Home რუბრიკები საზოგადოება გარემო, რომელსაც მარტივად შეიძენ

გარემო, რომელსაც მარტივად შეიძენ

შესაძლებელია ეს ვარაუდი, რომელიც თომას გედმა გამოთქვა უფრო მეტად გაგიძლიერდეთ, როდესაც თბილისის ახალ უბანს _ დირსის აღმოაჩენთ. გარემო, რომელიც მდინარე მტკვარსა და ჩოლოყაშვილის ქუჩას შორის დაგხვდებათ, რადიკალურად განსხვავდება იმ თბილისური რეალობისგან, რომელიც აქამდე გინახავთ. ეს არის პატარა, ევროპული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც არც მანქანის გამონაბოლქვი და არც მტვერია. 


ეზოები დაქსელილია ველოსიპედის ბილიკებით, ბავშვებისთვის ფერადი სათამაშო ატრაქციონები დგას, უფროსებისთვის _ ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები. მაშინ კი, როდესაც კორპუსებს თვალს ააყოლებთ, ევროპიდან მოულოდნელად აღმოჩნდებით ამერიკაში, ვინაიდან ეს ცათამბჯენი სახლები ევროპის, მითუმეტეს თბილისის არქიტექტურისთვის ნამდვილად უცხოა. დირსიში უკვე თერთმეტი – 18, 20 და 26-სართულიანი კორპუსები დგას. მოკლედ, თუკი ორთაჭალისა და ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ნაპირას ბოლო ორი წლის განმავლობაში არ გაგივლიათ, იქ ყველაფერი შეცვლილი და გადასხვანაირებული დაგხვდებათ. დირსის სახით თბილისში კიდევ ერთი ახალი უბანი დგას, საბავშვო ბაღებით, კომერციული ობიექტებით, მშენებარე სკოლითა და სავაჭრო ცენტრებით. თუკი ერთხელ ნახავთ და მოიხიბლებით, სავარაუდოა, რომ დაინტერესდებით ფასითაც. სწორედ ფასისა და საგადასახდო პირობების გასარკვევად ვესტუმრეთ კომპანიაას ჯორჯიასდირექტორს და დეტალების დაზუსტება ვთხოვეთ.

_ თბილისში ბევრს საუბრობენ დირსიზე. ბოლო დროა, ეს საცხოვრებელი კომპლექსი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ რამდენად ხელმისაწვდომია ის მობინადრეებისთვის?

_ დირსი ნამდვილად არის გარემო, რომელიც თბილისს აკლდა _ დასრულებული, გარემონტებული ბინები მოპირკეთებულ და გამწვანებულ ეზოებში. ერთი შეხედვით, ყველაფერი იმდენად მასშტაბური და პომპეზურია, რომ შეიძლება გაიფიქროთ კიდეც, ეს ელიტური კლასის საცხოვრებელია და მასობრივად ხალხი აქ ბინას ვერ იყიდისო, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. დირსიში 1 კვმ-ის ღირებულება 900 დოლარია. ბუნებრივია, ჩვენ ვგეგმავთ ფასის მატებას ახალი წლიდან, ვინაიდან ეს მართლაც არარეალურად დაბალი ფასია უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაში შესული უძრავი ქონებისთვის, თუმცა, ფასის გარდა, ჩვენს კომპლექსში უამრავი საინტერესო აქცია მოქმედებს, რომლებიც მობინადრეს ბინის შეძენას უმარტივებს.

ჩვენ გვინდოდა დირსიში ბინის შეძენის მსურველებისთვის ისეთი გადახდის სისტემა შეგვეთავაზებინა, რომელიც ხელსაყრელი და მოქნილი იქნებოდა. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ ერთ-ერთი იპოთეკური პროექტი და გავაფორმეთ ხელშეკრულება “ვითიბი” ბანკთან. პროექტმა ნამდვილად გაამართლა. იპოთეკურ სესხს ბანკი 10 წლამდე ვადით, წლიური განაკვეთით 11-დან 13 %-მდე გასცემს. პირველადი მინიმალური შენატანი 30 %-ია, თუმცა ამ პირობებში განსაკუთრებული ის არის, რომ სესხის აღება და ბინის შეძენა ყველას განურჩევლად შეუძლია. მთავარია სურვილი, პირადობის მოწმობა და პირველადი მინიმალური შენატანი 30%, ბინა უკვე თქვენია და, რაც მთავარია, მისი მშენებლობაც დასრულებულია _ ეს არის დირსის იპოთეკის მთავარი უპირატესობა. 

_ ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ თქვენ იპოთეკა პირადობის მოწმობის გარეშე უფრო მეტად ხელსაყრელი და მოქნილი გახადეთ. კონკრეტულად რა დაამატეთ ამ პროდუქტს?

_ ახალ წელს არ გვინდოდა ბაზარზე  სტანდარტული, ჩვეული აქციით გამოვსულიყავით. გვინდოდა, მომხმარებლისთვის რაიმე განსაკუთრებული შემოგვეთავაზებინა. მართალია, მარტივი იპოთეკა პირადობის მოწმობით თავისთავად უკვე არაჩვეულებრივი შეთავაზებაა, მაგრამ იმ მობინადრეებს, რომელთაც  პირველადი შესატანი 30 % ამ ეტაპზე არ აქვთ, შემდეგ აქციას ვთავაზობთ _  ბინის შეძენის მსურველს შეუძლია დირსიში უძრავი ქონება ამ დროისათვის მინიმალურ ფასად  _ 1 კვ მ 900 დოლარად შეიძინოს პირველადი 0%-იანი შენატანით, გააფორმოს კონტრაქტი და 6 თვის შემდეგ დატვირთოს ის “ვითიბი” ბანკის მარტივი იპოთეკით. რეალურად, მობინადრეს შანსი ეძლევა, დაჯავშნოს ბინა მინიმალურ ფასად და 6 თვის განმავლობაში მოაგროვოს პირველადი შენატანი _ 30%. აღნიშნული აქცია 20 იანვრამდე გაგრძელდება.

_ ცნობილია, რომ გარდა ამ საახალწლო აქციისა, დირსიში სხვა გადახდის სისტემებიც მოქმედებს.

_ ბუნებრივია, დირსიში კვლავ მოქმედებს ბინის შეძენის სხვა სისტემებიც; კონკრეტულად კი, შიგა განვადება 1 წლამდე ვადით და “რესპუბლიკა” ბანკის 15-წლიანი იპოთეკა.

ამ შემთხვევაში იპოთეკური სესხი შემოსავლების ანალიზით, ჩვეული პროცედურების მიხედვით მტკიცდება, თუმცა  მინიმალური პირველადი შენატანი გაცილებით დაბალია _ 20 %. წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 9-დან 11%-მდეა. აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დირსის მომავალ მობინადრეებში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here