Home რუბრიკები საზოგადოება რა დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ოზონოთერაპია და რამდენად ეფექტურია იგი

რა დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ოზონოთერაპია და რამდენად ეფექტურია იგი

2262

ოზონოთერაპიას საუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განვითარებული. საქართველოში  ოზონოთერაპიის პირველი კლინიკა 2011 წელს ექიმმა ოზონოთერაპევტმა ადა მჭედლიძემ გახსნა, რომელიც მედიცინის ამ დარგს 8 წლის განმავლობაში გერმანიაში ეუფლებოდა. რას წარმოადგენს ოზონოთერაპია და რა დაავადებების შემთხვევაშია იგი ეფექტური, ამის შესახებ ქალბატონი ადა თვითონ გვიამბობს.


რა არის ოზონოთერაპია და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი?

_ ოზონოთერაპია არის ნატურალური, კეთილშობილი თერაპია, რომელიც ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს და აძლიერებს. მოგეხენებათ, ჟანგბადით მდიდარ გარემოში ვერანაირი დაავადების გამომწვევი პარაზიტი: იქნება ეს სოკო, ვირუსი თუ ბაქტერია, ვერ ცოცხლობს და სწორედ ეს განაპირობებს ოზონოთერაპიის ეფექტურობას. იგი კაპილარულ დონეზე აღადგენს სისხლის მიმოქცევას და ყველა ორგანოს ჟანგბადით მდიდარი, ჯანსაღი სისხლი მიეწოდება.

იგი მრავალი სხვადასხვა დაავადებისას გამოიყენება. კერძოდ, ოზონოთერაპია ეფექტურად გამოიყენება კარდიოლოგიაში, პულმონოლოგიაში, გინეკოლოგიაში, ნევროლოგიაში, ინფექციური დაავადებების დროს და ა. შ.

_ მკურნალობისას რამდენად სწრაფად მიიღწევა შედეგი და აქვს თუ არა თერაპიას გვერდითი მოვლენები?

_ ვინაიდან ოზონოთერაპია ნატურალური თერაპიაა, მას არანაირი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. პირიქით, იგი სისტემური თერაპიაა და შესაძლოა, პაციენტს, გარდა იმისა, რაზეც მკურნალობს კონკრეტულ შემთხვევაში,  სხვა  რამეზეც მოუხდეს.

თერაპია საკმაოდ სწრაფმოქმედია და ჩვენი პაციენტები შედეგს მკურნალობის დაწყებიდან მალევე ამჩნევენ. აქ, რა თქმა უნდა, სუბიექტური ფაქტორებიც ახდენს გავლენას.

_ სად მდებარეობს თქვენი კლინიკა და როგორ ხდება პაციენტების მიღება?

ჩვენი კლინიკის მისამართია:

მცხეთის ქუჩა #8 (მრგვალ ბაღთან).

პაციენტების მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, ტელ: 225-31-39 ან 571-25-55-33;

კონსულტაცია უფასოა!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here