აგვისტოს დასაწყისში ერდოღანმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები განახორციელა არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში. მან ბევრი გენერალი შეცვალა. ახალი სამხედრო ხელმძღვანელები წარსულში ნატოსთან არ ყოფილან დაკავშირებულნი, -წერს ტელეგრამ-არხი „Логика Маркова“.
მიზეზები ნათელი არ არის. ნატო უკმაყოფილოა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ერდოღანმა, შესაძლოა, მოიპოვა გარკვეული ინფორმაცია აშშ-ისა და ნატოს მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ თურქი სამხედროების გამოყენების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ერდოღანის ეს ნაბიჯი კარგია რუსეთისთვის და მნიშვნელოვანია პოლიტიკისთვის.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ