Home ახალი ამბები საქართველო ისტორიული სიმართლე და საქართველო – ოსებთან და რუსეთთან ნდობის აღდგენის შესახებ

ისტორიული სიმართლე და საქართველო – ოსებთან და რუსეთთან ნდობის აღდგენის შესახებ

ისტორიული სიმართლე და საქართველო - ოსებთან და რუსეთთან ნდობის აღდგენის შესახებ

ევრაზიის ინსტიტუტმა მორიგ მრგვალ მაგიდას გაუკეთა ორგანიზება თბილისში, სადაც რამდენიმე ათეული მონაწილე მოიწვია, მათ შორის, საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ დედაქალაქში.

განხილვის ძირითადი თემა იყო ბ. ივანიშვილის მიერ, 2008 წლის ომის წამომწყებად „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დასახელება და სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისგან დაზარალებული ოსებისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობა.

კონფერენციის პირველი ნაწილი გახსნა ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელმაც პრესაში გამოქვეყნებული თავისი სტატიის თეზისები წაიკითხა. სტატია მიესალმება რეჟიმის ბრალეულობის აღიარებას.

„ეს არის სიმართლე და სიმართლის არ უნდა შეგვეშინდეს, თუკი ჩვენ თავს მივიჩნევთ, მართალ, ღვთისმოშიშ ერად“ – ხაზგასმით აღნიშნა გამომსვლელმა.

მისი თქმით, ივანიშვილის პოზიცია, ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, არასგზით არ შეიძლება მივიჩნიოთ მისთვის და მისი პარტიისთვის, წინასაარჩევნო კონტექსტში, სასარგებლოდ. აშკარაა, რომ საკითხი არ იყო მომზადებული და თვით ივანიშვილის თანაპარტიელები არ აღმოჩნდნენ მზად მის ასეთ ჭრილში აღსაქმელად.

ამაყი კავკასიელები, მათ შორის, ქართველები, ასე იოლად არ აღიქვამენ ბოდიშების თემას, მით უფრო, ეროვნულ დონეზე. ამიტომ, საქმე გვაქვს ივანიშვილისა და მისი შტაბის მხრიდან ძალზე უხეშ შეცდომასთან ან ივანიშვილმა თავისი განცხადება ოსებისთვის და რუსებისთვის გააკეთა პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად, რაც საპასუხისმგებლო ნაბიჯია და მას უნდა მივესალმოთ იმისდა მიუხედავად, ხმას ვაძლევთ „ქართულ ოცნებას“ თუ არა – განაცხადა რცხილაძემ.

მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საკითხი არ იქნა დამუშავებული და საჭირო დონეზე მომზადებული, ხოლო ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივებს, რომლებიც იმავე ოსებთან და რუსეთთან საზოგადოებრივ დონეზე დიალოგის დაწყებას ეხებოდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. „ჩვენ ხელს გვიშლიდნენ“ – აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას ასევე შეახსენა, რომ სახელისუფლებო ტელეკომპანიები და სხვა მასმედია, სულ ბოლო დრომდე, ოპოზიციურ მასმედიასთან ერთად, აგრძელებდნენ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არ ეუბნებოდნენ ადამიანებს სიმართლეს 2008 წლის ომის დაწყების შესახებ და ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებდნენ. თვით უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგაც კი, თითქმის ყველა ქართული საინფორმაციო საშუალება, სახელისუფლებოს ჩათვლით, აღვივებდა ანტირუსულ ისტერიას. ახლა ხელისუფლებამ უცბად შეცვალა თითქმის ყველაფერი და საპირისპიროს ამტკიცებს ისე, რომ არანაირად არ მოუმზადებია ნიადაგი სიმართლის პროპაგანდისათვის – დააზუსტა რცხილაძემ.

მიუხედავად ამისა, საჭიროა მომავლის ხედვა, რუსეთთან და ოსებთან შეხების წერტილების, მათ შორის, ეკონომიკური ინტერესების, ძიება ინტერესთა ერთობლიობის საფუძველზე. აუცილებელია კომუნიკაციების გახსნა შიდა ქართლში, სამხრეთ ოსეთის გავლით, რუსეთისკენ და პირიქით, ტრანზიტებისათვის – გაიმეორა თავისი სტატიის თეზისი გულბაათ რცხილაძემ. ეს პროცესი წინ უნდა უსწრებდეს რაიმე ბოდიშის მოხდას და შემდგომ უკეთ გამოჩნდება, რა იქნება გასაკეთებელი – აღნიშნა მან და გამოხატა დარწმუნებულობა, რომ დარეგულირების ამოსავალ წერტილს რუსეთთან საქართველოს დაახლოება წარმოადგენს.

თემასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ, პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა, ისტორიკოსმა ვიქტორ ცაავამ, იურისტმა ვიქტორ კუსიანმა, კასპის რაიონის წარმომადგენელმა ვახტანგ კურტანიძემ, დუშეთის რაიონის წარმომადგენელმა როინ ბეკურიშვილმა, გურჯაანის რაიონის წარმომადგენელმა მერაბ ზურაბაშვილმა, ქარელის რაიონის წარმომადგენელმა ვასილ გოგალაძემ და სხვებმა. გამოითქვა ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები, განსახილველ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ აბსოლუტურად ყველა გამომსვლელი თანხმდებოდა იმაზე, რომ აუცილებელია რუსეთთან მეგობრობა და ოსებთან შერიგების გზების გამონახვა.
კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა საფრთხეს, რომელსაც საქართველო შეიძლება შეეჯახოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინ და შემდეგ. ეს საფრთხე უკრაინიდან მომდინარეობს, რომლის რეჟიმი აშკარად უკმაყოფილოა რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი საქართველოს ნეიტრალიტეტით. რაც მთავარია, უკმაყოფილონი არიან ამ რეჟიმის უფრო მძლავრი კურატორები დასავლეთში.

საფრთხეს ქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებული ე. წ. „ქართული ეროვნული ლეგიონი“. კონფერენციაზე ჩამოყალიბებულ იქნა მის მონაწილეთა კონსოლიდირებული პოზიცია:

„დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მიზანია, საქართველო გამოყენებულ იქნას რუსეთზე ზეწოლის პლაცდარმად, ხოლო სამხედრო საქმიანობის გააქტიურება და კონფლიქტში დაქირავებულთა მოზიდვა ორ მიზანს ემსახურება: პირველი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მიზანია – გაძლიერდეს ზეწოლა საქართველოზე, ამ დაქირავებულთა მეშვეობით მის შიგნით ვითარების აფეთქების პერსპექტივით. თავად ამ დაქირავებულებს კი, შეგნებულად უქმნიან „თავისუფლებისთვის მებრძოლთა“ იმიჯს. საქართველო 2022 წლის თებერვლიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება: დასავლეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში უკრაინული სცენარის გამეორებას ცდილობს, საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეერთებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ჯერ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, დაქირავებულები, რომლებიც უკრაინის მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობდნენ, ახლა საქართველოში ბრუნდებიან.

აშკარაა, რომ ოპოზიცია ამ სამხედრო პერსონალის გამოცდილების გამოყენებას ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გეგმავს. აღნიშნული სცენარის განვითარებას სერიოზული შედეგები მოჰყვება თავად საქართველოსთვის. მოხდება შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია, თუკი განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცა უკრაინაში დაქირავებულთა გადინებას და შემდეგ, იქედან, საქართველოში უკან შემოდინებას. ეს პროცესი, ყველაფერთან ერთად, საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას და შეიძლება, გამოიწვიოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ქართული საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები ყველა ბოევიკის ნეიტრალიზაციისთვის, რომლებიც უკრაინიდან საქართველოში ბრუნდებიან. ამ ადამიანებმა თავად დააყენეს თავიანთი თავი კანონს გარეშე“ – ნათქვამია განცხადებაში.

კონფერენციის მესამე ნაწილი საზეიმო ხასიათისა იყო – ევრაზიის ინსტიტუტმა აღნიშნა თავისი დაარსებიდან 15-ე წლის იუბილე. შეჯამებულ იქნა უზარმაზარი შრომა, რომელიც გაწეულ იქნა მთელი ამ წლების განმავლობაში, 9-წუთიანი კლიპის მეშვეობით, რომელმაც ორგანიზაციის მიერ ამ წლების მანძილზე განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილი დაიტია. შეკრებილებმა მოიგონეს ევრაზიის ინსტიტუტის აქტივისტები და მეგობრები, მათ შორის, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც დატოვეს სააქაო.

გამოითქვა კმაყოფილება იმით, რომ ევრაზიის ინსტიტუტის სტრატეგია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მდგომარეობს, გამართლებული გამოდგა – ხელისუფლება იძულებულია, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, და არის კონკრეტული შედეგები: საქართველოს უკვე არ სურს, იყოს დასავლეთის ვასალი და ყველა ქვეყანასთან თანასწორ ურთიერთობებს ესწრაფის, ამავე დროს, პრიორიტეტად ირჩევს ერთმორწმუნე მეზობელს – რუსეთს. ისიც მართალია, რომ ევრაზიის ინსტიტუტის იდეების საბოლოო გამარჯვებაზე საუბარი ჯერ ფრიად ნაადრევია, „მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩენ მზად ვართ, მივიღოთ ახალი გამოწვევები“ – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა, ევრაზიის ინსტიტუტის მეგობრებმა.

წყარო: პოლიტფორუმი – ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი

ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო
ისტორიული სიმართლე და საქართველო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here