლისს დაპატიმრებული ყოფილი მერის, გიგი უგულავას, ფაქსიმილე ამშვენებს

2014 წლის 15 მაისს ყოფილი პრემიერის _ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით დედაქალაქის მერად ზარზეიმითა და ხმათა 45%-ით დავით ნარმანია ავირჩიეთ.

მე თავშივე ვთქვი, როდესაც ნარმანია დავასახელე, რომ მერის კარგი კანდიდატი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა, ის პროფესიონალიზმი, რომელიც მას ახასიათებს, ვერ მოვიდა შესაბამისობაში თბილისის მერობასთან დასაწყისში. რაღაც ეტაპზე მას გაუჭირდა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, ნარმანია თავისთავად უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მაქსიმალურად ეცადოს, განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას კონსტიტუციურად ევალება. მაგრამ საზოგადოებაც უნდა შევეჩვიოთ. მე მომწონს მისი მეთოდურობამისი ინერტულობაც კი, რაც ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან,” _ განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერად ნარმანიას არჩევიდან 2 დღის შემდეგ _ 2014 წლის 17 მაისს.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და საზოგადოებაც თითქმისშეეჩვიანარმანიასმეთოდურობასადაინერტულობას”, მაგრამ საკითხავია, შეცდა (უკვე მერამდენედ?!) თუ არა ივანიშვილი, როდესაც მერის პოსტზე ნარმანიას კანდიდატურა დაასახელა, ან, საერთოდ, იცის კი, ვინ არის დღეს თბილისის მერი, რა გვარისაა?..

ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი არც გაზეთებს კითხულობს და არც ტელევიზორს უყურებსო, მაგრამ ვფიქრობთ, ამ დოკუმენტს, რომელიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქემ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში მოიტანა, მისი ახლობლები ან გუნდის წევრები მაინც გაეცნობიან და ბიძინა ივანიშვილი საკითხისადმი _ ვინა არის, რა გვარისაა თბილისის ამჟამინდელი მერი _ გულგრილი არ დარჩება.

ქვეყნის პირველ მოქალაქეს, შესაძლოა, ძალიან ხიბლავს ნარმანიასინერტულობა”, მაგრამ ასეთი? _ დავით ნარმანის მერობიდან ერთ წლის თავზე მერიის სახელით გაგზავნილ ოფიციალურ წერილს 2014 წლის 3 ივლისს დაპატიმრებული ყოფილი მერის, გიგი უგულავას, ფაქსიმილე ამშვენებს. ეს უკვე ინერტულობა კი არა, გულგრილობაა ან უფრო ცუდი რამ

ამა წლის 21 აპრილს, 17 საათზე, აზერბაიჯანის მოქალაქემ, საქართველოში დაბადებულმა ალი ორუჯოვმა “თი-ბი-სი ბანკში” “სი-თი პარკის” პარკირების სტიკერი შეიძინა და ამისათვის მას მერიის სახელით გადასცეს სამადლობელი წერილი, რომელსაც ხელს აწერს…  “თბილისის მერი – გიგი უგულავა”(?!)

აი, რა გვითხრა ბატონმა ალი ორუჯოვმა:

_ ძალიან სასაცილო ამბავი გადამხდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, სასაცილოც კი აღარ ჰქვია ამ ყველაფერს. სამადლობელი წერილის ბოლოს  გიგი უგულავას ხელმოწერა რომ დავინახე, პირველი ის გავიფიქრე, ახლა ჩემს ადგილას სხვა, ამ ქვეყნისთვის უცხო ადამიანი რომ იყოს, რას მოიმოქმედებს-მეთქი. მერე სიცილის სურვილიც გამიქრა. მსოფლიო ფეხზე დგას უგულავას პატიმრობის გამო, დედაქალაქის მერადაც დიდი ხანია უკვე, რაც დავით ნარმანიაა არჩეული, რაც ყველასთვის ცნობილია და ამ დროს მერიის სახელით გამოგზავნილ წერილს, დავით ნარმანიას ნაცვლად, გიგი უგულავა აწერს ხელს.

როგორც ჩანს, არც ნარმანია და არც სხვა თავის საქმეს სერიოზულად არ აღიქვამს. მეცინება და მეტირება კიდეც.

ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, აქ დავიბადე და გავიზარდე, მეუღლე ქართველი მყავს, ამიტომ ჩემს სამშობლოდ საქართველოს ვთვლი _ მეც თქვენსავით დედასამშობლოს ვუწოდებ. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ეს ფაქტი გამესაჯაროებინა, ვფიქრობ, ასეთ მნიშვნელოვან ამბავზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. 

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here