საქართველოში დასავლეთის დაკვეთით შესრულებული უამრავი საშინელება გვინახავს. მაგალითად: ფერადი რევოლუცია, წაგებული ომის მოგებულად გამოცხადება, ,,დარჩი სახლში”, ,,პირბადით დაწექი ლოგინში”, ,,ცოლი არ ჩაისვა მანქანაში წინა სავარძელზე” და ა.შ., მაგრამ, რასაც ახლა ვხედავთ, ყოველგვარ ზღვარს სცდება _ ე.წ. აქციას ,,ჩაუფურთხე საჭმელში” საზოგადოების დიდი აგრესია მოჰყვა…
ერთ თვეზე მეტია, ქუჩაში დგანან ე.წ. ოპოზიციისა და დასავლეთის მიერ ტვინგამორეცხილი ადამიანები. მათ დანარჩენი საქართველო შორიდან უყურებს, მაგრამ გაღიზიანება მატულობს და სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მოწოდებებს: ქუჩაში გავიდეთ და დავასრულოთ რუსთაველზე უსახური ადამიანების ბოდიალი, რადგან ხელისუფლება ვერ ახერხებს აღკვეთოს ეს უმსგავსობაო. თავის მხრივ, ე.წ. ოპოზიცია ცდილობს, საპროტესტო მუხტი ასწიოს და ამისთვის პროვოკაციებს აწყობს…
როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი და რით შეიძლება დასრულდეს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:
_ ე.წ. ოპოზიციისგან 20 იანვრამდე კიდევ მეტი პროვოკაციაა მოსალოდნელი. ესენი არიან კლასიკური ნაძირალები, რომლებმაც კარგად იციან დანაშაულის ხარისხი, ტიპი და დაკავების ვადები. ისინი არ ჩაიდენენ ისეთ დანაშაულს, რომლისთვისაც დიდი ხნით ჩასვამენ ციხეში; მათ შეუძლიათ, ასეთი დანაშაული ჩაადენინონ სხვას. მათი წყალობით უკვე ციხეში 30 ადამიანი ზის, რომლებსაც 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ელენე ხოშტარიამ, ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ვერ დააკავეს; მან იცის, როგორ ასწიოს მუხტი ისე, რომ თავად ძალიან არ დაზარალდეს. ესენი იშვიათი ნაძირალები არიან. ელენე ხოშტარია გარყვნილი, ყველაფრის მკადრებელი ადამიანია _ უპოვეს საბუთები და ბანკის ბარათები, რომლებიც ადასტურებს მის დაფინანსებას რუსეთიდან, მაგრამ მასზე უცხოური გავლენის შესახებ კანონი არ მოქმედებს, რადგან ფულის წარმოშობა გარკვეულია. ლიაკა ხოშტარიამ გათვალა დანაშაულის ხარისხი, მაგრამ ვერ ეს გათვალა გამოცემა ,,ბათუმელების” დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა…
_ ამბობთ, კიდევ მეტ პროვოკაციას უნდა ველოდოთო, მაგრამ საზოგადოება, რომელიც მათ მხარს არ უჭერს და რომელიც რაოდენობით გაცილებით მეტია, ძალიან გაბრაზებულია. შეიძლება ხალხმა ვეღარ მოითმინოს პროვოკატორების ზღვარგადასული თავხედობა და ქუჩაში გამოვიდეს, ყველას არ აქვს თმენის ვალდებულება…
_ მეც ხალხის გვერდით ვდგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი ნაპერწკლის გაჩენაც კი არ შეიძლება, რადგან სისხლისღვრა დაიწყება. შეეცდებიან, 20 იანვრამდე ძალიან არიონ ვითარება…
_ საზოგადოება ვერ ხედავს ხელისუფლების დამსჯელ ღონისძიებებს… რესტორან ,,ბაბილოში” საჭმელში ჩაუფურთხეს მოსამართლეებს, მაგრამ არ გვსმენია, რომ ამის გამო ,,ბაბილოს” პრობლემები შეექმნა…
_ ამ შემთხვევაში საზოგადოებამაც უნდა იმოქმედოს, მაგალითად, აღარ შევიდეთ არც ერთ რესტორანში, რომლებიც ნაცებს ეკუთვნის. გეთანხმებით, რომ ხელისუფლებამ სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გაატაროს, მაგრამ საზოგადოებასაც ეკისრება პასუხისმგებლობა _ უბრალოდ, აღარ ვისარგებლოთ ნაცების ბიზნესით.
_ ამ ქვეყანაში თითქმის ყველაფერი ნაცებისაა, ბიზნესები განსაკუთრებით…
_ დიახ, მართალს ბრძანებთ, ხელისუფლებას აქამდეც უნდა გამოეჩინა სიმკაცრე და ბევრი რამ აღეკვეთა. რესტორნებისა და ბარების თითქმის ყველა მეპატრონე არაკანონიერი გზით არის გამდიდრებული და მათი დასჯა დიდი პრობლემა არ არის. აუცილებელია, ნაცების ბიზნესმენებს თავს დაადგეს შესაბამისი ორგანოები და გამოიკვლიოს ფინანსების წარმოშობა, რადგან არც ერთი მათგანი მამა აბრამის ბატკანი არ არის…
საქართველო ბეწვის ხიდზე გადის. ე.წ. ოპოზიციას სურს, მოხდეს ისეთი მკვლელობა, რომელიც გამოიწვევს ხალხის გაგიჟებას. ამისთვის დადიან აქ ევროპელები, ამისთვის ჩამოდის აქ მესაჯდომე როთი.
_ რა გახდა ეს ერთი ბინძური ადამიანი? სუვერენული ქვეყნის ხელმძღვანელობას მისი დაპატიმრებისა და დეპორტაციის უფლებაც კი აქვს, რადგან ის ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა…
_ დიახ, ის ერევა საშინაო საქმეებში. მესმის ხალხის გაღიზიანება, მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ მკაცრ განცხადებებს იანვრის ბოლოდან გავაკეთებ, თუკი ეს ყველაფერი არ დასრულდება დაპატიმრებებით. მივესალმები, იმ 30 ადამიანის დაკავებას, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენ გვყავს არჩეული პარლამენტი და მათ უნდა შეძლონ კანონის სისრულეში მოყვანა ლიაკა ხოშტარიების მსგავსი ადამიანებისთვის.
ხელისუფლებამ, უპირველესად, უნდა გადაკეტოს დასავლეთიდან ფულის შემოდინების წყაროები და მერწმუნეთ, მაშინვე დასრულდება ყველაფერი. ოპოზიციადწოდებულებს ფული აქვთ აღებული და ამ ფულის სანაცვლოდ დავალებებს ასრულებენ, როდესაც ეს აღიკვეთება, მათი ბოგინიც დასრულდება. აი, ამას ველოდები იანვრის ბოლოდან…
თუ აკვირდებით, უცხოელი ელჩები განცხადებებს აღარ აკეთებენ, ხმა ჩაიკმინდეს. ეს იმის ნიშანია, რომ ბოლო მოეღება მათ ბოგინს. ხელისუფლებას აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და გვპირდება, რომ დაპირებას შეასრულებს, დაპირებას, რომელიც ნაცების მოსპობასა და მათი თარეშის აღვეთას გულისხმობს. ახლა პარლამენტში კომისიასაც ქმნიან დანაშაულების გამოსაძიებლად.
_ პარლამენტში კომისიის შექმნა ბევრ ბიუროკრატიულ ნიუანსთან იქნება დაკავშირებული და დროს წაიღებს. ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულები გამოძიებულია და მათი საქმეები პროკურატურაში დევს. 2012 წელს დაიწყეს ამაზე მუშაობა, მაგრამ დასავლეთის ბრძანებით გააჩერეს. კომისიის შექმნა დროის გასაჭიანურებლად ხომ არ არის მოფიქრებული?
_ 2012 წელსვე უნდა დაწყებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ, იმხანად დამნაშავეების დასჯა რომ დაწყებულიყო, ავფეთქდებოდით, აგვაფეთქებდნენ უსუფაშვილები და მისთანანი… ახლა ეს გასაკეთებელია და შეიძლება პროცესის ბოლომდე მიყვანა, თავად ხალხი, ამომრჩეველი არ აპატიებს ,,ქართულ ოცნებას” წინა ხელისუფლების დანაშაულების გამოუძიებლობას. უნდა გაქრეს ,,ნაცმოძრაობა” პოლიტიკური სარბიელიდან და ხალხმა უნდა დაინახოს, როგორ ისჯებიან ნაცები.
20 იანვრამდე ცოტა დრო რჩება. ვფიქრობ, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, აკონტროლოს ვითარება. თვალს ვადევნებთ პროცესებს, რომლებიც არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო დედაქალაქის ქუჩებში. ეს ყველაფერი ხელისუფლების კისერზე გადავიდა. ის ფლობს ინფორმაციას და ვიმედოვნებ, შეძლებს პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებას.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი