ირაკლი გოგავა: ევროკავშირმა საქართველოს, დიდი ხანია, მოარგო ნეოკოლონიური მოდელი და შედეგად ჩვენი ქვეყნის ექსპლუატაცია აქტიურად მიმდინარეობს

    „გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს და დავიცვათ ეროვნული ინტერესები!“

    28 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხუთი ჯგუფის მიერ წარდგენილი არასავალდებულო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, 72-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის ხელმომწერებს შორის არიან ჩვენთვის ცნობილი ევროპარლამენტარები: რასა იუნკევიჩიენე, მიხაელ გალერი, დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი, ნაჩო სანჩეს ამორი, იანის მანიატისი, ტობიას კრემერი, ურმას პაეტი, პეტრას აუსტრევიჩუსი, მალიკ აზმანი, მარკეტა გრეგოროვა და სხვდოკუმენტის სახელწოდებაასაქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდეგ“.

    კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციაში შესწორების შეტანას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად.  რეზოლუციაში აღნიშნულია მოწოდება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისადმი, „დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე. ესენი არიან: პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გამომტან მოსამართლეებზე; რეზოლუცია იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და გაიყინოს მისი აქტივები ევროკავშირში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობებისთვის“.

    ამასთანავე, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და „მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული; მოუწოდებს ევროკავშირს, მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან“.

    მოუწოდებს ევროპის საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო ქმედებათა სამსახურსა და უმაღლეს წარმომადგენელს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა; ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან, ასევე მხარი დაუჭირონ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული მედეგობისა და არჩევნების სამართლიანობის მხარდაჭერისკენ; გამოდის მოწოდებით, რომ ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმი შეიცვალოს იმგვარად, რომ გათვალისწინებული იყოს საჭიროებები, რომლებიც ჩნდება უფრო მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოში.

    რეზოლუციაში ნათლად ჩანს, რომ თვითონ ევროკავშირი წყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს იმ დრომდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ევროკავშირის მოთხოვნები კი ქართველი ხალხის ნებასურვილის საწინააღმდეგოა.

    რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ,,ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველოევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ.

    იმისათვის, რომ საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, _ თქვა ირაკლი კობახიძემ.

    პრემიერის ამ განცხადების შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, აქციას ე.წ. პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში.

    საქართველოს ხელისუფლების ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილით გამოეხმაურა:

    ,,საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ მივეჯაჭვოთ რომელიმე ეკონომიკურ ინტეგრაციულ ერთობას. ჩვენი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყველა ეკონომიკურ ცენტრსა და დიდ ქვეყანასთან სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი იქნება. ფაქტია, რომ ევროკავშირის პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე  დასავლეთ ევროპული ქვეყნების გამდიდრებას ემსახურება. საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, სკანდინავიის სახელმწიფოები, შვეიცარია და სხვები ბუნებრივ რესურსებს, კვალიფიციურ კადრებსა და იაფ მუშახელს სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდან, სამეზობლოდან და ყოფილი კოლონიებიდან „ქაჩავენ“. ევროკავშირმა საქართველოს ეს ნეოკოლონიური მოდელი, დიდი ხანია, მოარგო და შედეგად  ჩვენი ქვეყნის კოლონიური ექსპლუატაცია აქტიურად მიმდინარეობს. მათ ჩვენგან გააქვთ: ოქრო, სპილენძი, ხეტყე, მარგანეცი, დიატომიტი, ფერადი ლითონები და სხვა რესურსები. იწვევენ ჩვენ ხალხს იაფ მუშახელად და ევროპის ეკონომიკაში მესამედ ფასში ამუშავებენ. სანაცვლოდ კი შემოაქვთ საკუთარი სამრეწველო პროდუქცია საბაჟო ტარიფების გარეშე. ევროპა ჩვენთან მხოლოდ ვაჭრობაში წელიწადში 3 მილიარდ აშშ დოლარს გვიგებს. „ფორდ-კრაისლერის“ ლეგენდარული ტოპ-მენეჯერი ლი იაკოკა ამბობდა: ქვეყანა, რომელიც ყიდის ბუნებრივ რესურსებს და სანაცვლოდ ყიდულობს სამრეწველო საქონელს, კოლონიაა“.

    შევხედოთ ბულგარეთსა და რუმინეთს. უკვე 17 წელიწადია, ეს ქვეყნები ევროკავშირში არიან და იქ სიღარიბის დონე საქართველოზე მაღალია. რუმინეთსა და ბულგარეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 22% ცხოვრობს, ხოლო საქართველოში – 15%-ზე ნაკლები. გამოდის, რომ ევროკავშირი გარანტირებულად დალხენილ ცხოვრებას არ ნიშნავს. მეგაინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობის გარეშე საქართველოს გაცილებით მეტი წარმატებისა და განვითარების მიღწევა შეუძლია.

    უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გაერთიანების წევრობა ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტის უფრო მეტად დათმობას გულისხმობს. მაგალითად, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო პოლიტიკას, საბაჟო ტარიფებს მთლიანად ბრიუსელი უხელმძღვანელებს. ასევე ბრიუსელის გამგებლობაში გადავა ფულადსაკრედიტო და ენერეტიკული პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, კონკურენციის რეგულირება, თევზჭერა და მეცხოველეობა. ისეთ დარგებში კი, როგორიცაა დასაქმება და სოციალური საკითხები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, იუსტიცია, ჯანდაცვა, მიგრაცია და სხვაუშუალო ჩარევისა და რეგულაციების დაწესების უფლება ექნება.

    ევროკავშირის წევრობა გულისხმობს ყველა ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს უშუალო მეზობლებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, რუსეთი, უკრაინა) სავაჭრო რეჟიმების შეცვლას, ბრიუსელი იმპორტზე თავის ტარიფებს დააწესებს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ამ ქვეყნების მხრიდან ქართულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების სარკისებური ზრდა. ეს კი, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს. იგივე ეხება ჩინეთთან, შუა აზიასთან, ყაზახეთთან, ინდოეთთან ვაჭრობას.

    ერთადერთი ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელი, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება მისაღები იყოს, ეს არის „სამხრეთკავკასიური სამეული“: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს საერთო ბაზრის კონცეფცია, რადგან აქ მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ქვეყნები იქნებიან და არ დავიჩაგრებით, პირიქით _ უზარმაზარი სინერგიული და მულტიპლიკაციური ეფექტი ექნება საერთო ბაზარს სამივე ქვეყნის ეკონომიკაზე. ყველა სხვა არსებული ეკონომიკური ერთობები დიდი სახელმწიფოების ინტერესებზე მაქსიმალურად არის მორგებული და ამდენად, იქიდან სარგებელი მინიმალური იქნება, ხოლო ზიანი _ დიდი. სამხრეთ კავკასიას აქვს პოტენციალი მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი გახდეს, რადგან ამისათვის რეგიონს ყველაფერი აქვს და ეს შესაძლებელია არა საუკუნის შემდეგ, არამედ უახლოეს წლებში.

    გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს და დავიცვათ ეროვნული ინტერესები!“ _ წერს ირაკლი გოგავა.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here