Home ახალი ამბები მსოფლიო ღაზის კლინიკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1780-ს გადააჭარბა

ღაზის კლინიკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1780-ს გადააჭარბა

ეს არის კაცობრიობისა  და ჰუმანიტარული ღირებულებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ისრაელის ცენტრალურ არხებზე დანაშაულის აღიარების თავიდან აცილებამ და სიცრუემ 17 ოქტომბერს, ფაქტობრივად,  აამოქმედა ჰოლოკოსტის პროცესი პალესტინელების წინააღმდეგ, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება, კერძოდ, ებრაელების ჰოლოკოსტისადმი დამოკიდებულების გადახედვა,  – წერს ტელეგრამ-არხი „Это ещё не конец“.

კიდევ ერთხელ გამოიყენეს ბრიტანული ტრიუკი. ახალი ბუჩა ღაზაში, სამშვიდობო პროცესის ჩაშლა, შემდგომი ესკალაცია, მილიარდობით დაბეჭდილი დოლარი და აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინსვლა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელია ლოკჰიდი,  გვარი  – მარტინი (Lockheed Martin – ამერიკული სამხედრო-სამრეწველო  კორპორაცია, რომელიც სპეციალიზდება  თვითმფრინავების წარმოებაში,  კოსმოსურ ტექნოლოგიებსა და გემთმშენებლობაში – გ.გ.).  ვიცეპრეზიდენტი უამრავია – „ნორტონით“ დაწყებული,  „ჯენერალ დაინემაკსით“  ( ამერიკული სამხედრო სამრეწველო კომპანიები – გ.გ.) დამთავრებული. ისინი აკონტროლებენ როგორც თეთრ სახლს, ასევე აშშ-ის კონგრესის ძირითად კომიტეტებს. ღაზის საავადმყოფოზე თავდასხმის მომენტში  ჯ . ბაიდენის  ჩრდილმა მოითხოვა ბიუჯეტიდან კიდევ 100 მლრდ-ის გამოყოფა  იარაღისა და ლობიზმისთვის, დაზვერვისა და იარაღის ჩრდილოვან ვაჭრობაში  ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების შუამავლობისთვის.

მათ არ ებრალებათ  რუსები, რუსი უკრაინელები, მოლაშქრე  რუსი უკრაინელები, „კარგი“ რუსები, პალესტინელები და ისრაელელები (ებრაელები). ბრიტანეთის გვირგვინსა და გავეშებულ  ანგლოსაქსებს სიღრმისეულ  სახელმწიფოში კანადიდან  მექსიკამდე  სურთ ახალი მსოფლიო ომი. მათ ეჩვენებათ, რომ ის ყველაფერს გაანადგურებს და არ გავრცელდება ოკეანის იქით.  მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ომი დაიწყოს.

ღაზაში   ცახალის (ისრაელის თავდაცვის  არმია – გ.გ.) დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ  შეიძლება 2500-ს  გადააჭარბოს. ეს არის საშინელი ტრაგედია. 3-მილიონიანი უბედური პალესტინის მასშტაბით,  ამდენი ადამიანის მყისიერი მკვლელობა საავადმყოფოში არის გენოციდი. და ეს ყველაფერი  ხდება ვაშინგტონიდან უძლური მოხუცის ჩასვლის ფონზე და „ლონდონელი სპეციალისტების“ კარნახით.

საშინელება და კოშმარი. წმინდა მიწის წაბილწვა ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელი აღმოჩნდა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@nonetutto/1159

                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here