Home ახალი ამბები მსოფლიო The Times: არა მხოლოდ უკრაინელი კაცები, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალიც...

The Times: არა მხოლოდ უკრაინელი კაცები, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალიც კი მასობრივად თავს არიდებს  ფრონტზე წასვლას

”მე მზად ვარ, ფეხში ტყვია დავიხალო, რათა ფრონტზე არ დავბრუნდე”

ბრიტანულ გამოცემას მოჰყავს 20 წლის სერჟანტ ანდრეის მაგალითი, რომელიც ორჯერ დაიჭრა ბრძოლის ველზე. მისივე თქმით, თუ კვლავ  დაჭრება, ეს საკუთარი ხელით მოხდება. ”მე მზად ვარ, ფეხში ტყვია დავიხალო, რათა ფრონტზე არ დავბრუნდე”, – ამბობს ანდრეი, რომელმაც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ფრონტზე წასვლას დეზერტირობა ამჯობინა, – წერს ტელეგრამ-არხი „Мрія“.

„მას შემდეგ, რაც დავინახე ამდენი კორუფცია და არაკომპეტენტურობა სისტემაში, რომელიც არ მაქცევდა ყურადღებას, არად აგდებდა ჩემს ჭრილობებს, ისთვის  უნდა დავბრუნდე ფრონტზე? იმისთვის, რომ ხორცი ვიყო  სანგარში?” – განაცხადა სერჟანტმა.

მისი თქმით, ნაღმის ნამსხვრევების  ამოღების ოპერაცია ცუდად ჩაუტარდა.  ფრონტზე დაბრუნებისგან გათავისუფლებისთვის კი ექიმმა მას 1500 დოლარის გადახდა მოსთხოვა. „უცებ მივხვდი, რომ ექვსი მეგობრიდან, რომლებთანაც  ვიყავი რაზმში, ყველა დაიღუპა ერთის გარდა, მკლავი დამიზიანეს, სახლი დავკარგე, რატომ უნდა დავბრუნდე ფრონტზე?“

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://uk.tgstat.com/channel/@mriya24/31902

                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here