შაბათს, 21 დეკემბერს, ქალაქ გორში სტალინის დაბადებიდან 145-ე წლისთავი აღინიშნა.
გორში შეკრებილმა კომუნისტებმა მიტინგი გამართეს სტალინის სახლ-მუზეუმთან, შემდეგ კი ყვავილები მიიტანეს ბელადის ძეგლთან. ეს ერთადერთი ძეგლია, რომელიც მხოლოდ იმიტომ შემორჩა გორს, რომ მუზეუმის წინ დგას და სამუზეუმო ექსპონატად ითვლება.
გაკეთდა განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებულია მმართველი პარტიის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, მეორე მხრივ – ხაზგასმულია პროფაშისტური რეჟიმის რესტავრაციის რეალური საფრთხეც.
გაისმა მოწოდება, არ დავუშვათ წინა რეჟიმის რეაბილიტაცია, რომელსაც კვლავ მოჰყვება ღია ტერორისტული დიქტატურა.
„არა კაპიტალიზმს! არა საქართველოს უკრაინიზაციას!“ – ეს იყო მიტინგის სლოგანი.
კომუნისტების გარდა საქართველოში სტალინის იუბილე წელსაც არავის აღუნიშნავს.
კომუნისტებს შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალისტური პლატფორმის“ წევრები.