Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი კვარაცხელია: ამერიკის შეერთებულ შტატებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ფაშისტური ძალები სჭირდება!

ვალერი კვარაცხელია: ამერიკის შეერთებულ შტატებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ფაშისტური ძალები სჭირდება!

2 დეკემბერს პოროშენკოს ხუნტამ ქართველთა სისხლში ხელგასვრილი სააკაშვილის კადრი, ალექსანდრე კვიტაშვილი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად რომ გაამწესა, კოალიცია “ქართული ოცნების” უნიათობით გულგახეთქილ ქართველ საზოგადოებას პირკატა ეცა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი  ყველაფერს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის”, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, მკვდრეთით აღსადგენად. 

 

კვიტაშვილის დანიშვნის შემდეგ მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად სხვანაციონალებისკანდიდატურებიც განიხილებოდა; კერძოდ, ეკა ზღულაძე _ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო სააკაშვილი _ვიცეპრემიერის თანამდებობაზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ერთი და არც მეორე აღნიშნულ პოსტებზე არ დაუნიშნავთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ უკრაინის ხელისუფლებანაცსექტისწარმომადგენლებით გაიძეძგა დანაცრეჟიმი”, რომელიც, ფაქტობრივადრეინკარნირებული დაგაპრავებულია”, კაცმა არ იცის, აწი რა უბედურებას გაუნასკვავს საქართველოსყოველ შემთხვევაში, იმას, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება, წყალი არ გაუვა. მოკლედ, რეალობა ასეთია: სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ, გასამართლებისა დავირის აბანოშიგასტუმრების ნაცვლად, მთავარ ოპოზიციად გამოაცხადა, დღეს უკრაინის რეაქციულ მთავრობას მეტასტაზებივით მოედო

საქართველო და მსოფლიოანალიტიკოს ვალერი კვარაცხელიას დაუკავშირდა და ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.

_ ბატონო ვალერი, ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოში მითქმამოთქმა გამოიწვია. ბევრი ფიქრობს, რომ ამითნაცმოძრაობისრეინკარნაცია მოხდა. რას ნიშნავს ჩვენთვის პოროშენკოს ეს გადაწყვეტილება?

_ ეს ნიშნავს საქართველოს ინტერესების სრულ იგნორირებას და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებას; ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, რომელმაც არჩევნების გზით უარი უთხრა “ნაციონალების” მმართველობას და მხარი დაუჭირა სხვა ძალას.

ეს ყველაფერიქართული ოცნებისთვისაც”  ნიშნავს სახეში შეფურთხებას, სილის გაწვნას და პანღურის მიყოლებას. საერთოდ, ამჟამინდელი ხელისუფლება, დიდი ხანია, გუნდრუკს უკმევს უკრაინაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულ ფაშისტურ ხუნტას და ამისთვის, ალბათ, მადლობას ელოდებოდნენ ოფიციალური კიევისგან. ამის ნაცვლად, ვხედავთ რას _ უკრაინის ფაშისტური ხუნტა საქართველოს ხელისუფლების მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ პერსონებს ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე და, ფაქტობრივად, მათ რეანიმირებას ახდენს. ეს არის პირდაპირი სიგნალი “ქართული ოცნებისთვის”, რომ დასავლეთისთვის ისევ პრიორიტეტულია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული…

_ ამ ყველაფრის უკან დასავლეთი დგას?

_ ცხადია. ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება ფაშისტური ელემენტები პოსტსაბჭოთა სივრცეში. აშშ საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში უჭერდა მხარს ფაშისტებს და ახლა ანალოგიური ძალა მოიყვანეს უკრაინაშიც. თუმცა იქ, როგორც ჩანს, ეს ფაშისტური ძალები არ ჰყოფნით და საქართველოდან “გადაქაჩვა” დაიწყეს. შედეგი რა იქნება, მალე ვნახავთ. ვფიქრობ,  ამას კარგი არაფერი მოჰყვება არც ჩვენთვის და არც უკრაინისთვის.

_ რისთვის სჭირდება ამერიკას ფაშისტები უკრაინაში?

_ იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც დასახული აქვს _ უკრაინის საბოლოოდ დასაშლელად ან პოლიტიკურ მარიონეტად გადასაქცევად. აი, ეს არის ამერიკელთა საბოლოო მიზანი. გარდა ამისა, იქ უნდა მოხდეს ანტირუსული ძალების კონსოლიდაცია, მათი მოყვანა ხელისუფლებაში და რუსეთისთვის მეტი ზიანის მიყენება…

უკრაინის მოსახლეობას, ისევე, როგორც ჩვენსას, ნაკლებად ეკითხებიან, ვინ და რა ძალები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასე რომ, სამნაციონალსწაიყვანენ აქედან თუ ოთხს და დასვამენ თანამდებობაზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიზანი _ უკრაინის დაშლა და დაქუცმაცება.

_ რას ნიშნავსნაცმოძრაობისთვისმისი წარმომადგენლის მოხვედრა უკრაინის მთავრობაში, ამით ძლიერდება ეს პარტია თუ რეალურად არაფერი იცვლება?

_ “ნაცმოძრაობისთვის” ეს უდავოდ კარგია. ჯერ ერთი _  ეს არის მათთვის აღიარება და მეორეც _ სტრუქტურულად ძლიერდებიან. წმინდა პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც, სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა მათ თავისუფლად შეუძლიათ, თავიანთ ხალხს უთხრან, თქვენ კი გვითხარით უარი, მაგრამ, აი, ჩვენი კადრები ამხელა სახელმწიფომ წაიყვანაო. სხვა საკითხია, ეს ამბავი როგორ აისახება მათ რეიტინგზე, მაგრამ, საზოგადოდ, ეს ფაქტი მათთვის ძალიან ხელსაყრელ სიტუაციას რომ ქმნის, ცხადია. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა და მიტანა საზოგადოებამდე.

_ დღესნაცმოძრაობასსაზოგადოებაშიც ჰყავს დასაყრდენი ყოფილი ძალოვნების, სახელმწიფო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. ეს არაფერს ნიშნავს?

_ “ნაცმოძრაობის” ყველაზე დიდი მომხრე და მხარდამჭერი დღეს “ქართული ოცნებაა”, რომელმაც ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა. აი, ეს არის უმთავრესი მიზეზიც იმისა, რომ სააკაშვილის გუნდი მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდება.

_ რა კავშირშია დაპირებების შეუსრულებლობა იმასთან, რომნაცმოძრაობასმთავარ ოპოზიციურ ძალას უწოდებენ?

_ ხელისუფლებას თავის დროზე სამართლიანობა რომ აღედგინა, დღეს სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი პარტიის წარმომადგენლები, პარლამენტში კი არა, ციხეში ისხდებოდნენ. ეს რომ არ გააკეთა კოალიციამ, ამიტომ ვართ დღეს ასეთ მდგომარეობაში და კაცმა არ იცის, კიდევ რა უბედურებას უმზადებენნაციონალებიქვეყანას.

ფაქტია: ეს ხელისუფლება სრულიად უუნაროა. ნებას რაც შეეხება, ყველამ იცის და, მგონი, თვითონაც არ მალავენ, რომ რესპუბლიკელების ხედვა საგარეო ორიენტირებზე, ერთი-ერთზე ემთხვევა “ნაციონალებისას”. მორჩა, ამით ნათელია ყველაფერი _ ეს არის ერთი და იგივე ძალა… საერთოდ, საქართველოს, ოცი წელია, ერთი ძალა მართავს; უბრალოდ, იცვლებიან სახეები და სახელწოდებები, იმის მიხედვით, სად, რა და როგორ დასჭირდება ამერიკას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.Sუკრაინის მოვლენებმა ბევრი რამ ცხადყო. უწინარესად კი, ფარდა აეხადადემოკრატიული დასავლეთისბნელ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა პოსტსაბჭოთა სივრცეში . . მართვადი ქაოსის კერების გაჩენას.

რაც შეეხებანაციონალებისდანიშვნას უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ მომავალში საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში და ჩვენს ხელისუფლებაშიც ვიხილოთ აღმოსავლეთ ევროპისექსპერიმენტული ქვეყნებიდანჩამორეკილილიბერალები”. ყოველ შემთხვევაში, ამერიკისთვის საქართველოც ისეთივე საცდელი ლაბორატორიაა, როგორც უკრაინა და, თუ დასჭირდათ, აქაც უპრობლემოდ დააყენებენ დენთის სუნს

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here