დაუპატიჟებელი სტუმრები

    დაუპატიჟებელი სტუმრები

    გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი აცხადებს, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთისლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად თბილისში გაემგზავრა: „გავემგზავრე თბილისში საქართველოს მეგობრებთან: ჟიგიმანტას პავილიონისთან, მარკო მიხელსონთან, ინარა მურნიეცესთან, იუკა კოპრასთან, ფრედერიკ პეტისთან, ერიკ ოტოსონსა და მიჰაუ კამინსკისთან ერთად. მოუთმენლად ველით პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, სტუდენტებთან შეხვედრას. სამწუხაროდ, არ იქნებიან მთავრობის დაქართული ოცნების” წარმომადგენლები. საქართველო ევროპაა!“ – წერს როთი.

    საქართველოში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია თუ ჩამოდის, ამაში ცუდი რა არის, პირიქით, მისასალმებელია, მაგრამ, ნებისმიერ სტუმრობას ახლავს (უნდა ახლდეს) გაცხადებული მიზანი და დღის წესრიგი. რა მიზნით ჩამოდიან ისინი საქართველოში? ან რას ნიშნავს გერმანელი სტუმრის ის განცხადება, რომ ისინი შეხვდებიან პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ შეხვედრა არ ექნებათ მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან? ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში ცუდი ზრახვით ჩამოდიან. ისევე, როგორც ცუდი ზრახვით ჩამოდიოდნენ ე.წ. ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ და ხელისუფლებაში დასავლეთის აგენტურის მოყვანას ცდილობდნენ; ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წინა პერიოდში ჩამოდიოდნენ და ომის მზადებაში მონაწილეობდნენ; ისევე, როგორც დაუკითხავად და დაუპატიჟებლად დადიოდნენ უკრაინაში და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ, რომელიც შემდგომ იმ ტრაგიკულ პროცესებს დაედო საფუძვლად, ახლა რომ მიმდინარეობს ამ ქვეყანაში. დასავლეთის ამ მოციქულების დაუპატიჟებელი სტუმრობა ამა თუ იმ ქვეყანაში ბოროტებასთან იყო წილნაყარი ყოველთვის და ასეა დღესაც: ”შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროევროპის სახელით ქვეყანაში არეულობას თესავდე! – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ევროპიდან თბილისში ჩამოსულ, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრებისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი უთხრა. პაპუაშვილი აცხადებს: აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით. ისინი მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ, რამაც ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის ატმოსფერო შექმნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ასეთი იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ წარმოებული კამპანიაც, რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა. რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ასეთი ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერამ საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯი შელახა და ამასთანავე, შეარყია ჩვენი მოსახლეობის ნდობა დასავლელი პარტნიორების მიმართ. 26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართველმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა”.

    პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კი ირონიის ენით საუბარს ამჯობინებს და ევროპელ სტუმრებს აშკარად დასცინის: ”მათი ჩამოსვლა და საქციელი საჩუქარია ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის; ისეთივე საჩუქარი, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში. ამ ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას”.

    ასეთია მმართველი პარტიისა და ხელისუფლების დამოკიდებულება ევროპიდან ქართველი ხალხის ცნობიერების დასალაშქრად მოვლინებული დივერსიული ჯგუფის მიმართ. ამ ჯგუფის ერთ-ერთმა ოდიოზურმა წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა როთმა დასავლეთის ”მეხუთე კოლონას”, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე იყო შეკრებილი, ასე მიმართა: „ძალიან მოხარული ვართ, რომ თბილისში დავბრუნდით – ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. გვსიამოვნებს თქვენი სტუმარმასპინძლობა. ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი თქვენს ქვეყანაში, მთავრობაში, მმართველ პარტიაში დიდად არ არის კმაყოფილი ჩვენი ვიზიტით, ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ვერევით თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, მაგრამ ეს არის ჩარევა? ჩარევაა, როცა თქვენი სახელმწიფოს პრეზიდენტს ვხვდებით – მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად, თქვენი ქვეყნის ნათელი და ამაყი მომავლისთვის? ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ, ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ”.

    ეს სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ არის, – აცხადებენ ევროპიდან მოვლინებული დეპუტატები და მე მათ უნდა დავეთანხმო. ეს საქციელი გაცილებით მძიმე კვალიფიკაციას იმსახურებს, ვიდრე საშინაო საქმეებში ჩარევაა. ეს დივერსიაა, ტერორისტული აქტია; საზოგადოებრივ ცნობიერებაზე განხორციელებული შტურმია. სხვა რა შეფასება უნდა მივცეთ არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას, თუკი არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი, არც ერთი კონკრეტული სამხილი და ნივთმტკიცება არ არსებობს? ეს ძალადობაა, ყველაზე ცინიკური და თავხედური ძალადობა – ძალადობა ფიზიკური და ძალადობა ფსიქოლოგიური.

    კიდევ ერთი საკითხი: თუკი ისინი არჩევნებზე საუბრობენ, ასეთ შემთხვევაში რა შუაშია მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა?! სად არჩევნების თემა და სად სააკაშვილის პატიმრობა? ვინ მისცა მათ უფლება, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი (არჩევნები, სასამართლო, მთავრობა, მმართველი პარტია, სახალხო ნება და გუნება-განწყობილება) აკრიტიკონ, აკონტროლონ, ეჭვქვეშ დააყენონ და გადახაზონ? თან ცინიკურად ამტკიცონ, რომ ეს თურმე საშინაო საქმეებში ჩარევაც კი არ არის. ამ დროს რომელ ჩარევაზეა ლაპარაკი? ეს, ჩარევა კი არა, ტიპური კოლონიალიზმია, თანაც ყველაზე უხეში და მიუღებელი ფორმით გამოხატული.

    ყველაზე უცნაური და გასაკვირი არის ის, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დაუპატიჟებელი სტუმრების მხარეს დგას და, როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, აინუნშიც არ მოსდის ის ამბავი, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები კი არ ილახება, ფეხქვეშ ითელება. იგი გაუგებარი და დამცინავი გულარხეინობთ აცხადებს: „ჩვენ შევდივართ კრიზისში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს – კრიზისი აშკარაა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მონახონ გზები, რომლითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან.

    გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით და სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამისი დრო მოვა. საქართველოში არჩევნები სხვების დახმარებით ერთპარტიულად მართული და გაყალბებული იყო”. ასეთი განცხადება, როდესაც მას რომელიღაც ქვასროლია ”პოლიტიკოსი” აკეთებს, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ ატროფირებული აქვს, იქნებ არც იყოს ყურადღების მისაქცევი, მაგრამ, როდესაც ეს სიტყვები პრეზიდენტისგან გესმის, რომელიც ხალხის უმრავლესობამ კონსტიტუციის გარანტად და შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად აირჩია, უკვე შემაშფოთებელია. საქართველო ისეთ სუვერენიტეტდაკარგულ და სხვაზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულა, რომ პრეზიდენტი საკუთარი ხალხის სამსახურში დგომას იმ სხვის სამსახურში დგომას ამჯობინებს.

    საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველოს არანაირი დამოუკიდებლობა არ მიუღია. ყველა დოკუმენტი, რომლეიც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს, ფიქციაა, ვინაიდან რეალურად (ფაქტობრივად) დამოუკიდებლობის არც ერთი ნიშანი ქვეყანას არ აქვს. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ბრძოლა ახლა გვიწევს. დაუპატიებელმა სტუმრებმა თავიანთი ბარბაროსული ქცევით სწორედ ეს დაამტკიცეს.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here