Home ახალი ამბები მსოფლიო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია –  ეს არის დასავლური ნეოკოლონიალიზმისგან გათავისუფლების პირველი ომი  სსრკ-ის...

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია –  ეს არის დასავლური ნეოკოლონიალიზმისგან გათავისუფლების პირველი ომი  სსრკ-ის დაშლის შემდეგ“

დღეს ჯერ კიდევ ძნელია იმის თქმა, სად (იმ თვალსაზრისით,  სად შევჩერდებით – კიევში, ვარშავაში, ბერლინში, პარიზსა თუ ლონდონში) და როდის დასრულდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ რამდენიმე დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება, – წერს ექსპერტი იური ბარანჩიკი თავის ტელეგრამ- არხში „Юрий Баранчик“.

1. თუ ადრე რუსეთის პოსტსაბჭოური ისტორია ორ პერიოდად იყოფოდა – ვლადიმერ პუტინამდე და  მის  მოსვლამდე ხელისუფლებაში, ახლა დაიყოფა სპეციალური სამხედრო ოპერაციისდაწყებამდე და მის  შემდეგ.

2. ეჭვგარეშეა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაციაარის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია მისი შედარება პირველ ან მეორე მსოფლიო ომთან, მაგრამ, რაც უფრო შორს იქნება ის ადგილი, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, მით მოიმატებს  მისი მნიშვნელობა ექსპონენციურად (სიდიდის ზრდა, როდესაც ზრდის ტემპი თვითონ სიდიდის  მნიშვნელობის პროპორციულია. – გ.გ.).

3. რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და  მსოფლიოსთვის (აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ  აზიის, ლათინური ამერიკის) სპეციალური სამხედრო ოპერაციის მნიშვნელობა აიხსნება იმით, რომ ეს არის დასავლური  ნეოკოლონიალიზმისგან განთავისუფლების პირველი ომი სსრკ-ს დაშლის შემდეგ. რუსეთი, ისევე როგორც ადრე სსრკ, სათავეში ჩაუდგა  ამ მოძრაობას, რომლის მიზანია ანგლოსაქსური და, უფრო ფართოდ, დასავლური სამყაროს ნეოკოლონიური სისტემის უღლის ჩამოგდება, თანასწორი და სამართლიანი მსოფლიოს  ჩამოყალიბება  საუკუნეების განმავლობაში. ამ მხრივ, ჩვენ მხარდამხარ მივდივართ  ჩინეთის  ინიციატივასთან „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. ოღონდ, თუ ჩვენი ჩინელი ამხანაგები უფრო მეტად ჩართულნი არიან ამ პროცესის ეკონომიკასა და თეორიულ აგებულებაში, ჩვენ ჩართულნი ვართ  უფრო პრაქტიკულად, სამხედრო-პოლიტიკური დაგეგმვისა და დაპირისპირების დონეზე, ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის  მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის დასაბუთება და ამ ცოდნის მთელ მსოფლიოში გავრცელება უნდა იყოს  მთავარი ამოცანა როგორც ჩვენი ჰუმანიტარული სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი მედიისთვის.

4. სპეციალური სამხედრო ოპერაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია  საშინაო პოლიტიკისთვის. მან გახსნა  და გამოავლინა სისტემის ის მანკიერებები, რომელთა აღმოჩენასაც მოვლენების მშვიდ ვითარებაში განვითარებისას ათწლეულები  დასჭირდებოდა, თუკი მათზე ლაპარაკის უფლებას მისცემდნენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ საბჭოთა „პერესტროიკის“ პროცესში ჩაიგდეს ხელში  ყველა სამეთაურო სიმაღლე სოციალურ-კულტურულ და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ფრონტზე და აქამდე ხელმძღვანელობენ.  

მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის წყალობით ბევრმა მათგანმა გააშიშვლა თავისი ნამდვილი  არსი  და ხალხმა დაინახა,   რეალურად  რა დგას  შემოქმედთა“ უკან. მხოლოდ სპეციალურმა  სამხედრო ოპერაციამ შეუწყო  ხელი იმ ფაქტის გამოვლენას, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩვენმა “შემოქმედებმავერ შექმნეს ხელოვნების ერთი ღირებული ნაწარმოებიც კი, რომელიც შეესაბამებოდა საბჭოთა ეპოქის დონეს  ვერც  მუსიკაში, ვერც კინოში და ვერც ლიტერატურაში.

გაირკვა, რომ ქვეყანა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გამოგონილ ვარსკვლავებთან ერთად, რომელთაგან ბევრი მედიის მიერ გაბერილი ბუშტი აღმოჩნდა. ქვეყანა დარჩა კულტურული და სულიერი ელიტის გარეშე. და ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა.  მეორე მხრივ კი, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ სერიოზულად განახლდეს შემოქმედებითი სკამი და გზა დაეთმოს ახალგაზრდებს, ოღონდ იმის  მკაფიო მითითებით,  როგორი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პროდუქტი სჭირდება მეომარ ქვეყანას.

5. ცალკე უნდა შევჩერდე ამ მნიშვნელოვან საკითხზე. ბევრი ადამიანი და ექსპერტი უკმაყოფილოა სპეციალური სამხედრო ოპერაციისნელი წინსვლით, დანაკარგებით, მტრის უპასუხო დარტყმებით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე, რომლის დროსაც იღუპებიან  ჩვენი ადამიანები  როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო. ისინი უკმაყოფილონი არიან მტრის მიერ იმ წითელი ხაზების არაერთხელ გადაკვეთით, რომლებზეც ბევრს ლაპარაკობდნენ მაღალი ტრიბუნებიდან. რისი თქმა მინდა?

მტერი, რომელსაც უკრაინაში ებრძვით, ძლიერი და მზაკვარია.  მტერი, რომელიც გვეწინააღმდეგება, არის არა იმდენად უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ დასავლეთი, რომელიც უკრაინას  იყენებს თავის პროქსი-ძალად. და, როდესაც ვფიქრობთ ესკალაციის გარკვეულ დონეებზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ შესაძლო  რისკების  შესახებ, რომლებიც შეიძლება ამას მოჰყვეს, მზად არიან თუ არა ამისთვის ის ადამიანები, რომლებიც დღეს მოითხოვენ ყველაფრის სწრაფად და გაბედულად  მოგვარებას.

  მომავალ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება – არჩევნები ტაივანში იანვარში, არჩევნები რუსეთსა და უკრაინაში მარტში, არჩევნები ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ეს მოვლენები განსაზღვრავს  მსოფლიო განვითარების დომინანტურ ვექტორს, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციისმსვლელობის. და, თუ  შევძლებთ ფრონტის ხაზზე გამარჯვების მოპოვებას ჩვენი გმირი ბიჭების ზედმეტი დანაკარგების გარეშე, მაშინ როგორი რთულიც უნდა  იყოს ეს სტრატეგია, ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. გამბედაობა – ეს არის მოთმინება საფრთხის დროს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/12296

                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here