– მორჩა, დაიღუპა რუსეთი, ფაშისტები კურსკში შეიჭრნენ და მოსკოვის ასაღებად ემზადებიან! – თან ოცნებობენ, თან ხმაურობენ ბრიყვი ქართველები.
კურსკი – რაღაცას ხომ არ გახსენებთ ეს გეოგრაფიული სახელი? გახსენებთ, რა თქმა უნდა. რვა ათეული წლის გასვლის შემდეგ ისტორიის გამეორება და თანაც ასეთი სიზუსტით, საოცარია!
ვიკიპედიაში ვკითხულობთ: “კურსკის ბრძოლა იყოფა თავდაცვითი ბრძოლებისა და კონტრშეტევის პერიოდებად. სტალინგრადის ბრძოლაში (1942-43 წწ.) და საბჭოთა არმიის ზამთრის შეტევის დროს დამარცხების შემდეგ ფაშისტური გერმანიის სარდლობამ დაკარგული სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნების მიზნით სსრკ-გერმანიის ფრონტზე დიდი შეტევის წამოწყება გადაწყვიტა. შეტევისათვის გერმანიის სარდლობამ შეარჩია მისი არმიების განლაგებაში ღრმად შეჭრილი ე. წ. კურსკის შვერილი”.
ახლაც (ოთხმოცდაორი წლის შემდეგ) უკრაინასა და დასავლეთში აღორძინებულ ნეოფაშისტებს რუსეთის დამარცხების ათვლის წერტილად კურსკი შეურჩევიათ; კურსკი, რომელიც საბჭოთა (რუსული) უმაგალითო გმირობის სიმბოლოა და, რომელიც დასავლეთს დღემდე შიშის ზარს უნდა სცემდეს. ამ ღმერთგამწყრალებს სინდისი რომ არ აქვთ, გასაგებია, მაგრამ ან ისტორია არ ახსოვთ, ან ქვეცნობიერი არაფერს კარნახობთ, ან სიზმრები არ აწუხებთ?! საკვირველია – ფაშისტებმა კურსკი გამოაცხადეს რუსეთის დამარცხების ათვლის წერტილად!
კვლავ გადავავლოთ თვალი ოთხმოცი წლისწინანდელ ისტორიას და ვნახოთ, რა მასშტაბებით იწყებდნენ შეტევას გერმანელი ფაშისტები: “გერმანიამ აქ თავი მოუყარა 50- მდე დივიზიას, 2 სატანკო ბრიგადას, 3 ცალკე სატანკო ბატალიონსა და საიერიშო ქვემეხების 2 დივიზიონს, რომლებიც შედიოდნენ არმიათა ჯგუფ „ცენტრის” მე-9 და მე-2 არმიებში, და არმიათა ჯგუფ „სამხრეთის” მე-4 სატანკო არმიასა და ოპერატიულ ჯგუფ „კემპში“. გარდა ამისა, დამრტყმელი დაჯგუფების ფლანგებს ემიჯნებოდა დაახლოებით 20 დივიზია. ოპერაცია მიზნად ისახავდა კურსკის მიმართულებაზე მოულოდნელი შემხვედრი დარტყმებით საბჭოთა არმიის დაჯგუფების გარემოცვასა და განადგურებას, წარმატების შემთხვევაში – შეტევის განვითარებას. ოპერაციას „ციტადელი” უწოდეს“.
აი, ამ ერთ ბრძოლაში ასეთი მასშტაბებით მოდიოდნენ გერმანელი ფაშისტები.
ახლა საბჭოთა მხარეც ვნახოთ, უმაღლესი მთავარსარდლის ტაქტიკასაც გავეცნოთ და მასშტაბის გასააზრებლად საბრძოლო ტექნიკის რაოდენობასაც გადავავლოთ თვალი: “საბჭოთა არმიას ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, კურსკის შვერილის რაიონში თვითონ გადასულიყო შეტევაზე, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკმა 12 აპრილს განზრახ მოწყობილ და წინასწარ დაგეგმილ თავდაცვაზე გადასვლა გადაწყვიტა, რათა საბჭოთა ჯარებს მესამე რაიხის დამრტყმელი დაჯგუფებები მოექანცათ და შემდეგ კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ, დაესრულებინათ მათი განადგურება და საერთო შეტევა წამოეწყოთ სამხრეთ–დასავლეთისა და დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებებზე. ფრონტების მოქმედებათა კოორდინაცია დაეკისრათ საბჭოთა კავშირის მარშლებს: გიორგი ჟუკოვსა და ალექსანდრე ვასილევსკის“.
ეს რაც შეეხება ტაქტიკასა და სარდლობას. ახლა ზოგიერთი რაოდენობრივი მაჩვენებელიც ვნახოთ: “აპრილ–ივნისში კურსკის შვერილზე შეიქმნა 300 კმ სიღრმის 8 თავდაცვითი ზღუდე. ცენტრალური და ვორონეჟის ფრონტების შემადგენლობაში ივლისის დამდეგს იყო 1 300 000 ათასი კაცი, 20 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, დაახლოებით 3600 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი, 2800-ზე მეტი თვითმფრინავი. 12 ივლისს პროხოროვკის რაიონში მოხდა ომების ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა. მხოლოდ ერთი დღის ბრძოლაში გერმანელებმა დაკარგეს 350-ზე მეტი ტანკი და 10 ათასზე მეტი კაცი. 12 ივლისს კურსკის ბრძოლაში გარდატეხა მოხდა, გერმანელები თავდაცვაზე გადავიდნენ, ხოლო 16 ივლისს უკან დახევა დაიწყეს. კონტრშეტევა საბჭოთა ჯარების საერთო შეტევაში გადაიზარდა“. ეს ისეთი გრანდიოზული შეტაკება იყო, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვს.
აქ მინდა ხაზი გავუსვა ერთ წინადადებას, რომელიც ვიკიპედიიდან ამონარიდს წარმოადგენს, მაგრამ სადღეისოდ წარმოუდგენლად დიდი სიმბოლური დატვირთვის მქონეა: “საბჭოთა ჯარებმა 140 კმ-ით წაიწიეს წინ და უკრაინის გასათავისუფლებლად საერთო შეტევაზე გადასვლისათვის ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს”.
უკრაინის გასათავისუფლებლად მთავარი შეტევა კურსკის არნახულ ბატალიებს მოჰყვა. ისტორიულ პარალელებსა და სიმბოლოებზე რაკი ვსაუბრობთ, ეს ფაქტი არაფერს განიშნებთ? მეოცე საუკუნის ფაშისტების სამარის გათხრა საიდანაც დაიწყო, იქიდან ხომ არ იწყება ოცდამეერთე საუკუნის ფაშისტების სამარის გათხრაც?! (ირიბი ასოციაცია – სალომე ზურაბიშვილი: “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო!”). ერთი სიტყვით, სადაც მოხერხდება, ყველგან უნდა თხარო და თხარო ფაშისტების სამარე. კურსკში გაითხარა გერმანელი ფაშისტების სამარე და კურსკში გაითხრება უკრაინელი ფაშისტების სამარეც. გერმანულ ფაშიზმსაც კოლექტიური დასავლეთი უმაგრებდა ზურგს და უკრაინულ ფაშიზმსაც კოლექტიური დასავლეთი კვებავს უბინძურესი იდეოლოგიით. უკრაინელ ფაშისტებსაც დასავლეთი აგიჟებს, აფინანსებს, აიარაღებს და ისევე მიერეკება სამარისკენ, როგორც საუკუნის წინათ გერმანელ ფაშისტებს მიერეკებოდა!
კურსკის ორმოცდაათდღიან ბრძოლებში განადგურდა გერმანელთა ოცდაათი დივიზია და მწყობრიდან გამოვიდა ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი. კურსკის ბრძოლა იყო გადამწყვეტი, რომელმაც გარდატეხა შეიტანა დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში, უზრუნველყო 1943 წლის ბოლოსათვის მარცხენა ნაპირის უკრაინის გათავისუფლება და გერმანელთა თავდაცვის შემუსვრა დნეპრზე.
უკრაინელი ფაშისტები 11 ათასი მეომრით შეჭრნენ კურსკში და იმის გაკეთებას ცდილობენ, რაც გერმანელმა ფაშისტებმა 50 დივიზიით ვერ შეძლეს. რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის (“ახმატი”) მეთაური აპტი ალაუდინოვი აცხადებს: “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამოცანა ვერ შეასრულეს. ტექნიკის უდიდესი ნაწილი, რომელიც კურსკში გადაისროლეს, განადგურებულია. ცოცხალი ძალა წინ წაწევას კი არა, ერთად თავის მოყრას ცდილობს, განადგურებას რომ გადაურჩეს“.
კურსკზე ტერორისტული თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღეში ეს რეალობა დადგა, მაგრამ დასავლეთში ამ რეალობის გაცნობიერება არ სურთ. უკრაინას, რომელსაც ცოცხალი ძალა ეწურება, ისინი გამალებით აწვდიან თანხებსა და შეიარაღებას, რადგან ჯერ კიდევ არსებობს რესურსი (ქალები, მოზარდები, ხანდაზმულები), რომელთა სიცოცხლე დასავლური ავანტურისა და უკრაინული ფაშიზმის სამსხვერპლოზე უნდა მიიტანონ, როგორც მათ წარმოუდგენიათ, რუსეთის დასასუსტებლად. პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, პუტინი კურსკმა დილემის წინაშე დააყენა. პუტინმა კი ამ მასშტაბური პროვოკაცისთვის ღირსეული პასუხის გაცემა დააანონსა.
იმ მძიმე საომარ ტექნიკას შორის, რომლებიც უკრაინელმა ფაშისტებმა და ტერორისტებმა კურსკში გადაისროლეს, გერმანული ტანკებიც ირიცხება. ამაში რუსეთისთვის თავისთავად არაფერია საგანგაშო. მათი ნამსხვრევებიც შეავსებს ჯართის იმ გროვას, რომელიც ნატოს ტექნიკის ნარჩენების სახით მოსკოვში გამოფინეს. აქ საგანგაშო სხვა რამ არის, კერძოდ – ის თავხედობა, რომლის წყალობითაც დიდი სამამულო ომის შემდეგ, რომელმაც ოცდაშვიდი მილიონი საბჭოთა ადამიანი შეიწირა, გერმანული ტანკების მუხლუხოები კვლავ შეეხნენ რუსეთის მიწას. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე 1941 წლის თავხედობა იყო, რადგან, როგორც ერთი საბჭოთა ლოზუნგი ღაღადებდა, არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული!
კურსკის პროცესი გასული საუკუნის მასშტაბს ვერ მიიღებს, მაგრამ მნიშვნელობა იგივე ექნება – დასავლური ფაშიზმის დასამარება. სტალინმა ასე შეაფასა კურსკის ბრძოლის მნიშვნელობა: “სტალინგრადის ბრძოლა თუ გერმანულ-ფაშისტური არმიის მზის ჩასვლას მოასწავებდა, კურსკის ბრძოლა მისთვის სრული კატასტროფის მომტანი იყო”. ამჯერადაც ასეა. კურსკი კატასტროფის მომტანია, ოღონდ არა რუსეთისთვის, როგორც ქართველ ბრიყვებს ჰგონიათ, არამედ – ფაშისტებისთვის, ლიბერასტებისთვის, გარყვნილების პროპაგანდისტებისთვის, ზნეობის მტრებისთვის, გადაგვარებულებისთვის, დაცემულებისთვის… საერთოდ, დასავლური ამორალური პოლიტიკისთვის.
ვალერი კვარაცხელია