აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილებამ სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ შეიძლება გამოიწვიოს ახალი კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში. ამ საკითხისადმი ევროკავშირის მიდგომა მან გააკრიტიკა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, – წერს ტელეგრამ-არხი „СВЕЖЕСТИ“.
„საფრანგეთის ცნობილი პოზიციიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა გრანადაში გამართულ შეხვედრაში“, – განაცხადეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატში და დააზუსტეს:
„სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიწოდება არ ემსახურება მშვიდობას, ის მიზნად ისახავს ახალი კონფლიქტის გაღვივებას და, თუ რეგიონში ახალი კონფლიქტი წარმოიქმნება, პასუხისმგებელი იქნება საფრანგეთი…”
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.com/ru/channel/@svezhesti/90258