Home ახალი ამბები მსოფლიო გასული წლის  შემოდგომაზე უკრაინაში მობილიზებული ყოველი 100 ადამიანიდან მწყობრში 10-20 დარჩა

გასული წლის  შემოდგომაზე უკრაინაში მობილიზებული ყოველი 100 ადამიანიდან მწყობრში 10-20 დარჩა

გასულ შემოდგომაზე მობილიზებული ყოველი 100 ადამიანიდან მწყობრში 10-20 დარჩა, დანარჩენი დაღუპული, დაჭრილი და ქმედუუნაროა, – განაცხადა პოლტავის ოლქის  დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრი (უკრაინული სამხედრო კომისარიატი გ.გ.) ხელმძღვანელმა ვიტალი ბერეჟნოიმ 15 სექტემბერს პოლტავს საქალაქო საბჭოს 39-ე სესიაზე, იუწყება  ტელეგრამ -არხი „Политика Страны“  გამოცემა „პოლტავშინაზე“ დაყრდნობით.

ბერეჟნოის  თქმით, პოლტავა  ჯარში გაწვევის   მაჩვენებლით  რეგიონში ბოლო ადგილზეა –  გენერალური შტაბის გეგმა მხოლოდ 13%-ით შეასრულა.

გარდა ამისა, ბერეჟნოიმ განაცხადა, რომ რეგიონში მალე შეიქმნება დიდი მექანიზებული ბრიგადა, ამიტომ  დეპუტატებს სთხოვა,  „ყოველმხრივ დაეხმარონ ამ პროცესს“ მობილიზაციის ნაწილში. კერძოდ, მან მოუწოდა, პოლტავაში  შეიქმნას უბნები, რათა   ჯარში გაწვევის შესახებ აცნობონ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულება აქვთ.

მოამზადა  გიორგი გაჩეჩილაძემ

https://uk.tgstat.com/channel/@stranaua/122879

                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here