Home ახალი ამბები მსოფლიო არესტოვიჩი უკრაინელებს: თქვენ ნებაყოფლობით თამაშობთ ამ ხანგრძლივ, უმსგავს, ერთგული ქვეშევრდომის თამაშს, რომელშიც...

არესტოვიჩი უკრაინელებს: თქვენ ნებაყოფლობით თამაშობთ ამ ხანგრძლივ, უმსგავს, ერთგული ქვეშევრდომის თამაშს, რომელშიც ჩაგითრიეს  შეღებილთმიანმა დეფექტიანმა მოზარდებმა… გონებაჩლუნგები ხართ!

46

ღირსების რევოლუცია დამთავრდა ღირსების სრულ ჩამორთმევით და  არა მხოლოდ მისი – საღი აზრისაც“

ტელეგრამ-არხმა  Первый Харьковский“-მ  გამოაქვეყნა  უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ყოფილი მრჩევლის, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველის, ალექსეი  არესტოვიჩის,  უკრაინელებისადმი მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ თქვენ, ძვირფასო თანამემამულეებო, ვერ ხედავთ, როგორ გამოიყურებით სხვის თვალში. მე ჩემი სენტიმენტალური სისუსტის გამო გეტყვით:  რამდენიმე მოზრდილი თამაშობს გრძელ, უიმედო, იდიოტურ თამაშს და არავინ არის, ვისაც ეყოფა სინდისი,  დასვას ერთადერთი ღირებული შეკითხვა – ჩვენ, უფროსები, გონიერი  ადამიანები, როგორ დავთანხმდით ამას? მაგრამ ასეთი ვინმე არ არსებობს – და მილიონობით ზრდასრული განაგრძობს  ბრძანებით ადგომას, დაჯდომას, დაჩოქებას, ისევ ადგომასა და ყვირილს, ერთადერთი ჭეშმარიტი ლოზუნგის ყვირილს, თან  მოუსვენრად იყურებიან გარშემო – ჩვენში მონდომების ნაკლებობა ხომ არ შენიშნეს?.. ღირსების რევოლუცია დამთავრდა ღირსების სრულ ჩამორთმევით და  არა მხოლოდ მისი – საღი აზრისაც. ყველა ეძებს მიზეზს – გენეტიკურს, ისტორიულს, ფანტასტიკურს – რატომ არ შეიძლება იყოს უდიდესი ევროპული ქვეყანა ისე, როგორც  პატარა ვიეტნამი ან სინგაპური, როგორც ისრაელი ან სამხრეთი კორეა,  მაშინაც კი როცა  მისი არსებობის საკითხი დგას?   

მიზეზი  კი მხოლოდ ერთია – თქვენ ნებაყოფლობით თამაშობთ ამ ხანგრძლივ, უმსგავს, ერთგული ქვეშევრდომის თამაშს, რომელშიც ჩაგითრიეს  შეღებილთმიანმა დეფექტიანმა მოზარდებმა და არავის აქვს ძალა,  თქვას „არა“ და, უბრალოდ, დაიწყოს ნორმალური, ზრდასრული ცხოვრების აშენება საღი აზრის მიხედვით. გონებაჩლუნგები  ხართ! უფრო მეტიც – თქვენ ნებაყოფლობით ხართ გონებაჩლუნგები;  სრულიად შეგნებულად გააფუჭეთ თქვენი ცხოვრება და უზარმაზარი, ლამაზი ქვეყანა მსოფლიოში  საუკეთესო პირობებით და – თქვენი შვილების ცხოვრება. ყველა თქვენი ტანჯვა – გამოგონილი და რეალური – სწორად დაიმსახურეთ. თუ ფხიზლად შეხედავ ყველაფერს, რაც ხდება, შეიძლება გონება დაკარგო. ამიტომაც კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცოტანი არიან,  თვალებს მოჭუტავენ და ყვირიან, რათა გადაფარონ აზრები თავიანთ თავში;  იმისთვის, რომ სიჩუმეში ვერ გავიგოთ – ჩვენ, ყველანი, სად მოვედით ჩვენი ბინძური საქციელების სუფთა გადასაფარებლით დაფარვის სურვილით.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://uk.tgstat.com/channel/@Kharkov_Perviy/65992

                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here