მიხეილ ჟღენტი: ევროკავშირი, რომელიც ემზადება რუსეთთან დიდი ომისთვის, შეეცდება ახლო აღმოსავლეთის აფეთქებას და ამისთვის სირია იდეალური ვარიანტია

    ,,ნუ ელოდებით სირიელების მიმართ თანაგრძნობას, ეს დღეს მოდური არ არის, არ იყიდება”

    მსოფლიო მედიის ყურადღება დღეს ორ თემაზეა კონცენტრირებული _ სირიაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთუკრაინის ომზე. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვისთავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი:

    _ ვოლტერი ამბობდა: შემთხვევითობა არ არსებობს, ყველაფერი გამოცდაა _ ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ  წინასწარჭვრეტა!” შევეცდები, სწორედ ამ პარადიგმაში ვუპასუხო შეკითხვებს.

    ახლო აღმოსავლეთი საუკუნეების განმავლობაში მოთუხთუხე ქვაბია, ცივილიზაციებისა და იმპერიების ინტერესების გადაკვეთისა და დაპირისპირების არეალი. არავის ჰქონდა ილუზია, რომ სირიის ახალი ,,დემოკრატიული~ ხელისუფლება შეინარჩუნებდა სიმშვიდეს რეგიონში.

    მოგეხსენებათ, რომ ჯერ საბჭოთა კავშირი, მოგვიანებით კი რუსეთი იყო ბაშარ ალასადის მამის, გენერალ ჰაფეზ ალასადის (1971-2000) მხარდამჭერი და მისი მმართველობის  გარანტი, შემდეგ კი ბაშარ ალ-ასადს უჭერდა მხარს. ალავიტები, მამა-შვილის სახით, 50 წელზე მეტხანს მართავდნენ სირიას, რაც ბაშარ ალ-ასადის რუსეთში გაქცევით დასრულდა.

    ახლა იმის მთავარ მიზეზებზე, რაც ხდება სირიაში: მსოფლიოს ახალი გადანაწილება უკვე დაწყებული იყო და რუსეთი თავისი სამხედრო ბაზებით აკონტროლებდა სასურველ პერიმეტრს, მაგრამ სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, ასადების ოჯახის კორუფციული და არასწორი მართვისა და, რაც მთავარია, ასადის გარემოცვის უხერხემლობის წყალობით მისი ხელისუფლება დაემხო, მან კი  თავი შეაფარა რუსეთს.  ეს იყო იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო რუსეთს. თუ თვითონ ხელისუფალს არ სურს ბრძოლა, მით უფრო რუსეთი არ ჩაერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში. აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა მოახერხა სირიაში თავისი ბაზების შენარჩუნება ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ.

    ახლა დავსვათ შეკითხვები;

    ვინ უჭერდა მხარს სირიის ახალ ხელისუფლებას? – დასავლეთი. 

    რატომ გამწვავდა ვითარება იმ მომენტში, როდესაც მიმდინარეობს ძალიან მძიმე და ისტორიული მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ?

    რატომ გამწვავდა ვითარება, როდესაც აშშ  რუსეთის დახმარებით ცდილობს ირანთან მოლაპარაკების დაწყებას, ქვეყანასთან, რომელსაც 2014 წელს უნდა აეღო თავის თავზე სირიის სტაბილურობის საკითხი?

    ვის არის დაინტერესებული დიდი ომით რეგიონში?

    ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად  ტრამპისა და პუტინის დიალოგით? _ ევროკავშირი, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. ეს ცენტრი ახლა აღმოსავლეთით ინაცვლებს და სწორედ ამიტომ საუდის არაბეთი მეორედაც გახდა აშშ-უკრაინისა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკების ადგილი.

    ჩემი აზრით, ევროკავშირი, რომელიც ემზადება რუსეთთან დიდი ომისთვის (რით დასრულდება, ვფიქრობ, გასაგებია), შეეცდება ახლო აღმოსავლეთის აფეთქებას და სირია ამისთვის იდეალური ვარიანტია.

    რაც შეეხება საინფორმაციო საშუალებებს, აქ გასაკვირი არაფერია. დღეს ლიბერალურ დასავლეთს ხელს არ აძლევს იმ სიმხეცის ჩვენება, რომელსაც მის მიერ მხარდაჭერილი სირიის ახალი ხელისუფლება სჩადის. ეს ტრაგედია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აქტია. ევროპას არ სურს მშვიდობა. მან ან უნდა დაამარცხოს რუსეთი, ან ათწლეულებით გაქრეს მსოფლიო პოლიტიკიდან. მრავალი წლის განმავლობაში პირველად აშშ-მა და რუსეთმა მოიწვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და სირიის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. სირიაში სამშვიდობო მისიის გაგზავნას 125 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. თავი შეიკავეს შემდეგმა ქვეყნებმა: თურქეთმა, იტალიამ, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა.

    ამასთანავე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თხოვნით მიმართა რუსეთის მთავარსარდალ ვლადიმერ პუტინს, სირიაში შეიყვანოს სამშვიდობო მისია, რაც დაეკისრა რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს. რუსეთი ყოველთვის ცდილობს, იყოს იქ, სადაც უხმობენ და მერე ოკუპანტად და დამპყრობლად არ შერაცხავენ.

    ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე წლის წინათ განაცხადა: ,,ჩვენ არსად მივალთ, თუ არ დაგვიძახეს”. არადა, რუსეთი ბევრ ქვეყანაში მისულა, შეუქმნა სახელწიფო, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და, იქიდან დაბრუნებულს, მადლობის ნაცვლად, ლანძღვა მიუღია. რუსეთი კიდევ მივა, დაეხმარება სირიასაც და სხვებსაც, ოღონდ ახლა იმ პირობებით, რომლებიც მისთვის იქნება მომგებიანი.

    _ როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოშიც და დასავლეთშიც ყველამ უკრაინის დროშები ააფრიალა, უცბად დაიჯერეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ. ახლა, როდესაც ქრისტიანებს ხოცავენ, არავის სჯერა, რომ ეს ნამდვილად ასეა, არც სირიის დროშებს აფრიალებენ, ამასთანავე, ტერორისტებს, რომლებიც ახლა სირიის ხელისუფლებას წარმოადგენენ, დემოკრატებს უწოდებენ. რას უნდა მივაწეროთ ეს ყოველივე?

    _ ჩვენი მოსახლეობის ნაწილს მწვავე შიზოფრენია აღენიშნება და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა, გასული საუკუნის 90-იანებიდან მოყოლებული არეული გვაქვს ვექტორი. 35 წელიწადია, მივდივართ იქ, სადაც არავინ გველის და, თუ გველიან, მხოლოდ შესაჭმელად. ჯერ ავიკვიატეთ ე.წ. დამოუკიდებლობა, მერე _ ევროკავშირი და ნატო. ამ მარაზმში გავანახევრეთ ქვეყანა, გადამთიელებით გავავსეთ საქართველო… უკრაინის დროშებს იმიტომ კი არ აფრიალებდნენ, რომ უკრაინაზე დარდობდნენ, არა, შემოსავლის დაკარგვის ეშინოდათ. უკრაინა _ ეს არის დასავლეთისა და რუსეთის დაჯახების პოლიგონი და თავისიანებს, ევრო-ნატოელებს, გულშემატკივრობენ. რომელ ქრისტიანსა და ერთმორწმუნეზე ვსაუბრობთ, როდესაც მათი ღმერთი მამონაა?! არ ვიცი, ეს მარაზმი როდემდე გაგრძელდება, მაგრამ თუ გაგრძელდება, მივიღებთ ,,ბნელი საუკუნეების~ მსგავს სიტუაციას. ასე რომ, ნუ ელოდებით სირიელების მიმართ თანაგრძნობას, ეს დღეს მოდური არ არის, არ იყიდება.

    _ სირიის გარდა, მსოფლიო საზოგადოებრიობის  ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება რუსეთუკრაინის ომი. 11 მარტს კვლავ გაიმართა  უკრაინისა და აშშის წარმომადგენლების შეხვედრა. როგორ წარიმართება მოვლენები?

    _ რუსეთმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება გაფორმდება არა აშშ-ის, არამედ რუსეთის პირობებით…

    რუსეთის მოთხოვნები კოლექტიური დასავლეთის მიმართ ჯერ კიდევ 2021 წლის 15 დეკემბერს განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რიაბკოვის ულტიმატუმად ცნობილ დოკუმენტში, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ინფრასტრუქტურის 1997 წლის ფარგლებში დაბრუნებას უკრაინისა და საქართველოს მიერ ნატოზე უარის თქმის პრინციპით, ანუ რუსეთი მოითხოვდა, მის საზღვრებთან არ ყოფილიყო ნატოს ინფრასტრუქტურა. თვე-ნახევრის  განმავლობაში ელოდა ვლადიმერ პუტინი დასავლეთისგან პასუხს, მაგრამ რუსეთის ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. ამასთანავე, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ზელენსკის რეჟიმი აპირებდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე ფართომასშტაბიან იერიშს, ისეთს, როგორიც განხორციელდა  კურსკში, მაგრამ გაცილებით მძიმე და შორს მიმავალი შედეგებით.

    რა იყო უკრაინარუსეთის დაპირისპირების მთავარი ამოცანა? კოლექტიურ დასავლეთს, ერთი მხრივ, ბაიდენის, მეორე მხრივ, ევროკავშირის ხელით უნდა დაეწყო რუსეთზე ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის სრულ განადგურებას, მისი ტერიტორიისა და წიაღისეულის დაუფლებას.

    სავარაუდოდ, გარიგება იყო შემდეგი: უკრაინა, როგორც სამხედრო ნადავლი, გადავიდოდა ევროკავშირის განკარგულებაში, ხოლო დამარცხებული რუსეთი იქნებოდა შეერთებული შტატების ნადავლი.

    დასავლეთი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში ვერ შეძლეს რუსეთის საბოლოო განადგურება და რომ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ხდება სამხედრო და პოლიტიკურ-ეკომიკური გავლენის ცენტრი.

    არ დაგვავიწყდეს, რომ კოლექტიურ დასავლეთს მსგავსი მცდელობა ჰქონდა 1812 და 1941-45 წლებში; თუ რით დასრულდა იმხანად ეს ყველაფერი, ყველასთვის ცნობილია. მეორე მიზანი, რომელიც ამოძრავებდა შეერთებულ შტატებს,  იყო ევროპის დასუსტება, მისი სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის სრული გამოფიტვა და, როგორც კონკურენტის, საბოლოოდ ჩამოშორება.

    ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველაზე თვალნათელია ,,ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენის აფეთქება. აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბაიდენმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებდა ამ მილსადენის ამუშავებას და კითხვაზე, როგორ მოახერხებდა იგი ამის გაკეთებას, ღიმილით უპასუხა: „არის სხვადასხვა საშუალება“. ჩვენ ვხედავთ, რომ მილიონობით ადამიანი ეწირება ანგლოსაქსების ფინანსურ ინტერესებს. რუსეთის იაფი რესურსი აღარ იყო საკმარისი გაზულუქებული შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ეკონომიკების გამოსაკვებად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გადაწყვიტეს რუსეთის განადგურება და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის, ადამიანური რესურსის სრულად დაქვემდებარება.

    ისმის კითხვა _ რატომ დაიწყო საუბარი შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე? _ ისევე, როგორც სამამულო ომის პერიოდში გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ გაიხსნა მეორე ფრონტი, როდესაც ომის ბედი გადაწყვეტილი იყო, დღესაც, როდესაც მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, დათანხმდნენ დიალოგზე, თუმცა აქაც ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაპირისპირების ძირითადი ტვირთი ევროკავშირს გადაულოცა…

     ამ ეტაპზე რუსეთს აქვს რამდენიმე პირობა: მის მიერ მიერთებული უკრაინის 4 რეგიონის აღიარება უკრაინის ხელისფლების მიერ; უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია (რომელიც უკვე პრაქტიკულად სრულდება) და უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ, აშშ-ის მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა, ერთი მხრივ, რუსულ-ამერიკული და, მეორე მხრივ, აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდეს. ეს ავტომატურად გამოიწვევს ომის გაგრძელებას, რომელიც, ჩემი ვარაუდით, აუცილებლად გადავა დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. ცხადია, რომ დასავლეთს არ სურს მშვიდობა და მის მიერ გათავხედებულმა ზელენსკიმ მოლაპარაკებების პერიოდს დაამთხვია მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა. ვნახოთ, ეყოფა თუ არა ევროპელ ხალხებს გონიერება, რომ თავიანთ ავანტურისტ ხელისუფლებებს არ მისცენ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საშუალება.

    რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლებსაც  ევროკავშირი არც მალავს;  ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.

    ვიმედოვნებ, ჩვენი ხალხი სწორ დასკვნებს გამოიტანს ბოლო 35-წლიანი ისტორიიდან და კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდება მოტყუებული და დაშლილი ევროკავშირის ნანგრევებში.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here