Home ახალი ამბები საქართველო იაკობ კედმი: რატომ ვერ დამკვიდრდა დასავლური დღის წესრიგი საქართველოში? დასავლეთს არ ესმის...

იაკობ კედმი: რატომ ვერ დამკვიდრდა დასავლური დღის წესრიგი საქართველოში? დასავლეთს არ ესმის ქართველი ხალხის?

გთავაზობთ ისრაელის ყოფილი სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატიპოსტსაბჭოთა სივრცეში ებრაელებთან ურთიერთობის სამსახურ Nativ-ის  უფროსი(1992-1999),  იაკობ კედმის, თვალსაზრისს საკითხზე  „რატომ ვერ დამკვიდრდა  დასავლური დღის წესრიგი საქართველოში“.   კედმის თვალსაზრისი youtube.com-ზე (https://www.youtube.com/watch?v=KWFt4a7TilE)  გამოქვეყნდა:

„აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ქართველ ხალხში,  გაცილებით მეტი ჯანსაღი ძალაა, ვიდრე საქართველოს დათრგუნვის მსურველებს ეგონათ. ალბათ, ამ ქვეყნის ისტორიული მეხსიერება და ტრადიციები განსხვავდება იმისგან, რისი ნახვაც სურთ დასავლეთში და რაც აქვთ მეზობლებს, უწინარესად,  სომხეთს.

შემთხვევითი  არ არის, რომ ქართველმა ხალხმა  კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწე იოსებ ბესარიონის ძე სტალინი აჩუქა მსოფლიოს (მაგრამ საქართველოში უფრო მეტად ცდილობდნენ მისი სახელის შერცხვენას, ვიდრე რუსეთში). შემთხვევითი არ არის და  არც  შეცდომაა, რომ ეს დიადი ადამიანი  გორელი მეწაღის ოჯახში  დაიბადა.  ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ისტორია და მისი განვითარება განსხვავებულია, ამ ქვეყანამ  შეინარჩუნა თვითმყოფადობა და შეუძლია  დაიცვას თავისი ინტერესები. ქართველები ყოველთვის იარაღით ხელში იცავდნენ საკუთარ თვითმყოფადობას; მაშინაც კი, როცა თითქმის განადგურებულნი იყვნენ, არ ვაჭრობდნენ სამშობლოთი, არ ცდილობდნენ საქართველოს მიყიდვას სხვისთვის.  დიახ, იყო სხვა მოვლენებიც – ასი წლის წინათ  შეეცადნენ, საქართველოსთვის თავს მოეხვიათ სხვა ქვეყნების ბატონობა, მაგრამ საქართველო ამას ყოველთვის წინ აღუდგებოდა ხოლმე.  რუსეთში კი, რუსეთის იმპერიის ფარგლებში, საქართველომ მიაღწია ქართველი ხალხის, ქართული კულტურის, ქართული ლიტერატურის უდიდეს აყვავებას, ამას ვერ შეძლებდა რუსეთის იმპერიაში რომ არ ყოფილიყო.  ქართველმა ხალხმა რუსეთის იმპერიის ფარგლებში ყოფნისას რამდენი გამოჩენილი შვილი მისცა რუსეთსა და მსოფლიოს?!  ქართველი თავადაზნაურობა,  არისტოკრატია და ელიტა ყოველთვის წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ელიტის ნაწილს და არასოდეს  ყოფილა  დათრგუნვილი და  დაკოდილი. საქართველოში სუფთა  გულით ვერავინ იტყვის, რომ რუსეთის იმპერიაში ქართველებს ავიწროვებდნენ, იყენებდნენ ან დისკრიმინაციას უწვდნენ არა მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ამ ხალხის შვილი იდგა სახელმწიფოს სათავეში, არამედ სამეფო იმპერიაშიც. ყველას ახსოვს პირველი სამამულო ომის დიდი გმირი ბაგრატიონი, ქართველი თავადი, მაგრამ ის ერთადერთი არ ყოფილა“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here