„აქ საქმე არ არის მხოლოდ G7 ბლოკის მშპ-ისა და გაფართოებული ბრიჩს-ის მშპ-ების შედარებაში. ბრიჩს-ის გამო, ერთი მხრივ, აუცილებელია, გამოვთვალოთ „მომსახურების ეკონომიკა“, რომელიც განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს და, მეორე მხრივ, გამოთვლებიდან გამოვრიცხოთ ევროპის ნახევარი და, მაგალითად, სამხრეთ კორეა, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს გლობალური დასავლეთის ძალას“, – წერს ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.
ბრიჩს-ის გაფართოების მნიშვნელობა, უწინარესად, გამოიხატება მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაციის დაჩქარებაში, ბრეტონ–ვუდსის სავალუტო სისტემის გადახედვაში . მათ შორის არის დარტყმა აშშ-ის ძალაუფლების საფუძველზე – ნავთობდოლარზე, OPEC -ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია- ლ.მ.) წამყვან ქვეყნებთან ალიანსის ინტეგრაციის გზით. საკვანძო საზღვაო კომუნიკაციების გამოყენებაში (ალიანსში ახალი წევრების მიღებით, დასავლეთის კონტროლის ქვეშ, ფაქტობრივად, რჩება მხოლოდ პანამის არხი და ტრანსატლანტიკური ვაჭრობა); ასევე, ბრიჩს-ის ორბიტაზე ალიანსში გაწევრების მსურველი ყველა ქვეყნის მიზიდვის შემდეგ, სამომავლოდ გაეროს პროტოტიპის შექმნაში, რომლის ინსტიტუტები და მექანიზმები იმუშავებს მთელი კაცობრიობის და არა მხოლოდ გლობალური დასავლეთის ინტერესებში.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@EvPanina/10885