ედიშერ გვენეტაძე: ჟურნალისტზე თავდამსხმელი, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მომიტინგეებიდან ყოფილიყო

    ,,საქართველოში რამე რომ მოხდეს, ჩათვალეთ, რომ სამხრეთ კავკასია აფეთქებულია, რასაც რუსეთი არ დაუშვებს, ყველა ვარიანტში ტანკებს შემოიყვანს“

    ედიშერ გვენეტაძე

    დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციები დროდადრო ძალიან იძაბება. ერთი ასეთი გამწვავება 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც ჟურნალისტ ქალზე იძალადეს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ტელევიზიას თუ გამოცემას წარმოადგენდა ქალბატონი, მომხდარი აღმაშფოთებელი იყოდა სწორედ მაშინ კვლავ გაისმა გვარი აკერმანი. საზოგადოების დიდი ნაწილი  დარწმუნებულია, რომ ეს სასტიკი ქმედებაარაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრისხელმძღვანელ პიტერ აკერმანის მეთოდებით გაწვრთნილმა ადამიანებმა ჩაიდინეს

    აკერმანი 2022 წლის აპრილში ქართველ .. ოპოზიციონერებს ბაკურიანში შეხვდა და იქ, ალბათ, ბევრი რამ ასწავლა ხელისუფლების დასამხობად. საქართველოდან წასვლის შემდეგ აკერმანი მალევე გარდაიცვალა, მაგრამ ამა წლის მაისში ,,აკერმანის ტრენინგებიკვლავ ჩაუტარდათ დესტრუქციულ ძალებს თბილისში. საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე პროცესები მართული რომ არის, არავინ დავობს, საიდან იმართება _ ესაც კარგად იცის ქართველმა საზოგადოებამ

    ვითარება საქართველოში მეტად დაძაბულია, ასე ვთქვათ, ნაღმზე ვდგავართ. სადაა გამოსავალი ამ ვითარებიდან? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:

    _ საქართველოში დღეს ძალიან საშიში ვითარებაა, რომელიც დასავლეთმა მოგვიწყო. ეს ყველაფერი დასავლეთიდან არის დაფინანსებული. თავდაპირველად ე.წ. მაიდნის მოწყობა უნდოდათ, უფრო ზუსტად, ,,ნაცმაიდნის“. ჩვენ ვნახეთ ნეფე-დედოფლის მისვლის სცენა მიტინგზე, ღვეზელების დარიგება, როიალის გამოტანა და შოპენის ნაწარმოების დაკვრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.  დასავლეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობა აგრესიულად არის  განწყობილი მამათმავლებისადმი, მაგრამ მაინც დაუშვეს და აქციაზე მამაკაცები ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ, იგივე გაიმეორეს ქალებმაც.

    დაფინანსებული და გაწვრთნილი ჰყავთ 500-600-კაციანი ჯუფები, რომლებიც შუაღამიდან დილის 6 საათამდე დადიან და პოლიციელებს იწვევენ: ესვრიან ქვებს, პიროტექნიკას და ა.შ. მათ სურთ, პოლიციელს ადამიანი შემოაკვდეს. 7 დეკემბერს საზოგადოებამ აღმაშფოთებელი ფაქტი იხილა _ ჟურნალისტ ქალს სასტიკად გაუსწორდა მამაკაცი. ეს იყო მოსინჯვა იმისა, როგორ მიიღებდა ასეთ უმსგავსობას საზოგადოება. ვეჭვობ, რომ ქალზე თავდასხმა აქციის მონაწილეთა მოწყობილია და ამის დამადასტურებელ ფაქტებს მალე ვიხილავთ.

    ხელისუფლებას, რომელსაც ყველა მხრიდან ებრძვიან გარე თუ შიდა დესტრუქციული ძალები, რისთვის უნდა სჭირდებოდეს ქალის ცემა, თანაც ჟურნალისტის?! ამაში ლოგიკა არ არის.

    _ საკრალურ მსხვერპლზე საუბრობს საზოგადოება. ამბობენ, რომ  ვითარების კიდევ უფრო გასამწვავებლად პროტესტანტებს მსხვერპლი სჭირდებათ. შეძლებს თუ არა სისასტიკის თავიდან არიდებას ხელისუფლება?

    _ საკრალური მსხვერპლი კი სჭირდებათ, მაგრამ, მოახერხებენ თუ არა, ძნელი სათქმელია. თუ ხალხი და ხელისუფლება ერთად არ დადგებიან, ყველაფრის გაკეთებას მოახერხებენ; ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ, სიფრთხილე და სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ.

    პიროტექნიკის გამოყენება აქციებზე შემთხვევითი და სპონტანურად მოფიქრებული არ არის. პოლიციელები გაზს იყენებდნენ, ესენი _ პიროტექნიკას. ეს ორი რამ ერთად ძალიან საშიშია; ასეთ დროს რა მოხდება, არავინ იცის. გარანტიას ვინ იძლევა, რომ პოლიციელს პიროტექნიკა ტყვიად არ მოეჩვენება და არ გაისვრის?! პიროტექნიკის სროლა გათვლილი ვანდალიზმია.

    7 დეკემბერს ჟურნალისტის ცემის ამბავს დავუბრუნდები. შემთხვევის ადგილას ჟურნალისტთან მიდის პოლიციელი, კამერა იღებს ყველაფერს, მაგრამ არ აჩვენებენ პოლიციელის სახეს. ეს ეჭვს აჩენს. პოლიციელის ფორმის შოვნა მათთვის მარტივია, ამიტომ, დიდი ალბათობით, ჟურნალისტზე თავდამსხმელი, შესაძლოა, მომიტინგეებიდან ყოფილიყო.

    საქართველოს უმძიმესი წუთები და წამები აქვს გასავლელი, ნაღმზე ვზივართ. ხელისუფლების მხარდამჭერია 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი. ესენი თუ დაიძრებიან, ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდება. არადა, შეიძლება დაიძრას ხალხი, რადგან ყველამ იცის, რომ, თუკი ეს ლიბერალ-ფაშისტები მოვლენ ხელისუფლებაში, ყველას მოგვადგებიან, სახლებში შემოგვივარდებიან, საშინელებას დაატრიალებენ; ესენი ტროცკისტები არიან, მათ უკან დაბრუნებას არავინ დაუშვებს და, როდესაც ვამბობ, ვითარება საშიშია-მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობ.

    ვფიქრობ, ხელისუფლებას ეყოფა ძალა და პროფესიონალიზმი, რომ გაირკვეს სიმართლე, ვინ იძალადა ჟურნალისტ ქალზე. ხელისუფლებამ ყველა იმ ადამიანის ვინაობა იცის, რომლებიც აკერმანის სწავლებაზე იყვნენ; იცის, ვინ  გაიწვრთნა იქ, რა ისწავლეს და რამდენი აქვთ ხელფასი.

    ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც პარიზში ცხოვრობს, დამირეკა და მითხრა, რომ პარიზის და, ზოგადად, ევროპის ტელეარხები ჩვენს აქციებს აშუქებენ, ოღონდ იმას კი არა, რაც ხდება სინამდვილეში, არამედ მხოლოდ იმ ნაწილსპროტესტანტები ,,მშვიდობიანადრომ დგანან, პიროტექნიკის სროლას კი არ აჩვენებენ. ეს პირდაპირი დისკრედიტაციაა ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების.

    ფრთხილად უნდა ვიყოთ და ხელისუფლებამ დიდი ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინოს, რადგან მაგალითები გვაქვს ცუდი. დამასკოში ე.წ. აჯანყებულები გაბატონდნენ, სინამდვილეში ისინი ტერორისტები არიან. საქართველოში რამე რომ მოხდეს, ჩათვალეთ, რომ სამხრეთ კავკასია აფეთქებულია, რასაც რუსეთი არ დაუშვებს, ყველა ვარიანტში ტანკებს შემოიყვანს.

    ნერვების ომის მომწრენი ვართ და ვფიქრობ, ჯანსაღ მასას ეყოფა ნერვები, რომ მშვიდად გადავაგოროთ ეს დღეები.

    _ მშვიდად გადაგორებას ქუჩაში მდგომნი არ აპირებენ. სად არის გამოსავალი, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?

    _ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება აკონტროლოს. ფაქტია, ,,მაიდანი “  ჩაიშალა. აქციაზე მდგომების მოთხოვნის შინაარსი არავის ესმის, ზოგი რას ამბობს, ზოგი _ რას. მათ არ ჰყავთ ლიდერი. ხელისუფლების მყარად დგომა გამოიწვევს აქციის ჩაცხრომას. 10-20 ათას ადამიანს ქვეყანას ხომ ვერ გადავაყოლებთ?! მათ დავანგრევინოთ საქართველო? ხელისუფლებას ექნება გეგმა, რომ ნგრევისკენ არ წავიდეთ.

    განწირულნი არიან ლიბერალ-ფაშისტები. აი, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებია ამის დასტური, განსაკუთრებით ტრამპთან მისი შეხვედრა განწირულის ბოლო გაფართხალებაა…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here