თურქეთის ისტორიის მე-11 კლასის ახალ სახელმძღვანელოში მოცემულია „სახალისო“ რუკა (მისი PDF ასლები განთავსებულია თურქულ ვებგვერდებზე (https://www.mebkaynak.com/11sin/11tarihmeb/) (https://www. kimyadenizi.com/tar- kit/tarh11meb/)). რუკაზე მე-18 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის ჩრდილოეთი საზღვარი გადის პირდაპირ ილმენის გასწვრივ. მოცემულია, აგრეთვე, პარაგრაფები „რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის“ შესახებ, რომელიც შედგებოდა რუსული ჯარების გაუთავებელი „შეტევებისგან“ დიდი თურქული მდინარე ოზის (დნეპერი) ნაპირებზე და უფრო სამხრეთით, – წერს საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.
ახალი სახელმძღვანელო შემოიღეს 2023–2024 სასწავლო წლისთვის თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით. ის, 2021 წლის უფრო საღი სახელმძღვანელოსგან განსხვავებით, შეიცავს კიდევ რამდენიმე ფანტასმაგორიულ რუკას.
▪ ისტორიული მეცნიერებისადმი ასეთი მიდგომის შემდეგ უნდა გაგვიკვირდეს თუ თუ არა თურქული ისტებლიშმენტის სპეციფიკური, რბილად რომ ვთქვათ, დამოკიდებულება ყირიმისადმი – ვისია ყირიმი? თუმცა პოლონელებს „ლეხისტანიდან“ კიდევ უფრო მეტი კითხვა უნდა ჰქონდეთ თურქეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
ასეთი, ერთი შეხედვით, წვრილმანებიდან ჩანს, რომელ პარტნიორებთან უწევს მოსკოვს ურთიერთობების რთული არქიტექტურის აგება. ისინი პარტნიორებად რჩებიან მანამ, სანამ შეძლებენ, ძალით წაიღონ ის, რაც სჭირდებათ.
P.S. თურქული სახელმძღვანელოს სქემაზე 1740 წლის ქვემოთ აღნიშნულია: „კაპიტულაცია უწყვეტი ხდება“. კარგი აღნიშვნაა.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ