Home ახალი ამბები საქართველო თბილისში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (УПЦ) სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

თბილისში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (УПЦ) სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

თბილისში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (УПЦ) სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

საქართველოს დედაქალაქში, მიმდინარე წლის მანძილზე, უკვე მესამედ შეიკრიბნენ მართლმადიდებელი საზოგადოების წარმომადგენლები, უკრაინის ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის, УПЦ -ის მოღვაწეთა და მრევლის მხარდასაჭერად. ივნისში ღია ცის ქვეშ აღევლინა ლოცვა მართლმადიდებლობისთვის და გამოიხატა პროტესტი, ევროკავშირის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რომელიც ხორციელდება უკრაინაში რწმენის თავისუფლების მიმართ. სექტემბერში ევრაზიის ინსტიტუტმა გამართა უკრაინის მართლმადიდებლებთან სოლიდარობის მიტინგი, დღეს კი კიდევ ერთი მიტინგი ჩატარდა, რომელზე შეკრებილებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის კანონიკურ ეკლესიას და ამ ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ადამიანს. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „მძლეველის“ ლიდერი ლაშა-გიორგი ლომიძე.

ლეონიძის სახელობის პარკში შეკრებილებმა ყურადღება არ მიაქციეს ღონისძიების ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით აბობოქრებულ პოლიტიკურ ვნებათაღელვას, როდესაც ოპოზიციის მომხრეები ახალი პარლამენტის შეკრებას აპროტესტებდნენ. მათ ამქვეყნიურ პრობლემებზე, მიუხედავად ამ პრობლემის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, როგორიცაა პარლამენტის ცნობა ან არცნობა, არ გაფანტეს ყურადღება. ამ წვიმიან და ცივ ნოემბრის ამინდში საქართველოს მართლმადიდებლებმა თავიანთი მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის მართლმადიდებლებს. მათ ხელთ ეჭირათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტების – ონოფრეს, არსენისა და პავლეს პორტრეტები.

მიტინგის წამყვანმა ლ. ლომიძემ ჩამოთვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონკრეტული ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებიც ხელისუფლების მიერ იდევნებიან, სისხლის სამართლის მუხლების მიხედვით. მან დაგმო კიევის რეჟიმის მოქმედება და ეკლესიის მადევრებს ფაშისტები უწოდა.

მიტინგზე აღინიშნა, რომ შეუძლებელია ქრისტეს ერთიანი ეკლესიის დაყოფა ნაციონალური ნიშნით, დაყოფა მართლმადიდებელი ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთთან ევქარისტულ კავშირში იმყოფებიან. ლაშა ლომიძემ შეახსენა დამსწრეთ, რომ უფალი აერთიანებს, სატანა კი ჰყოფს ადამიანებს. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ერთიანობა მართლმადიდებელი რწმენის საფუძველზე და, მადლობა უფალს, ხერხდება სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელთა ერთიანობის შენარჩუნება, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეოხებით, ასევე თავად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ) დღემდე ინარჩუნებს სიმტკიცეს და არ დრკება ფაშისტური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ.

ლომიძემ ანონსის სახით განაცხადა, რომ უკრაინაში მართლმადიდებლობის შევიწროების თემა მომავალშიც დარჩება განხილვის საგნად – მასმედიაშ, კონფერენციებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე. ქართული საზოგადოებრიობის ყურადღება, უკრაინის მართლმადიდებელთა დევნის მიმართ, არ უნდა იქნას მოდუნებული.

წყარო: tvalsazrisi.ge

თბილისში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (УПЦ) სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა
თბილისში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (УПЦ) სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა
თბილისში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (УПЦ) სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა
თბილისში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (УПЦ) სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here