Home რუბრიკები პოლიტიკა გენოციდის შეერთებული შტატები

გენოციდის შეერთებული შტატები

873

წერილი მეორე

ბევრი მკვლევარი და ექსპერტი თანხმდება, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს, რომელთაც ამერიკის მხარდამჭერები მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შესაყვანად კულტურ-რელიგიური მენტალობების დაპირისპირებას უწოდებენ, ამერიკულმა “ცივილიზაციამ” შთაბერა სული _ ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ან აფინანსებს, ან თვითონ არის მათი წამომწყები, რათა დაამხოს ამა თუ იმ სახელმწიფოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლება, დაეუფლოს ქვეყნის სიმდიდრეებს, გაამყაროს თავისი ვალუტა _ დოლარი და მსოფლიოზე იბატონოს. აი, რა განაცხადა ამ საკითხზე ორი წლის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #34, 18-24 სექტემბერი, 2013 წ.) ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ:


მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, ევროპელი მარიონეტების დასამორჩილებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდებაყველას ყველასთანდაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია. ომები, რომლებსაც აშშ აწარმოებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათ მიერვე ორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდა. ვიეტნამში 10-წლიანი ომი კონგრესის მოტყუებით დაიწყეს, რომ თითქოს ვიეტნამელები ამერიკულ გემს დაესხნენ თავს. შედეგად მივიღეთ 3 მილიონი მოკლული ვიეტნამელი, რომლებსაც, სხვათა შორის, ქიმიური იარაღით ხოცავდნენ, სანაცვლოდ კი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მილიარდობით დოლარი იშოვა. გაიხსენეთ კოსოვოში  ბოსნიელებისმასობრივი მკვლელობებისადაალბანელთა გენოციდისამსახველი დადგმული ვიდეოკადრები, რომლებსაც სერბი მოსახლეობის უმოწყალო დაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთის დაშლა და ევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაც ნებისმიერ წუთს შეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელ პოლიტიკას წამოიწყებენ. გაიხსენეთ “უტყუარი მონაცემები” ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილი ერაყელი. მძლავრად განვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ, ნავთობკომპანიებმა, მათ შორის ბუშისა და ჩეინის, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებით აღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტები რომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებულმადისიდენტებმა” “დემოკრატიისა და თავისუფლებისმოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციების კუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე, ტუნისი, იემენი, სადაც ამერიკული სპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინული “ნარინჯისფერი” და ჩვენებური “ვარდების”  მსგავსი “რევოლუციები” მოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი.

ბოლო ათწლეულებში ამერიკა მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად, ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთა ბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი. ამიტომაც ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპით ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას.

 ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკკეინის მოსმენისას ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას და ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი კაცობრიობისთვის”.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ამ შეფასებას ეხმაურება ციკლი წერილებისა სათაურით _ “გენოციდის შეერთებული შტატები”, რომელსაც გთავაზობთ.

გვატემალა. 1954 . ოპერაცია PBSUCCESS.

ამერიკელები გვატემალის თავისუფლების წინააღმდეგ

ოპერაცია PBSUCCESS _ ეს არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) სამხედრო ინტერვენცია გვატემალაში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის _ ხაკობო არბენსის დამხობისა და პროამერიკული დიქტატორული რეჟიმის აღდგენის მიზნით.

ოპერაციის (გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა 1975 წ.) მთავარი კოორდინატორი იყო ოპერატიული შტაბი “ლინკოლნი” მაიამიში (შტატი ფლორიდა). მას ხელმძღვანელობდა ცსს-ს ოფიცერი, პოლკოვნიკი ალბერტ ჰანეი. 1952 წლის 9 სექტემბერს ცსს-მ დაამტკიცა სამხედრო გადატრიალების გეგმის პირველი ვარიატი. გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი იყო გარდნერ უიზნერი. სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად და ჩასატარებლად 1953 წელს ვაშინგტონში შეიქმნა სპეციალისტების დამატებითი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცსს-ს თანამშრომელი ტრეისი ბარნსი. ჯგუფის წევრი იყო ამერიკელი მზვერავი ჰოვარდ ჰანტი, რომელიც მოგვიანებით ჩე გევარას სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობდა და, როგორც ამბობენ, პირდაპირი კავშირი ჰქონდა დალასში პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან.

აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი და მისი უმცროსი ძმა, ცსს-ს დირექტორი ალენ დალესი ნიუიორკული იურიდიული კანტორა “სალივენ ენდ კრომველის” კომპანიონები იყვნენ. ეს იურიდიული კანტორა დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული “იუნაიტედ ფრუტ კომპანის” საქმეებით.

ჯონ ფოსტერ დალესმა _ ამ კომპანიის ადვოკატების კოლეგიის წევრმა _ შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც გვატემალის ხელისუფლება კაბალურ პირობებში აღმოჩნდა. მისი უმცროსი ძმა ალენ დალესი იყო “იუნაიტედ ფრუტ კომპანიის” პრეზიდენტი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში ჯონ მ. კებოტი იმ ოჯახიდანაა, რომლის წევრებიც, დიდი ხანია, “იუნაიტედ ფრუტ კომპანის” აქციონერები არიან. ამ ოჯახის მეორე წევრი ჰენრი კებოტ ლოჯი აშშ-ის წარმომადგენელი იყო გაეროში. კომპანიასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვაჭრობის მინისტრი სინკლერ უიქსი, აგრეთვე, ზოგიერთი სენატორი და კონგრესმენი. ამ ადამიანებმა მტრული პოზიცია დაიკავეს გვატემალელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის მიმართ და აშშ-ის ხელისუფლებას გვატემალის საშინაო საქმეებში ჩარევას სთხოვდნენ.

ოპერაციის ხელმძღვანელი გარდნერ უიზნერი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის სტრატეგიული დაზვერვის რეზიდენტი იყო სტამბულსა და ბუქარესტში, ომის შემდეგ _ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, მერე _ ცსს-ს დირექტორის მოადგილე საიდუმლო ოპერაციების საკითხებში (1957 წლამდე). 1956 წელს, როცა უნგრეთში ამბოხება დაიწყო, უიზნერი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა და იქიდან ეხმარებოდა ამბოხებულებს. ცსს-ში უიზნერი განთქმული იყო იმით, რომ მასზე უკეთესად ვერავინ აგვარებდა “ბინძურ საქმეებს”.

ომის საბაბი

1940-იან წლებში გვატემალა _ ლათინურამერიკული პატარა ქვეყანა 4-მილიონიანი მოსახლეობით (ამჟამად _ 14,3 მლნ) _ ეკონომიკურად განუვითარებელი იყო. ტიპური “ბანანის რესპუბლიკა” ყავისა და ბანანების ექსპორტით ძლივს ირჩენდა თავს. გვატემალის ყველაზე ნაყოფიერი მიწა (230 ათასი ჰექტარი) ამერიკულ კომპანია “იუნაიტედ ფრუტს” ეკუთვნოდა ისევე, როგორც გზები, პორტები და გემები. ამ კომპანიას მრავალწლიანი უფლება ჰქონდა ბანანების ექსპორტზე შეღავათიანი პირობებით. კომპანია მიწების ნაწილს სარეზერვოდ ინახავდა _ არ იყენებდა. გვატემალის მოსახლეობას კი სავარგულების მხოლოდ 14% ეკუთვნოდა. 1931-44 წლებში გვატემალას მართავდა გენერალი უბიკო _ დიქტატორი, რომელმაც ამერიკულ კომპანიაიუნაიტედ ფრუტსუსასყიდლოდ გადასცა მიწები. უბიკოს რეჟიმი მასობრივ რეპრესიებს მიმართავდა. 1944 წელს მან უფლება მისცა მიწათმფლობელებს, დაეხვრიტათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ მიწაზე ფეხს უნებართვოდ დადგამდა. 1944 წელს გვატემალაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, არმია კაპიტან ხაკომო არბენსის ხელმძღვანელობით ხალხის მხარეს გადავიდა და უბიკის რეჟიმი დაემხო.

იმავე წლის დეკემბერში გვატემალაში ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები. 1945 წელს კი მიიღეს პირველი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს ავტონომია მიანიჭა; ადამიანებს უფლება მიეცათ, გაეფორმებინათ შრომითი ხელშეკრულება, შეექმნათ პროფკავშირები და მოეთხოვათ სოციალური უზრუნველყოფა. ბუნებრივი წიაღისეული და სიმდიდრეები სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადდა. 1945 წლის 15 მარტს დროებითმა რევოლუციურმა კომიტეტმა უფლებამოსილება 6 წლით არჩეულ პრეზიდენტ ხუან ხოსე არევალოს გადასცა. მშრომელთა ცხოვრების დონე სწრაფად უმჯობესდებოდა. უცხოური სანავთობე კომპანიების მოღვაწეობაზე კი სახელმწიფო კონტროლი დაწესდა. 1951 წელს, ახალი არჩევნების შედეგების მიხედვით, გვატემალის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა 1944 წლის რევოლუციის გმირმა ხაკობო არბენს გუსმანმა, რომლის მთავრობამაც 1952 წელს აგრარული რეფორმა განახორციელა და გლეხებს 600 ათასი ჰექტარი მიწა დაურიგა. “იუნაიტედ ფრუტ კომპანიმთავისი მიწების ნახევარზე მეტი დაკარგა. ვაშინგტონმა გვატემალა ამერიკის კონტინენტზე კომუნისტური საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.

მეთოდები

ეიზენჰაუერის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ისევე გასწორებოდა არბენსის ხელისუფლებას, როგორც გაუსწორდა ირანში მოსადიკის მთავრობას (იხ. “საქართველო და მსოფლიო” 2015 წ. #5) და ეს საქმე ცსს-ს დირექტორ ალენ დალესს მიანდო. დალესი დარწმუნებული იყო, რომ ლათიონამერიკულ გვატემალაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა გაცილებით იოლი იქნებოდა, ვიდრე ირანში. გვატემალის მეზობელი ქვეყნებიდან _ ჰონდურასიდან და ნიკარაგუიდან, რომლებიც აშშ-ის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ, შეიძლებოდა ადამიანების დაქირავება, მათი აღჭურვა იარაღით და გაწვრთნა სამხედრო ბაზებში.

ფსონი დაიდო ქვეყნის გარედან აგრესიაზე, რომელიც მხარდაჭერილი იქნებოდა შიგა ამბოხებით.

სამხედრო ინტერვენცია

ჰონდურასისა და ნიკარაგუის ტერიტორიებზე ჩამოაყალიბეს ანტისამთავრობო ბანდები კასტილიო არმასის ხელმძღვანელობით. 1954 წლის 18 ივნისს, გვატემალის ქალაქების დაბომბვის შემდეგ, ამერიკელების მიერ დაქირავებული არმასის რაზმები გვატემალაში შეიჭრნენ. მშრომელები მზად იყვნენ, იარაღით ხელში დაეცვათ სამშობლო, მაგრამ მათ არმიამ უღალატა. დაიბომბა ქვეყნის მთავარი პორტი სან ხოსე, ჰონდურასში მოქმედმა ცსს რადიოსადგურმა ჩაახშო გვატემალის სამთავრობო რადიოსადგური და დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება თავდამსხმელთა უპირატესობაზე, 25 დეკემბერს კი ქვეყნის დედაქალაქი გვატემალა დაიბომბა. ორი დღის შემდეგ ხაკობო არბენსი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და უფლებამოსილებები ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალს _ ენრიკე დიასს გადასცა, რომელმაც განაგრძო ბრძოლა აშშის მიერ დაქირავებულთა წინააღმდეგ.

ჰონდურასიდან გვატემალაში შეჭრისთანავე კასტილიო არმასის რაზმებმა ადგილობრივი ხელისუფლების მომხრეების დახვრეტა და დიდი ქალაქების დაბომბვა დაიწყეს. კუბის რევოლუციის მომავალი კომანდანტე (1959 წ.) და კუბის სახელმწიფო მოღვაწე ერნესტო ჩე გევარა დაქირავებული რაზმების წინააღმდეგ ბროლაში ჩაერთო. ის ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფთან ერთად იბრძოდა და ადგილობრივებს იარაღსაც აწვდიდა.

ხაკობო არბენს გუსმენის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკელებმა და მისმა დამქაშებმა გვატემალაში ჩე გევარა “საშიშ კომუნისტად” გამოაცხადეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ მან არბენსის რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად თავი გვატემალაში არგენტინის საელჩოს შეაფარა, იქიდან კი მექსიკაში გაიქცა.

ოპერაციის შედეგი

1954 წლის 29 ივნისს გვატემალაში შეიქმნა სამხედრო ხუნტა, რომელმაც ხელისუფლება კასტილიო არმასს გადასცა. კონტრრევოლუციის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში ტერორი დაიწყო. არმასის დიქტატორულმა რეჟიმმა რეპრესიების ტალღა დაატეხა თავს მემარცხენეებსა და მშრომელებს. ასობით ადამიანი მოკლეს, ათასობით _ დააპატიმრეს. აიკრძალა პარტიები და პროფკავშირები, გაუქმდა 1945 წლის კონსტიტუცია, შეწყდა აგრარული რეფორმა, “იუნაიტედ ფრუტ კომპანის” აღუდგინეს შეღავათები. პირველი 4 თვის განმავლობაში 72 ათასი კაცი კომუნისტად გამოაცხადეს, მოგვიანებით ასეთი ადამიანების რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გვატემალის უშიშროების სამსახურის ოფიცრები ქმნიდნენ ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებს ხოცავდნენ.

ოპერაციის მნიშვნელობა აშშისთვის

გვატემალაში განხორციელებული ოპერაციის შედეგები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1957 წლის 1 აპრილს ბიულეტენში (#6465) ოთხ პარაგრაფად ჩამოაყალიბა შემდეგი სათაურებით:

1. “იუნაიტედ ფრუტ კომპანისმიერ გვატემალის მთავრობასთან გაფორმდა არბენსის ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული საკუთრების (234 ათასი აკრი მიწის) დაბრუნების შესახებ ხელშეკრულება;

2. გაუქმდა უცხოური კაპიტალიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადის დაწესების შესახებ კანონი;

3. აშშსა და გვატემალის ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტიციების გარანტიების შესახებ;

4. შემუშავდა ნავთობის შესახებ ახალი და უფრო სარგებლიანი კანონი.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ აშშ-ის 27 სანავთობო კომპანიამ დაიწყო გვატემალაში საბადოების დაზვერვა და ნავთობის მოპოვება.

ოპერაციის მნიშვნელობა გვატემალისთვის

1954 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გვატემალაში ანტისახალხო დიქტატურა მძვინვარებდა. ქვეყნის პროგრესული ნაწილის წინააღმდეგ “ჯვაროსნული ლაშქრობა” გამოცხადდა, მასობრივი დაპატიმრებებით, წამებებითა და მკვლელობებით. ადგილობრივი უშიშროების აგენტებისა და გვატემალის ე.წ. ულტრამემარჯვენეების ხელით, რომლებსაც მთავრობა მფარველობს, ყოველწლიურად 200-მდე ადამიანი იხოცება პოლიტიკური მოტივებით. სან კარლოსის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კუევას დელ სიდი წერდა: “20 წელიწადზე მეტია, ეს დრამა გრძელდება. სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ძალადობა მართვის საშუალებად იქცა. .. ნაციონალური უსაფრთხოებისა და კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ახშობენ ეროვნულ გრძნობებს, ოპოზიციურობის ნებისმიერ გამოვლენას”.

უნგრეთი. 1956 . ოპერაციაფოკუსი”. პირველინარინჯისფერი რევოლუციაცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სცენარით

1956 წლის იანვარში აშშ-ის სამხედრო დაზვერვამ მოამზადა მოხსენება _ “უნგრეთი: წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიურობა და პოტენციალი”, რომელიც უნგრეთის სახალხო რესპუბლიკას “აშშ-ის სპეციალური ძალების” მოქმედების კუთხით განიხილავდა. მოხსენებაში მოყვანილი იყო უნგრეთში პოლიტიკური განწყობილებების თავისებურებები, რომლებიც ამსუბუქებდა ამოცანას: “უკმაყოფილების გადაყვანას აქტიური წინააღმდეგობის ფაზაში”. ეს თავისებურებები, აშშ-ის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელთა აზრით, იყო ანტისლავური და ანტისემიტური განწყობები მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში, აგრეთვე, სიმპათია ჰიტლერული გერმანიის მიმართ.

1945 წელს, ფაშიზმისგან ევროპის გათავისუფლებისას, საბჭოთა არმიამ უნგრეთში პროფაშისტური რეჟიმი დაამხო. ბუდაპეშტის გათავისუფლების შემდეგ, პოტსდამის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, საბჭოთა არმია უნგრეთში უნდა დარჩენილიყო ამ ქვეყნის საბოლოო დენაციფიკაციამდე, მაგრამ ქვეყანაში ნაცისტური ჯგუფები ყოველთვის არსებობდა დასავლეთის მხარდაჭერის გამო. ასეთი ჯგუფი უნგრეთში ბევრი იყო 1956 წელს და XX საუკუნის მეორე ნახევარში.

1989 წელს, სოციალისტური წყობილების დამხობის შემდეგ, უნგრეთში აღორძინდა მემარჯვენე ექსტრემისტული და ნახევრადფაშისტური პარტიები, რომლებიც ცდილობენ უნგრული ფაშიზმი (“ჰუნგარიზმი”) ოფიციალური იდეოლოგიის რანგში აიყვანონ. მათგან ყველაზე დიდია “პარტია უკეთესი უნგრეთისთვის”, რომლის ნახევრადსამხედრო ორგანიზაცია გაერთიანებულია ჯგუფ “უნგრეთის გვარდიაში”.

ჩარევის საბაბი

უნგრეთის სახალხო რესპუბლიკამ (1944 წლიდან) ბევრ წარმატებას მიაღწია სოციალისტური ეკონომიკის განვითარების საქმეში. ჩატარდა აგრარული რეფორმა. გაიზარდა მრეწველობის მოცულობა. 1950 წელს განხორციელებული ნაციონალიზაციის შემდეგ სახელმწიფო სექტორმა წამყვანი პოზიცია დაიკავა.

უნგრეთის რეაქციული ძალები, დასავლეთის უწინარესად, აშშ-ის მხარდაჭერით, აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყანაში დაწყებულ ეკონომიკურ გარდაქმნებს. 1948 წელს სამართალდამცველებმა კომპანია “სტანდარტ ოილის” შვილობილ უნგრულ-ამერიკულ ფირმა “მაორტში” საბოტაჟის ჯგუფი გამოავლინეს.

1937 წელს უნგრეთში ნავთობით მდიდარი საბადო (ბუდაფა) აღმოაჩინეს და 1939 წელს უნგრეთის სახელმწიფომ და კომპანია EUROGASCO-მ დააფუძნეს ნავთობის მრეწველობის უნგრულ-ამერიკული სააქციო საზოგადოება MAORT-ი, რომელმაც სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების შესასრულებლად ქალაქ ნაგიკანიჟაში შექმნა ფილიალი.

ეს ფილიალი ნაციონალიზაციის (1948) შემდეგ, 1954 წელს, ნავთობმრეწველობის მანქანათმშენებლობის საწარმოდ გადაკეთდა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here