საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
– ბატონო რამაზ, მიმდინარე კვირა დაიწყო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც 2012 წელს საქართველოში მმართველი პარტიის დაარსების მე-13 -ე წელს მიეძღვნა.
მასში ნათქვამია – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების პირობებში საქართველოში მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა სამართლის უზენაესობის პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებები და ქვეყანა შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. „ხელისუფლებას ვერავინ უკარნახებს და აიძულებს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წინააღმდეგ იქნება მიმართული“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მართლაც საქართველოს პირველი ხელისუფლებაა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს არანაირ ანგარიშს არ უწევს, მათ მოწოდებებსა და გადაწყვეტილებებს „ჩალის ფასად“ აფასებს, ღრმა კონფრონტაციაშია ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას მმართველი პარტიის დაფუძნების მე-13 წლისთავზე?
– უპირველეს ყოვლისა, თქვენც და მკითხველსაც გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ სიკეთეს და ბედნიერებას!
რაც შეეხება „ქართული პოლიტსაბჭოს“ განცხადებას, დაბადების დღეზე ნათქვამი სიტყვა როგორც უნდა შეფასდეს, ისე შევაფასებდი – მაჟორული, ოპტიმისტური, რომელიც სირთულეებშიც დადებითს ხედავს. მაინც, ანალიტიკოსის შეფასება ერთი კაცის აზრია და ნაკლებად აქვს ფასი. უმჯობესია როგორმე დავინახოთ და გავითვალისწინოთ მოსახლეობის დიდი ნაწილის შეფასება.
თქვენ ახსენეთ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი დიდი სირთულე – დასავლეთის უპრეცედენტო დაპირისპირება ხელისუფლებასთან. „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო ამ დაპირისპირებას და დღეს, როგორც თქვენც ახსენეთ, ეს დაპირისპირება თავად შეაფასა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად. როგორც ჩანს სუვერენიტეტის დაცვაზე ხელისუფლების ორიენტაცია მოსწონს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამაზე მიუთითებს პოლიტიკური, სატელევიზიო და ქუჩის „რეიტინგები“.
2024-ის არჩევნების ჩატარდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის თანამდებობის პირებმა საქციელით თუ მოწოდებებით მხარი დაუჭირეს აქ ხელისუფლების შეცვლას, ზოგან სააკაშვილის მხარდაჭერაც გამოჩნდა. დასავლეთის ამ ნაბიჯების შემდეგ იყო არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით მოსახლეობამ არ მიიღო დასავლეთის ზეწოლა და გაამართლა მის მიმართ ხელისუფლების ურჩობა.
დასავლეთის ქვეყნები დღემდე აჭიანურებენ არჩევნების შედეგების სრულფასოვან აღიარებას. გაჭიანურება მიუთითებს, რომ დასავლეთი არჩევნების გაყალბების დამაჯერებელ დასაბუთებას ელოდა და ელის, კერძოდ – ან ძლიერ იურიდიულ არგუმენტებს, ან ძლიერ პოლიტიკურ არგუმენტს საპროტესტო აქციების სახით. საკმარისი ძალისა ჯერჯერობით არცერთი არ აღმოჩნდა.
დასავლეთის ქვეყნები დღემდე აჭიანურებენ არჩევნების შედეგების სრულფასოვან აღიარებას. გაჭიანურება მიუთითებს, რომ დასავლეთი არჩევნების გაყალბების დამაჯერებელ დასაბუთებას ელოდა და ელის, კერძოდ – ან ძლიერ იურიდიულ არგუმენტებს, ან ძლიერ პოლიტიკურ არგუმენტს საპროტესტო აქციების სახით. საკმარისი ძალისა ჯერჯერობით არცერთი არ აღმოჩნდა
არსებობს მოსახლეობის პოლიტიკური ორიენტაციის შემოწმების კიდევ უფრო სანდო გზა, ვიდრე არჩევნებია. ესაა სატელევიზიო რეიტინგები, რადგან ადამიანი ამჯობინებს იმის მოსმენას, რაც ახლოსაა მის თვალსაზრისთან. მაგალითად, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის წინ, ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა მაშინდელ „რუსთავი 2“-ს. ის აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხალხიც კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ. განწყობების ამ დამთხვევის გამო ხალხი დაწაფებული იყო „რუსთავი 2“-ს. ხალხის ეს განწყობა შემდეგ გამოვლინდა „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერაში.
დღეს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ხელისუფლების მომხრე „იმედს“, თუმცა პარალელურად არსებობს ოპოზიციური მედია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის „ნაც“-პოლიტიკა არ იზიდავს საზოგადოებას, მას ურჩევნია ხელისუფლების „ქოც“-პოლიტიკა. ამდენად, სატელევიზიო რეიტინგები იმასვე ამბობს, რაც არჩევნები.
მოსახლეობის განწყობილებების ასახვაა ხალხის რაოდენობა საპროტესტო და ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებზეც. ეს რაოდენობა მეტყველებს, რომ ქუჩის აქციით გაზომილი რეიტინგები ოპოზიციის სასარგებლო არაა ამჟამად. რუსთაველზე შენარჩუნებული აქციის მცირე მასშტაბები მთელი საქართველოს განწყობილებების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება.
მოსახლეობის განწყობილებების ასახვაა ხალხის რაოდენობა საპროტესტო და ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაებზეც. ეს რაოდენობა მეტყველებს, რომ ქუჩის აქციით გაზომილი რეიტინგები ოპოზიციის სასარგებლო არაა ამჟამად. რუსთაველზე შენარჩუნებული აქციის მცირე მასშტაბები მთელი საქართველოს განწყობილებების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება
არჩევნებში, სატელევიზიო რეიტინგებში და ქუჩის აქციებში ერთნაირი, ოპოზიციისთვის არასასურველი ტენდენცია იკვეთება, რიცხვები მეტყველებენ და ანალიტიკოსების მჭევრმეტყველებას არა აქვს აზრი. წესით, ამ რიცხვებზე ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს და რაიმე შეცვალოს ამდენი წლის განმავლობაში.
– განცხადებაში ვრცლადაა საუბარი იმაზე, რომ დასავლურ სამყაროს დიფ სთეითი მართავს, რომ „ქართულ ოცნებაც“ ევროპული ბიუროკრატიისგან განიცდის შანტაჟსა და ზეწოლას.
მეტიც, „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი აგრძელებს მტკიცებას, რომ „საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდნენ“. დასავლელი პარტნიორების ამგვარი ბრალდებები კარგა ხანია გვესმის, მაგრამ, ეს მტკიცებები ბევრი თვალსაზრისითაა გაუგებარი. თუნდაც იმიტომ, რომ მათ კარგად იციან სამხედრო თვალსაზრისით რა გვაქვს და რუსებისთვის მეორე ფრონტის გახსნას არანაირი აზრი რეალურად არ ჰქონდა და ახლაც არ აქვს.
მმართველი გუნდის მთავარი გზავნილია – დასავლური დემოკრატია საქართველოს არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, მაგრამ, „ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება.
არადა, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპაში პოლიტიკური პარტნიორები პრაქტიკულად აღარ დარჩა, გარდა ორბანის, ფიცოსა და სერბეთის ლიდერია, რომლებიც კრემლთან ლოიალობით გამოირჩევიან.
ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენი დიპ კორპუსის წარმომადგენლების ევროპაში გადაადგილებაც შეზღუდული და სულ უფრო მეტად პრობლემური ხდება.
ეს გზავნილები ისმის იმის ფონზე, როცა 5 თვეა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ტარდება ქუჩის აქციები, დემონსტრანტების საკმაოდ დიდი ნაწილი საეჭვო ბრალდებებით დაკავებული არიან და გრძელდება აქციებში მონაწილეთა 5 ათასი ლარით დაჯარიმება.
ვხედავთ იმასაც, რომ ევროპულ სტრუქტურებში არ გამორიცხავენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის თუ სრულად გაუქმებას არა, ევროპაში გადაადგილებისთვის პრობლემების შექმნას, რისი მექანიზმებიც ევროსტრუქტურებს უკვე შემუშავებულიც კი აქვს.
თქვენ როგორ შეაფასებდით“ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას? ხელისუფლების მხრიდან ევროპისა და ამერიკის კრიტიკის ფონზე თქვენთვის რამდენად გასაგებია ხელისუფლების პროდასავლური კურსი?
– რადგან რეიტინგების გახსენების მიუხედავად ჩემი შეფასების მოსმენა მაინც გსურთ, სხვა გზა არაა, უნდა დაგემორჩილოთ. ოღონდ, დავიზღვევ თავს და დავამატებ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ბევრს სცოდავს პიარ-ში, არ ასაჯაროებენ იმას, თუ რა მიღწევები აქვთ და რას გეგმავენ, როგორ აპირებენ პრობლემების მოგვარებას. ამ ფონზე ცალკეული ანალიტიკოსის მსჯელობა ვარაუდია და არა – ჭეშმარიტება. მეც მხოლოდ რამდენიმე ვარაუდს შემოგთავაზებთ.
ძალიან ორიგინალური არ ვიქნები, თუ ლორდ პალმერსტონისა არ იყოს, ვიტყვი, რომ გეოპოლიტიკაში მუდმივი მოკავშირეობის ან მტრობის არ მჯერა, მჯერა რომ ყველა მხოლოდ აქტუალური საკუთარი ინტერესით მოქმედებს. ამ რწმენის საფუძველზე ვთვლი, რომ საკუთარი ინტერესით მოქმედებდა და მოქმედებს როგორც დასავლეთი, ასევე საქართველო. უახლესი ისტორიაც ადასტურებს პოლიტიკური პრაგმატიზმის პრიმატს პოლიტიკურ რომანტიზმზე.
მჯერა რომ ყველა მხოლოდ აქტუალური საკუთარი ინტერესით მოქმედებს. ამ რწმენის საფუძველზე ვთვლი, რომ საკუთარი ინტერესით მოქმედებდა და მოქმედებს როგორც დასავლეთი, ასევე საქართველო. უახლესი ისტორიაც ადასტურებს პოლიტიკური პრაგმატიზმის პრიმატს პოლიტიკურ რომანტიზმზე
90-იანებში რუსეთმა იძალადა აფხაზეთში, მაგრამ დასავლეთს აღშფოთებაც კი არ გამოუხატია, არ იყო მის ინტერესში კავკასიის საქმეებში ჩარევა. შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი მიხვდნენ, რომ დასავლეთი კავკასიაზე არ იზრუნებს, თუ დაინტერესებული არ იქნება. მათ შეიმუშავეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც ევროპას გამოადგებოდა და დემირელს, თურქეთის პრემიერს, გაატანეს ვაშინგტონში. გაჯიუტდა ბილ კლინტონი, მაგრამ 1995 წელს როგორც იქნა განაცხადა, ჩვენი ინტერესების წითელი ხაზები კავკასიაზე გადისო.
სწორედ მაშინ იყო შევარდნაძეზე პირველი ტერაქტი მხედრიონის და ი.გიორგაძის ავტორობით. ნავთობსადენის გაჩენის შემდეგ მოგვაქცია ყურადღება დასავლეთმა. მერე შევარდნაძე დასავლეთს სთხოვდა ზეწოლას რუსეთზე აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელად. მოწმე ვარ ამ საუბრების, მაგრამ ეს, ალბათ, რომანტიკული პასაჟი იყო, არ ჩანდა დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირების მოტივი. დასავლეთის (საჯაროდ გამოჩნდნენ რ.მაილსი, ჯ.ბუში) და რუსეთის (გამოჩნდნენ ი.ივანოვი, თ.ალასანია) თანამშრომლობით მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და საქართველოში მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება.
ადრე დასავლეთს პარტნიორად მიაჩნდა „ოცნების“ ხელისუფლება, მან კი დასავლეთის დაუკითხავად კავშირი გააბა ჩინეთთან, ხოლო დასავლეთის მოთხოვნისას არ ჩაება რუსეთთან ომში.
მიზეზი ცხადია – ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მომგებიანი, ხოლო რუსეთთან ხელახლა ომი წამგებიანია. გამოვიდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ინტერესებს აყენებდა დასავლეთის ინტერესების წინ.
ასეთი ხელისუფლება არ აწყობდა დასავლეთს, დასავლეთის ულტრალიბერალურ წრეებს სურთ, რომ საქართველოში ყოფილიყო მორჩილი ხელისუფლება. აქ ჩინეთის ტრანზიტმა თუ გამოიარა დასავლეთს რეალურად დასჭირდება კონტროლირებადი ჯგუფი, რაც სავსებით ლოგიკურია. შესაბამისად, დასავლეთს უნდა სურდეს „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა მისი ოპოზიციით. ხოლო ოპოზიციაში ძირითადი ალტერნატივაა ძალა, რომელსაც დასავლეთი იცნობდა და „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდა ადრე. ლოგიკური და გასაგებია დასავლეთის ეს სურვილი, რომ ეს ძალა დააბრუნოს ხელისუფლებაში.
დასავლეთს უნდა სურდეს „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა მისი ოპოზიციით. ხოლო ოპოზიციაში ძირითადი ალტერნატივაა ძალა, რომელსაც დასავლეთი იცნობდა და „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდა ადრე. ლოგიკური და გასაგებია დასავლეთის ეს სურვილი, რომ ეს ძალა დააბრუნოს ხელისუფლებაში
თუ დასავლეთის ეს სურვილი ლოგიკურია, მაშინ ლოგიკურია ისიც, რომ დასავლეთმა გამოიყენოს ხელისუფლების შეცვლის ტექნოლოგიები, რომლებიც ამერიკაში დაამუშავეს ჯერ შარპმა, მერე მისმა მოწაფემ აკერმანმა. შარპის ტექნოლოგიები ადრე გამოყენებული იყო საქართველოში, უკრაინაში, არაბულ ქვეყნებში.
სწორედ ამ ტექნოლოგიების ამოქმედების შედეგად დაიწყო შარპის 198 რეკომენდაციის შესრულება ახლაც, ამ რეკომენდაციების ნახვა ყველას შეგვიძლია ინტერნეტში, 40 ენაზეა თარგმნილი. დასავლეთის მხრიდან ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას გულისხმობს შარპის რეკომენდაციები, კიდევ უფრო მეტად – აკერმანის ტექნოლოგია. ეს გასაკვირი არაა, უცხოეთში სათავისო ხელისუფლების მოყვანისთვის ყველა ქვეყანა ეყრდნობოდა ოპოზიციას (გავიხსენოთ შორეული ისტორია).
საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის კონკრეტული წრეების კრიტიკა, „ომის პარტიის“ და „დიფ სტეიტის“ მოდელებით ოპერირება. დღემდე მძიმე წნეხის ქვეშაა ხელისუფლება, მაგრამ თუ ჩინური ტრანზიტის ჩანაფიქრი გამოვა, დასავლეთს დასჭირდება საქართველო და მასთან კარგი ურთიერთობის აწყობას ეცდება, როგორც ეს მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაკანონების შედეგად. ამდენად, დღევანდელი გვირაბის ბოლოში სინათლე ჩანს
ჩემი ვერსიით გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიზეზი დასავლეთს გაუჩნდა 20-იან წლებში ჩინური და უკრაინული პოლიტიკის გამო. ამას მოჰყვა დასავლეთის მხრიდან ბრალდება, რომ საქართველოს აქვს რუსეთზე ორიენტაცია, ჩინეთი მხოლოდ უილსონმა ახსენა, არადა სწორედ ჩინეთზე აქვს ორიენტაცია საქართველოს და ეგ აწუხებს დასავლეთს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მოწოდება და ხელშეწყობა.
ამაზე პასუხად დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის კონკრეტული წრეების კრიტიკა, „ომის პარტიის“ და „დიფ სტეიტის“ მოდელებით ოპერირება. დღემდე მძიმე წნეხის ქვეშაა ხელისუფლება, მაგრამ თუ ჩინური ტრანზიტის ჩანაფიქრი გამოვა, დასავლეთს დასჭირდება საქართველო და მასთან კარგი ურთიერთობის აწყობას ეცდება, როგორც ეს მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაკანონების შედეგად. ამდენად, დღევანდელი გვირაბის ბოლოში სინათლე ჩანს.
– „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ „დადებითი იმპულსები მოდის და განწყობები იცვლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“.
შესაძლოა, ხელისუფლებას ამ რეგიონებიდან ინფორმაციის მიღების სხვა წყაროები აქვს, მაგრამ, რასაც ამ რეგიონებში საჯარო სივრცეში ვადევნებთ თვალს, ამის მსგავსი არაფერი ხდება.
ბოლო ხანია „ქართული ოცნება“ საერთოდ და ამ განცხადებაშიც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „საქართველო ახლა, როგორც არასდროს სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა.“
1 მაისს მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლა აღგება. ხელისუფლებას არანაირი განცხადება ამ თემაზე რა გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გალუზინმა განაცხადა, რომ „რუსეთი მზადაა საქართველოსთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები“, მაგრამ, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვა არ მოხდება“.
ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის სპიკერმა განცხადებები კი გააკეთეს, მაგრამ, ამავე თემაზე საქართველოს საგარეო უწყების არც განცხადება კომენტარებით გვინახავს და არც ნოტა.
როცა, „ქართული ოცნება“ „სუვერენიტეტის გაძლიერებაზე“ საუბრობს, გაუგებარია, როგორ უნდა აღვიქვათ და გავიგოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საგარეო უწყების დუმილი?
– თქვენ თუ იტყვით, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ საგარეო უწყება ეთანხმება სოხუმს და მოსკოვს ისე, რომ ეწინააღმდეგება საკუთარი ხელისუფლების განცხადებებს. არაა ეს ვერსია სერიოზული და, ვვარაუდობ, არც დუმილს აქვს სერიოზული მიზეზები.
თუ რაიმე სერიოზული პროცესებია რუსეთთან დაკავშირებით რასაც გულისხმობს თქვენი კითხვა, მას უნდა მოჰყოლოდა აღფრთოვანებული თბილისის მზადყოფნა მინისტრის მოადგილის წინადადების მიღებაზე. ასეთი რამ არ მომხდარა და არც მე ვიჩქარებ ამაზე ვარაუდის აწყობას.
– საშინაო პოლიტიკის რამდენიმე ასპექტს გვერდს ვერ აუვლით. „ქართული ოცნების“ ოპონენტები, საზოგადოების ნაწილი და პოლიტიკური ოპოზიციის უმრავლესობა ხელისუფლებას, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს.
იგულისხმება ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, ასევე იმ კანონების მიღებისთვის მზადება, რომელიც „ნაციონალების“ და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას უკავშირდება.
თავიდან ასე კი ითქვა, მაგრამ შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ასეთ კანონებს მას შემდეგ მივიღებთ, როცა ისინი ადგილობრივ არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიანო.
ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ ლამის მთელ ოპოზიციას „აგენტებსა“ და „მეხუთე კოლონას“ ეძახის, ავლენს მიუღებლობას მისგან განსხვავებული აზრის გამომხატველი ადამიანების მიმართ. რეალურად, არანაირ პოლიტიკური პროცესს არ ვადევნებთ თვალს, თუ არ ჩავთვლით ერთი მხრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ მედიასაშუალებაში, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციას დაქვემდებარებულ მედიასაშუალებებში ოპონენტების მიერ ერთმანეთის ლანძღვასა და თათხვას.
„ოცნება“ ოპოზიციურ სპექტრს აგენტებს და მეხუთე კოლონას ეძახის, თავის მხრივ ოპოზიცია ხელისუფლებას „რუსეთუმეებსა“ და „პუტინის მონებს“.
მათ შორის დიალოგი და პოლემიკა, პრაქტიკულად წარმოუდგენელიც კია. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ხდება და რასაც წლებია ვადევნებთ თვალს?
– გეთანხმებით, დიდი ხნის განმავლობაში ერთ კინოს ვუყურებთ. თუ დიალოგის უქონლობა არის იმის შედეგი, რომ ამჟამად ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ იხრება, სანამ ის გადაიხრებოდა ავტორიტარიზმისკენ, იქამდეც რატომ არ იყო დიალოგი? იქნებ დიალოგზე უარი ოპოზიციას აქვს განცხადებული დასაბამიდან?
დიდი ხნის განმავლობაში ერთ კინოს ვუყურებთ. თუ დიალოგის უქონლობა არის იმის შედეგი, რომ ამჟამად ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ იხრება, სანამ ის გადაიხრებოდა ავტორიტარიზმისკენ, იქამდეც რატომ არ იყო დიალოგი? იქნებ დიალოგზე უარი ოპოზიციას აქვს განცხადებული დასაბამიდან?
ეს აზრი მიჩნდება იმიტომ, რომ ქართული ოპოზიციის პოლიტიკური გურუს, შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება. მთელ რიგ ქვეყნებში ამ რეკომენდაციების შესრულებით დასავლეთს შეუცვლია ხელისუფლება. ვნახოთ ახლა რას იზამს ფერადი რევოლუციების რეცეპტი, თუმცა, ვთვლი, რომ რეცეპტურა მოძველდა კიდეც.
– ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს აშშ-თან, ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე ევროპის წამყვან ქვეყნებთან. კარგია რომ ურთიერთობებს ვაღრმავებთ ახლო მეზობლებთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. მაგრამ, ხელისუფლების ოპონენტების საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „წარმატებით ახერხებს“ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას. მეტიც, მათი მტკიცებით „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა იზოლაციისკენ და რუსული სივრცისკენ მიჰყავს.
თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია მტკიცება, რომ „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური ვექტორი ერთმნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი?
თუ თვლით რომ ამის მსგავსი არაფერი ხდება, ამის საწინააღმდეგო თქვენი არგუმენტები როგორი იქნებოდა?
– ქართველი ოპოზიციონერი ენჯეო-ები დაიბარეს კონგრესში ბაიდენის ხელისუფლების დროს და ამ შეხვედრის ტელეტრანსლიაცია იყო. ჯინ რაშმა დასვა კითხვა – რაში ხედავთ ხელისუფლების კურსის რუსეთისკენ შეცვლასო. ეკა გიგაურმა უპასუხა – დასავლეთის კრიტიკაშიო.
არგუმენტმა დიდი ენთუზიაზმი არ გააჩინა, რადგან უფრო ხელშესახები საბუთია საჭირო. მაგალითად, დღეს დასავლეთის კრიტიკით მთელი მსოფლიოა დაკავებული, ყველა რუსეთისკენ მიდის? უფრო დამაჯერებელი არგუმენტი ქალბატონ ეკასაც კი არ ჰქონდა. ესე იგი რუსეთზე ორიენტაცია მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებაა, რომლის გაჟღერება აწყობს ყველა ოპოზიციურ ძალას და დასავლეთის წრეების დიდ ნაწილს.
საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიკერებით ხომ „ოცნება“ გამოცხადდება პოლიტიკურ კეთროვანად, რასაც ნაწილობრივ ვაკვირდებით კიდეც. რუსეთზე ორიენტაცია რომ არაა დასავლეთის რისხვის რეალური მიზეზი, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თუ საქართველოს ვექტორი აწუხებდათ, შეწყვეტდნენ ზეწოლას, ზეწოლით ხომ უფრო უბიძგებენ რუსეთისკენ „ოცნებას“.
საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიკერებით ხომ „ოცნება“ გამოცხადდება პოლიტიკურ კეთროვანად, რასაც ნაწილობრივ ვაკვირდებით კიდეც. რუსეთზე ორიენტაცია რომ არაა დასავლეთის რისხვის რეალური მიზეზი, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თუ საქართველოს ვექტორი აწუხებდათ, შეწყვეტდნენ ზეწოლას, ზეწოლით ხომ უფრო უბიძგებენ რუსეთისკენ „ოცნებას“
შვილს თუ ძალიან მკაცრად ექცევა ოჯახი, ხშირად ოჯახიდან გარბის ახალგაზრდა. ზეწოლაზე ამგვარი რეაქცია იმდენად ბუნებრივია, რომ ხანდახან გაიფიქრებ, დასავლეთი თავად ხომ არ გვიბიძგებს რუსეთისკენო… ფუი ეშმაკს!
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იგი არც მოსკოვის გამო აპირებს თქვას უარი თავის ინტერესებზე. თუ საქართველოს სოციალურ ქსელებს დავაკვირდებით, რუსეთთან სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყების მომხრე ბევრია. ხელისუფლება ამ რუსოფილურ განწყობებს არ იყენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას სხვა გეგმა აქვს, არ მიდის ჩელიაბინსკში.
ერთმა კრიტიკულმა და საღმა პოლიტოლოგმა საჯაროდ დააყენა საკითხი: ამიხსენით, რატომ უნდა უნდოდეს ივანიშვილს, რომ პუტინს აჩუქოს ის ქვეყანა, რასაც ახლა თავად განაგებსო. ვეთანხმები ამ პოლიტოლოგს, გაუგებარია რატომ უნდა მიჰქონდეს ივანიშვილს საქართველო რუსეთში. ისიც გაუგებარია რატომ უნდა უნდოდეს რუსეთს საქართველო. საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით სხვა ქვეყნის რჩენისთვის საჭირო სახსრების დახარჯვა რუსეთს აღარ უნდა, ბელორუსიას, სომხეთს, აფხაზეთს არ იერთებს, აღარ შეუძლია.
თუ საქართველოს სოციალურ ქსელებს დავაკვირდებით, რუსეთთან სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყების მომხრე ბევრია. ხელისუფლება ამ რუსოფილურ განწყობებს არ იყენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას სხვა გეგმა აქვს, არ მიდის ჩელიაბინსკში
სამაგიეროდ, საქართველოში ისეთი არეულობის მოწყობა, რომ მერე ის სატრანზიტო გზად ვეღარ გამოადგეს ჩინეთს, რუსეთსაც აწყობს და დასავლეთსაც. სავარაუდოა, რომ სწორედ მართვადი ქაოსის შექმნა იყო დასავლეთის მთავარი მიზანი. ეს მიზანი თანდათანობით მოიხსნება დღის წესრიგიდან, თუ ვერ რეალიზდა.
პუტინს ჩინეთის უფრო ეშინია, ვიდრე დასავლეთის. ასევე, დასავლეთს ჩინეთის უფრო ეშინია, ვიდრე რუსეთის. ამიტომ ლოგიკური იქნება, რომ როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან სალაპარაკოდ საქართველოს ხელისუფლება სწორედ კავკასიაში ჩინეთის შემოსვლას დაელოდოს, მით უფრო, რომ სატრანზიტო გზის არეალში კონფლიქტების არსებობა ჩინეთისთვის მიუღებელი უნდა იყოს… ვნახოთ, კიდევ როგორ შეიცვლება ჩვენი დინამიკური ცხოვრება.
– თუ ისევ საშინაო პოლიტიკის თემას დავუბრუნდეთ, მთავარი პრობლემა ისაა, სავარაუდოდ, მოვლენათა განვითარების რა სცენარები არსებობს.
თუ კარგად დავაკვირდებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ოპოზიცია არ თუ ვერ გაერთიანებულიყო. საზოგადოების ნაწილში გააჩინა ეჭვები რომ ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს. პოლიტიკური ველზე ვერ თუ არ ჩნდებიან ახალი ძალები, რომლებიც საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ ალტერნატივად ჩათვალოს. არც ის ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე კომპრომისზეა წამსვლელი და არც ის, რომ ოპოზიციას აქვს გააზრებული და გათვლილი თავისი სამოქმედო გეგმა.
დრო და დრო ხდება იმ თემის განხილვა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. ვითარებაში, როცა ცესკო-ზე სრული კონტროლი „ოცნებას“ აქვს, საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია, გაუგებარია ამ თემაზე მსჯელობები.
კარგი იქნებოდა, თუ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციაც მიიღებდა მონაწილეობას თუ დაკავებულები გაათავისუფლებდნენ და გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდოდა და ცესკო-ს საქმიანობა მეტად დაექვემდებარებოდა საზოგადოების კონტროლს, მაგრამ ასე რომ არ მოხდება, უკვე ჩანს.
საშინაო პოლიტიკაში ქვეყნისთვის და თქვენთვის მოვლენათა განვითარების ყველაზე ოპტიმალური და სავარაუდოდ სცენარები როგორი შეიძლება ყოფილიყო?
– თქვენ რაც დასახეთ, მეც ეგ მგონია ოპტიმალური. ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას. ახლა იძახიან ბოიკოტს ვუცხადებთ, ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო. ეს სიახლეა, ბოიკოტით ხელისუფლება არავის შეუცვლია. ვვარაუდობ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც იციან, რომ უშედეგოდ მოქმედებენ.
მეორე მხრივ, დასავლელ მათ პარტნიორებს ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა პარტიის ბოიკოტი სჭირდებათ მეტი სკანდალურობისთვის და „ოცნების“ დისკრედიტაციისთვის… მეტი არაფერი. გასაგები რომ იყოს – მეტი სკანდალურობისთვის სჭირდებოდათ საქართველოს ჩაბმა ომში მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიმარჯვებდა. მაშინ დასავლეთს არ აინტერესებდა რა მოუვიდოდა საქართველოს.
ასევე ახლა ულტრალიბერალებს სურთ, რომ სკანდალური სურათი შექმნას ოპოზიციამ, მაგრამ მერე რომ ქუჩაში დარჩება არჩევნებში მოგებული ოპოზიცია, ეს არ აინტერესებთ. ალბათ, დროა, რომ ოპოზიციამაც ისწავლოს თავისი ინტერესების დაცვა და სუვერენული პოლიტიკის გატარება.
ეს თუ მოგვარდა, ყველაფერი მოგვარდება. თუ არადა, ივანიშვილს მოუწევს სუვერენიტეტის პატივისმცემელი ოპოზიციური პარტიის შექმნა და აწყობს ეს დღევანდელ ოპოზიციონერებს? ალბათ, არ აწყობთ და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიები ყველა თავთავისთვის დაიწყებენ ახალი პროდუქტიული სტრატეგიების ფორმირებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი