Home რუბრიკები საზოგადოება “ოცი-ოცდაათმა” რა ჰქმნა? ანუ ნუ გეშინია, ინგა!

“ოცი-ოცდაათმა” რა ჰქმნა? ანუ ნუ გეშინია, ინგა!

972

ქართული მედიასივრცე ვაშლოვნელი ქეთოსავით ფუფუნებასა და ფერებაში არ იზრდებოდა. აქ იყო ქიშპი, ჯიბრი, კონკურენტ მედიასაშუალებაში სხვა მედიასაშუალების მფარველი პოლიტიკური ძალის შევარდნა _ “ახევა”, გამოყენება, აღზევება-გაბანძება და ერთი უბედურება… მოკლედ, რა არ გადაიტანა ქართულმა მედიასივრცემ, ვიდრე ერთმა “ყველაფერშიკმა” მილიარდერმა მისი დალაგება და დაწყნარება არ გადაწყვიტა.


აქვე შეიძლებოდა ისიც გვეთქვა, მანამდეც ბევრი რაღაცის დალაგება-დაწყნარება სცადა ამ მილიარდერმა, მაგრამ პირიქით კი გამოუვიდა _ საითაც მიიხედა, ყველან აურია, აშალა და გადარია ფულზე დახარბებული და მასზე სხვადასხვა მხრიდან მიწებებული ტიპები-თქო… მაგრამ ამას მერე, როდესმე მივუბრუნდეთ.

ამ კონკრეტულ პუბლიკაციაში კი, შევეცადოთ, თემიდან არ გადავუხვოთ და მხოლოდ ქართულ მედიასივრცეში ახლადგამოჩენილ, ბიძინა ივანიშვილის პირად გადაცემა “20/30”-ზე ვისაუბროთ.

კერძოდ, ამ გადაცემის დაანონსებიდან მის ეთერში გასვლამდე ლამის მილიონჯერ დასმულ კითხვაზე შევეცადოთ პასუხის გაცემას _ “გვჭირდება თუ არა ოცი-ოცდაათი?”

ჩემი აზრით, კი! “ოცი-ოცდაათი” მართლაც ძალიან გვჭირდება…

მაგრამ ვიდრე აგისხსნიდეთ, რატომ, რაში ან რისთვის გვჭრდება “ოცი-ოცდაათი”, ჯერ შეძლებისდაგვარად დინჯად მივყვეთ ამ გადაცემის ავტორ-წამყვანებსაც, მის მაყურებელ-მაქებრებსაც და…

თუმცა, რაღა “და”?

როდესაც ეთერში თვით ბიძინაა, მაშინ ნუთუ შეიძლება, “მაყურებელ-მაქებართა” გარდა, ვინმემ და რამემ იარსებოს?

ვისაც ბიძინას “ყველაფერშიკობისა” არ სჯერა, ის ხომ მაინცდამაინც “ნაციონალია”, არა?

თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ივანიშვილის მეხოტბე იქამდეც კი მიდის, რომ მერუსთავი 2”-ზე ნამუშევრობას წამომაძახებს ხოლმე, მაშინ, როდესაც, მთელიჯიდიეს”- გამოტენილია ისეთი ადამიანებით, ჩემი იმ ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ კიდევ 5 წელიწადს რომ მუშაობდნენ იქ, თანაც არც არავითარი პროტესტის გამოხატვას არ აპირებდნენნაცებისმიმართ, მათთვის რომ მილიარდერის შვილს უკეთესი მატერიალური პირობები არ შეეთავაზებინა

აი, ასეთი “ჭედვებიც” კი ხდება, ოღონდ ეს უკვე მას შემდეგ, რაც ეს უცნაური ბელადომანი ადამიანები გაივლიან კონკრეტულ ეტაპებს ბიძინას უსუსური “გაპრავებისა”.

ეს ეტაპები ასეთია _ ჭკვიანი რომ არ იყოს, მილიარდი არ ექნებოდა”, “კაცმა მიშა მოგვაშორა და მეტი რაღა უნდა ექნა”…

ასეთ “რეცეპტულ” ფრაზებს საზოგადოება უკვე მეტ-ნაკლებად შეეჩვია.

აი გადაცემა “20/30”-მა კი კიდევ ერთი “ბრძნული” გამოთქმა შვა _ “ყველაფერი შოუ ხომ არ იქნება? ეს ანალიტიკური და დინჯი გადაცემაა. მის გაგებას ინტელექტი სჭირდება!”

ამავე ფრაზით “პრავდება” ივანიშვილის პირველი გადაცემის სასტიკი კრახი, უმაყურებლობა და ურეიტინგობა.

აი, მივედით კიდეც მთავარ სათქმელთან _ “აშკარაა, რომ ჩვენ გაგვექცა ხელიდან საინფორმაცო სივრცე. “რუსთავი 2” შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას და სხვა ტელევიზიები ექცევიან მის გავლენაში, ამიტომ ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ,” _ ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები ედო საფუძვლად “ჯი-დი-ეს”-ზე გადაცემა “20/30”-ის დაარსებას.

ანუ, ამ გადაცემის მიზანი “რუსთავი 2”-ის მიერ “ჩაკეტილი” საინფორმაციო სივრცის გარღვევაა…

აი, აქ ჩნდება სწორედ ზემოთ ნახსენებ “გამპრავებელთა” მიმართ მთავარი კითხვები: კი, მაგრამ, თუკი ესანალიტიკურიგადაცემადინჯიადა ასე შემდეგ, მიპასუხეთ, როგორ უნდაგაარღვიოსრაიმე ტელეგადაცემამ, რომელსაც არავინ უყურებს?

ან, რატომ გგონიათ, რომ “ანალიტიკაა” ყველაფერი ის, რაც “შოუ” არ არის?

განა არ შეიძლება, რომ გადაცემა სრული უაზრობა იყოს და არც “შოუსი” ეცხოს რამე და არც “ანალიტიკისა”? ხმაურიანი უაზრობაც და წყნარი უაზრობაც _ ორივე უაზრობაა!

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე 15 მარტს, როდესაც მაყურებელთა უმეტესობამ 5 წუთის მეტს ვერ გაუძლო და ისევ “იმედსა” და ინგა გრიგოლიას მიუბრუნდა.

პირდაპირ შეიძლება ითქვას _ უსაფუძვლო გამოდგა გრიგოლიას შიში _ “ივანიშვილმა რეიტინგი არ წამართვასო”. ბატონი ბიძინას ამ სატელევიზიო გადაცემას თავისუფლად შეიძლება, “ოციოცდაათისნაცვლად, “ნუ გეშინია, ინგა!” დავარქვათ.

უბედურებაც ხომ სწორედ ეგ არის, რომ “ოცნებას” და მის შემქმნელ-პატრონს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეგნებული და გააზრებული აქვს, რომ “საინფორმაციო სივრცე ხელიდან გაექცა”?!

მას რომ ეს შეგნებული არ ჰქონდეს და ისე აკეთებდეს ამ ყოვლად უაზრო გადაცემას, ერთობოდეს და, უბრალოდ, დრო გაჰყავდეს, ვინ ოხერი იტყოდა რამეს? მისია ტელევიზია და, რასაც უნდა, იმას გააკეთებს, ბოლო-ბოლო!

მაგრამ, როდესაც ადამიანი ამბობს, _ “ჩემი მიზანი “რუსთავი 2”-ის დაჩოქებააო” და ასეთ მდარე სისულელეს შემოგთავაზებს ეთერში _ ამას უკვე მართლაც მძიმე შემთხვევა ჰქვია…

თუმცა, ორიოდე საინტერესო ფრაზა ყველგან შეიძლება იპოვოს ჩასაფრებულმა ადამიანმა და აი ისიც:

“ჩვენი ჯგუფი ითვლის სამოცამდე ადამიანს. ჩვენ ვდებთ მიუკერძოებელ ანალიზებს. ეს ხალხი მომაწოდებს სწორ და პირუთვნელ ანალიზებს ყველა სფეროზე. მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება ამ ჯგუფში…”

ფრაზა, თავისთავად ცუდი არ არის… მაგრამ, როდესაც ამ ფრაზის ფონზე უცქერ ერთ გოგონას და ერთსაც ბიჭუნას, რომელთა მიდებ-მოდებასაც, “ანალიტიკის” გარდა, ყველაფერი შეიძლება უწოდოს ადამიანმა, ხოლო მათ მზერას მხოლოდ ერთადერთი დატვირთვა აქვს _ “ჩემს ბელადს მოვეწონო!” _ უკვე გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე…

ამ სამიოდე წლის წინათ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ე. წ. მრჩეველთა საბჭო შექმნა და რამდენიმე მართლა ანგარიშგასაწევი ადამიანი მალევე გაწია გვერდზე, მაშინვე ვთქვი, _ ამ კაცს “მრჩევლები” კი არა “თავისმქნეველთა საბჭო” სჭირდება-მეთქი!

სამწუხაროდ, ეს დღესაც ასეა და ბიძინა ივანიშვილისსაუკეთესოტრადიციებით, კვლავ გრძელდება მლიქვნელთა ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ყველაფერს ისე და იმგვარადჩააანალიზებენ”, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს მოეწონება და გაუხარდება!

სწორედ ისევე, როგორც კეთდებოდა ამ ადამიანის ასპარეზე საჯაროდ გამოჩენის პირველივე დღიდან! ვიცი, ახლა ვინმე იტყვის _ ეგრე რომ ყოფილიყო, მიშას ვერ გააგდებდნენო! მაგრამ მე სწორედაც რომ ასე გიპასუხებთ: სწორი, გააზრებული და ჭკვიანური მენეჯმენტის პირობებში, ადამიანური რესურსის სწორად არჩევით და არა მლიქვნელთაგაჯეჯილებით”, მიშას გაგდება კი არა, იმ უზარმაზარი ფინანსური რესურსით, რომელიც მაშინ დაიხარჯა, რამდენიმე რეგიონის სამარცხვინო წაგების თავიდან აცილება და პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლეობით მოსვლაც თავისუფლად იყო შესაძლებელი!

თუნდაც შემდგომში, კონკრეტული მედიასაშულების თაღლითებისთვის ხელში ჩაგდების მაგიერ, ნორმალური მენეჯერების მიჩენით, იმ მედიასაშუალების დახურვის ნაცვლად, მისი ეფექტიანად გამოყენებაც იქნებოდა შესაძლებელი…

მაგრამ “20/30”-მა თვალნათლივ დაგვანახვა, რომ ეს ადამიანი თავის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობსმეტიც, მისი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა თავის მოტყუება და საკუთარი თავის დაჯერებაა იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა ეს, სხვათა შორის, პოლიტიკურ, სოციალურ, საზოგადოებრვ ასპექტებსაც ეხება და ამავე გადაცემაში მისი ამ გაუმართლებელი “თავდაჯერებულობის” დამადასტურებელი რამდენიმე ფრაზა ყველა ამ მიმართულებითაც გაისმა, მაგრამ, რადგან ჩვენ ამ კონკრეტულ სტატიაში კონკრეტულად მედიაზე ვსაუბრობთ, უკვე თვალწინ მიდგას სურათი, როგორ შემოეხვეოდნენ გარშემო “დიდი ანალიტიკოსი” გოგო-ბიჭები “ყველაფერშიკ” ბიძინას და როგორ დაასწრებდნენ ერთმანეთს, რომ ბატონი ბიძინასთვის საქებარი სიტყვები ეთქვათ. დაახლოებით ასეთი ფრაზების კორიანტელიც აუცილებლად იქნებოდა:

“ვაიმე, აი სულ სხვა დონე იყო, რა! არც ერთ სხვა გადაცემას არ ჰგავდა! მაგრამ ეს გაუნათლებელი მასა მიიღებს ასეთ ინტელექტუალურ ნაკადს? ვაიმე, ამათ რად უნდათ ანალიზი, ამათ უნდათ შოუ, რა!” _ აი, ასეთი “რეცეპტით” ამართლებს ხოლმე თავის უნიჭობას ნებიმიერი უნიჭო…

ვიცი, კითხულობთ და ფიქრობთ, _ ეს კაცი თავიდან წერდა “20/30” აუცილებელია ამ ქვეყნისთვისო, ახლა კი მოდგა და მიწასთან გაასწორაო”.

კი, ბატონო!

ნამდვილად საჭიროა ამ ქვეყნისთვის, ოღონდაც, მე როდესაც ეს ფარაზა დავწერე, მასში ყოვლად უნიჭო და არაფრის მომცემი სატელევიზიო გადაცემა არ მიგულისხმია!

სინამდვილეში, გადაცემა _ არა, მაგრამ,  ოცი-ოცდაათი ნორმალური, მოაზროვნე, რეალურად საქმის გამკეთებელი ადამიანი, მართლაც, საჭიროა, მაგრამ, ვიდრე ქვეყნის სათავეში მოხვედრილ თვითდაჯერებულ მანიაკებს ასევე თვითდაჯერებული ნარცისები ცვლიან, ოც და ოცდაათს კი არა, ორ-სამსაც არსად გააჭაჭანებს არამლიქვნელ, არაშემეტენე, არავაზელინ და მართლა საქმის გამკეთებელ ადამიანს!

ეს რომ ასე არ იყოს, ერთი-ორი კარგი “მარკშეიდერი” ქვეყანაში ჯერ კიდევ კაი ხნის წინათ უნდა გვყოლოდა…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here