Home ახალი ამბები საქართველო აუჯანყდით, აუჯანყდით საკუთარ თავს!

აუჯანყდით, აუჯანყდით საკუთარ თავს!

279

ევროკავშირის ელჩმა თავზარდამცემი ამბავი გვაუწყა: „ევროპამ მის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ოცდაათი მილიონი ევრო გაყინა“. გაყინა, ანუ უარი გვითხრა ამ თანხის გადმოცემაზე. უბედურება აქ ამ თანხის დაკარგვა კი არ არის, რასაც როგორმე გადავიტანთ, უბედურება სხვა რამეა. სხვათა  შორის, არც ის არის მთავარი უბედურება, რომ ევროპამ (მთლიანად დასავლეთმა) ჩვენზე გული აიყარა. ამასაც როგორმე გავუძლებთ, მაგრამ დასავლეთმა ჩვენზე გული იმდენად აიყარა, რომ გვსჯის უკვე  თანმიმდევრულად, მკაცრად, უსამართლოდ და სასტიკად. უბედურება სწორედ ის სასჯელია, რომელსაც გვიმზადებ, რადგან იგი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე დასჯას ეხება, დასავლეთი არ ხუმრობს, ვინაიდან დასჯას ის არამხოლოდ ანგარიშსწორებისა და შურისძიების მიზნით მიმართავ, არამედ სხვებისთვის დასანახი მაგალითის მნიშვნელობასაც ანიჭებ. მა საბოლოოდ  ჩაიქნი ხელი საქართველოს დღევანდელ მმართველებზე, რომლებმაც ურჩობა დაიწყეს და ხშირად აპელირებენ დასავლეთისთვის ყოვლად მიუღებელი და ყურისმომჭრელი სუვერენიტეტის ცნებით. ევროკავშირის ელჩმა ზუსტად ეს გვითხრა: „ახლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაბალი წერტილია.

რა დავუშავეთ და რით გავანაწყენეთ ევროპა ისე, რომ ამ ურთულეს ვითარებაში თავდაცვის დაფინანსება შეგვიწყვიტეს და ბედის ანაბარა დაგვტოვეს? თვითონ არ გაჰკივიან, რუსეთი უკრაინის საკითხს როდესაც მორჩება, ევროპისკენ გაიწევსო? მათთვის აქამდე თუ ევროპა ვიყავით, ახლა აღარ ვართ? აქამდე ხომ იმას გვიმტკიცებდნენ, რომ მათი მფარველობის გარეშე რუსეთი გადაგვყლაპავდა, ახლა რატომ აიღეს ხელი ჩვენზე? ერთი სიტყვით, უმძიმესი ვითარებაა, მაგრამ ევროკავშირის ელჩმა ეს საშინელი ინფორმაცია არ გვაკმარა: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ გასული წლის დეკემბერში მოიპოვა, მაგრამ ბლოკმა არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისის ამჟამინდელი პოლიტიკის გამო  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ფაქტობრივად, გაყინულია. ევროკავშირის პატივცემულმა წარმომადგენელმა ესეც იცოტავა და სრულიად არაელჩური პირდაპირობით მოგვახალა: ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა ნაბიჯებიც იქნება!” ჩვენგან ნალოლიავებმა ევროპამ მისი ელჩის პირით მთელი ქვეყანა ბავშვებივით დაგვტუქსა და კედელთან დაგვაყენა, სამომავლოდ კი ასეთი სიტყვებითაც „გაგვახარა”: „ბლოკი ეტაპობრივად შეამცირებს დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის და ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერისკენ გადაინაცვლებს”.  ევროკავშირმა მისი ელჩის პირით ის გვითხრა, რომ ქართველი ხალხის ბედი მათ უკვე აღარ აინტერესებთ, ახლა ქართველების დაუძინებელი მტერები უნდა დააფინანსონ და გააძლიერონ. ზუსტად ასე უნდა გავიგოთ ელჩის ეს ნათქვამი, რაც მთლიანობაში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ცაზე შავი, მძიმე ღრუბელი  იკრიბება.

ეს მხოლოდ ევროპის გადაწყვეტილება არ არის. ევროპა, მოგეხსენებათ, აშშ-ის ვასალია, ამიტომ ჩვენ მიმართ ევროპის ეს ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება იქიდან არის ნასაზრდოები და ნაკარნახები. ევროკავშირის ელჩის ამ განცხადებას  აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უსწრებდა, რომლითაც ცნობილი შეიქნა, რომ პენტაგონმა საქართველოში დადგეგმილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: “30 მაისს აშშ მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებს შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს დასავლეთი მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად” .

ძალიანაც კარგი, თავს თუ დაგვანებებენ, ამას რა სჯობს, მაგრამ არ არიან ისინი ისე წამსვლელები, რომ კიდევ ერთხელ არ დაღვარონ ქართველი ხალხის სისხლი და ცრემლი.

ახლა, როდესაც ვაშინგტონში ნატოს 75-ე წელიწადს დიდი ზარ-ზეიმითა  და პომპეზურობით აღნიშნავენ, სინამდვილეში კი ახალ უბედურებასა და ტრაგედიებს გეგმავენ, ევროპარლამენტის დეპუტატმა ირლანდიიდან – მიკ უოლესმა ნატოს ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა.  ნატო ტერორისტული ორგანიზაციაა. იგი სისხლით არის მოსვრილი და სახურება აშშისა და მისი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ინტერესებს“, – განაცხადა მან. ზუსტი შეფასებაა. ტერორისტული ორგანიზაციებით მოფენილ პლანეტას არ უნახავს ისეთი მძლავრი, ისეთი  სასტიკი და ისეთი  ბოროტი ტერორისტული ორგანიზაცია, როგორიც არის ეს ათასგზის წყეული ნატო.

ასეთია ვითარება, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს. დასავლეთის მხრიდან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია, ოღონდ არა იმ მიმართულებით, რომ ქართველმა ხალხმა მისი ურყევი ნება ამ გზით გამოხატოს და უმრავლესობის გადაწყვეტილებას უმცირესობა ისე დაემორჩილოს, როგორც ამას დემოკრატია მოითხოვს, არამედ იმ მიმართულებით, რომ არჩევნების გამოყენებით ქაოსი და დესტაბილიზაცია დაიწყოს, რომელიც „უკრაინულ მაიდანში” გადაიზრდება და ქვეყანას სისხლიან ბატალიებში ჩაძირავს. ეს კი უმოკლესი გზაა რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის ინსპირირებისკენ, ვინაიდან დასავლეთი ამ ხელსაყრელ მომენტს ხელიდან ისე არ გაუშვებს, რომ მისგან მაქსიმუმი არ გამოწუროს. დასავლეთი ისევე არ მოგვეშვება ჩვენც, როგორც უკრაინას არ ეშვება და სრულ გენოციდს უწყობს, რათა განვითარების ისტორიულ გზას სამუდამოდ აცდენილი და დასავლურად შეშლილი უკრაინელი ხალხის ხელით მისი ბინძური საქმე აკეთოს, რომელსაც, როგორც ისინი ვარაუდობენ, რუსეთის დამარცხება და დაშლა თუ არა, მისი დასუსტება მაინც მოჰყვბა. დიდი ამბავი,  დასავლეთის ამ „ნათელი ჩანაფიქრის” განხორციელებას ერთი ორმოცდახუთმილიონიანი სახელმწიფო თუ შეეწირება! ასე ფიქრობენ ისინი, ეს არის მათი აბსოლუტურად ამორალური სახე. ვაშინგტონში ნატოს სამიტზე უკრაინას 2025 წლისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას შეჰპირდნენ. დახმარება ჰქვია ამას? ეს ხომ თვითმკვლელობის წახალისება და უკრაინელი ხალხის დასამარებისთვის (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ხელისშეწყობაა.

აი, ამ გზით მიაქანებენ საქართველოსაც. ის, რის შესახებაც ვსაუბრობ, რეალური კი არა, თითქმის გარდაუვალი საფრთხეა. აშშ და ევროპა ამისთვის მზად არიან. მათიმეხუთე კოლონისწამომადგენლებს საქართველოში კი ერთი სული აქვთ , როდის იკრავენ სისხლის სუნს, რათა თავიანთი ბინძური პოლიტიკური და მატერიალური ვნებები  როგორმე დაიკმაყოფილონ. ხალხი არჩევნებისთვის ემზადება, სადაც იგი (ამის საშუალებას თუ მისცემენ) საბოლოოდ  ეტყვის უარს დასავლეთის აგენტოკრატიას საქართველოში, დასავლეთი და მათი აგენტები კი, როდესაც ხალხის ნებითა და დასტურით გადაწყვეტილ საქმეებზე ფიქრობენ, ჩუმად ხითხითებენ, რადგან მათზე უკეთესად არავინ იცის,  ვინ წყვეტს სახელმწიფო და ეროვნულ (მათ შორის არჩევნების) საკითხებს ჩვენნაირ კოლონიურ სახელმწიფოებში, სადაც ამერიკელები უბოდიშოდ აფათურებენ ხელებს საშინაო საქმეებში. საკითხებს, რა თქმა უნდა, მათი  სპეცსამსახურები წყვეტენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღეს ისინი შედეგებს ტოტალურად აყალბებენ. არა, ისინი ასე მარტივი კატეგორიებით არ ხელმძღვანელობენ. მათ საქმე წინასწარ და მრავალი მხრიდან მიჰყავთ იმ მიმართულებით, რომ  სასურველი შედეგი თავისთავად, უხეში ფალსიფიკაციის გარეშეც დადგეს. ასე მიიყვანეს მათ საქმე 1990 წელს იქამდე, რომ საბჭოთა კავშირის სათავეში მოქცეულმა დასავლეთის აგენტებმა (ვითომ კომუნისტებმა:  გორბაჩოვმა, შევარდნაძე, იაკოვლევმა) საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მოყვანილი გუმბარიძის ხელით საქართველო ამერიკულად მოაზროვნე .. ეროვნულ მოძრაობას ანუ თავიანთ აგენტურას გადააბარეს. რაც მთავარია, ეს ხალხის ნებითა  და ხალხის ხელით (არჩევნების გზით) გააკეთეს, მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო საქართველოსა და ქართველი ხალხის გაუბედურება. სამწუხაროდ, არ არსებობდა არც ის ძალა, რომელიც ამას გაიაზრებდა და, მით უფრო არ არსებობდა ის ძალა, რომელიც ამას წინ აღუდგებოდა. საქართველოში ამ .. ეროვნული ძალის მოსვლას უნდა მოჰყოლოდა ეთნოკონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა და რუსეთთან დაპირისპირება, ომლები საქართველოს ამერიკულ კოლონიად ჩამოყალიბებისა და ჩვენს ტერიტორიებზე ნატოს სამხედრო პლაცდარმის დაფუძნების წინაპირობად იქცეოდა. ასეც მოხდა.

დღეს საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქედან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას. იმხანად თუ არ ვიცოდით,  რას რა მოჰყვებოდა, დღეს ხომ ვიცით, მაგრამ ეს ცოდნა საქმეს ვერ შველის, ვინაიდან სპეციალური პოლიტიკური მანქანა, რომელსაც ამ მიმართულებით მივყავართ, უკვე დაძრულია. მისი შეჩერება კი ისევე შეუძლებელია, როგორც იმ მანქანისა, რომელიც გზიდან გადავიდა და პირი უფსკრულისკენ ქნა. ერთადერთი, რასაც ვითარების  ხსნა ჯერ კიდევ შეუძლია, დასავლეთიდან რუსეთის მიმართულებით მთავრობის მკვეთრი შემობრუნება იქნება. უთხარით დასავლეთს, რომ მათი ბოროტი ზრახვები გაშიფრულია და ხმამაღლა მოთხოვეთ, ხელი აიღონ იმ ბინძურ პროვოკაციის რეალიზებაზე, რომელსაც საქართველოში გეგმავენ. ამის პარალელურად ჩადით რუსეთში, როგორც ჩინეთის ლიდერი  სი ძინპინი ჩავიდა, როგორც ინდოეთის ლიდერი ნარენდრა მოდი ჩავიდა, როგორც უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი ჩავიდა, როგორც მრავალი სხვა ლიდერი ჩავიდა. ჩადით და პრეზიდენტ პუტინს ყოველგვარი ყოყმანისა და მიეთ-მოეთის გარეშე მტკიცედ და გადაწყვეტით უთხარით, რომ დასავლეთთან ფარისევლური თამაშები უკვე დამთავრებულია და, მოახლოებული გლობალური დაპირისპირების ფონზე, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის მზად ხართ. უთხარით, რომ საქართველო დასავლურ ფაშიზმთან ბრძოლაში ახლაც ისევე დადგება რუსეთის გვერდით, როგორც დიდი სამამულო ომის დროს იდგა. ამაში იქნება არა მხოლოდ უიმედო ვითარებიდან  ხსნა, არამედ იმ დიდი ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც, რომელიც დასავლეთმა ბოლო ოცდათხუთმეტი წელიწადის განმავლობაში, უკაცრავად პასუხია, თავზე გადაგახიათ. ამ ნაბიჯის გადადგმას იმიტომ გირჩევთ, რომ მას ჩვენთვის იმ მსხვერპლის არიდება შეუძლია, რომელსაც  საქართველოში უკრაინული სირეგვნის გამოვლენა აუცილებლად მოჰყვება. პოლიტიკური შედეგის თვალსაზრისით თქვენი ესა თუ ის ნაბიჯი ახლა უკვე ვეღარაფერს შეცვლის, რადგან ახალი მსოფლიო წესრიგი საქართველოს მონაწილეობის გარეშეც ჩამოყალიბდება, რომელშიც ჩვენ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიმძიმის აღმოსავლურ ცენტრში აღმოვჩნდებით და, საბოლოო ჯამში, რუსეთის მოკავშირედ და მის სტრატეგიულ პარტნიორად ჩამოვყალიბდებით. ამას ახლა ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ყველაფერი ჩვენი მონაწილეობის გარეშე რომ არ მოხდეს და  სადღაც ჩვენი აზრიც რომ იყოს გათვალისწინებული, გირჩევთ,  ასე მოიქეცით, თუმცა ისიც ვიცი, რომ ამისთვის მზად არ ხართ. ეს ნაბიჯი რომ გადადგათ, სოროსის სკოლა არ უნდა გქონდეთ გამოვლილი და ტვინი ლიბერალურ ფაშიზმთან შეხებით არ უნდა გქონდეთ დაზიანებული. რუსოფობიაც არ უნდა გჭირდეთ და დასავლური იდეოლოგის ბანგით არ უნდა იყოთ ნაქეიფარი. მესმის, რომ საკუთარი (ნასოროსალი) თავის წინააღმდეგ წასვლის ძალა არ შეგწევთ, მაგრამ იმ თუნდაც უძლური საკუთარი თავის, საკუთარი ღირსებისა და თავმოყვარეობის გადასარჩენად მაინც უნდა მოიქცეთ ასე; იმის გამო მაინც უნდა მოიქცეთ ასე, რომ სხვა გამოსავალი არ დაგიტოვეს, ყველა სხვა გზა მოგიჭრეს, არჩევნების შემდეგ კი თქვენზე თავიანთი სისხლიანი ხელების შეხოცვას აპირებენ. ამდენი დამცირების ატანას ერთი თუნდაც სარისკო და საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა არ სჯობს? სჯობს, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვის წინაშე ამბოხს საკუთარი თავის წინაშე ამბოხი თუ არ უძღვის, ძნელია იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ აღარ ემორჩილები ვიღაცას, რომ აღარ გსურს ვიღაცის უზრუნველყოფილ მონად დარჩენა. იმასაც შეგახსენებთ, რომ უმოქმედობა ეპოქის ჭაობში ჩაგითრევთ, ისტორიულმა გადაწყვეტილებამ კი, რომლისკენაც მე მოგიწოდებთ, თქვენს  სულებთან ერთად იქნებ თქვენი სამშობლოც იხსნას იმ უაზრო  სისხლისღვრისგან, ომელი  უკრაინას დამართეს მისმა რეგვენმა და უძღებმა შვილებმა. ჩაიხედეთ საკუთარ სულში, ვინ იცის, იქნებ შეგწევთ ძალა გმირობისა. აუჯანყდით, აუჯანყდით საკუთარ თავს, რათა სატანისთვის ზურგის შექცევა და თისკენ შემობრუნება შეძლოთ!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here