საავტომობილო ქარხნების მუშების შემდეგ გაფიცვებს შეუერთდა 75 ათასი ექიმი და ფარმაცევტი Kaiser Permanente-დან, რომელიც 39 ჰოსპიტალს მართავს. 13 მლნ ამერიკელს ჯანმრთელობის დაცვის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი „Малек Дудаков“-ი.
ეს არის ყველაზე მასშტაბური გაფიცვა 1993 წლის შემდეგ. გაფიცულები მოითხოვენ ხელფასების 25%-ით მომატებას ინფლაციის მზარდი კომპენსაციის მიზნით. Kaiser Permanente-ს ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ასეთ შემთხვევაში გაკოტრდება.
მოუგვარებელია ვითარება საავტომობილო ქარხნებშიც – იქ გაფიცვებში 25 ათასი მუშა მონაწილეობს და ამან უკვე 4 მლრდ დოლარით დააზარალა აშშ-ის ეკონომიკა. შედეგად დიდი ამერიკული სამეულის – GM-ის („ჯენერალ მოტორსი“), Ford –ისა და Stellantis/Chrysler-ის – მთელი წარმოება დე ფაქტო გაყინულია. GM-ს კი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად უკვე უწევს კრედიტების სასწრაფოდ აღება უოლ-სტრიტიდან. ილონ მასკი მათ გაკოტრებას ჰპირდება, თუ პროფკავშირებთან დათმობაზე წავლენ და მუშათა ხელფასს 40%-ით გაზრდიან.
რიგში შემდეგია American Airlines-ის 26 000 თანამშრომელი, რომლებიც მალე გაიფიცებიან და ჩრდილოეთ ამერიკაში საჰაერო მგზავრობას ქაოსში გახვევით დაემუქრებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს გაფიცვების ტალღა ყველაზე მასშტაბურია ბოლო 23 წლის განმავლობაში და ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების ფონზე იზრდება.
ამჟამინდელი ქაოსი უკვე ვაშინგტონში სპიკერების ცვლითა და „შატდაუნის“ საფრთხით, აგრეთვე, არ ეხმარება ამერიკის ეკონომიკას. სახაზინო ობლიგაციებზე ფსონები 5%-ს უახლოვდება, იპოთეკურ სესხებზე კი, 2000 წლის შემდეგ პირველად, 7,5%-ს გადააჭარბა. აშშ-ს კვლავ ემუქრება საკრედიტო რეიტინგის დაქვეითება, მომავალი წლიდან კი – რეცესია. ეს ბაიდენომიკის ჩაფლავებული ეპოქის კულმინაცია იქნება.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/6125