ეროვნული თვითმკვლელობა

    ეუთო/ოდირმა, როგორც იქნა, გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე. როგორი საკვირველი უნდა ჩანდეს, ეს დასკვნა ორივე მხარეს (ხელისუფლებას და ოპოზიციას) ერთნაირად მოეწონა.

    პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე: „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება საერთო შინაარსიდან. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“.

    ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა: “ეუთო/ოდირის დასკვნამ ძალიან ცხადად წარმოაჩინა, რომ ამ არჩევნების შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.  შესაბამისად, მისი შედეგები არის არალეგიტიმური და ამიტომ  უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები”.

    რაშია საქმე, მხარეები ცრუობენ თუ დოკუმენტია ორაზროვანი? ორაზროვნებასაც ხომ გააჩნია?!  როგორ შეიძლება, რომ ერთი და იგივე დოკუმენტი  ასე აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი წაკითხვის საშუალებას იძლეოდეს?! დოკუმენტში ერთმნიშვნელოვანი დასკვნა რომ იყოს გაკეთებული, მხარეები ამგვარ რადიკალურ დასკვნებს ვერ გააკეთებდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მეორე მხარე  ააფრიალებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელშიც გარკვევით ეწერებოდა ან ერთი, ან მეორე:

    არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად!

    ან

    არჩევნები იყო ფალსიფიცირებული!

    ასეთი ერთმნიშვნელოვანი და ცხადი დასკვნა ამ ორმოცდაცამეტგვერდიან დოკუმენტში მოცემული არ არის. ეუთო/ოდირი ამ დასკვნაში თვითონვე გვეუბნება, რომ ისინი ამგვარ მიზანს არც ისახავდნენ: ”ODIHR- ხაზს უსვამს, რომ ის თავისი მანდატის შესაბამისად არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე”.  რას ნიშნავს ეს ბუნდოვანი ნათქვამი? ამაში იქნებ ეუთო/ოდირის მომდევნო მსჯელობამ გაგვარკვიოს: „ორგანიზაცია მზადაა, დაეხმაროს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემდგომ დიალოგსა და კონკრეტულ ქმედებებში“, – წერს ეუთო. სულ ეს არის? იმისთვის დაწერეთ ორმოცდაცამეტგვერდიანი დასკვნა, რომ სადავო საკითხი კი არ გადაგეწყვიტათ, მხარეებს ”პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემდგომ დიალოგსა და კონკრეტულ ქმედებებში” დახმარებოდით? მხარეებს შორის,  დიალოგი კი არა, ომი მიდის უკვე, თქვენ კი მათ”დასკვნა” დაუწერეთ, რომელიც დასკვნა საერთოდ არ არის და აბდაუბდა მონაჩმახს ორმოცდაცამეტი გვერდი აქვს დათმობილი. ვის რად უნდა თქვენი ეს ორმოცდაცამეტგვერდიანი ”ნაღვაწი”, თუკი იგი საკითხის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტის ნაცვლად დაპირისპირების უფრო მეტად გამწვავებას უწყობს ხელს?!

    სინამდვილეში აქ საქმე ეუთო/ოდირის დასკვნის ბუნდოვანებასთან კი არა, მის მიზანმიმართულ ბუნდოვანებასთან, ანუ ზოგადად დასავლურ პროვოკაციაში მის მონაწილეობასთან გვაქვს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის ამოქმედებული და რომლის არსი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაში მდგომარეობს.

    ეუთო/ოდირის ანგარიშმა საქართველოში პოლარიზაციის შერბილების ნაცვლად მის გამწვავებას შეუწყო ხელი. ამის  კონკრეტული გამოხატულება ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის უკანასკნელი დღეები ღიად მიუძღვნა სახელმწიფო გადატრიალების რეალიზაციას. მან გამოაცხადა, რომ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მიუხედავად, პოსტს არ ტოვებს. ამასთანავე,  ქართულ ჯარს მოუწოდადაემორჩილოს მასვადაგასულ უმაღლეს მთავარსარდალს, და ამით ცდილობსქართული არმიაც კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს და დანაშაულში ჩაითრიოს. ეს უკვე სამოქალაქო ომისა და სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ომელი უმძიმესი დანაშაულია.

    ნათელია, რომ 29 დეკემბერს ეს ქალბატონი რეზიდენციას არ დატოვებს, ვინაიდან იგი ზელენსკიმსგავსად არის ჩათრეული უბინძურეს დასავლურ პროვოკაციაში, რომლითაც ხელ-ფეხი აქვს შებოჭილი და საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. მან დასავლური სპეცსამსახურებიდან დავალება  მი, რომ სახელმწიფო გადატრიალება საკუთარ თავზე აიღოს. გადატრიალებას, რა თქმა უნდა, სხვები ხელმძღვანელობენ ქვეყნის გარედან, მაგრამ პასუხისმგებლობას ზურაბიშვილს აკისრებენ. ის კი იძულებულია, შეასრულოს ეს დავალება, რადგან მოგეხსენებათ, როგორია სპეცსამსახურების კლანჭებში აღმოჩენილ ადამიანთა ხვედრი. ეს სალომეს პრობლემაა და ჩვენ მის შესახებ   მსჯელობაზე  დროს არ უნდა ვკარგავდეთ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს საქართველოში სალომეს გაპრეზიდენტება და მისი პრობლემა ქვეყნის პრობლემად აქციეს. 22 დეკემბერს, დაახლოებით 22 საათზე, როდესაც სალომემ ქართულ არმიას მოუწოდა, რომ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც მას დაემორჩილოს,  ეს ვადაგასული და თავგასული ქალბატონი იმავე წუთს უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ  არ მოხდა. შესაძლებელია,  ამას მიზანშეწონილობითი გამართლება ჰქონდეს.  კერძოდ ის, რომ ისედაც არეული ვითარება უფრო არ დაძაბეს, მაგრამ  29 დეკემბერს ამის გაკეთება, ალბათ, მაინც მოუწევთ, რადგან დასავლეთი ჩანაფიქრზე ხელს არ აიღებს, მას ხომ ჰაერივით სჭირდებაქართული ოცნებისმთავრობის დამხობა და ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე თანახმა იქნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აქამდე მიდის, რადგან ისინი გრძნობენ, რომ უახლოეს მომავალში კიევის ფაშისტური რეჟიმი დაეცემა, ანუ მთელი ეს სისხლიანი პროვოკაცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო ჩაფიქრებული, დასავლეთის სრული კრახით დასრულდება.ამ საშინელი ფინალის თავიდან აცილების მექანიზმად ომში საქართველოს ჩათრევა ესახებათ. მეტიც, ომში საქართველოს ჩათრევა, შესაძლებელია, ამიერკავკასიის საკითხის გადაწყვეტის პოლიტიკური უვერტიურაც აღმოჩნდეს, რადგან რეგიონის ქვეყნები იმდენად არიან ერთმანეთზე გადაბმულ, რომ ერთგან გაჩენილი ხანძარი სხვაგანაც ადვილად გავრცელდება. ასე რომ,  დასავლეთის ინტერესი მეორე ფრონტის გახსნის მიმართ ძალიან მაღალია, გაცილებით მაღალი, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

    არა მგონია, რომ დასავლეთის ეს დამოკიდებულება ძნელად დასანახავი  და მისახვედრი იყოს,  ამიტომ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი (თუ ის თამაში), რომელსაც  დასავლეთთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლება ეწევა. ისინი შეურაცხყოფენ, ესენი ევროპისკენ ისწრაფვიან; ისინი თავში ურტყამენ, ესენი კვლავ ეროპული გზის ერთგულნი რჩებიან; ისინი ღიად ეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა დაივიწყოს ტრადიციული ღირებულებები და ოფიციალურად აღიაროს დასავლეთის გარყვნილი იდეოლოგია, ესენი, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიზმს იჩემებენ, კვლავ ევროპის მზეს ფიცულობენ; ისინი ეუბნებიან, რომ საქართველომ, სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე კი არა, ევროპის ერთგულებაზე უნდა ილაპარაკოს, ესენი ამ შემთხვევაშიც თითქოს სუვერენიტეტს იცავენ, მაგრამ ევროპაზე უარს არ ამბობენ. რა ხდება? რამ მონუსხა ესენი ასე საშინლად? ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დასავლეთის მხრიდან ვითარება ოდნავ თუ შეიცვლება და ურთიერთობა დათბება, სად არის გარანტია, რომ ესენი კვლავ არ აჰყვებიან იმ ბინძურ თამაშს, რომელსაც  ჩვენთვის ევროკავშირისა და ნატოს ღია კარები ჰქვია, სინამდვილეში კი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ის სახიფათო თამაში, რომელსაც საბოლოოდ  უკრაინის ეფექტის გამოწვევა შეუძლია. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ამ დამანგრეველ თამაშში ვერთვებოდით, გამოცდილება გვაკლდა და მაგალითები არ გვქონდა, მაგრამ 2008 წლის მოვლენებისა და უკრაინის ომის, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდის იმ მოვლენების შემდეგ, ომელსაც დასავლეთი გვიკეთებს, მასთან ძველი თამაშის გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ხომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეროვნული თვითმკვლელობა იქნება?! უცნაურად კი ისმის, მაგრამ იმ საშინელებას, რომელიც უკრაინაში ხდება, ყველაზე კარგად განა ეს სახელი არ მიესადაგება – ეროვნული თვითმკვლელობა?! გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს შემზარავი პროცესი:  უკრაინის ფსევდოპატრიოტების მიერ ევროკავშირისა და ნატოს ავადმყოფური აჩემებიდან, შემდეგ კი ამ აჩემების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებიდან. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ საქართველოშიც ყველაფერი იმავე სცენარით ვითარდება ევროკავშირისა და ნატოს ავადმყოფური აკვიატება, ახლა კი კარს მომდგარი სახელმწიფო გადატრიალება. რა რჩება? რუსეთთან ომი და საქართველოს უკრაინიზაცია ანუ ეროვნული თვითმკვლელობა. საქართველოს მთავრობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ფაქტია, რომ წინააღმდეგობას უწევს მოვლენათა ამგვარ განვითარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა მეორე წრეზე წასვლას ხომ არ ნიშნავს, ომელსაც ვერც ახსნა ექნება და ვერც გამართლება?!

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. ეს წერილი რედაქციაში მქონდა გაგზავნილი, როდესაც  გავრცელდა მამუკა ხაზარაძის (”ლელო”) დანაშაულებრივი მოწოდება; მივმართავ ქართულ ჯარს  – სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და .. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს! ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს!”

    მესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტის დაპატიმრება, ვიდრე მისი უფლებამოსილების ვადა არ ამოწურულა, მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ყველა ის პირი, ვინც ჯარის დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებას იმეორებს და ავრცელებს, დაუყოვნებლივ უნდა დააპატიმრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეს გააჩენს ანტიკონსტიტუციურ განწყობილებებს. ის დამნაშავე პირები, რომლებიც ამ არეულ ვითარებაში კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებიდან გასვლის სულისკვეთებას აღვივებენ, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რადგან ქაოსის შექმნას არაფერი ისე არ უწყობს ხელს, როგორც დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა.

    ..

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here