მიგრანტებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

    რა ხდება ევროპაში?  საფრანგეთი და შვედეთი ფსკერისკენ მიექანებიან? რატომ გარბიან ებრაელები საფრანგეთიდან?  ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები თავიანთ კულტურულ ტრადიციებზე  უარს მიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ამბობენ? – ამ კითხვებზე პასუხობს რუსი ისტორიკოსი, სოციალური ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, მოსკოვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ინსტიტუტის რუსული კვლევების ცენტრის დირექტორი ანდრია ფურსოვი ინტერვიუში, რომელიც მიმდინარე წლის  6 მაისს  youtube- არხზე  გამოქვეყნდა.

    „_ საფრანგეთი  _ ეს არის ქვეყანა, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობაა  (როგორც აბსოლუტური, ისე  ფარდობითი გაზომვის თვალსაზრისით)  მიგრანტებისა მუსლიმური ქვეყნებიდან, პლუს აფრიკელები.

    70-იან, 80-იან, 90-იან  წლებში, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მოსახლეობის რელიგიური,  ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობის  რეალური მდგომარეობა ოფიციალური სტატისტიკით  იყო  შელამაზებული.  2000-იან  წლებში ვითარება შეიცვალა,  მაგრამ საფრანგეთში ნებისმიერ დემოგრაფს,  ეს ექსპერტებმა  კარგად იციან, რომელიც არ შეამცირებდა  რასობრივი და ეთნიკური ცვლილებების სამომავლო მაჩვენებლებს, მაშინვე დაადანაშაულებდნენ  მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტისადმი“  კეთილგანწყობასა და სასარგებლოდ მუშაობაში. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები – რასპაილი და დიუმონი –  შეცდნენ, როდესაც დაწერეს, რომ  2015 წელს ისლამი საფრანგეთში დომინანტური რელიგია გახდებოდა, დღეს მოვლენები  სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.

    ანდრია ფურსოვი

    2016  წლის მონაცემებით, საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების 32,2% თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, ხოლო  25,5% –  მუსლიმად. არამუსლიმების 50%-ზე ოდნავ ნაკლები და კათოლიკეთა მხოლოდ 22% მიიჩნევდა რელიგიას მნიშვნელოვნად. ამასთანავე,  მუსლიმი სკოლის მოსწავლეების 83%-მა განაცხადა, რომ ისლამი მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს პარიზში იმდენი მუსლიმია, რომ  მეჩეთების ნაკლებობის გამო ასობით მუსლიმი იკრიბება მე-18 ოლქში  მირას ქუჩაზე (rue Myrha)  სალოცავად.  აქ, ალბათ, გაგახსენდებათ ელენა ჩუდინოვას რომანი „პარიზის ღვთისმშობლის  მეჩეთი“ (გამოცემულია  2005 წელს – გ.გ. ).

    თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრებაში   საოცარი მოვლენებია სიმბოლიკის თვალსაზრისით. საფრანგეთის ერთ-ერთი დეპარტამენტია სენა-სენ-დენი, ანუ 93-ე დეპარტამენტი. ეს არის პარიზის გარეუბანი.  ზემოდან, ავრონის მაღლობიდან, რომელიც  ერთ-ერთია 93-ე დეპარტამენტის მცირერიცხოვანი მაღლობებიდან,  დანახული პანორამა სიმშვიდეს შთააგონებს ადამიანს. სინამდვილეში, ის „თავისუფალ“   ან თუნდაც „მგრძნობიარე“ ურბანულ  ზონად ითვლება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არასასიკეთო და საფრთხის უკიდურეს ხარისხს ნიშნავს.  ეს, იმის მიუხედავად, რომ ასეთი ზონები საგადასახადო და სოციალური შეღავათებით სარგებლობს, ანუ, ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, ისინი „პარაზიტული ზონებია“.  93-ე დეპარტამენტი  ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქს უფრო ჰგავს, ვიდრე ფრანგულს. ბაზილიკის გვერდით მდებარე ბაზრის მოედანი არსებითად არაბული ბაზარია.  სენ-დენის მოსახლეობის 30% მუსლიმია, 15%  –  კათოლიკე,  მაგრამ რეგიონის კერძო კათოლიკურ სკოლებში  მოსწავლეთა  70% მუსლიმია. სენ-დენიში მდებარეობს საფრანგეთში მოქმედი  მეჩეთების 10%. პარიზელები სენ-დენიში სტუმრობას ერიდებიან. იქ ჩასვლის ერთადერთი მიზეზი სტადიონი „სტად დე ფრანსია“. დეპარტამენტის რაიონები: ფრანკ მუაზენი, მალადრერი,  კლიში-სუ-ბუა – ერთი მეორეზე უარესია. მათ აკონტროლებენ ადგილობრივი არაბული და აფრიკული ბანდები, რომლებსაც დახმარებისთვის არა მხოლოდ ამ ბობოქარი გარეუბნის მცხოვრებნი მიმართავენ, არამედ ზოგჯერ პოლიციაც.

    ამ დეპარტამენტის ბევრი  არაბ-აფრიკელი მცხოვრების დამახასიათებელი თვისება  არის ანტისემიტიზმი.  ჟან კრისტოფ გრანჟის რომან „კაიკენში“  შავკანიანების მიერ ებრაელის ცემისა და დამცირების სცენა გამოგონილი კი არ არის, არამედ ცხოვრებიდან არის აღებული.   ნათელი ხდება, მაგალითად, შარშან  გამოიცემულ ჯეიმს კირჩიკის ძალიან საინტერესო წიგნში „ევროპის დასასრული. დიქტატორები, დემაგოგია და ბნელი ეპოქა“  რატომ ჰქვია საფრანგეთის შესახებ თავს  „საფრანგეთი ებრაელების გარეშე“. ანუ, კირჩიკის ეს წიგნი იმიგრაციის პრობლემას ეძღვნება, მაგრამ საფრანგეთის შესახებ თავს ჰქვია „საფრანგეთი ებრაელების გარეშე“. ლაპარაკია იმაზე, რომ საფრანგეთში მცხოვრებ არაბებს შორის ანტისემიტიზმის ძალიან მაღალი დონეა და მას კირჩიკი, მალექ ბუტიჰის შემდეგ – ის ალჟირელი მიგრანტების შვილია, ეროვნული ასამბლეის წევრი –  უწოდებს „ისლამო-ნაციზმს“ . ფრანგულ პოლიტიკურ, ბიზნეს და ინტელექტუალურ ელიტაში ებრაელების დიდი ხვედრითი  წილის მიუხედავად (ედუარდ დრიუმონი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში წერდა ებრაულ საფრანგეთზე), ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია;  ერთადერთი,   რაც ხელისუფლებას ხელეწიფება, არის ისეთი განცხადება, როგორიც 2015 წლის იანვარში იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა მანუელ  ვალსმა გააკეთა ეროვნულ ასამბლეაში. მან  განაცხადა: „თუ ესპანური წარმოშობის 100 000 ფრანგი  დატოვებს საფრანგეთს,   არასოდეს ვიტყვი, რომ საფრანგეთი აღარ არის საფრანგეთი, მაგრამ, თუ ებრაული წარმოშობის 100 000 ფრანგი დატოვებს საფრანგეთს, საფრანგეთი აღარ იქნება საფრანგეთი და საფრანგეთის რესპუბლიკა დაინგრევა“.  ესპანური წარმოშობის ვალსის სიტყვები  შეიძლება ებრაელებისთვის იყო  ამაღელვებელი, მაგრამ არა მიგრანტებისთვის, განსაკუთრებით  –  არაბებისთვის, რომელთათვისაც საფრანგეთის მკვიდრი მცხოვრები (ფრანგი იქნება ის თუ ესპანური წარმოშობის)  „ ობიექტია“,  ანუ პოტენციური მსხვერპლი და სუსტი ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.  და ებრაელები საფრანგეთს ტოვებენ. თუ 2011 წელს საფრანგეთი 1,9 ათასმა ებრაელმა დატოვა და ისრაელში გადაბარგდა,  2016 წელს ეს რიცხვი უკვე 8000 იყო. თუ ასე გაგრძელდება, 12-13 წელიწადში საფრანგეთი, ვალსის ლოგიკით,   საფრანგეთი აღარ იქნება.  

    მიგრანტები მირას ქუჩაზე სენ დენიში

    93-ე დეპარტამენტი თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრებაში ერთ-ერთ სიმბოლურ მოვლენასთან ასოცირდება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. იქ არის ბაზილიკა, რომელშიც ინახება კარლ მარტელის ფერფლი. კარლ მარტელმა  ჩრდილოეთისკენ არაბების  წინსვლა შეაჩერა 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში. ის ბაზილიკაშია დაკრძალული. და, როდესაც 2016  წლის ერთ კვირა დილით მღვდლები ბაზილიკაში არაბების დამმარცხებლის  სახელზე წირვას აღავლენდნენ,  ბაზილიკა, მღვდლები და კარლ მარტელის ფერფლი ფრანგული არმიის  შეიარაღებული ჯარისკაცებით იყო გარშემორტყმული, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან გაღიზიანებული იყო იმით, რომ ბაზილიკაში  იყო  ნეშტი ადამიანისა, რომელმაც ოდესღაც მათი წინაპრები დაამარცხა. ანუ, არაბების  ბრბო შეიკრიბა,  წინასწარ იყო ცნობილი, რომ შეიკრიბებოდა, შეიარაღებული სამხედროები კი არაბების დამმარცხებლის  ფერფლს იცავდნენ საფრანგეთის ცენტრში.  ეს არის  პირიქით რეკონკისტა (ესპ.Reconquista – დაბრუნება, ხელახალი დაპყრობა. დაკარგული ქრისტიანული მიწების დაბრუნების პროცესი პირენეის ნახევარკუნძულზე, რომელიც დაპყრობილი ჰქონდა მავრების სამეფოს – გ.გ) .

    მსგავსი სურათია ევროპის სხვა ქალაქებშიც – მარსელში, ბრიუსელში, ამსტერდამში. ბრიუსელის ცენტრში მაროკოელი ლტოლვილები ცხოვრობენ.  ეს ძალიან სახიფათო ადგილია, ყოველ შემთხვევაში, მე სხვა მსგავსი ისტორია არ ვიცი. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც მსოფლიოში  მოგზაურობენ.  მათგან  სამს ბრიუსელის ცენტრში სცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს.  ყველაზე სამწუხარო, შეიძლება ითქვას, ამაზრზენი სურათი ევროპის ცენტრსა და ჩრდილოეთშია. გერმანიაში არსებულ ვითარებაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. აქ კი შემოვიფარგლები იმით, რომ 2015 წელს, კრიზისის დროს, გერმანელებმა გაიხსენეს ტილო სარაცინის ცნობილი წიგნი „გერმანიის თვითლიკვიდაცია“ („Deutchland schafft sich ab“, 2010).  სარაცინმა, ყოფილმა სენატორმა და ბუნდესბანკის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, გამოსცა წიგნი, რომელმაც სკანდალი გამოიწვია. მან დამაჯერებლად აჩვენა, რომ მიგრანტებს არა მხოლოდ არ შეუძლიათ, არამედ, უწინარესად, არც სურთ გერმანიის ცხოვრებაში ინტეგრაცია.  ისლამურმა ორგანიზაციებმა მას სასამართლოში უჩივლეს. გასაკვირია, რომ მათ ზოგიერთი ებრაული ორგანიზაციაც შეუერთდა  და სარაცინი  ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თვით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია კი ლაჩრულად მოიქცა და თავი შორს დაიჭირა სარაცინისგან, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების 47%-მა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა,რომ  ისლამი გერმანიისთვის უცხოა. სხვათა შორის, ანალოგიური ვითარებაა  ავსტრიაშიც.  ავსტრიაში 2050 წლისთვის 15 წლამდე მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმი იქნება. ეს პროგნოზია.

    ბანდიტური მალმე

     მიგრანტების ქვეშ დაწოლისა და საკუთარი კულტურის ფეხქვეშ  გათელვის მზადყოფნის ყველაზე აღმაშფოთებელი მაგალითი შვედეთის ხელისუფლებამ აჩვენა. ჩემი აზრით,  ეს „სტოკჰოლმის სინდრომის“ ახალი მიგრანტული ვერსიაა. საქმე ის არის, რომ შვედეთს  რაღაც უბედურება სჭირს.

    _ მეჩვენება, რომ ის ყველა ტექნოლოგიის საცდელ პოლიგონად აირჩიეს…

    _ ზუსტად ასეა. ჰოლანდია და შვედეთი ორი  პოლიგონია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ,   ის, რაც შვედეთმა  2015 წელს გადაიტანა, ამ ქვეყნის ტოლერანტულ ისტორიაშიც კი უპრეცედენტოა. კრიზისამდე შვედეთი, როგორც წესი, წელიწადში 100 000 მიგრანტს იღებდა. მერკელის ( გერმანიის იმჟამინდელი კანცლერი  ანგელა მერკელი- გ.გ.) გამოსვლის შემდეგ  შვედეთში თავშესაფარი 163  ათასმა ადამიანმა მოითხოვა. ესენი იყვნენ ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ჩამოვიდნენ და შემდეგ ადგილობრივებში გაითქვიფნენ. ხელისუფლება აპირებდა  მათ დასახლებას, მაგრამ 163 000 კაცი მოულოდნელად   გაუჩინარდა. ამასთანავე, შვედეთის ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში შესული მიგრანტები შვედეთის საზოგადოებას წარუდგინოს ექიმებად, მეცნიერებად, მასწავლებლებად, რომლებიც ძალიან საჭირონი არიან ქვეყნისთვის. სინამდვილეში  ეს აბსოლუტური ტყუილია. ქვეყანაში ჩადიან გაუნათლებელი ადამიანები, რომლებსაც  საერთოდ  არ სურთ მუშაობა. ჩასულთა ძირითადი ნაწილი როზენგარდში დასახლდა.  ეს შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქ  მალმეს რაიონია.  სიმონ ვიზენტალის ცენტრი უკვე აღარ ურჩევს ებრაელ ტურისტებს მალმეში მოგზაურობას.  ეს უსაფრთხო არ არის. იქ,  ოფიციალური მონაცემებით, მიგრანტები 30%-ს შეადგენენ, არაოფიციალური მონაცემებით – 60%-ს, ანუ  ნახევარზე ცოტა მეტს ან ცოტა ნაკლებს, იმის მიხედვით,  ვის მხარეს დავიჭერთ –  ოფიციალურს თუ არაოფიციალურს.

    .ტილო სარაცინის წიგნი „გერმანიის თვითლიკვიდაცია“

    შვედეთის ხელისუფლება მიგრანტებისთვის ყველა პირობას ქმნის – იქ გადასახადები ყველაზე დაბალია და საცხოვრებელ ფართობს  ურიგოდ არიგებენ, სოციალური უზრუნველყოფაც მაღალ დონეზეა. იქ შვედ  საზოგადოებაში ინტეგრაციის შესანიშნავი პირობებია, მაგრამ მიგრანტები არ იჩენენ ინტერესს ინტეგრაციისადმი  და ავლენენ მტრულ და ზიზღით აღსავსე დამოკიდებულებას როგორც შვედების, ასევე შვედეთის ხელისუფლების, მათ შორის პოლიციის მიმართ.

    XXI საუკუნის პირველი 14 წლის განმავლობაში როზენგარდის სკოლებში არც ერთი ბავშვისთვის  შვედური არ ყოფილა  მშობლიური ენა.  მიგრანტებს არ აქვთ სურვილი, ისწავლონ „ადგილობრივი მოსახლეობის“ ენა. თუ რამე არ მოსწონთ, მოქმედებენ.  მაგალითად, თუ  უკმაყოფილონი  არიან საცხოვრებელი ადგილით და   საცხოვრებლით,  მას ხშირად  ცეცხლს უკიდებენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ახალს მიიღებენ.   ხელისუფლება  მართლაც უზრუნველყოფს მათ.

    თეთრკანიან  შვედებში,  განსაკუთრებით ქალებში,  მიგრანტები „თეთრ ხორცს“ ხედავენ – ნადავლს სექსისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ 2014  წელს შვედეთი  მოსახლეობის ერთ სულზე გაუპატიურების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა  ლესოტოს შემდეგ – 6620 შემთხვევა (1975 წელს 421 იყო). ამასთანავე, ხელისუფლება და პრესა  გონებაშეზღუდულად და ლაჩრულად  ერთგულია Willkommenskultur-ის (კულტურა „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“) მიმართ;  ცდილობენ,  ან დამალონ გაუპატიურების ისტორიები, ან წარმოადგინონ ისინი ერთეულ შემთხვევად. მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში, სტოკჰოლმის მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, დაახლოებით 14  წლის 12 გოგონაზე სექსუალურად  იძალადეს მიგრანტებმა, ძირითადად, ავღანელებმა. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა ინციდენტის მისაჩქმალავად და ეს არ ყოფილა  ერთეული შემთხვევა.  მალმელი მიგრანტების ქცევა არა მხოლოდ აგრესიულობით, არამედ ანტისემიტიზმითაც ხასიათდება. უკვე ვახსენე, რომ სიმონ ვიზენტალის ცენტრმა გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელშიც ებრაელებს მოუწოდებს, ან არ წავიდნენ იქ, ან ძალიან ფრთხილად იყვნენ. 2008-2009  წლებში,  ღაზის სექტორში  შეტაკებებისას,  მალმეში მუსლიმები თავს დაესხნენ ებრაელების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას  შეძახილებით „ჰიტლერი, ჰიტლერი, ჰიტლერი“. საგანგაშო ვითარება მხოლოდ მალმეში არ არის. მაგალითად, სედერტელიეში  ძალიან ბევრი ერაყელი  ცხოვრობს. იქ ისინი უფრო მეტნი არიან,  ვიდრე მთელ მსოფლიოში ერაყის გარეთ. სედერტელიე არის ადგილი  მეფე გუსტავ II ადოლფის (1594-1632) შთამომავლებისა, რომლის დროსაც შვედეთს „ევროპის ჩაქუჩს“ უწოდებდნენ. სელმა ლაგერლოფის ზღაპარში  ნილსის ბატებთან ერთად მოგზაურობის შესახებ  არის ეპიზოდი, როცა უცნობები (ზღაპარში ისინი ვირთხები არიან) გლიმინგენის ციხესიმაგრეს იპყრობენ.  ნილსი  საყვირზე დაუკრავს და მის ხმაზე ვირთხები ზღვაში მიჰყავს. შედეგად ისინი იხრჩობიან.  დღევანდელი შვედეთი  კი, გლიმინგენის ციხესიმაგრე კი  არა,  გასავლელი ეზოა მორღვეული კარიბჭით  და არავინ არის, ვინც შვედეთიდან კრიმინალს საყვირით ან  სხვა რამით განდევნის. კიდევ უფრო გასაოცარია ის, რომ სახელდობრ შვედები, როგორც ჯეიმს კირჩიკმა და მულტიკულტურიზმის  შემსწავლელმა სხვა არაერთმა ადამიანმა აღნიშნეს, გამოირჩევიან  მულტიკულტურიზმის  გამართლების  მცდელობით, იმ არგუმენტით, რომ ევროპელები საერთოდ და კერძოდ შვედები იმიგრანტების ერია. უფრო მეტიც, ეს ადამიანები – ევროპელი კლერკები  – აკნინებენ თავიანთ კულტურას. რამდენიმე მაგალითი: 2004 წელს შვედეთის ინტეგრაციის საკითხთა მინისტრმა მონა სალინმა  ქურთულ მეჩეთში ჩადრით შემოსილმა   განაცხადა, რომ შვედებს შურთ ქურთების მათი მდიდარი კულტურის გამო, როგორიც  შვედებს არ აქვთ. ქურთები მართლაც უძველესი ხალხია, მაგრამ მათ განსხვავებული კულტურა აქვთ და, ჩემი აზრით,  შვედებს მათი არ შურთ. ინტეგრაციის საკითხებში შვედეთის მთავრობის მდივანმა ლუ  ბერგმა კი  ჟურნალისტის კითხვას, უნდა შენარჩუნდეს თუ არა შვედური კულტურა, ასე  უპასუხა:  „რა არის შვედური კულტურა? ვფიქრობ, ამით თქვენს  კითხვას ვუპასუხე.  როგორ შეიძლება,  არ გავიხსენოთ ფრედერიკ რაინფელდი, რომელმაც 2006  წელს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებისთანავე განაცხადა: „ნამდვილი შვედური _ ეს მხოლოდ ბარბაროსობაა და კულტურა ჩვენთან ყოველთვის გარედან მოდიოდა“.  როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ 21-ე საუკუნეში შვედეთში კულტურას კრიმინალი მიგრანტები შეიტანენ. როდესაც მსგავს სენტენციებს  ​​ისმენ, სრულიად აშკარა ხდება სამართლიანობა სემუელ ფილიპს ჰანტინგტონის თეზისისა , რომელიც მან ნათლად ჩამოაყალიბა თავის წიგნში „ვინ ვართ ჩვენ?“„მულტიკულტურიზმი თავისი არსით ანტიევროპული ცივილიზაციაა. ის, თავის საფუძველშივე ანტიდასავლური იდეოლოგიაა“.  ამ  იდეოლოგიას პოსტდასავლეთი აყალიბებს,  შვედეთი  კი ავანგარდშია. შვედებმა, როგორც ჩანს, არ იციან  ზღვარი არა მხოლოდ კულტურულ და ფსიქოლოგიურ მაზოხიზმამდე  მისულ თავიანთ  მიგრანტოფილიაში,  არამედ სხვა სოციოკულტურულ დევიაციებში (დევიაცია – იმ ქცევის აღნიშვნა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს – გ.გ.), მაგალითად, ფემინიზმში.  ზოგჯერ ამას უსიამოვნებები მოაქვს და ეწინააღმდეგება მუსლიმების დამშვიდების მათეულ კურსს. აი, ერთი ეპიზოდი: 2014 წლის 3 ოქტომბერს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ფემინისტმა მარგოტ ვალსტრომმა განაცხადა,  რომ ამიერიდან შვედეთი ფემინისტურ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა და საუდის არაბეთი „ქალების ჩაგვრაში“ დაადანაშაულა.  ამით მან დიდი შეცდომა დაუშვა…

    პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი?

      _ პასუხი მკაცრი მიიღო …

     _ პასუხად მან მუსლიმებისგან მკაცრი რეაქცია მიიღო: საუდის არაბეთმა  თავისი ელჩი გაიწვია სტოკჰოლმიდან, თვითონ ვალსტრომს კი არაბული სახელმწიფოების ლიგის შეხვედრაზე გამოსვლის უფლება ჩამოართვეს.  ყველაზე საინტერესო  კი იყო მუსლიმების დარტყმა შვედებისთვის „მათივე მოედანზე“  – ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელიც თითქმის 60 ქვეყანას წარმოადგენს, შვედეთი მულტიკულტურული „doublespeak” -ის  ( ორუელისეული „ორაზროვანი ენა“) გამოყენებაში დაადანაშაულა, რაც, როგორც ჯეიმს კირჩიკმა შენიშნა, დასავლური უნივერსიტეტების სოციოლოგიის კათედრების ენას მოგვაგონებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვალსტრომი და შვედეთი კულტურული მრავალფეროვნების, სოციალური ნორმების მრავალფეროვნებისა და ეთიკური სტანდარტების სიმდიდრისადმი პატივისცემის ნაკლებობაში დაადანაშაულეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუსლიმებმა ევროპელებს მათივე იარაღით დაარტყეს, თანაც მიზანში ფემინისტი იყო.  ქალსაც და შვედებსაც მოუწიათ, გაჩუმებულიყვნენ. ამას ფოლადის დანიშნულებისამებრ გამოყენება  ეწოდება.

    _ შარშან კოპენჰაგენში ვიყავი და იქ კონსერვატორული მიმართულების მოღვაწეს   შევხვდი. მისი თქმით, ეს პროცესები წერტილს დაუსვამს  სკანდინავიურ სოციალიზმს, რადგან მუშაობა არავის სურს. მაშ, როგორ უნდა მოიპოვონ ის  პროდუქტი, რომელიც სამართლიანად შეიძლება განაწილდეს?

    _ რა თქმა უნდა“.  

    მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here