Home ახალი ამბები მსოფლიო ყოფილმა  მზვერავმა  მსოფლიოსა და ჩვენი მომავლის რეალური სურათი წარმოაჩინა

ყოფილმა  მზვერავმა  მსოფლიოსა და ჩვენი მომავლის რეალური სურათი წარმოაჩინა

ანდრია ბეზრუკოვი

სანტ-პეტერბურგში გამართულ  იურიდიულ ფორუმზე გამოსვლისას  დაზვერვის ყოფილმა მზვერავმა-არალეგალმა  ანდრია ბეზრუკოვმა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გასაცნობიერებლად  წაიკითხა დიდი და ძალიან სასარგებლო ლექცია თემაზე: „ახალი გლობალური ლანდშაფტი და გამოწვევები რუსეთისთვის“.

გთავაზობთ მთავარს ამ ლექციიდან, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს dzen.ru.

მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ                                  

სამი საკვანძო რამ, რაც განსაზღვრავს დღევანდელ დღეს:

1. მსოფლიო წესრიგის კრიზისი, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (1945 წლიდან);

2. ახალი ეკონომიკის გაჩენა და მსოფლიოს ეკონომიკური გადანაწილება;

3. გლობალური დესტაბილიზაცია ყველგან.

სამყარო გადის გარდამავალ პერიოდს, ანალოგიურს, როგორიც იყო ასი წლის წინათ:

*  ასი წლის წინათ გაჩნდა თვითმფრინავები, რადიოები, შიგაწვის ძრავები და ა.შ. მსოფლიომ საუკუნის განმავლობაში იცხოვრა ნავთობსა და ბუნებრივ აირზე  დაფუძნებული ტექნოლოგიებით. დღეს იწყება შემდეგი ტექნოლოგიური ციკლი (საკვანძო ტექნოლოგიების შეცვლა).

*  ასი წლის წინათ  მსოფლიოს იმჟამინდელი უფროსების  (ბრიტანეთისა და საფრანგეთის კოლონიური იმპერიების) რეაქცია  განვითარების  ახალი  ცენტრების (აშშ, გერმანია, რუსეთი) გაჩენაზე იყო მკაცრი: 1914 წელს ბრიტანელებმა და ფრანგებმა  პირველი მსოფლიო ომი გააჩაღეს. მათ მსგავსად, ამჟამინდელი ჰეგემონი (აშშ) ცდილობს დღევანდელი ახალი „ძალის ადგილების“ –  ჩინეთისა (ტაივანის გავლით) და რუსეთის (უკრაინის გავლით) – დესტაბილიზაციას

*  ასი წლის წინათ  სოციალურმა ძვრებმა გამოიწვია საზოგადოებრიობის „გადაფორმატება“ (მაგალითად, გაჩნდა ახალი კლასი – პროლეტარიატი). დღეს გაღატაკებული დასავლეთი კარგავს საშუალო ფენას, აღმოსავლეთი კი პირიქით –  აყალიბებს მას, ეს აქა-იქ სოციალურ დესტაბილიზაციას იწვევს.

დღეს პოლიტიკოსები იძულებულნი არიან, იმოქმედონ სამი კრიზისის პირობებში:

1. ეკონომიკური კრიზისი –  2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ზრდა არ დაწყებულა;

2. სოციალური კრიზისი არ არის საკმარისი თანხა სოციალური პროგრამებისთვის. დასავლეთში საშუალო კლასის ბავშვები  იცხოვრებენ იმაზე ცუდად, ვიდრე მათი მშობლები. საშუალო ფენიდან ისინი გადადიან  პრეკარიატში (ადამიანების კლასი, რომლებსაც სრულად არ აქვთ  გარანტირებული დასაქმება);

3. პოლიტიკური კრიზისი – უწინდელი  მსოფლიო წესრიგის პოლიტიკური ორგანიზაციები (გაერო და სხვ.) არ მუშაობენ.

ბოლო 500 წლის განმავლობაში (!) პირველად დასავლეთმა დაკარგა სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა. ქრისტეფორე კოლუმბის პერიოდიდან  მოყოლებული, ანგლოსაქსებს შეეძლოთ,  ნებისმიერისთვის „ტექნოლოგიურად“ ჩაერტყათ  თავში სამხედრო ხელკეტი  (მაგალითად, „ოპიუმის ომები“ ჩინეთთან). დღეს ეს ასე აღარ არის. აღმოსავლეთთან ძალის ენით ლაპარაკი აღარ გამოვა.

ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო დასავლეთი კარგავს მისაბაძი მოდელის მომხიბლველობას. უკვე აღარ არის „საყოველთაო კეთილდღეობის“ ლამაზი სურათები.

თუ მსოფლიო ელიტებმა საკუთარ თავში ვერ გამონახეს ძალა და შესაძლებლობები, უთანასწორობის შემცირების მიზნით გადაანაწილონ სიმდიდრის ნაწილი, მოხდება კოლოსალური სოციალური აფეთქება.

აშშ-ში შექმნილ ვითარებაზე                                          

თანამედროვე ჰეგემონი (აშშ) მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. იმიგრანტების ბოლო  ტალღები (აზიელები და ლათინოამერიკელები) კარდინალურად განსხვავდებიან ყველა წინა ტალღისგან – ისინი არ ამერიკელდებიან, აქვთ აქტიური პოზიცია და საკუთარი მრავალსაუკუნოვანი კულტურები, რომლებიც გაცილებით  ძველი და სერიოზულია, ვიდრე ამერიკული. ე.წ. ამერიკული „გადასადნობი ქვაბი“ აღარ ფუნქციობს. ანგლოსაქსური ელიტა განიდევნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა დროთა განმავლობაში შეიცვლება და დაკარგავს გლობალური ექსპანსიის სურვილს. ამერიკელ აზიელებსა  და ლათინოამერიკელებს არ აქვთ  ასეთი ამბიციები.

„ამერიკული ოცნების“ იდეა, რომლის მიხედვითაც  ყველას შეეძლო (სათანადო გულმოდგინებით) მიეღწია გარკვეული სიმაღლეებისთვის, აღარ არსებობს. ამერიკელების მნიშვნელოვან ნაწილს აღარ სჯერა არც საკუთარი და არც შვილების მომავლის.

გლობალურად შეერთებული შტატების წინაშე  გაჩნდა კითხვა – როგორ ვიცხოვროთ ახალ მსოფლიოში, რომელშიც  ქვეყანა ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ აღარ არის ჰეგემონი? არ არის სიცხადე არც ეკონომიკისა და არც პოლიტიკის მომავალში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს სოციალური სტაბილურობა.

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს  80-იანი წლების შუა პერიოდის სსრკ-ის ანალოგია. აშშ-ში, ამასთანავე,  მიმდინარეობს სასტიკი დაპირისპირება ელიტებს შორის ფულად ნაკადებზე კონტროლის მოსაპოვებლად.

ერთი მხრივ, „გლობალისტები“:

* ფინანსური ელიტა (Wall-Street);

* მედიურ-ტექნოლოგიური ელიტა (Google, Microsoft, Facebook და ა.შ.);

* ადმინისტრაციულ- ბიუროკრატიული სახელმწიფო აპარატი, რომელიც ბოლო წლებში გლობალური დღის წესრიგის შესაბამისად ჩამოყალიბდა;

* ინტელექტუალური გლობალისტური ელიტა.

მეორე მხრივ, „ნაციონალ-მრეწველები“:

* ინდუსტრიული ელიტა (Boeing, Caterpillar, ExxonMobil და სხვ.);

* სამხედრო ელიტა.

ვითარებას  პიკანტურობას მატებს ის ფაქტი, რომ „ნაციონალ-მრეწველები“ იძულებულნი არიან, ამერიკიდან  გასწიონ კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე, ხოლო გლობალისტებს არ აინტერესებთ, სად ააშენონ თავიანთი ოფისები – ისინი ტრანსსაზღვრებიანები არიან, ამასთანავე, კონკურენტები მათ ჯერ  პრაქტიკულად არ ჰყავთ.

ეს ელიტები აშშ-ში  ეყრდნობიან ორ განსხვავებულ „ამერიკას“:

1. „ნაციონალ-მრეწველები” – შიდა ამერიკას, ტრადიციულს, რომელიც ხმას აძლევს  რესპუბლიკელებს;

2. „გლობალისტები“ – ლიბერალურ „ნაპირების ამერიკას“  (ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, მაიამი, სან დიეგო), რომელიც ხმას აძლევს დემოკრატებს. სწორედ საზოგადოების ეს ნაწილი უჭერს მხარს  ლგბტ უფლებებსა და სხვა ერესებს.

2024 წლის  არჩევნებზე გადაწყდება, ვინ გააკონტროლებს ფინანსურ ნაკადს. თუ „გლობალისტები“ გააკონტროლებენ, მაშინ ექსპანსია გაგრძელდება; თუ „ნაციონალ-მრეწველები” – ამერიკა დაიწყებს ჩაკეტვას  თვითინდუსტრიალიზაციაზე AUKUS-ის ხაზით, მაგრამ ამასთანავე გააძლიერებს წნეხს კონკურენტების (ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და ა.შ.) მიმართ.

(სტატიის ავტორი: დავძენ, რომ საკითხი „მოგვარდება“ არა  არჩევნებზე, არამედ ელიტებს შორის ომებისა და შეთანხმებების შედეგად. ფაქტის მიხედვით შესაფერის პრეზიდენტს, უბრალოდ, მიუწერენ ხმების უმრავლესობას. სახელმწიფო ვალის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული შეთანხმება უკვე მიღწეულია და მომავალი პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელი იქნება).

მსოფლიოს მომავალზე                                                       

დღეს არავინ იცის, როგორი იქნება ახალი დომინანტი პოლიტიკური სისტემა მსოფლიოში. ის კონკურენციაში დაიბადება. გამარჯვებული რამდენიმე ათწლეულში დაიწყებს თავის გლობალიზაციას. დღეს კი იწყება ასეთი მოდელების რბოლა.

მსოფლიო სამომავლოდ  დაიშლება კონკურენტულ, პერსპექტივაში თვითკმარ ტექნოეკონომიკურ ბლოკებად (რეგიონული მასშტაბის), რომელთაგან თითოეული გამოიყენებს თავის  ტექნოლოგიებს,  თავის  რესურსებს, თავის  იდეოლოგიას, თავის  დომინანტურ ვალუტას,  თავის   ფინანსურ ცენტრს. დოლარი უკვე „ჩოჩდება“ AUKUS-ის ზონის რეგიონული ვალუტის ჩარჩომდე. იუანი იკავებს აზიას. ერთი ბლოკი არ გაუზიარებს მეორეს ძირითად ტექნოლოგიებსა და რესურსებს.

ყველა სამრეწველო და ლოჯისტიკური ჯაჭვი, რომლებიც კრიტიკულია ტექნოეკონომიკური ბლოკებისთვის, ჩამოყალიბდება ექსკლუზიურად   ბლოკებში. ნებისმიერი სხვა ამჟამად არსებული  ჯაჭვი გაქრება (მათ უკვე დაიწყეს გაწყვეტა), დაიწყება პლატფორმებისა და სტანდარტების ბრძოლა. მცოცავი კიბერომი  პერმანენტული მდგომარეობა იქნება. ყველა სფეროში მეტოქეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

დაიწყება ბრძოლა სახსრების მობილიზაციისთვის ახალი ეკონომიკის, ახალი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად. ასეთი მობილიზაციის  განხორციელება  შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს, როგორებიც არიან პუტინი, სი, ერდოღანი, მოდი, ტრამპი და სხვები; ბუნებრივია, გაძლიერდება სახელმწიფოს როლი და გამოყენებული იქნება ხელით მართვიას  მეთოდები.

რუსეთის შესახებ

რუსეთის წინაშე დგას იმის ეკვივალენტური დავალება, როგორიც ამხანაგმა სტალინმა დაუსვა სსრკ-ს 1929 წელს: „ჩვენ ან  განვახორციელებთ ინდუსტრიალიზაციას ნებისმიერ ფასად, ან გაგვთელავენ “.  თუ რუსეთი მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში არ შექმნის დამოუკიდებელ ტექნოეკონომიკურ ბლოკს (დამოუკიდებელს ჩინეთისა და ანგლოსაქსებისგან), ჩვენ გაგვთელავენ. ასეთი ტექნოეკონომიკური ბლოკის ასაშენებლად საჭიროა კრიტიკული მასა (დიდი ბაზრები, თანამედროვე ტექნოლოგიების სრული სპექტრი, იაფი ელექტროენერგია). რუსეთს აკლია საკუთარი კრიტიკული მასა. ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები მათგან, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია – ინდოეთი, ირანი, ბრაზილია, თურქეთი და ა.შ.  ჩვენ მარტო ვერ გადავრჩებით.

რუსეთი არ არის ყველაზე სუსტი რგოლი მომავალ დიდ თამაშში (ყველაზე სუსტი არაბული სამყაროა). მომდევნო 20 წლის განმავლობაში რუსეთი კარგ ფორმაში შევა, გაცილებით უკეთესში, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა. რუსეთი უკვე აღარ არის ევროპის აღმოსავლეთი, ის დიდი ევრაზიის ჩრდილოეთია. რუსეთს შეუძლია, მსოფლიოს ექსპორტისთვის შესთავაზოს რესურსები, იაფი ენერგია, საკვები, განათლება, სოციალური გამოცდილება და უსაფრთხოება.

მაგრამ იმისთვის, რომ ავაშენოთ საკუთარი ტექნოეკონომიკური ზონები, საჭიროა, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა, მარშრუტები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (გზები, მილსადენები და ა.შ.)  კასპიის ზღვის გავლით, ირანის გავლით, ყაზახეთის გავლით პაკისტანში და ინდოეთში, ციმბირიდან –  ჩინეთში და ა.შ. ამ ყველაფერს აფერხებს რეგიონების არასტაბილურობა, რომლის მიღმაც, ცნობილია, ვისი „ყურებიც ჩანს“. ევრაზიის მთავარმა მოთამაშეებმა უნდა დაადგინონ თავიანთი თამაშის წესები კონტინენტის მოცემულ ნაწილში. ნომერი პირველი ამოცანაა თშო-სა  (თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია – გ.გ.) და  ბრიჩსი+-ის  მეშვეობით  კონტინენტის იმ ნაწილის სტაბილურობის განმტკიცება, რომლის ძირის გამოთხრასაც  ამერიკელები დაიწყებენ. ბრიჩსი+ და თშო  უნდა იქცნენ ყოვლისმომცველი თანამშრომლობის პლატფორმებად (ლოჯისტიკიდან უსაფრთხოებამდე).

აშშ-ის პოლიტიკაზე, ომსა და რუსეთთან კონფლიქტზე

აშშ  კონკურენტული მიზეზების გამო ხანძარს დაანთებს ევრაზიის მუცლის ქვედა ნაწილში  –  თურქეთიდან ჩინეთამდე.

ომი შეიცვალა. ახლა ეს არ არის ომი ოკუპაციისთვის, ეს არის ომი საკუთარი ნების თავს მოსახვევად  ყველა ხელმისაწვდომი  საშუალებით  (სანქციებიდან ბიოლოგიურ იარაღამდე). ასეთ ომს არ აქვს დასაწყისი და დასასრული, არ აქვს ფრონტისა  და ზურგის ხაზი. მთავარი ამოცანაა არა მოწინააღმდეგის განადგურება, არამედ დამორჩილება. ეს არის ომი მსოფლმხედველობისთვის, ისტორიისთვის, მნიშვნელობების ომი.

ანგლოსაქსურმა სამყარომ მოახერხა ჩვენი ჩათრევა უკრაინის  ომში. მათ ეს  ძალიან კარგად გამოუვიდათ: წაგვაჩხუბეს მოძმე ხალხთან; გაწყვიტეს ჩვენი კავშირები ევროპაში მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებთან; გვაიძულებენ, განვითარების ნაცვლად სამხედრო ეკონომიკით დავკავდეთ. მაგრამ ჩვენმა მტრებმა ფასი გადაიხადეს იმით, რომ გაავლეს ფინიშის ხაზი იმ მსოფლიო სისტემისთვის, რომელიც მათ კვებავდა, რომლის  წყალობითაც  აგროვებდნენ დამატებითი ღირებულებას მთელი მსოფლიოდან.  ამ სისტემამ დაიწყო ნგრევა – მიუხედავად იმისა, რომ გარე დამკვირვებლისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის  ფინალი გაურკვეველია,  ბრიჩსი + -ში შესასვლელად რიგში ჩადგა ათზე მეტი ის ქვეყანა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ დასავლეთს თვალებში შესციცინებდნენ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ    

https://dzen.ru/a/ZHoYxXPTRWN223j0

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here