Home რუბრიკები საზოგადოება ხუბუტიასთან დაკავშირებით…

ხუბუტიასთან დაკავშირებით…

1041

21 დეკემბერს რუსეთში “ქართველთა კავშირის” თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესტორან “თავადურში” ყოფნისას ამ დაწესებულების დაცვის თანამშრომლებმა სცემეს. ბიზნესმენმა თავისი გალახვა რატომღაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს _ ვლადიმერ პუტინს დაუკავშირა.


მიხეილ ხუბუტიას კეთილი საქმეების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის, არც ისაა საიდუმლო, რომ ბატონი ხუბუტია ხელგაშლილად ეხმარება უმწეოებს, რაც მისასალმებელია, ამდენად, სავსებით მიუღებელია ის ქირქილი, რომელიცნაცმოძრაობისაქტივისტებისა და მათი დამქაშების მხრიდან მოჰყვა მის სამარცხვინოდ წიხლქვეშ გაფენას რესტორანთავადურში”. მართალია, თვითონ ხუბუტიამ ამ სამარცხვინო გასილაქებას რატომღაც პოლიტიკური მოტივი მოარგო, მაგრამ, მედიის წარმომადგენელთა მტკიცებით, რესტორანში ადგილი ჰქონდა გამომტყვრალი და გავეშებული კლიენტის მორჯულებას

 ფიზიკური ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ უმჯობესია, გარემოცვამ მაინც ურჩიოს ქართულისა და რუსულის “მსუბუქად” მცოდნე კეთილ ადამიანს, რომ თავი შეიკავოს “საყველპურო” საჯარო გამოსვლებისგან შეუფერებელ ადგილებში, ვინაიდან მსგავსი, სოლიდური ადამიანისთვის შეუფერებელი ლექსიკითა და ინტელექტუალური “ბაგაჟით” ხაზგასმული გამოხდომები ძალიან ცუდად მოქმედებს და ღატაკ კონტექსტში წარმოაჩენს, როგორც ბატონი ხუბუტიას პერსონას, ასევე რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, რომელთა გურუდაც ბატონი მიხეილი საკუთარი თავის წარმოდგენას ცდილობს.

უმდიდრესი ქართული და რუსული ენების ცოდნის მწირი მარაგი ბატონ ხუბუტიას არ აძლევს საშუალებას, მონაწილეობდეს ნებისმიერ მოქმედებაში, რომელიც საყოფაცხოვრებო ფარგლებს სცდება და საჯარო სივრცეში გადადის. და როდესაც ბატონი მიხეილი ზოგადი განათლების კრიტიკული უკმარისობის ფონზე ჯიუტად მონაწილეობს საჯარო მოქმედებაში, ყველა მსგავი აქტი არის, უკეთეს შემთხვევაში, _ დაცინვის, ხოლო უარესში, როგორც რესტორანმათავადურმადაგვარწმუნა, – აგრესიის საგანი. რაც მთავარია, მრჩევლებმა აუცილებლად უნდა დარწმუნონ ბატონი ხუბუტია, რომ ის კატეგორიულად უნდა მოერიდოს იგავების გავრცელებას პუტინთან და რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან მითურ მეგობრობაზე – ეს კონტრპროდუქტიულია, ავნებს რუსულ-ქართულ ურთიერთობას და (როგორც რესტორან “თავადურში” დარწმუნდა) თვითონ ბატონი ხუბუტიას ჯანმრთელობასაც, რადგან სიცრუეს პუტინთან ძმაკაცობაზე არ შეიძლება ჰქონდეს გრძელი ფეხები და ეს მავნებლური ქოსატყუილობა ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვშიც მიიქცევს საჭირო ყურადღებას, რაც ბატონი ხუბუტიასთვის გაცილებით მძიმე პრობლემებს მოიტანს, ვიდრე ოთხიოდე ტანბრგე ყაზილარის მიერ წიხლქვეშ გაგდება. ასევე შერაცხადობას მოკლებულია (არა სადღაც რესტორანში, არამედტაბულა TV”- ტელეანონსში) ბატონი ხუბუტიას მტკიცება _ მე მიყვარს პუტინი, ამიტომაც ვარ მისი ფავორიტი

ძალადობა ბატონ ხუბუტიაზე, რა თქმა უნდა, დასაგმობია, მაგრამ ასევე დასაგმობია, რომ ხეპრეობის გამო, რესტორანში სამარცხვინოდ გალახულმა ადამიანმა დამსახურებული ალიყური არა საკუთარ თავკერძობას, არამედ პუტინთან მითურ მეგობრობას დააბრალო. და, საერთოდ, ხუბუტიას მიერ წარამარა რუსეთის პრეზიდენტის ხსენება, არის სამარცხვინო ქმედება. აბა, რა აზრი აქვს უსაგნო ტრაბახს, რომელიც მოტრაბახის, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაბღენძილობისა და ტლუობის გამო, დაცინვისა და გალახვის საგანი ხდება? ეს ყველაფერი ძირს უთხრის მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზების ყველა მცდელობას და ერთადერთი, რა შედეგიც მოაქვს, არის მოტრაბახის სამარცხვინო გასილაქება და დაცინვა.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს _ ხუბუტიას ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს. საქართველოში საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობით არაერთი ადამიანია დაკავებული, რომლებიც შევარდნაძის რეჟიმიდან მოყოლებული, არ მალავენ არარუსოფობურ შეხედულებებს და ათიოდე საშუალო გაქანების საქმოსანზე გაცილებით მეტს აკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათზე ზეწოლა იყო, მაგრამ არაც ერთ მათგანს არ მოსვლია აზრად აბსურდი, რომ ეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის დაებრალებინა. საქართველოში ძალიან უნდა “მოინდომო”, რომ თავი საყოველთაოდ საცემად და დასაცინად გაიხადო, თუმცა, ტელეანონსებით თუ ვიმსჯელებთ, საკმარისია, მიხვიდე “ტაბულას” ეთერში “მძიმე კაცთან” და იმდენი სისულელე ილაპარაკო, რომ გადაცემის ანონსიდანვე საყოველთაო დაცინვის, ხელმისაწვდომად კი _ გასილაქების ობიექტი გახდე.

1 COMMENT

  1. ასეთ სოლიდურ გამოცემას ასეთი უხეში შეცდომა ნამდვილად არ გეკადრებათ. რა იყო თქვე ჩემისებო კორექტორი არა გყავთ რომ სათაურში მაინც დაწეროთ უშეცდომოდ? რომ წერთ – "ხუბუტიასთან დაკავშირებით" – ო, კეთილი ინებეთ და ვიზეც წერთ იმისი სახელ-გვარი მაინც გადმოეცით შეცდომის გარეშე. ამ ცოცარს ქვია მიхуйლ Хуйბუტია…
    Хуйბუტია,მიхуйლ – ANDESTEAN?

  2. რამდენი მი-хуйло გვყოლია ქვეყნაში ერთი სააკიანი,მეორე მაჭავარიანი, მესამე ძალად ვარსკვლავთმრიცხველი ცაგარელი, მეოთხე აგერ გაბუტული რა იყო მი-хуй-ლოების ვამრავლებთ?

  3. ეს ტუტუცი!!!!!!! საქართველო რუსეთის ურთიერთობის ფორპოსტში ესეთი და ამის ნაირი დეგენერატები რომ დგანან იმიტომაც არ იძვრის მკვდარი წერტილიდან არაფერი. რა მეტი არავინ მოგვეძებნება ვინმე ვინც ქართულ საღვისტომოს ჩაუდგება სათავეში?

  4. გიგის!რატო შე კაცო მიხეილ ჯავახიშვილი, მიშა მესხი, მიშა ხერგიანი…….ასე რომ ხუილოებიც და კარგებიც ყველა სახელში არის
    და კიდევ ერთი უზრდელი გინდა სოფლელი იყოს გინდა ქალაქელი მაინც უზრდელია და საკადრისიც მიუზღვეს„

  5. ამ კაცს თავში აუვარდა, აქაოდა დიასპორის საქმეებს განაგებს რუსეთში ყველაფრის უფლება აქვს ? ხოდა მოხვდა "ბაირამ დუდუკში"))))))))

  6. დღეს მიშა მესხის დაბადების დღეა და მოდი ნათელი მივაგოთ მის ხსოვნას იმდენი ქართველი და არაქართველი ადამიანისთვის აქვს სიამოვნება მინიჭებული ხოლო დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ სააკაშვილ,მაჭავარიან, ხუბუტია მიშებს გავარტყი!

  7. ამას ისეთი კავშირები აქვს კრემლში, როგორც მე თეთრ სახლში!!! იმენნა მაგარი აფერისტი კაცია!!

  8. ხუბუტიას რომ შეუძლია საკადრი პასუხის გაცემა კონკრეტულად და მარტივად შეგიძლიათ იმ რესტორანში იკითხოთ,ხოლო რაც შეეხება ინტელექტს და მარიფათს,ის ჯერ კიდევ 32 წლის გახლდათ მოსკოვის ოლქის ვაჭრობის მინისტრი!და რაც შეეხება მის კავშირს რუსეთის პრეზიდენტთან მართლაც რომ წარმოუდგენელია ბევრი ცალტვინა და ვიწრო აზროვნების,დამყაყებული პოლიტიკოსისასთვის თუ ვაიჟურნალისტისთვის.

  9. "იმენნა მაგარი აფერისტი კაცია!!"

    აფერისტი კი არა, იმენნნნნააააა მაგარი პიტალაააა!!!!!!!!!!!!

  10. ხუბუტიას ინტერვიუს რომ უყურე გადაცემაში მძიმე კაცთან, ისეთი შტაბეჭდილება შემექმნა,რომ ვიღაც მიშისტს უსმენდი. ისე, როგორც მახსოვს სურათებიც კი არსებობს მიშასთან ერთად რომ პოზირებდა ისეთი.

  11. ამ მასალაზე კომენტარები რომ ვნახე, ვიფიქრე მკითხველს რა გაუნათლებელი პრიმიტივისთვის დაუხარჯია თქო ვიფიქრე მისთვის ძვირფასი დრო.

  12. ხალხო, ხუბუტია ეხლა გაიგეთ რომ ნაგავია? ეს ისეთი კაცია, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერზე წამსვლელია. ეს ვირთხაა მოსკოვში, რომ არის პუტინისტობს აქ რომ არის ლიბერასტობს. ხუბუტია კლასიკური ტიპის ნაძირალაა!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here